საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."
"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."

მომ­ღე­რა­ლი ნუკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მე­ო­რე შვილს აგ­ვის­ტო­ში ელო­დე­ბა, პირ­ვე­ლი ბიჭი ლუკა თე­ბერ­ვალ­ში ორი წლის ხდე­ბა. ნუ­კას ორ­სუ­ლო­ბა­ზე და ზო­გა­დად, დე­დო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- 2-თვე-ნა­ხევ­რის ფეხ­მძი­მე ვარ და პირ­ვე­ლის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მაქვს, ამი­ტომ მგო­ნია, რომ გოგო უნდა იყოს; ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რაც გა­ვი­გე, რომ ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბი. ლუ­კა­ზე ისე სუს­ტად ვი­ყა­ვი, სულ ვი­წე­ქი და მე­ძი­ნა, ფეხ­ზე ად­გო­მის თავი არ მქონ­და, ახლა პი­რი­ქით, უფრო ენერ­გი­უ­ლად ვარ. ერთი პრობ­ლე­მა რაც მა­წუ­ხებს, ესაა სა­ში­ნე­ლი ტოქ­სი­კო­ზი, რაც ლუ­კა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად არ მქო­ნია, უფრო სწო­რად, სულ 7 დღე მქონ­და და სულ ეგ იყო, ახლა კი რაც ორ­სუ­ლად ვარ, სულ ტოქ­სი­კო­ზი მაქვს.

- ამ­ბო­ბენ, ქა­ლებს ორ­სუ­ლო­ბა­ში ხა­სი­ა­თი ეც­ვლე­ბათ, მე­ტად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ა­ნო, შე­გიმ­ჩნე­ვია ასე­თი ცვლი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის?

- პირ­ველ ფეხ­მძი­მო­ბა­ზე სა­კუ­თარ თავს შე­ვა­ტყვე, რომ შე­ვიც­ვა­ლე, თით­ქოს რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­ქალ­დი, მაგ­რამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, ისევ ისე­თი "დავ­ბრუნ­დი", რო­გო­რიც ვი­ყა­ვი (იღი­მის). ახლა კი მაგ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ჩემ­ში, უბ­რა­ლოდ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­მე­მა­ტა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ვაგ­დე ისე­თი იმავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რიც იყო სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, ყავა, ღა­მის თე­ნე­ბა, სმა.

- პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის დროს ეწე­ო­დი?

- სხვა­თა შო­რის, ლუ­კა­ზე ორ­სუ­ლო­ბი­სას ორი თვის ვი­ყა­ვი, რომ გა­და­ვაგ­დე სი­გა­რე­ტი. მაგ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან სუსტ სი­გა­რეტს, ისიც დღე­ში ერთ ღერს ვე­წე­ო­დი, მაგ­რამ ერთ დღეს გა­ვიღ­ვი­ძე და აღარ გა­მიჩ­ნდა მო­წე­ვის სურ­ვი­ლი, იმის შემ­დეგ ორი წელი და­ნე­ბე­ბუ­ლი მქონ­და თავი. შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ერთ-ერთ პრო­ექ­ტში, იქ ყვე­ლა ეწე­ო­და, გა­დი­ო­და, ამით ის­ვე­ნებ­და და მეც მო­მინ­და, შე­სა­ბა­მი­სად ისევ და­ვი­წყე მო­წე­ვა. თუმ­ცა, ახლა უკვე აღარ ვე­წე­ვი, ასე ერთ დღეს ვთქვი, მე­ყო­ფა, აღარ უნდა მოვ­წიო და ნა­ხევ­რად-სას­ვე კო­ლო­ფი მო­ვის­რო­ლე ნა­გავ­ში და მას შემ­დეგ არ მო­მი­წე­ვია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."

"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილს აგვისტოში ელოდება, პირველი ბიჭი ლუკა თებერვალში ორი წლის ხდება. ნუკას ორსულობაზე და ზოგადად, დედობაზე ვესაუბრეთ.

- 2-თვე-ნახევრის ფეხმძიმე ვარ და პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ორსულობა მაქვს, ამიტომ მგონია, რომ გოგო უნდა იყოს; ასეთი შეგრძნება მაქვს, რაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდები. ლუკაზე ისე სუსტად ვიყავი, სულ ვიწექი და მეძინა, ფეხზე ადგომის თავი არ მქონდა, ახლა პირიქით, უფრო ენერგიულად ვარ. ერთი პრობლემა რაც მაწუხებს, ესაა საშინელი ტოქსიკოზი, რაც ლუკაზე, ფაქტობრივად არ მქონია, უფრო სწორად, სულ 7 დღე მქონდა და სულ ეგ იყო, ახლა კი რაც ორსულად ვარ, სულ ტოქსიკოზი მაქვს.

- ამბობენ, ქალებს ორსულობაში ხასიათი ეცვლებათ, მეტად სენტიმენტალურები ხდებიანო, შეგიმჩნევია ასეთი ცვლილება საკუთარი თავისთვის?

- პირველ ფეხმძიმობაზე საკუთარ თავს შევატყვე, რომ შევიცვალე, თითქოს რაღაცნაირად დავქალდი, მაგრამ რომ გავაჩინე, ისევ ისეთი "დავბრუნდი", როგორიც ვიყავი (იღიმის). ახლა კი მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა ჩემში, უბრალოდ, პასუხისმგებლობა მომემატა. აქედან გამომდინარე გადავაგდე ისეთი იმავნე ჩვევები, როგორიც იყო სიგარეტის მოწევა, ყავა, ღამის თენება, სმა.

- პირველი ორსულობის დროს ეწეოდი?

- სხვათა შორის, ლუკაზე ორსულობისას ორი თვის ვიყავი, რომ გადავაგდე სიგარეტი. მაგ პერიოდში ძალიან სუსტ სიგარეტს, ისიც დღეში ერთ ღერს ვეწეოდი, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და აღარ გამიჩნდა მოწევის სურვილი, იმის შემდეგ ორი წელი დანებებული მქონდა თავი. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ პროექტში, იქ ყველა ეწეოდა, გადიოდა, ამით ისვენებდა და მეც მომინდა, შესაბამისად ისევ დავიწყე მოწევა. თუმცა, ახლა უკვე აღარ ვეწევი, ასე ერთ დღეს ვთქვი, მეყოფა, აღარ უნდა მოვწიო და ნახევრად-სასვე კოლოფი მოვისროლე ნაგავში და მას შემდეგ არ მომიწევია.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება