პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?!
"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?!

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა სომ­ხურ­მა ვი­დე­ორ­გოლ­მა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. კლიპ­ში, სა­დაც სომ­ხურ ენა­ზე სიმ­ღე­რას სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნი ას­რუ­ლებს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნი­მუ­შის, სიმ­ღე­რის "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" მე­ლო­დია. თან მი­ნიშ­ნე­ბუ­ლია, რომ ტექ­სტის ავ­ტო­რი თა­ვად მომ­ღე­რა­ლია, ხოლო მუ­სი­კა თურ­მე მა­ნუკ ხა­ჩატ­რი­ანს ეკუთ­ვნის. სიმ­ღე­რის­თვის სა­ხე­ლად "ჰა­ი­ას­ტა­ნი" და­ურ­ქმე­ვი­ათ, რაც სომ­ხეთს ნიშ­ნავს. ამ სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რამ" სტა­ტია უკვე მო­ამ­ზა­და, რო­მელ­შიც ჯანო ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­ნა­ცხა­და:

"ერთხელ როცა მა­მის დიდი ჯა­ნოს მე­გო­ბა­რი გოგი ვა­სა­ძე ქუ­თა­ის­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იქ უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მო­ი­თხო­ვა გი­ტა­რა, მას რა თქმა უნდა, მი­არ­თვეს ბაფ­თი­ა­ნი გი­ტა­რა, ქალ­ბა­ტონ­მა კი, რომ­ლის სა­ხე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, უც­ნო­ბია, გი­ტა­რა­ზე გრი­შაშ­ვი­ლის ლექ­სი "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" შე­ას­რუ­ლა.

ეს სიმ­ღე­რა თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გო­გიმ მა­მას მო­ას­მე­ნი­ნა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გა­და­წყვი­ტა ემ­ღე­რა, თუმ­ცა სიმ­ღე­რას და­მუ­შა­ვე­ბა, არან­ჟი­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და და მან მი­მარ­თა მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვილს, ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის რჩე­ვით კი მათ გა­და­წყვი­ტეს ტექ­სტი უფრო "შე­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნათ" და მი­მარ­თეს მა­მის მე­გო­ბარს ბი­ძი­ნა ფე­რა­ძეს. ბი­ძი­ნას ტექ­სტი კი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მა­მამ შე­ას­რუ­ლა, იწყე­ბო­და ასე: "ყვა­ვი­ლე­ბის მე­უ­ფევ, თვა­ლი და­მი­ზი­ა­ნე..." 1946 წლის 6 დე­კემ­ბერს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა ქარ­თუ­ლი ჯაზ-ორ­ჯესტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­ზეც მა­მა­ჩემ­მა ეს სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლად შე­ას­რუ­ლა.

მინ­და, გი­თხრათ, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მემ­კვიდ­რე­ო­ბა და თუ სა­ჭი­რო შე­იქ­მნა მისი დაც­ვა, მე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს მა­მის ნამ­ღე­რი აუ­დი­ო­ვერ­სია, ჩემი ნამ­ღე­რი კი ალ­ბათ მოს­მე­ნი­ლი გექ­ნე­ბათ..."

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო, ექ­სკლუ­ზი­უ­რი კო­მენ­ტა­რი მოგ­ვცა რო­გორც მომ­ღე­რალ­მა სე­რობ არ­ჯე­მი­ან­მა, ასე­ვე ამ სიმ­ღე­რის კომ­პო­ზი­ტო­რად გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა მა­ნუკ ხა­ჩატ­რი­ან­მა.

სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნი:

- ჩვენ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი გვაქვს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია თბი­ლის­ში ჩა­მოვფრინ­დეთ კი­დეც. არ მომ­წონს ეს სი­ტუ­ა­ცია, რაც ახლა ხდე­ბა და ეს პრობ­ლე­მა გო­ნივ­რუ­ლად უნდა მო­ვაგ­ვა­როთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?!

"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?!

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის "ყვავილების ქვეყანა" მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის. სიმღერისთვის სახელად "ჰაიასტანი" დაურქმევიათ, რაც სომხეთს ნიშნავს. ამ საკითხზე "კვირის პალიტრამ" სტატია უკვე მოამზადა, რომელშიც ჯანო ბაგრატიონმა განაცხადა:

"ერთხელ როცა მამის დიდი ჯანოს მეგობარი გოგი ვასაძე ქუთაისში წვეულებაზე იმყოფებოდა, იქ უცნობმა ქალბატონმა მოითხოვა გიტარა, მას რა თქმა უნდა, მიართვეს ბაფთიანი გიტარა, ქალბატონმა კი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია, გიტარაზე გრიშაშვილის ლექსი "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა.

ეს სიმღერა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გოგიმ მამას მოასმენინა, რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ემღერა, თუმცა სიმღერას დამუშავება, არანჟირება სჭირდებოდა და მან მიმართა მიხეილ ჩირინაშვილს, ჩირინაშვილის რჩევით კი მათ გადაწყვიტეს ტექსტი უფრო "შეელამაზებინათ" და მიმართეს მამის მეგობარს ბიძინა ფერაძეს. ბიძინას ტექსტი კი, რომელიც შემდეგ მამამ შეასრულა, იწყებოდა ასე: "ყვავილების მეუფევ, თვალი დამიზიანე..." 1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ჯაზ-ორჯესტრის ოფიციალური კონცერტი, რომელზეც მამაჩემმა ეს სიმღერა პირველად შეასრულა.

მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ქართული კულტურის მემკვიდრეობა და თუ საჭირო შეიქმნა მისი დაცვა, მე შენახული მაქვს მამის ნამღერი აუდიოვერსია, ჩემი ნამღერი კი ალბათ მოსმენილი გექნებათ..."

საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟის გამო, ექსკლუზიური კომენტარი მოგვცა როგორც მომღერალმა სერობ არჯემიანმა, ასევე ამ სიმღერის კომპოზიტორად გამოცხადებულმა მანუკ ხაჩატრიანმა.

სერობ არჯემიანი:

- ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და თუ საჭირო გახდება შეგვიძლია თბილისში ჩამოვფრინდეთ კიდეც. არ მომწონს ეს სიტუაცია, რაც ახლა ხდება და ეს პრობლემა გონივრულად უნდა მოვაგვაროთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება