მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება
სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სიმ­ღე­რა "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" კი­დევ ერთხელ გახ­და სკან­და­ლის მი­ზე­ზი. სულ ცოტა ხნის წინ, ინ­ტერ­ნეტ­ში სო­მე­ხი მომ­ღერ­ლის სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნის კლი­პი და სიმ­ღე­რა "ჰა­ი­ას­ტა­ნი" გავ­რცელ­და, სკან­და­ლუ­რი ის არის, რომ არ­ჯე­მი­ა­ნის სიმ­ღე­რა მო­პა­რუ­ლია და ტექ­სტი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ზეა და­წე­რი­ლი. "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" ად­რეც გახ­და და­ვის სა­გა­ნი, გი­ორ­გი ვა­სა­ძის და მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ებ­მა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლეს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გინ­და, რომ სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლია, გი­ორ­გი ვა­სა­ძემ კი მუ­სი­კა ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნის­თვის გა­ა­ორ­კესტრა. რა ზო­მებს მი­ი­ღებს მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი მისი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ambebi.ge" მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და, კომ­პო­ზი­ტო­რის მემ­კვიდ­რე ან­კა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა და კო­მენ­ტარს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თებს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კო­ლოზ გო­გი­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი მზად არი­ან მემ­კვიდ­რე­ებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

ნი­კო­ლოზ გო­გი­ლი­ძე (სსიპ სა­ქარ­თველს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რე):

- "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" არის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით და­ცუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და მას ჰყავს თა­ვი­სი ავ­ტო­რი. ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ მემ­კვიდ­რე­ებ­მა. თუ მოგ­ვმარ­თა­ვენ ისი­ნი და გვთხო­ვენ მისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ვეხ­მა­რე­ბით. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ჩვენ (სა­ხელ­მწი­ფოს) ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვერ­თოთ, რო­დე­საც ნა­წარ­მო­ებს მემ­კვიდ­რე არ ჰყავს ან მემ­კვიდ­რე არა­ჯე­როვ­ნად იცავს მის არა­ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს. არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი არის ის, რომ მო­ვი­თხო­ვოთ ავ­ტო­რის მი­თი­თე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს, რომ მოხ­დეს და­ჯა­რი­მე­ბა, სან­ქცი­რე­ბა და ა.შ. ეს ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის მემ­კვიდ­რე­ე­ბის ხელ­შია. ჩვენ თუ მოგ­ვმარ­თა­ვენ, და­ვეხ­მა­რე­ბით სა­ჩივ­რის და­წე­რა­ში და გა­ვუ­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ას. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის მო­უ­მარ­თავს.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სიმ­ღე­რას სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­ი­ტანს სომ­ხე­თის სა­ხე­ლით, თუმ­ცა "ევ­რო­ვი­ზი­ის" ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს.

ნა­თია უზ­ნა­ძე:

- ეს არ არის სი­მარ­თლე. ეს ბიჭი არ გა­დის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე სომ­ხეთს ივე­ტა მუ­კუ­ჩი­ა­ნი წა­რად­გენს. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი, რო­მელ­საც მუ­კუ­ჩი­ა­ნი შე­ას­რუ­ლებს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", კონ­კურ­სზეც კი არ ყო­ფი­ლა შე­ტა­ნი­ლი სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნის სიმ­ღე­რა. შე­იძ­ლე­ბა ეს ბიჭი მღე­რის, მაგ­რამ "ევ­რო­ვი­ზი­ას" ეს არ ეხე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: სომ­ხეთ­მა შე­საძ­ლოა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" წა­რად­გი­ნოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში სომეხი მომღერლის სერობ არჯემიანის კლიპი და სიმღერა "ჰაიასტანი" გავრცელდა, სკანდალური ის არის, რომ არჯემიანის სიმღერა მოპარულია და ტექსტი ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ ჩირინაშვილის მუსიკაზეა დაწერილი. "ყვავილების ქვეყანა" ადრეც გახდა დავის საგანი, გიორგი ვასაძის და მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეებმა საავტორო უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სიმღერის ავტორი მიხეილ ჩირინაშვილია, გიორგი ვასაძემ კი მუსიკა ჯანო ბაგრატიონისთვის გააორკესტრა. რა ზომებს მიიღებს მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეები მისი უფლებების დასაცავად ჯერჯერობით უცნობია.

"ambebi.ge" მიხეილ ჩირინაშვილის ოჯახს დაუკავშირდა, კომპოზიტორის მემკვიდრე ანკარაში იმყოფება და კომენტარს აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, ისინი მზად არიან მემკვიდრეებს საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარება გაუწიონ.

ნიკოლოზ გოგილიძე (სსიპ საქართველს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე):

- "ყვავილების ქვეყანა" არის საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოები და მას ჰყავს თავისი ავტორი. ეს არის კერძო საკუთრება და ზომები უნდა მიიღონ მემკვიდრეებმა. თუ მოგვმართავენ ისინი და გვთხოვენ მისი უფლებების დაცვას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ჩვენ (სახელმწიფოს) ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ, როდესაც ნაწარმოებს მემკვიდრე არ ჰყავს ან მემკვიდრე არაჯეროვნად იცავს მის არაქონებრივ უფლებებს. არაქონებრივი უფლებების ნაწილი არის ის, რომ მოვითხოვოთ ავტორის მითითება ნაწარმოების გამოყენების დროს. რაც შეეხება ქონებრივ უფლებებს, რომ მოხდეს დაჯარიმება, სანქცირება და ა.შ. ეს ნაწარმოების ავტორის მემკვიდრეების ხელშია. ჩვენ თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით საჩივრის დაწერაში და გავუწევთ კონსულტაციას. მაგრამ ჯერჯერობით არავის მოუმართავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმღერას სერობ არჯემიანი "ევროვიზიაზე" გაიტანს სომხეთის სახელით, თუმცა "ევროვიზიის" ქართული წარმომადგენლობა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ნათია უზნაძე:

- ეს არ არის სიმართლე. ეს ბიჭი არ გადის "ევროვიზიაზე", წელს "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთს ივეტა მუკუჩიანი წარადგენს. გამოცხადებული იყო სიმღერის კონკურსი, რომელსაც მუკუჩიანი შეასრულებს "ევროვიზიაზე", კონკურსზეც კი არ ყოფილა შეტანილი სერობ არჯემიანის სიმღერა. შეიძლება ეს ბიჭი მღერის, მაგრამ "ევროვიზიას" ეს არ ეხება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სომხეთმა შესაძლოა "ევროვიზიაზე" "ყვავილების ქვეყანა" წარადგინოს?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"