სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები
ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სას­ტუმ­რო ბე­ვერ­ლი ჰილ­ტონ­ში "ოქ­როს გლო­ბუ­სის" რი­გით 73-ე და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ას უკვე მე­ო­თხედ ბრი­ტა­ნე­ლი კო­მი­კო­სი რიკი ჯერ­ვა­ი­სი უძღვე­ბო­და, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი შოუს შემ­დეგ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ეხ­ვე­ვა ხოლ­მე თა­ვი­სი ენაკ­ვი­მა­ტი ხუმ­რო­ბე­ბის გამო.

"ოქ­როს გლო­ბუ­სის" ტრი­უმ­ფა­ტო­რი ფილ­მი The Revenant გახ­და. მას მი­ე­ნი­ჭა წლის სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მის სტა­ტუ­სი, რე­ჟი­სორ­მა ალე­ხან­დრო გონ­სა­ლეს ინა­რი­ტუმ წლის სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის მი­ი­ღო ჯილ­დო, ხოლო ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის. მარ­თა­ლია, "ოქ­როს გლო­ბუსს" "ოს­კა­რის" რე­პე­ტი­ცი­ას უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, მი­ი­ღებს თუ არა "ოს­კარს" დი­კაპ­რიო, რად­გან დღე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მე­სა­მეა მის­თვის და წინა ორი ტრი­უმ­ფის დროს ის "უოს­კა­როდ" და­ტო­ვეს.

წლის სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მად "მარ­სე­ლი" და­სა­ხელ­და, ხოლო სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კაც მსა­ხი­ო­ბად ამ ჟანრ­ში "მარ­სე­ლის" ვარ­სკვლა­ვი მეთ დე­ი­მო­ნი. სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი დრა­მა­ტულ როლ­ში ბრი ლარ­სო­ნი გახ­და ფილ­მის­თვის "ოთა­ხი", სა­უ­კე­თე­სო ქალი კო­მე­დი­ურ როლ­ში კი ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი ფილ­მის­თვის "ჯოი". მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის ჯილ­დო ლე­გენ­და­რულ­მა სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნემ მი­ი­ღო მეშ­ვი­დედ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი როკი ბალ­ბო­ას რო­ლის­თვის ფილმში "კრი­დი", ხოლო ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის კეიტ უინსლეტ­მა მი­ი­ღო ჯილ­დო ფილ­მის­თვის "სტივ ჯობ­სი".

წლის სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­ად პიქ­სა­რის Inside Out აღი­ა­რეს, სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვან ფილ­მად კი უნ­გრუ­ლი "სო­ლის შვი­ლი". სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში აა­რონ სორ­კინ­მა გა­ი­მარ­ჯვა "სტივ ჯობ­სის­თვის", სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბის­თვის "გლო­ბუ­სი" ცო­ცხალ ლე­გენ­დას - ენიო მო­რი­კო­ნეს გა­დას­ცეს კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს ფილ­მის­თვის "სა­ძულ­ვე­ლი რვი­ა­ნი", ფილ­მის­თვის და­წე­რი­ლი სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რის­თვის კი სემ სმი­ტი და­ჯილ­დოვ­და ჯე­იმს ბონ­დის ახა­ლი ფილ­მის სიმ­ღე­რის­თვის - Writings on the wall.

იხი­ლეთ ვი­დეო: დი­კაპ­რი­ოს რე­აქ­ცი­ამ ლედი გა­გას შე­ხე­ბა­ზე ინ­ტერ­ნე­ტი და­ი­პყრო

სა­ტე­ლე­ვი­ზიო ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან:

  • სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი: მის­ტერ რო­ბო­ტი
  • სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი: მო­ცარ­ტი ჯუნ­გლებ­ში
  • სა­უ­კე­თე­სო მი­ნი­სე­რი­ა­ლი: Wolf Hall
  • სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში: ჯონ ჰემი
  • სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში: ტა­რა­ჯი პი ჰენ­სო­ნი
  • სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში: გაელ გარ­სია ბერ­ნა­ლი
  • სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში: რე­ი­ჩელ ბლუ­მი
  • სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქა­ლის როლი სე­რი­ალ­ში: მორა ტირ­ნი
  • სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მა­მა­კა­ცის როლი სე­რი­ალ­ში: კრის­ტი­ან სლე­ი­ტე­რი
  • სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი მი­ნი­სე­რი­ალ­ში: ოს­კარ აი­ზე­კი
  • სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი მი­ნი­სე­რი­ალ­ში: ლედი გაგა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

რამდენიმე საათის წინ კალიფორნიაში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში "ოქროს გლობუსის" რიგით 73-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას უკვე მეოთხედ ბრიტანელი კომიკოსი რიკი ჯერვაისი უძღვებოდა, რომელიც ყოველი შოუს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ხოლმე თავისი ენაკვიმატი ხუმრობების გამო.

"ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორი ფილმი The Revenant გახდა. მას მიენიჭა წლის საუკეთესო დრამატული ფილმის სტატუსი, რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუმ წლის საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ჯილდო, ხოლო ლეონარდო დიკაპრიომ მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისთვის. მართალია, "ოქროს გლობუსს" "ოსკარის" რეპეტიციას უწოდებენ, მაგრამ ნაადრევია იმაზე საუბარი, მიიღებს თუ არა "ოსკარს" დიკაპრიო, რადგან დღევანდელი გამარჯვება უკვე მესამეა მისთვის და წინა ორი ტრიუმფის დროს ის "უოსკაროდ" დატოვეს.

წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის ფილმად "მარსელი" დასახელდა, ხოლო საუკეთესო მამაკაც მსახიობად ამ ჟანრში "მარსელის" ვარსკვლავი მეთ დეიმონი. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ როლში ბრი ლარსონი გახდა ფილმისთვის "ოთახი", საუკეთესო ქალი კომედიურ როლში კი ჯენიფერ ლოურენსი ფილმისთვის "ჯოი". მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო ლეგენდარულმა სილვესტერ სტალონემ მიიღო მეშვიდედ განსახიერებული როკი ბალბოას როლისთვის ფილმში "კრიდი", ხოლო ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კეიტ უინსლეტმა მიიღო ჯილდო ფილმისთვის "სტივ ჯობსი".

წლის საუკეთესო ანიმაციად პიქსარის Inside Out აღიარეს, საუკეთესო უცხოენოვან ფილმად კი უნგრული "სოლის შვილი". საუკეთესო სცენარის კატეგორიაში აარონ სორკინმა გაიმარჯვა "სტივ ჯობსისთვის", საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის "გლობუსი" ცოცხალ ლეგენდას - ენიო მორიკონეს გადასცეს კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის "საძულველი რვიანი", ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერისთვის კი სემ სმიტი დაჯილდოვდა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის სიმღერისთვის - Writings on the wall.

იხილეთ ვიდეო: დიკაპრიოს რეაქციამ ლედი გაგას შეხებაზე ინტერნეტი დაიპყრო

სატელევიზიო ნომინაციებში გამარჯვებულები კი ასე გამოიყურებიან:

  • საუკეთესო დრამატული სერიალი: მისტერ რობოტი
  • საუკეთესო კომედიური სერიალი: მოცარტი ჯუნგლებში
  • საუკეთესო მინისერიალი: Wolf Hall
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში: ჯონ ჰემი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში: ტარაჯი პი ჰენსონი
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში: გაელ გარსია ბერნალი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში: რეიჩელ ბლუმი
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლი სერიალში: მორა ტირნი
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლი სერიალში: კრისტიან სლეიტერი
  • საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მინისერიალში: ოსკარ აიზეკი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში: ლედი გაგა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება