ლეონარდო დიკაპრიოსა და რიანას ურთიერთობის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია არსებობს. გასულ ზაფხულს წყვილი ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში შენიშნეს და მას შემდეგ ამ თემაზე სპეკულაცია არ შეწყვეტილა. თუმცა, ლეოს და რიანას დაწყვილება ჭორად რჩებოდა, რადგან არ არსებობდა ამის მტკიცებულება. ინტერნეტში გავრცელდა პარიზულ კლუბში გადაღებული ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ კოცნის დიკაპრიო რიანას. კინოსა და პოპ მუსიკის ცნობილი ვარსკვლავები ერთმანეთს ხვდებიან. საინტერესოა, რა ეტაპზე გადავა მათი ურთიერთობა.
მომზადებულია nylon.com-ს მიხედვით.