"ძვირფასო კრის,
გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე.
გუშინ ღამით პირველად ტერაქტის შემდეგ ვიგრძენი პარიზის გულისცემა, რომელმაც არ იცოდა რა აერჩია სიყვარული თუ სიძულვილი.
გუშინ ღამით პირველად ცამეტი ნოემბრის შემდეგ ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა გულზე და შემეძლო გაცემაც და მიღებაც. შენმა მუსიკამ, შენმა უსაზღვრო შესაძლებლობამ გიყვარდეს ყველაფერი და ყველა გახადა ეს შესაძლებელი. საჯაროდ ვიდექი უცხო ადმაიანებთან და სიახლოვეს ვგრძნობდი მათთან, ვცეკვავდით, ვტიროდით, ჩვენ არ გვწყუროდა შურისძიება, ჩვენ გვწყუროდა სიყვარული. ჩვენი ერთნი ვიყავით.
გუშინ ღამით ეს პარიზში მოხდა...
წარმოგიდგენია, არსებობს ქვეყნები, სადაც ხალხს ეკრძალება სიყვარული, ცეკვა, სიცილი, თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ, ორმ დიქტატორები და ტერორისტები არ აძლევენ ამის საშუალებას. მათ სჯიან, კლავენ, აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების კივილი ამოუშვეს, რომელსაც ადამიანი დაბადებისას განიცდის, პირველ წამებში, როდესაც დედის მუცლიდან სამყაროს ევლინება და ამ საოცარი სამყაროს ჰაერს ჩაისუნთქავს. ვიცი, რომ შენ ამ სისასტიკეს არა ხმლით, არამედ სიყვარულით ებრძვი.
სანამ შინაგანად გაყინული ვუსმენდი A Head full of dreams სხვადასხვა ემოციების სამყაროში შევაბიჯე სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრების აღრევაში, შედეგად შენ გააქრე სტილი და მუსიკა სამუდამო გახადე ჩარჩოების გარეშე. შენ არ გიცდია მხოლოდ პოზიტიური ემოციების შექმნა, ყველაფერს გაუღე კარი - სასოწარკვეთას, იმედს, იმედგაცრუებას, სიბრაზეს, სიყვარულს. სასოწარკვეთის გარეშე იმედი არ ჩნდება და სიბნელის გარეშე სინათლე არ ფასობს. მუსიკამ ყველა მათგანი გამოაღვიძა ჩემში ისე, რომ ვერც გავაანალიზე რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ ვიგრძენი როგორ დაიწყო სისხლმა სხეულში მოძრაობა. მე ბედნიერი ვიყავი, ცოცხალი ვიყავი. ვიგრძენი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, იმედიც არსებობს.
მადლობა, რომ ამ ალბომის ნაწილი გამხადაე. როდესაც თანამშრომლობა შემომთავაზე, შენ საკუთარი ღრმა მუსიკალური სამყაროს კარი გამიღე და დამეხმარე როგორ გენიალური მენტორი, რომ ჩემი სამყაროს კარი გამეხსნა. შენ დამარწმუნე, რომ როდესაც ორი მუსიკალური სამყაროს კარი იღება და ერთად ხდება შექმნა, ის არასოდესაა ეგრედ წოდებული "ქროსოვერი", ის რეალური მუსიკის შექმნის პროცესია. საკუთარი მუსიკა დამანახე როგორც მშვენიერი კვირტი და მასწავლე როგორ ამეყვავებინა. იცის ხალხმა როგორ გიყვარს, გრძნობ და იცნობ კლასიკურ მუსიკას? იციან როგორ გრძნობ ფრაზებს, ჰარმონიებს და როგორ ქმნი დრამატურგიას ყველა სიმღერისა და ალბომისთვის? სავარაუდოდ არა, მაგრამ ისინი გრძნობენ ამას. ყოველი სიტყვის და ბგერის მიღმა ღრმა მნიშვნელობაა, მაგრამ არასოდესაა რთული, რადგან შენ პირდაპირ ყველა ადამიანს მიმართავ. როგორც ყველა სიბრძნე, შენი ენაც მარტივია.
საქართველოში ხე გვაქვს, რომელსაც ნატვრის ხეს ვეძახით, ბავშვები მასზე ნაჭრებს აბავენ სურივილების ასასრულებლად. ბავშვობაში მეც ჩავუთქვი სურვილი ნატვრის ხეს, ვინატრე მსოფლიოში მშვიდობა და სიყვარული. შენს head full of dreams-ში, Kaleidoscope-ში ძალიან მოკლე ჰარმონიების მონაკვეთში, რუმის პოეზიის კოლმან ბარკის ხმით გაცოცხლება და პრეზიდენტ ობამას ნებართვით ჩემი და საქართველოში და მსოფლიოსი მცხოვრები უამრავი ბავშვის ოცნებები სამუდამოდ გადაიჯაჭვა.
მადლობა კრის! მადლობა ქოლდფლეი!
სიყვარულით, ხატია", - წერს ხატია ბუნიათიშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.