ბრედ პიტი ფილმის "დაკარგული ქალაქი ზეტის" გადაღებას შეუდგა და როგორც ჩანს, ეს ახალი პროექტი მისი ოჯახურ ცხოვრებაზე არც ისე კარგად მოქმედებს, - ამის შესახებ უცხოურ მედიაში წერენ. პიტის მეუღლე ანჯელინა ჯოლი მსახიობ სიენა მილერზე ეჭვიანობს.
სიენა ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ფილმში, რომლის პროდუსერი ბრედ პიტია. ჭორები დადის, რომ ბრედ პიტი მოხიბლულია მილერით და ხშირად საუბრობს მასზე გადასაღები მოედნის მიღმაც.
პიტთან და ჯოლისთან დაახლოებული პირი აცხადებს: "ბრედმა ენჯის უთხრა, რომ მისთვის პროდუსერულ საქმეში ხელი არ შეეშალა, ანჯელინა კი ყვიროდა, რომ არ სურდა მისი სიენას გვერდით ხილვა. მეორე დღეს ერთმანეთს თითქმის აღარ ელაპარაკებოდნენ".
შეგახსენებთ, რომ ჯოლიმ და პიტმა ურთიერთობა ფილმის "მისტერ და მისის სმიტი" გადაღებებისას დაიწყეს. მაშინ პიტი დაქორწინებული იყო და მისმა რომანმა ანჯელინასთან, ჯენიფერ ენისტონთან დაშორება გამოიწვია.
რაც შეეხება სიენა მილერს, ის ცოტა ხნის წინ, ბოიფრენდ ტომ სტარიჯს დაშორდა და მზადაა ახალი ურთიერთობებისთვის.
მილერმა საჯაროდ უარყო პიტთან ფლირტის ჭორები. "წარმოდგენა არ მქონდა ამ ჭორების შესახებ, ყვითელ პრესას არ ვეცნობი. გადაღებების დროს მე და ბრედი მაქსიმუმ ორჯერ გადავიკვეთეთ. ეს ჭორები საფუძველსაა მოკლებული".