Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2015 წელს დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები
2015 წელს დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

2015 წელს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი და­ინ­გრა. ბევ­რმა ეს მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა, ზო­გი­ერ­თმა კი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­ცვლე­ლი მალე იპო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ წელს სწო­რედ იმ წყვი­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი და­ინ­გრა, ვის სიყ­ვა­რულ­ზეც თბი­ლის­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ.

ლალი მო­როშ­კი­ნა და ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე

სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად ლალი მო­როშ­კი­ნამ შე­ა­ტყო­ბი­ნა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ძლი­ე­რი ქალი - ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე­ზე 2013 წელს და­ქორ­წინ­და. ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­შო­რე­ბას ლალი მო­როშ­კი­ნამ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია უწო­და. "მე არც ისეთ ასაკ­ში ვარ და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ შე­მეძ­ლოს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა რა­ღაც ფე­რად-ფე­რად ამ­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩემ­თვის არის ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია. 20 ივ­ლისს გა­ვა­წე­რეთ ხელი და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში აღარ ვიმ­ყო­ფე­ბით. ძა­ლი­ან მტკი­ვა და ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, თავს ვი­კა­ვებ და­ნარ­ჩე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან. ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მხო­ლოდ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ხვედ­რია ან რო­გორც ჩანს, მე არ გა­მოვ­დე­ქი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ ეს ორი ჭა­პა­ნი ერ­თად მე­ზი­და - ოჯა­ხიც და კა­რი­ე­რაც. ზედ­მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლი არ­ცერთ ქმარს არ მოს­წონს და რო­გორც ჩანს, მერე უკვე სხვა პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში. მე მას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ორ წე­ლი­წად­ში ბევ­რი კარ­გი რამ იყო", - გა­ნა­ცხა­და ლალი მო­როშ­კი­ნამ.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის და ირაკ­ლი კე­ი­დი­ას ოჯა­ხის დან­გრე­ვამ გული ბევრ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა. კა­ლათ­ბურ­თე­ლი და მსა­ხი­ო­ბი რო­მან­ტი­ულ წყვი­ლად ით­ვლე­ბო­და. ისი­ნი და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე დიდი ხანი იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­უჩ­ნდათ. და­ო­ჯახ­დნენ და ვაჟი და­ნი­ე­ლი გა­უჩ­ნდათ. ნან­კა და­ნი­ე­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, მთელ დროს პა­ტა­რა ვაჟ­თან ერ­თად ატა­რებს, უარს ამ­ბობს აქ­ტი­ურ გარ­თო­ბა­ზე, რა­საც ვერ ვი­ტყვით ირაკ­ლი­ზე. ის თით­ქმის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას კლუ­ბებ­ში და­დის. ნან­კა და ირაკ­ლი თა­ვი­ან­თი და­შო­რე­ბის ამ­ბავს რამ­დე­ნი­მე თვე მა­ლავ­დნენ, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლოდ დიდ­ხანს არ დარ­ჩა.

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ოჯა­ხი ისე­ვე სწრა­ფად და­ინ­გრა, რო­გორც შე­იქ­მნა. გი­ორ­გიმ და სა­ლო­მემ ერ­თმა­ნე­თი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­იც­ნეს, მა­შინ ორი­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მალე და­ქორ­წინ­დნენ და შემ­დეგ და­შორ­დნენ კი­დეც. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­მეს უკვე ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე მაქს რი­ჟი­კო­ვია, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზეზს, ამ­ბო­ბენ რომ ეს მო­ცეკ­ვა­ვე ბა­ბე­ტა იყო, რო­მელ­საც გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა ჰქონ­და. ბა­ბე­ტამ ეს ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში თა­ვად გა­ნა­ცხა­და და თქვა, რომ სა­ლო­მეს და გი­ორ­გის ოჯა­ხი მის გამო და­ინ­გრა. გი­ორ­გი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან უკვე ის­ვე­ნებს, სურს ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დოს და ის სახ­ლი გა­ყი­დოს, სა­დაც სა­ლო­მეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის და ერეკ­ლე კო­დუ­ას ოჯა­ხის დან­გრე­ვა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ თა­ვად ნა­ნუ­კამ გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. "მე და ირაკ­ლი ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით, მაგ­რამ არც გუ­შინ და არც გუ­შინ­წინ, და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის წინ. ეს ამ­ბა­ვი ირაკ­ლის და ჩემს მტრებს დი­დად ნუ გა­უ­ხარ­დე­ბათ, რად­გან ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ირაკ­ლის ექ­ნე­ბა პრობ­ლე­მა და იმა­ზე უფრო ადრე, ვიდ­რე ეს მტრებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით. მე ვიქ­ნე­ბი მისი პრობ­ლე­მე­ბის გვერ­დით, რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი. ირაკ­ლის­თან უმაგ­რე­სი წლე­ბი, უმაგ­რე­სი წუ­თე­ბი, წა­მე­ბი მა­კავ­ში­რებს, უბ­რა­ლოდ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში აღარ ვართ, რო­გორც ქალი და მა­მა­კა­ცი, თო­რემ რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში დავ­რჩით", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და ერეკ­ლე კო­დუ­ას ვაჟი საბა ჰყავთ.

მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი­სა და მა­რი­ამ ახო­ბა­ძის ოჯახს შექ­მნის­თა­ნა­ვე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ დან­გრე­ვას, რად­გან მა­რი­ამ ახო­ბა­ძე მე­უღ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით უმ­ცრო­სი ასა­კის იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, თბი­ლის­ში გა­სულ წელს ალა­პა­რაკ­დნენ, მაგ­რამ მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან ყო­ველ­თვის თავს იკა­ვებ­და, უფრო მე­ტიც ამ­ბობ­და, რომ ოჯა­ხი არ და­უნ­გრე­ვია. ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მას შემ­დეგ მო­ე­ფი­ნა, როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­რი­ამ ახო­ბა­ძემ სკან­და­ლურ მსა­ხი­ობ­ზე, ანრი ბი­ბი­ნე­იშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. მათ თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ ისა­უბ­რეს.

2015 წელს ინ­ტერ­ნეტ-სამ­ყა­რო ფეხ­ბურ­თელ ლაშა კა­ლან­და­ძი­სა და მო­დელ მა­რი­ამ ხორ­გუ­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ებ­მა აა­ფეთ­ქა. ქორ­წი­ლის სუ­რა­თებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, წყვი­ლის სი­ლა­მა­ზემ ყვე­ლა აა­ლა­პა­რა­კა. მა­რი­ამს და ლა­შას ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი იც­ნობ­დნენ. წყვილს რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვაჟი, დე­მეტ­რე შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. რა გახ­და მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია. ლაშა გარ­თო­ბა­ზე უარს არ ამ­ბობს და ღა­მის კლუ­ბებ­ში ძმას­თან და სხვა­დას­ხვა გო­გო­ნებ­თან ერ­თად და­დის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა უგუნ­დოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

2015 წელს დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

2015 წელს დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

2015 წელს რამდენიმე ცნობილი ადამიანის ოჯახი დაინგრა. ბევრმა ეს მტკივნეულად გადაიტანა, ზოგიერთმა კი საყვარელი ადამიანის შემცვლელი მალე იპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს სწორედ იმ წყვილების ოჯახები დაინგრა, ვის სიყვარულზეც თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ.

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე

საკუთარი ოჯახის დანგრევის შესახებ საზოგადოებას თავად ლალი მოროშკინამ შეატყობინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი, ირაკლი ჯაფარიძეზე 2013 წელს დაქორწინდა. ირაკლი ჯაფარიძესთან დაშორებას ლალი მოროშკინამ, ჟურნალისტებთან საუბრისას ცხოვრების ტრაგედია უწოდა. "მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია. 20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც. ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

ნანკა კალატოზიშვილის და ირაკლი კეიდიას ოჯახის დანგრევამ გული ბევრ ადამიანს დასწყვიტა. კალათბურთელი და მსახიობი რომანტიულ წყვილად ითვლებოდა. ისინი დაოჯახებამდე დიდი ხანი იცნობდნენ ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გრძნობები წლების შემდეგ გაუჩნდათ. დაოჯახდნენ და ვაჟი დანიელი გაუჩნდათ. ნანკა დანიელის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მთელ დროს პატარა ვაჟთან ერთად ატარებს, უარს ამბობს აქტიურ გართობაზე, რასაც ვერ ვიტყვით ირაკლიზე. ის თითქმის ყოველ შაბათ-კვირას კლუბებში დადის. ნანკა და ირაკლი თავიანთი დაშორების ამბავს რამდენიმე თვე მალავდნენ, თუმცა ეს ამბავი საიდუმლოდ დიდხანს არ დარჩა.

სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი ისევე სწრაფად დაინგრა, როგორც შეიქმნა. გიორგიმ და სალომემ ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს, მაშინ ორივე შეყვარებული იყო, თუმცა მალე დაქორწინდნენ და შემდეგ დაშორდნენ კიდეც. ამბობენ, რომ სალომეს უკვე ჰყავს შეყვარებული, რომელიც მოცეკვავე მაქს რიჟიკოვია, თუმცა ოფიციალურად მათი ურთიერთობა არ დასტურდება. რაც შეეხება მათი ოჯახის დანგრევის მიზეზს, ამბობენ რომ ეს მოცეკვავე ბაბეტა იყო, რომელსაც გიორგი ვარდოსანიძესთან სასიყვარულო მიმოწერა ჰქონდა. ბაბეტამ ეს ერთ-ერთ გადაცემაში თავად განაცხადა და თქვა, რომ სალომეს და გიორგის ოჯახი მის გამო დაინგრა. გიორგი პირადი ურთიერთობებისგან უკვე ისვენებს, სურს ვალები გადაიხადოს და ის სახლი გაყიდოს, სადაც სალომესთან ერთად ცხოვრობდა.

ნანუკა ჟორჟოლიანის და ერეკლე კოდუას ოჯახის დანგრევა მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად ნანუკამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. "მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით",  - განაცხადა ჟურნალისტმა. ნანუკა ჟორჟოლიანს და ერეკლე კოდუას ვაჟი საბა ჰყავთ.

მალხაზ ქვრივიშვილისა და მარიამ ახობაძის ოჯახს შექმნისთანავე უწინასწარმეტყველებდნენ დანგრევას, რადგან მარიამ ახობაძე მეუღლეზე გაცილებით უმცროსი ასაკის იყო. წყვილის დაშორების შესახებ, თბილისში გასულ წელს ალაპარაკდნენ, მაგრამ მალხაზ ქვრივიშვილი ამ თემაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებდა, უფრო მეტიც ამბობდა, რომ ოჯახი არ დაუნგრევია. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინა, როცა ცნობილი გახდა, რომ მარიამ ახობაძემ სკანდალურ მსახიობზე, ანრი ბიბინეიშვილზე იქორწინა. მათ თავიანთი სიყვარულის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს.

2015 წელს ინტერნეტ-სამყარო ფეხბურთელ ლაშა კალანდაძისა და მოდელ მარიამ ხორგუაშვილის ფოტოებმა ააფეთქა. ქორწილის სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წყვილის სილამაზემ ყველა აალაპარაკა. მარიამს და ლაშას ქორწილის ფოტოების გავრცელებამდე მხოლოდ ახლობლები იცნობდნენ. წყვილს რამდენიმე თვეში ვაჟი, დემეტრე შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია. ლაშა გართობაზე უარს არ ამბობს და ღამის კლუბებში ძმასთან და სხვადასხვა გოგონებთან ერთად დადის. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა უგუნდოდ არის დარჩენილი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება