პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს..." - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის, ცნობილი დიზაინერების და პოპულარული მშობლების შესახებ
"არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს..." - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის, ცნობილი დიზაინერების და პოპულარული მშობლების შესახებ

მო­დელ­მა თაკო ნაც­ვლიშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს პო­დი­უ­მი მოკ­ლე დრო­ში წარ­მა­ტე­ბით და­ი­პყრო. გა­სულ წელს მის გა­მო­ჩე­ნას პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბი წერ­დნენ.

2016 წლის იან­ვარ­ში თაკო "არ­მა­ნის" სა­ხეც გახ­და. ახლა კი მო­დე­ლი კა­რი­ე­რა­ში კი­დევ ერთი დიდი ნა­ბი­ჯის­თვის ემ­ზა­დე­ბა - შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლი მშვე­ნე­ბა Victoria's Secret-ის "ფე­შენ შო­უ­ზე" ვი­ხი­ლოთ. თა­კომ უკვე გა­და­ლა­ხა კას­ტინ­გის პირ­ვე­ლი ეტა­პი და წინ ფი­ნა­ლუ­რი ტური აქვს... მისი შან­სე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და იმე­დია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და ერთ-ერთ ულა­მა­ზეს მო­დურ ჩვე­ნე­ბა­ზე ქარ­თველ ლა­მაზ­მან­საც ვი­ხი­ლავთ...

იქამ­დე კი გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ თაკო ნაც­ვლიშ­ვილ­თან 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­წე­რა. მა­შინ თაკო პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და და იქა­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, ახლა კი ნიუ-იორკში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი: თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი 2016 წლის მა­ღა­ლი მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ზე

- თაკო, ბავ­შვო­ბა­ში ჩოგ­ბურ­თე­ლო­ბა გინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ დე­დის გავ­ლე­ნით გა­და­წყვი­ტე მო­დე­ლო­ბა, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ...

- კი, ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი ჩოგ­ბურთზე და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ­დი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მო­დე­ლო­ბა ავირ­ჩიე. ეს არ­ჩე­ვა­ნი დე­დის გავ­ლე­ნით არ გა­მი­კე­თე­ბია, პი­რი­ქით, მე მო­მინ­და მო­დე­ლო­ბა ძა­ლი­ან, ისე რომ, ნი­ნომ თა­ვი­დან ეს არ იცო­და, მერე გა­ვუმ­ხი­ლე. ხერ­ხე­მალ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ჩოგ­ბურ­თის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა.

- იფიქ­რებ­დი თუ არა, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დი მსოფ­ლიო სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ კი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს და ყვე­ლა ხე­დავ­და ჩემ­ში ამ პო­ტენ­ცი­ალს, ბევ­რს ვშრო­მობ­დი ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის. არა­ვინ თქვას, რომ მო­დე­ლო­ბა ად­ვი­ლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უცხო­ეთ­ში ასეა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ბრძო­ლა გი­წევს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად.

- ვერ­სა­ჩე, ია­მა­მო­ტო, დი­ო­რი და ა.შ. არა­ერთ ცნო­ბილ ბრენდთან გი­მუ­შა­ვია. რო­მელ მათ­გან­თან მუ­შა­ო­ბას გა­მო­ყოფ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად?

- გა­მოვ­ყოფ­დი "ვერ­სა­ჩეს", რად­გან ეს პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო ჩემს კა­რი­ე­რა­ში. რთუ­ლია მოხ­ვდე ტოპ მო­დე­ლე­ბით სავ­სე შო­უ­ზე 16 წლის დამ­წყე­ბი მო­დე­ლი პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან, თან რო­დე­საც კას­ტინგზე 300-ზე მეტი გო­გო­ნაა და იქე­დან მხო­ლოდ ერთ დამ­წყებ მო­დელს ეძებ­დნენ. ასე­ვე, გა­მოვ­ყოფ "არ­მა­ნის", რად­გან მას­თან მარ­თლა ახ­ლოს ვარ, სა­ხე­ლი­თაც კი მომ­მარ­თავს. ორ­ჯერ მქონ­და მას­თან გა­და­ღე­ბა და ექ­ვსჯერ გა­მო­მიყ­ვა­ნა შო­უ­ზე. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან მუ­შა­ო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი პა­რი­ზის მა­ღა­ლი მო­დის კვი­რე­ულ­ზე - Ralph & Russo-ს ჩვე­ნე­ბა

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებ იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, როცა პირ­ვე­ლად წახ­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ დე­დას­თან ერ­თად?

- პირ­ვე­ლად გა­ვემ­გზავ­რე ჰონგ-კონ­გში, მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი და დედა წა­მომ­ყვა უცხო­ეთ­ში ერთი კვი­რით, რად­გან მარ­ტო ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ჰონგ-კონ­გში 4 თვე დავ­რჩი, მქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი ედი­თო­რი­ა­ლებ­ში (D&G, Louis Vuitton e.t.c), ასე­ვე მქონ­და showroom-ი Dior-თან და CK-თან.

- მამა რო­გორ შეხ­ვდა შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად, ვატო არ გავს იმ მა­მებს, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს უკ­რძა­ლა­ვენ მო­დე­ლო­ბას და არ უშ­ვე­ბენ მარ­ტო სა­ზღვარ­გა­რეთ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ პერ­სპექ­ტი­ვას უნად­გუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ შვი­ლებს. ალ­ბათ იმი­ტომ არის ასე, რომ თვი­თო­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მოგ­ზა­უ­რობს და იცის, რა და რო­გორ ხდე­ბა უცხო­ეთ­ში. ნი­ნო­საც ენ­დო­ბა, იცის რომ სა­ი­მე­დო ხელ­ში ვარ და ჩემი წარ­მა­ტე­ბის მერე ორი­ვე დარ­წმუნ­და ამა­ში.

- გა­მოს­ვლას პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა, ელო­დი ამას?

- კი, ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ესე ამა­ყო­ბენ ჩე­მით და მხარს მი­ჭე­რენ. იყო უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც, მაგ­რამ არ მიკ­ვირს, წარ­მა­ტე­ბას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს ცოტა ნე­გა­ტი­ვიც.

- ხში­რად გამ­სგავ­სე­ბენ კირა ნა­ით­ლის და კენ­დალ ჯე­ნერს, თა­ვად თუ პო­უ­ლობთ მათ­თან მსგავ­სე­ბას?

- მე პი­რა­დად ვერ ვხე­დავ მსგავ­სე­ბას, ორი­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს... მაგ­რამ არ მო­გა­ტყუ­ებთ და დი­დად არ მი­ხა­რია ეგ ამ­ბა­ვი, რად­გან ვთვლი, რომ რაც უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ, მით უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს ჩემი საქ­მის­თვის.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნე, რომ მხო­ლოდ მო­დე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა შენი პრო­ფე­სია, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ სა­მო­მავ­ლოდ?

- მო­დე­ლო­ბის პე­რი­ო­დი ხან­მოკ­ლეა, ამი­ტომ ვა­პი­რებ სხვა პრო­ფე­სი­ა­საც და­ვე­უფ­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ საქ­მეს გავ­ყვე­ბი, რად­გან ახლა და­ვი­წყე და საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. მე­ო­რე პრო­ფე­სი­ად ყველ­თვის მინ­დო­და ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს არ­ქი­ტექ­ტუ­რამ გა­მი­ტა­ცა.

- დედა რა რჩე­ვებს გაძ­ლევს?

- დედა ყო­ველ­თვის კარგ რჩე­ვებს მაძ­ლევს, სულ რა­ღა­ცას ვე­კი­თხე­ბი, რომ სწო­რად გა­ვა­კე­თო, რად­გან გა­მოც­დი­ლია ამ სფე­რო­ში და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლიც.

- ხში­რად თუ ახერ­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

- ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე დრო­ით, მაქ­სი­მუმ ორი კვი­რით, მერე ისევ მივ­დი­ვარ.

- რო­გო­რია დღის გრა­ფი­კი სა­ზღვარ­გა­რეთ?

- მო­დის კვი­რე­უ­ლის დროს სა­ოც­რად ქა­ო­სუ­რი გრა­ფი­კი მაქვს, დღე­ში 7 კას­ტინ­გი, შემ­დეგ "პრი­მერ­კე­ბი", მაგ­რამ დღე არ გავა Pret a Manger-ში რომ არ მი­ვირ­თვა ლან­ჩი.

- ქარ­თულ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ წინ წა­მო­ი­წია მო­დის სფე­რო­ში, რაც mercedez-benz fashion week-ი ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას.

- რა ჰობი გაქვს, რამ­დე­ნად ხში­რად გრჩე­ბა დრო თუნ­დაც ჩოგ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ?

- ვგიჟ­დე­ბი კი­თხვა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რი მი­ზი­დავს და კას­ტინ­გებ­ზე, მეტ­რო­ში, თვითმფრი­ნავ­ში სულ ვკი­თხუ­ლობ, მიყ­ვარს წერა, ჩემი სა­ი­ტი მაქვს (takonats.com), სა­დაც ვწერ სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ებს. ჩოგ­ბურ­თის­თვის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მცა­ლია, მაგ­რამ როცა ვა­ხერ­ხებ უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ ჩემი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის­გან. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს შო­პინ­გი, ეს ერ­თგვა­რი გა­ტა­ცე­ბაა და ხან­და­ხან ზომა არ ვიცი. "შო­პოჰო­ლი­კის" სა­ხე­ლით ვარ ცნო­ბი­ლი.

- შენი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მო­დე­ლო სფე­როს წამ­ყვან სა­ხე­ებ­თან, მო­დე­ლებ­თან, დი­ზა­ი­ნე­რებ­თან... რო­გო­რე­ბი არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ვის გა­მო­არ­ჩევ გან­სა­კუთ­რე­ბით?

- ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ზოგი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და კე­თი­ლია. ზოგი ძა­ლი­ან ამ­პარ­ტა­ვა­ნი და ქედ­მა­ღა­ლი, მაგ­რამ მე ყვე­ლას­გან კარგ და თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­ლი კლო­სი და ლინდსი ვიქ­სო­ნი მო­მე­წო­ნა.

- სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ თუ იცის ვინ­მემ რა­ი­მე?

- არა, უმე­ტე­სო­ბამ ისიც კი არ იცო­და, რომ სა­ერ­თოდ ქვე­ყა­ნა იყო, ხან რუ­სე­თი ჰგო­ნი­ათ, ხან ამე­რი­კის შტა­ტი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მგო­ნი ამ ბოლო დროს რომ ჰკი­თხოთ, უკვე ბევ­რმა იცის.

- რო­გო­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გაქვთ?

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლეა და ძა­ლი­ან მალე გა­ი­გებთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს..." - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის, ცნობილი დიზაინერების და პოპულარული მშობლების შესახებ

"არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს..." - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის, ცნობილი დიზაინერების და პოპულარული მშობლების შესახებ

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა მსოფლიოს პოდიუმი მოკლე დროში წარმატებით დაიპყრო. გასულ წელს მის გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალები წერდნენ.

2016 წლის იანვარში თაკო "არმანის" სახეც გახდა. ახლა კი მოდელი კარიერაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯისთვის ემზადება - შესაძლოა, ქართველი მშვენება Victoria's Secret-ის "ფეშენ შოუზე" ვიხილოთ. თაკომ უკვე გადალახა კასტინგის პირველი ეტაპი და წინ ფინალური ტური აქვს... მისი შანსები საკმაოდ მაღალია და იმედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და ერთ-ერთ ულამაზეს მოდურ ჩვენებაზე ქართველ ლამაზმანსაც ვიხილავთ...

იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც AMBEBI.GE-მ თაკო ნაცვლიშვილთან 2016 წლის თებერვალში ჩაწერა. მაშინ თაკო პარიზში ცხოვრობდა და იქაურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა, ახლა კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

ნახეთ ფოტოები: თაკო ნაცვლიშვილი 2016 წლის მაღალი მოდის ჩვენებებზე

- თაკო, ბავშვობაში ჩოგბურთელობა გინდოდა, მაგრამ შემდეგ დედის გავლენით გადაწყვიტე მოდელობა, უფრო დაწვრილებით გვიამბე ამის შესახებ...

- კი, ბავშვობაში დავდიოდი ჩოგბურთზე და ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი სპორტის ამ სახეობას გავყოლოდი, მაგრამ ბოლოს მოდელობა ავირჩიე. ეს არჩევანი დედის გავლენით არ გამიკეთებია, პირიქით, მე მომინდა მოდელობა ძალიან, ისე რომ, ნინომ თავიდან ეს არ იცოდა, მერე გავუმხილე. ხერხემალზე პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინა.

- იფიქრებდი თუ არა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი მსოფლიო სამოდელო ბიზნესში?

- სიმართლე გითხრათ კი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს და ყველა ხედავდა ჩემში ამ პოტენციალს, ბევრს ვშრომობდი ამ წარმატებისთვის. არავინ თქვას, რომ მოდელობა ადვილია, ყოველ შემთხვევაში, უცხოეთში ასეა, რადგან ძალიან ბევრი ბრძოლა გიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

- ვერსაჩე, იამამოტო, დიორი და ა.შ. არაერთ ცნობილ ბრენდთან გიმუშავია. რომელ მათგანთან მუშაობას გამოყოფ განსაკუთრებულად?

- გამოვყოფდი "ვერსაჩეს", რადგან ეს პირველი დიდი წარმატება იყო ჩემს კარიერაში. რთულია მოხვდე ტოპ მოდელებით სავსე შოუზე 16 წლის დამწყები მოდელი პატარა ქვეყნიდან, თან როდესაც კასტინგზე 300-ზე მეტი გოგონაა და იქედან მხოლოდ ერთ დამწყებ მოდელს ეძებდნენ. ასევე, გამოვყოფ "არმანის", რადგან მასთან მართლა ახლოს ვარ, სახელითაც კი მომმართავს. ორჯერ მქონდა მასთან გადაღება და ექვსჯერ გამომიყვანა შოუზე. ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

იხილეთ ვიდეო: თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე - Ralph & Russo-ს ჩვენება

- როგორ გაიხსენებ იმ შთაბეჭდილებებს, როცა პირველად წახვედი სამუშაოდ საზღვარგარეთ დედასთან ერთად?

- პირველად გავემგზავრე ჰონგ-კონგში, მაშინ 14 წლის ვიყავი და დედა წამომყვა უცხოეთში ერთი კვირით, რადგან მარტო ძალიან გამიჭირდებოდა, ჰონგ-კონგში 4 თვე დავრჩი, მქონდა გადაღებები ედითორიალებში (D&G, Louis Vuitton e.t.c), ასევე მქონდა showroom-ი Dior-თან და CK-თან.

- მამა როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?

- ძალიან დადებითად, ვატო არ გავს იმ მამებს, რომლებიც შვილებს უკრძალავენ მოდელობას და არ უშვებენ მარტო საზღვარგარეთ, რომლებიც ყველანაირ პერსპექტივას უნადგურებენ თავიანთ შვილებს. ალბათ იმიტომ არის ასე, რომ თვითონაც ბავშვობიდან მოგზაურობს და იცის, რა და როგორ ხდება უცხოეთში. ნინოსაც ენდობა, იცის რომ საიმედო ხელში ვარ და ჩემი წარმატების მერე ორივე დარწმუნდა ამაში.

- გამოსვლას პარიზის მოდის კვირეულზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა, ელოდი ამას?

- კი, ველოდი და ძალიან გამიხარდა, რომ ესე ამაყობენ ჩემით და მხარს მიჭერენ. იყო უარყოფითი შეფასებებიც, მაგრამ არ მიკვირს, წარმატებას ყოველთვის თან ახლავს ცოტა ნეგატივიც.

- ხშირად გამსგავსებენ კირა ნაითლის და კენდალ ჯენერს, თავად თუ პოულობთ მათთან მსგავსებას?

- მე პირადად ვერ ვხედავ მსგავსებას, ორივე ძალიან მომწონს... მაგრამ არ მოგატყუებთ და დიდად არ მიხარია ეგ ამბავი, რადგან ვთვლი, რომ რაც უფრო ინდივიდუალიზმს შევინარჩუნებ, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს ჩემი საქმისთვის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ მხოლოდ მოდელობა არ იქნება შენი პროფესია, რა პროფესიას აირჩევ სამომავლოდ?

- მოდელობის პერიოდი ხანმოკლეა, ამიტომ ვაპირებ სხვა პროფესიასაც დავეუფლო. ჯერჯერობით ამ საქმეს გავყვები, რადგან ახლა დავიწყე და საკმაოდ კარგად მიდის ყველაფერი, ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე პროფესიად ყველთვის მინდოდა ბიზნესი, მაგრამ ამ ბოლო დროს არქიტექტურამ გამიტაცა.

- დედა რა რჩევებს გაძლევს?

- დედა ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს, სულ რაღაცას ვეკითხები, რომ სწორად გავაკეთო, რადგან გამოცდილია ამ სფეროში და ძალიან წარმატებულიც.

- ხშირად თუ ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?

- ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ ძალიან ხანმოკლე დროით, მაქსიმუმ ორი კვირით, მერე ისევ მივდივარ.

- როგორია დღის გრაფიკი საზღვარგარეთ?

- მოდის კვირეულის დროს საოცრად ქაოსური გრაფიკი მაქვს, დღეში 7 კასტინგი, შემდეგ "პრიმერკები", მაგრამ დღე არ გავა Pret a Manger-ში რომ არ მივირთვა ლანჩი.

- ქართულ სამოდელო სფეროში არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებ?

- ძალიან მიხარია, რომ საქართველომ წინ წამოიწია მოდის სფეროში, რაც mercedez-benz fashion week-ი ტარდება. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო და წარმატებებს ვუსურვებ ყველას.

- რა ჰობი გაქვს, რამდენად ხშირად გრჩება დრო თუნდაც ჩოგბურთის სათამაშოდ?

- ვგიჟდები კითხვაზე, განსაკუთრებით დეტექტიური ჟანრი მიზიდავს და კასტინგებზე, მეტროში, თვითმფრინავში სულ ვკითხულობ, მიყვარს წერა, ჩემი საიტი მაქვს (takonats.com), სადაც ვწერ სხვადასხვა სტატიებს. ჩოგბურთისთვის ძალიან იშვიათად მცალია, მაგრამ როცა ვახერხებ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ჩემი საყვარელი სპორტის სახეობისგან. ასევე ძალიან მიყვარს შოპინგი, ეს ერთგვარი გატაცებაა და ხანდახან ზომა არ ვიცი. "შოპოჰოლიკის" სახელით ვარ ცნობილი.

- შენი საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს ურთიერთობა სამოდელო სფეროს წამყვან სახეებთან, მოდელებთან, დიზაინერებთან... როგორები არიან ურთიერთობაში, ვის გამოარჩევ განსაკუთრებით?

- ყველა განსხვავებულია, ზოგი ძალიან საყვარელი და კეთილია. ზოგი ძალიან ამპარტავანი და ქედმაღალი, მაგრამ მე ყველასგან კარგ და თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. განსაკუთრებით კარლი კლოსი და ლინდსი ვიქსონი მომეწონა.

- საქართველოს შესახებ თუ იცის ვინმემ რაიმე?

- არა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რომ საერთოდ ქვეყანა იყო, ხან რუსეთი ჰგონიათ, ხან ამერიკის შტატი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ მგონი ამ ბოლო დროს რომ ჰკითხოთ, უკვე ბევრმა იცის.

- როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებს საიდუმლოდ დავტოვებ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიახლეა და ძალიან მალე გაიგებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება