"საუცხოო", "ფანტასტიკური", "ზღაპრული" - ამ ეპითეტებით ამკობენ "ინსატაგრამზე" 17 წლის თაკო ნაცვლიშვილს. ქართველი მოდელის მშვენიერებით აღფრთოვანებას ვერ მალავს ავსტრალიური სამოდელო სახლი Ralph & Russo, რომლის ერთ-ერთ ბოლო ჩვენებაზე თაკომ პოდიუმი დაამშვენა. ოქროს დაფნის ფოთლები პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი იყო. თაკო ნაცვლიშვილმა "ინსატაგრამის" გვერდზე ჩვენების კულისებში გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით: "თავს ისე ვგრძნობ, როგორც პრინცესა. მადლობა Ralph & Russo-ს, რომ ამ არაჩვეულებრივი სანახაობის ნაწილი გავხდი!".
დაათვალიერეთ თაკო ნაცვლიშვილის უახლესი ფოტოები ჩვენებებიდან
Ralph & Russo-ს კაბებს წითელ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები ირგებენ, როგორებიც არიან: გვინეტ პელტროუ, მონიკა ბელუჩი, აიშვარია რაი, ანჯელინა ჯოლი, კაილი მინოუგი და შერილ კოული.
ქართველ ლამაზმანს ხშირად ადარებენ მსახიობ კირა ნაითლისა და მოდელ კენდალ ჯენერს, თუმცა ამაზე ბევრსაც დავობენ მისი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში და წერენ, რომ თაკო ბევრად უფრო ლამაზია.
რაც შეეხება Zuhair Murad-ის ზღაპრულ კოლექციას, ქართველმა მოდელმა ლიბანელი დიზაინერის ორი სამოსი მოირგო 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან.