პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე
"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

გვი­ან ღა­მით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია Еспресо.TV-ს მიერ ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხი და მისი მე­გო­ბა­რი რეზი ოძე­ლაშ­ვი­ლი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ორი ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შე­დე­გად გა­ი­თიშ­ნენ და ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ტაქ­სის მძღოლ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა. ვი­დეო ორი თვის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ჯა­როდ წუ­ხელ გავ­რცელ­და. გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა მიშა მეს­ხის მი­მართ. ცნო­ბი­ლია, რომ მიშა მეს­ხის ოჯახს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მეს­ხიც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ არას­დროს ერი­დე­ბო­და კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს.

"ambebi.ge" შე­ე­ცა­და მიშა მესხთან და­კავ­ში­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე ინ­ტერ­ვი­უს­გან თავს იკა­ვებს. თუმ­ცა, მო­ვა­ხერ­ხეთ მი­შას დას, მარი მესხს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით:

- მარი, რო­დის მოხ­და ეს ფაქ­ტი?

- ეს ფაქ­ტი ნო­ემ­ბერ­ში მოხ­და, როცა მიშა და მისი მე­გო­ბა­რი კი­ევ­ში ქორ­წილ­ში იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში ერთი კვი­რით დარ­ჩნენ. ალ­ბათ, ის ერთი კვი­რა სა­ერ­თოდ არც ეძი­ნათ და გა­და­ი­ღა­ლა ორი­ვე. რო­დე­საც ეს ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, იმ დღეს­ვე ჩა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში. სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში წე­რია, რომ მი­შას და მის მე­გო­ბარს სას­მე­ლის­გან და ლი­რი­კის­გან მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, ასე ვთქვათ, "პე­რე­დო­ზი" და­ე­მარ­თათ ლი­რი­კის­გან და სას­მე­ლის­გან. ძა­ლი­ან დაგ­ვიდ­გა გვერ­დით სა­კონ­სუ­ლო და დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ. ახლა ვნა­ხე ვი­დეო, ძა­ლი­ან ცუ­დად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი ყვე­ლა­ფე­რი. ფაქ­ტია, რა­ღა­ცა­შია საქ­მე, შავი პი­ა­რის აგო­რე­ბა უნ­დო­დათ მი­შას მი­მართ. სა­ნამ ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, სამი დღით ადრე და­ი­წე­რა, რომ მიშა მეს­ხი მოკ­ვდა. მინ­დო­და მე­ჩივ­ლა, მაგ­რამ აღარ ვი­ჩივ­ლე. ენას დიდი ძალა აქვს, ალ­ბათ.

- იცო­დით ამ ვი­დე­ოს შე­სა­ხებ? ხომ არ აპი­რებთ, რომ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოთ უკ­რა­ი­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ამის ღიად ჩვე­ნე­ბის­თვის?

- არ ვი­ცო­დი, გა­და­ღე­ბუ­ლი რომ იყო ეს მა­სა­ლა. რა­ტომ უნდა ვუ­ჩივ­ლო? მათი ნე­ბაა, რო­გორც უნდა, ისე აჩ­ვე­ნე­ბენ. ერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გული... ამ ამ­ბის შემ­დეგ მიშა მო­ნას­ტერ­ში იყო, ფან­ტას­ტი­კუ­რად არის და არ მინ­და ნერ­ვე­ბი მო­ე­შა­ლოს. მი­შას­თვის არც და­მი­რე­კავს, ზუს­ტად ვიცი, რომ მკვდა­რია, ისე გა­ნიც­დის. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა გვაქვს, მათ შო­რის მი­შა­საც, მაგ­რამ ამას ხომ არ მოყ­ვე­ბა? მის­თვის ისიც პრობ­ლე­მაა, რომ არ არის რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბის ბედი ასე­თია. არ მინ­დო­და ინ­ტერ­ნეტ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვა, მაგ­რამ მა­ინც წა­ვი­კი­თხე. მივ­მარ­თავ ხალ­ხს, თავი შე­ი­კა­ვოს ლან­ძღვის­გან. 90-იანი წლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბით არის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი. დე­დებს, დებს, ძმებს ვთხოვ, ნუ იტყვი­ან ცუდს ნუ­რა­ვი­ზე. ღმერ­თმა გვას­წავ­ლა, რომ ეს ცუ­დია, მაგ­რამ არა­ვინ იცის, რა დაგ­ვე­მარ­თე­ბა. ისე­დაც გამ­წა­რე­ბულ ოჯახს ისევ ნუ გაგ­ვამ­წა­რებთ. მას ჰყავს დედა, შვი­ლი, და. იმის მა­გივ­რად, რომ გვერ­დით და­ვუდ­გეთ, პი­რი­ქით ვიქ­ცე­ვით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მიშა მეს­ხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

გვიან ღამით სოციალურ ქსელში, უკრაინული ტელეკომპანია Еспресо.TV-ს მიერ ბორისპოლის აეროპორტში გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი რეზი ოძელაშვილი არიან აღბეჭდილნი. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ორი ქართველი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გაითიშნენ და ამის შესახებ სამართალდამცავებს ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. ვიდეო ორი თვის წინ არის გადაღებული, თუმცა საჯაროდ წუხელ გავრცელდა. გარკვეულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს იყო შურისძიება მიშა მესხის მიმართ. ცნობილია, რომ მიშა მესხის ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მესხიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არასდროს ერიდებოდა კრიტიკულ შეფასებებს.

"ambebi.ge" შეეცადა მიშა მესხთან დაკავშირებას, რომელიც ამ ეტაპზე ინტერვიუსგან თავს იკავებს. თუმცა, მოვახერხეთ მიშას დას, მარი მესხს დავკავშირებოდით:

- მარი, როდის მოხდა ეს ფაქტი?

- ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ. ალბათ, ის ერთი კვირა საერთოდ არც ეძინათ და გადაიღალა ორივე. როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, იმ დღესვე ჩავედი უკრაინაში. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მიშას და მის მეგობარს სასმელისგან და ლირიკისგან მოეწამლა ორგანიზმი, ასე ვთქვათ, "პერედოზი" დაემართათ ლირიკისგან და სასმელისგან. ძალიან დაგვიდგა გვერდით საკონსულო და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ახლა ვნახე ვიდეო, ძალიან ცუდად არის ნაჩვენები ყველაფერი. ფაქტია, რაღაცაშია საქმე, შავი პიარის აგორება უნდოდათ მიშას მიმართ. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი დღით ადრე დაიწერა, რომ მიშა მესხი მოკვდა. მინდოდა მეჩივლა, მაგრამ აღარ ვიჩივლე. ენას დიდი ძალა აქვს, ალბათ.

- იცოდით ამ ვიდეოს შესახებ? ხომ არ აპირებთ, რომ პასუხი მოსთხოვოთ უკრაინელ სამართალდამცველებს და ტელეკომპანიას ამის ღიად ჩვენებისთვის?

- არ ვიცოდი, გადაღებული რომ იყო ეს მასალა. რატომ უნდა ვუჩივლო? მათი ნებაა, როგორც უნდა, ისე აჩვენებენ. ერთ რამეზე მწყდება გული... ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო, ფანტასტიკურად არის და არ მინდა ნერვები მოეშალოს. მიშასთვის არც დამირეკავს, ზუსტად ვიცი, რომ მკვდარია, ისე განიცდის. პრობლემები ყველა გვაქვს, მათ შორის მიშასაც, მაგრამ ამას ხომ არ მოყვება? მისთვის ისიც პრობლემაა, რომ არ არის რეალიზებული. საქართველოში მსახიობის ბედი ასეთია. არ მინდოდა ინტერნეტში კომენტარების წაკითხვა, მაგრამ მაინც წავიკითხე. მივმართავ ხალხს, თავი შეიკავოს ლანძღვისგან. 90-იანი წლებიდან გამომდინარე ყველა ნარკოტიკებით არის გაუბედურებული. დედებს, დებს, ძმებს ვთხოვ, ნუ იტყვიან ცუდს ნურავიზე. ღმერთმა გვასწავლა, რომ ეს ცუდია, მაგრამ არავინ იცის, რა დაგვემართება. ისედაც გამწარებულ ოჯახს ისევ ნუ გაგვამწარებთ. მას ჰყავს დედა, შვილი, და. იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ, პირიქით ვიქცევით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მიშა მესხზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება