Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდად გადაგმული ნაბიჯი იყო" - "ვოისის" კონკურსანტი თეონა ყოლბაია ჩადენილ დანაშაულზე, შოუსა და მომავლის გეგმებზე
 "ცუდად გადაგმული ნაბიჯი იყო" - "ვოისის" კონკურსანტი თეონა ყოლბაია ჩადენილ დანაშაულზე, შოუსა და მომავლის გეგმებზე

"ვო­ი­სის" კონ­კურ­სანტ პა­ტი­მარს თე­ო­ნა ყოლ­ბა­ი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის მე­ო­რე ლაივ-შო­უ­ზე სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი მო­უმ­ზა­დეს - თე­ო­ნა შოუს შემ­დეგ ეტაპ­ზე ვერ გა­და­ვი­და, თუმ­ცა ნა­ნატ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა კახა კა­ხიშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში, სცე­ნა­ზე­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ (იხი­ლეთ ვი­დეო)

წარ­სულ­ში თაღ­ლი­თო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 26 წლის თე­ო­ნა ყოლ­ბა­ია 2012 წლის 5 მა­ისს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ყოლ­ბა­ი­ას 13 წელი მი­ე­სა­ჯა, ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ სას­ჯე­ლის ვა­დად 4 წელი გა­ნე­სა­ზღვრა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი.

"ამ­ბე­ბი.გე" თე­ო­ნა ყოლ­ბა­ი­ას და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც მის­გან შე­ვი­ტყვეთ, მისი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი (გა­ლის რა­ი­ო­ნი), ჰყავს მშობ­ლე­ბი და ორი და. თა­ვად თე­ო­ნას აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი არ ახ­სოვს, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან პა­ტა­რა წა­მო­უყ­ვა­ნი­ათ იქე­დან. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის. "დე­დას დავ­ყავ­დი მუ­სი­კა­ზე, ხალ­ხურ ან­სამ­ბლშიც ვმღე­რო­დი. შემ­დეგ უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ათწლე­დი და­ვამ­თავ­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ვო­კა­ლუ­რი გან­ხრით დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის აფხა­ზე­თის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯი", - ამ­ბობს თე­ო­ნა.

- ისე მოხ­და, რომ წლე­ბის წინ გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდი. რო­გორ აფა­სებ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან შენი წარ­სუ­ლის იმ უსი­ა­მოვ­ნო ფურ­ცელს?

- ეს წლე­ბი, რაც იქ გა­ვა­ტა­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი გახ­ლდათ პირ­ვე­ლი ორი წელი, როცა აკუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მი­წევ­და. შემ­დეგ უკვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნა და ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა. მოკ­ლედ, ის პე­რი­ო­დი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა.

- ცი­ხე­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ შენი სა­სიმ­ღე­რო მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ შე­გარ­ჩი­ეს "ვო­ი­სის­თვის"?

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სამ­ლოც­ვე­ლო­ში ვგა­ლობ­დი და იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნეს­ტან ვე­რუ­ლაშ­ვილ­მა, კას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. და­ფიქ­რე­ბა დამ­ჭირ­და, რად­გა­ნაც ად­ვი­ლი არ იყო ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კე და კონ­კურ­სზე გა­ვე­დი.

- ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი ინ­ტუ­ი­ცი­ით წი­ნას­წარ რა­ღა­ცებს გრძნობს, - კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გქონ­და თუ არა იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დრო­ზე ადრე გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ?

- არა ნამ­დვი­ლად, ასე თუ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, არ მე­გო­ნა. ასეთ ფი­ნალ­ზე არ მი­ფიქ­რია.

- სა­ა­ხალ­წლოდ სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი მო­გი­ძღვნეს. ახლა რას აპი­რებ, რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სურ­ვი­ლი მაქვს, რომ გა­ვაგ­რძე­ლო გზა, რო­მე­ლიც "ვო­ის­ში" და­ვი­წყე, გავ­ყვე და გა­მო­ვი­ყე­ნო ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც იქ მუ­სი­კა­ლუ­რად მი­ვი­ღე.

- რას გვე­ტყვი ანრი ჯო­ხა­ძე­ზე, შენს უშუ­ა­ლო მენ­ტორ­ზე?

- პრო­ექ­ტში ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მისი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვა მთელ იმ პე­რი­ოდ­ში, რაც მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა, რომ ან­რის­თან მოვ­ხვდი.

- შენი საქ­მის გაც­ნო­ბი­სას მივ­ხვდი, რომ და­ნა­შა­უ­ლი მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლის გამო გაქვს ჩა­დე­ნი­ლი, ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარ­და და უარი არ უთხა­რი იმა­ზეც კი, რომ სა­თა­მა­შო თო­ფით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­გე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნათ, რის გა­მოც მძი­მე ბრა­ლი წა­გი­ყე­ნეს. გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა შეყ­ვა­რე­ბულ­თან, რო­მე­ლიც ცი­ხე­შია?

- კი, მას 2 წელი და რამ­დე­ნი­მე თვე აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. ჩვენ არ შეგ­ვი­წყვე­ტია ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­ტაქ­ტი გვაქვს, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მაქვს ჯერ მი­ღე­ბუ­ლი, რაც იქ­ნე­ბა, უფ­ლის ნე­ბით იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტას არ ვა­პი­რებ.

- ე.ი. ისევ გიყ­ვარს.

- კი.

- რა იყო ის მძი­მე ნა­ბი­ჯი - და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბა, თუ შე­დეგ­ზე იფიქ­რე და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე მა­ინც წახ­ვე­დი?

- არ მი­ფიქ­რია ნამ­დვი­ლად შე­დეგ­ზე. ის ცუ­დად გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რა თქმა უნდა, ცუდი შე­დე­გით...

- უფალს, ეკ­ლე­სი­ას სა­უ­ბარ­ში ხში­რად ახ­სე­ნებ. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე უფ­ლის რწმე­ნა არ გქონ­და? არ იყა­ვი ეკ­ლე­სი­უ­რი?

- არ ვი­ყა­ვი მორ­წმუ­ნე და ეკ­ლე­სი­უ­რი, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩემი ყვე­ლა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და...

- სა­ა­ხალ­წლოდ სა­კუ­თარ თავ­საც და სხვა ადა­მი­ა­ნებს რას უსურ­ვებ­დი?

- ხალ­ხს ვე­ტყვი იმას, რომ აკე­თონ მეტი სი­კე­თე, გა­ი­ღი­მონ და იმე­დი არას­დროს და­კარ­გონ, პირ­ველ რიგ­ში, ჰქონ­დეთ უფ­ლის იმე­დი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ცუდად გადაგმული ნაბიჯი იყო" - "ვოისის" კონკურსანტი თეონა ყოლბაია ჩადენილ დანაშაულზე, შოუსა და მომავლის გეგმებზე

 "ცუდად გადაგმული ნაბიჯი იყო" - "ვოისის" კონკურსანტი თეონა ყოლბაია ჩადენილ დანაშაულზე, შოუსა და მომავლის გეგმებზე

"ვოისის" კონკურსანტ პატიმარს თეონა ყოლბაიას მუსიკალური პროექტის მეორე ლაივ-შოუზე საოცარი სიურპრიზი მოუმზადეს - თეონა შოუს შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, თუმცა ნანატრი თავისუფლება მოიპოვა. სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში, სცენაზევე შეატყობინა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ (იხილეთ ვიდეო)

წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 26 წლის თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ყოლბაიას 13 წელი მიესაჯა, ამნისტიის შემდეგ სასჯელის ვადად 4 წელი განესაზღვრა და გათავისუფლებამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი.

"ამბები.გე" თეონა ყოლბაიას დაუკავშირდა. როგორც მისგან შევიტყვეთ, მისი ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი (გალის რაიონი), ჰყავს მშობლები და ორი და. თავად თეონას აფხაზეთში ცხოვრების პერიოდი არ ახსოვს, რადგანაც ძალიან პატარა წამოუყვანიათ იქედან. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან მღერის. "დედას დავყავდი მუსიკაზე, ხალხურ ანსამბლშიც ვმღეროდი. შემდეგ უკვე კონსერვატორიის ათწლედი დავამთავრე, მოგვიანებით - ვოკალური განხრით დიმიტრი არაყიშვილის სახელობის აფხაზეთის მუსიკალური კოლეჯი", - ამბობს თეონა.

- ისე მოხდა, რომ წლების წინ გისოსებს მიღმა აღმოჩნდი. როგორ აფასებ ამ გადასახედიდან შენი წარსულის იმ უსიამოვნო ფურცელს?

- ეს წლები, რაც იქ გავატარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით რთული გახლდათ პირველი ორი წელი, როცა აკუთარი თავის დამკვიდრება მიწევდა. შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო იყო საკუთარ თავთან დარჩენა და ბევრი რამის გადაფასება. მოკლედ, ის პერიოდი ახალი ცხოვრების გასაგრძელებლად ძალიან გამომადგება.

- ციხეში საიდან იცოდნენ შენი სასიმღერო მონაცემების შესახებ, რომ მაინცდამაინც შენ შეგარჩიეს "ვოისისთვის"?

- დაწესებულების სამლოცველოში ვგალობდი და იქედან გამომდინარე, დაწესებულების დირექტორმა, ქალბატონმა ნესტან ვერულაშვილმა, კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. დაფიქრება დამჭირდა, რადგანაც ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მაინც გავრისკე და კონკურსზე გავედი.

- ხანდახან ადამიანი ინტუიციით წინასწარ რაღაცებს გრძნობს, - კონკურსში მონაწილეობისას გქონდა თუ არა იმის მოლოდინი, რომ დროზე ადრე გაგათავისუფლებდნენ?

- არა ნამდვილად, ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, არ მეგონა. ასეთ ფინალზე არ მიფიქრია.

- საახალწლოდ საოცარი სიურპრიზი მოგიძღვნეს. ახლა რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?

- სურვილი მაქვს, რომ გავაგრძელო გზა, რომელიც "ვოისში" დავიწყე, გავყვე და გამოვიყენო ის საშუალება, რაც იქ მუსიკალურად მივიღე.

- რას გვეტყვი ანრი ჯოხაძეზე, შენს უშუალო მენტორზე?

- პროექტში ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან მეგობრულია, პროფესიონალია და მისი დიდი მადლიერი ვარ, ძალიან ბევრი იმუშავა მთელ იმ პერიოდში, რაც მასთან ერთად ვიყავი. მოკლედ, გამიმართლა, რომ ანრისთან მოვხვდი.

- შენი საქმის გაცნობისას მივხვდი, რომ დანაშაული მაინც სიყვარულის გამო გაქვს ჩადენილი, ადამიანი გიყვარდა და უარი არ უთხარი იმაზეც კი, რომ სათამაშო თოფით მოქალაქეები დაგეყაჩაღებინათ, რის გამოც მძიმე ბრალი წაგიყენეს. გაქვს ურთიერთობა შეყვარებულთან, რომელიც ციხეშია?

- კი, მას 2 წელი და რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა, კონტაქტი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს ჯერ მიღებული, რაც იქნება, უფლის ნებით იქნება. თუმცა მომავალში მასთან ურთიერთობის შეწყვეტას არ ვაპირებ.

- ე.ი. ისევ გიყვარს.

- კი.

- რა იყო ის მძიმე ნაბიჯი - დაუფიქრებლობა, თუ შედეგზე იფიქრე და იმ ყველაფერზე მაინც წახვედი?

- არ მიფიქრია ნამდვილად შედეგზე. ის ცუდად გადაგმული ნაბიჯი იყო, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგით...

- უფალს, ეკლესიას საუბარში ხშირად ახსენებ. დანაშაულის ჩადენამდე უფლის რწმენა არ გქონდა? არ იყავი ეკლესიური?

- არ ვიყავი მორწმუნე და ეკლესიური, იმ დაწესებულებაში ჩემი ყველანაირი ცვლილება მოხდა...

- საახალწლოდ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებს რას უსურვებდი?

- ხალხს ვეტყვი იმას, რომ აკეთონ მეტი სიკეთე, გაიღიმონ და იმედი არასდროს დაკარგონ, პირველ რიგში, ჰქონდეთ უფლის იმედი და ყველაფერი კარგად იქნება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა