Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ
ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ

ქარ­თულ კი­ნო­არ­სე­ნალ­ში ბევ­რი კარ­გი ფილ­მია, რო­მე­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ივი­წყებს და ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ფილ­მი­დან მთა­ვარ ფრა­ზებს ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­შიც იყე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მე­ბი, სა­დაც სხარტ და ენეკ­ვი­მატ გა­მოთ­ქმებ­ში კარ­გად ჩანს ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი.

მოკ­ლედ, კარ­გი ფილ­მი ბევ­რია და მათი შერ­ჩე­ვაც ცოტა გა­ჭირ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მა­ინც გა­მო­ვარ­ჩიე.

ფე­ო­ლა

"დაც­ვას მი­ხე­დე, ხვე­დე­ლი­ძე, დაც­ვას", "გოლი მინ­და, ხე­დე­ლი­ძე, ორი გოლი" - ეს ის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც უთ­ქვამს, უფრო სწო­რად, გა­უ­მე­ო­რე­ბია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ფილ­მი­დან "ფე­ო­ლა", რომ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ბა­ა­დურ წუ­ლა­ძეა, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - რეზო გაბ­რი­ა­ძე. მთა­ვარ როლს იპო­ლი­ტე ხვი­ჩია ას­რუ­ლებს. გა­და­ღე­ბუ­ლია 1970 წელს.

სახ­ლმმარ­თვე­ლო­ბის თა­ნამ­შრო­მელს უბ­ნის მო­ზარდ ფეხ­ბურ­თელ­თა გუნ­დის შექ­მნას ავა­ლე­ბენ. ბონ­დო და­ვა­ლე­ბას უგუ­ლოდ ეკი­დე­ბა. ცდი­ლობს, გუნ­დი პირ­ვე­ლი­ვე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და­მარ­ცხდეს, რომ ამ საქ­მის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ზე­დი­ზედ იმარ­ჯვე­ბენ. ბონ­დო გუნ­დის­თვის თავს აღარ ზო­გავს, ბი­ჭე­ბი მას ფე­ო­ლას და­არ­ქმე­ვენ, ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, გუნდს საფ­რან­გეთ­ში აგ­ზავ­ნი­ან.

ბონ­დოს ფრა­ზე­ბი მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს და მათი წარ­მოთ­ქმი­სას ბევ­რსაც იცი­ნის. როლს, რა თქმა უნდა, გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

ქვევ­რი

მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, 1970 წელს ლუ­ი­ჯი პი­რან­დე­ლოს მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. რე­ჟი­სო­რი - ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეა, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - რე­ვაზ გაბ­რი­ა­ძე, მთა­ვარ რო­ლებ­ში: ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე, ვახ­ტანგ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

მთა­ვარ გმირ კა­ხელ გო­გი­ას, ვაი-ვაგ­ლა­ხით მო­ტა­ნი­ლი ქვევ­რის გა­ტეხ­ვით გულ­შე­მოყ­რილს, და­სახ­მა­რებ­ლად სოფ­ლის ხე­ლო­სა­ნი აბე­სა­ლო­მი მოჰ­ყვას. ოს­ტა­ტი ქვევ­რს კი გა­ამ­თე­ლებს, მაგ­რამ თა­ვად შიგ ჩარ­ჩე­ბა. რას არ აკე­თე­ბენ მის იქი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­და­ნაც მოჰ­ყავთ ხალ­ხი, მაგ­რამ ბო­ლოს ქვევ­რი მა­ინც გა­სა­ტე­ხი ხდე­ბა. ფილ­მის ფრა­ზე­ბი კი დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ მე­ტყვე­ლე­ბა­ში ისეა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, თით­ქოს ან­და­ზე­ბი: "რო­გორ ტყვი­ლა გაჭ­მევ პურ­სა", "რო­გორ მოხ­ვდი მან­და, - უპა­სუ­ხე უფ­როს­სა. ბავ­შვო­ბი­დან აქა ვზი­ვარ", "ეს ხო წრეა, - ლა­უ­ა­ზი­ეს კა­ნო­ნია", "ქვევ­რის გა­ტეხ­ვა თქვენ არ გინ­დათ, მე კი­დევ ქრის­ტე არ ვარ, სას­წა­უ­ლი მო­ვახ­დი­ნო, სამ­ჭკუ­აშ­ვი­ლი ვარ"...

შე­რე­კი­ლე­ბი

ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია, გა­და­ღე­ბუ­ლია 1973 წელს. რე­ჟი­სო­რი - ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. ფილ­მი სავ­სეა იუ­მო­რი­თა და სა­ხა­ლი­სო სცე­ნე­ბით, რომ­ლის ფრა­ზე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე­ვე მალე აი­ტა­ცა. ფილ­მის სცე­ნა­რი რეზო გაბ­რი­ა­ძეს ეკუთ­ვნის.

მა­მის გარ­დაც­ვლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძე ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში ჩა­დის, სა­დაც მშვე­ნი­ერ მარ­გა­ლი­ტას გა­იც­ნობს, რო­მე­ლიც სა­ნამ მისი ქმა­რი სამ­სა­ხურ­შია, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მას­პინ­ძლობს. მარ­გა­ლი­ტა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერ­თა­ო­ზი ქალს ცი­ხის უფ­რო­სის მო­ცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ცი­ხის უფ­რო­სი მას სა­ტუ­სა­ღო­ში გა­მო­ამ­წყვდევს. იქ საფ­რე­ნი აპა­რა­ტის შექ­მნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ქრის­ტე­ფო­რე დახ­ვდე­ბა. "შე­რე­კი­ლე­ბად" შე­რა­ცხუ­ლი ერ­თა­ო­ზი და ქრის­ტე­ფო­რე გაქ­ცე­ვას მო­ა­ხერ­ხე­ბენ. ცა­თამფრენს აა­გე­ბენ და ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად ცაში აფ­რინ­დე­ბი­ან.

"აბა, ახლა გა­ა­ღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გი­თხა­რი, გაფ­რინ­დე­ბი­ა­ნო?", "შე გალ­სტუ­კი­ა­ნო პე­პე­ლა", "თუ კარგ საქ­მე­ზე მი­დი­ხართ, მეც გა­მი­ყო­ლეთ", "სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და ბრუნ­ვა­დი", "გე­ვი­და გაღ­მა. სად გაღ­მა? მა­რილ­ზე. რა მა­რილ­ზე? მოკ­ვდა, მოკ­ვდა", "არა, ის შავი კაცი ვინ­ღა იყო?"

ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი

"ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" - ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი (რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია) კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და. გა­და­ღე­ბუ­ლია რეზო ჭე­იშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით.

ახალ­გაზ­რდა მწე­რალს რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა მი­აქვს, მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­დის შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი, მო­თხრო­ბას არა თუ ვინ­მე კი­თხუ­ლობს, მისი ყვე­ლა ეგ­ზემპლა­რი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა თა­ვის საქ­მით არის გარ­თუ­ლი, - დი­რექ­ტო­რი გა­დარ­ბე­ნა­ზეა - თათ­ბი­რი­დან ბან­კეტ­ზე, ბან­კი­დან შეხ­ვედ­რა­ზე, შეხ­ვედ­რი­დან ბან­კეტ­ზე და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად, რე­დაქ­ტო­რე­ბი­დან ზოგი ფრან­გულს სწავ­ლობს, ზოგი კერ­ვას, ზოგი სა­უზ­მეს ამ­ზა­დებს, ვი­ღაც შვე­ბუ­ლე­ბა­შია თუ მივ­ლი­ნე­ბა­ში, ლიტ­მუ­შა­კე­ბი ჭად­რაკს თა­მა­შო­ბენ, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელ­ნა­წერს კი­თხუ­ლობს, მღე­ბა­ვია, რო­მელ­საც ხე­ლი­დან აც­ლი­ან ხელ­ნა­წე­რის ფურ­ცლებს... "რად უნდა ეს ორი სა­თა­უ­რი", "გავ­დი­ვარ და უწყი­სე­ბი გზა­ში და­მა­წი­ეთ", "ყუ­ფა­რა­ძემ და­რე­კა", "გა­ი­ტა­ნეთ ეს სუ­რა­თი, გა-ი-ტა-ნეთ", "ბო­დი­ში, ეს ბზა­რი იყო?" "არაფ­რის არ მე­ში­ნია, არაფ­რის, მე ტან­კის­ტი ვი­ყა­ვი, ომამ­დე", "დე­ფი­ცი­ტში გარ­ღვე­ვა გვაქვს", "და­ა­ნე­ბე ჩემს ცოლს თავი", "სი­გა­რე­ტი არ გაქ­ვენ?", "ა, კიდო შე­მაქ­ნა", "გივი ჩვენ ვართ გივი", "შა­ბი­ამ­ნის ახა­ლი პარ­ტია მო­ი­ტა­ნეს, არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­აქვთ" და ა.შ.

"მი­მი­ნო"

ის 1977 წელს გია და­ნე­ლი­ას "მოს­ფილმში" გა­და­ღე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. მთა­ვარ რო­ლებ­ში: ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და ფრუნ­ზიკ მკრტჩი­ა­ნი არი­ან. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ამ კო­მე­დი­ამ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 1977 წელს ოქ­როს პრე­მია მი­ი­ღო. მას დღემ­დე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს ინ­ტერ­ნე­ტის კი­ნო­ბა­ზარ­ზე.

ვა­ლი­კო ("მი­მი­ნო") მი­ზან­და­რი ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტია. მუ­შა­ობს ქარ­თულ ავი­ა­ხა­ზებ­ზე. ერთხე­ლაც გა­და­წყვეტს, დიდ ავი­ა­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს. ამ მიზ­ნით მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, რუ­ბენ ხა­ჩი­კი­ანს (სომ­ხე­თი­დან) ხვდე­ბა. ორი­ვე ერ­თად არა­ერთ გა­უ­გე­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბა. რუ­ბი­კა ვა­ლი­კოს ცი­ხე­ში ჩას­მის­გან იხ­სნის... ვა­ლი­კო სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მოხ­ვდე­ბა დიდ ავი­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ვა­ლი­კოს ნოს­ტალ­გია სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნებს. ამ ფილ­მი­და­ნაც მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი სხარ­ტი ფრა­ზა ახ­სოვს:

"ვ ეტოი გოს­ტი­ნი­ცე ია დი­რექ­ტორ", "სნა­ჩა­ლა პო­დუ­მაი, პა­ტომ გო­ვო­რი", "ტა­კიე პი­ლო­ტი კაკ ვი, ნა ული­ცე ნე ვა­ლი­ა­ი­უტ­სი­აო, გა­ი­გე?", "ბა­ლიკ ჯან, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკა­ჟუ, ნო ტოლ­კო ტი ნე ობეჟა­იშ­სა", "ვოტ მუ­სორ­ნი ია­შეკ, ა ტამ ჟენ­ში­ნა კუ­რი­ლა"...

"სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა"

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დია 1980 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სამ­კერ­ვა­ლო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მაყ­ვა­ლა სა­მუ­შა­ოდ კა­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ჩა­დის. ის მძღოლს, ბურ­ნუ­თას შე­უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ გრძნო­ბის გამ­ხე­ლას ვერ უბე­დავს. რთვე­ლი კარ­ზეა მომ­დგა­რი, მუ­შა­ო­ბის­თვის კი არა­ვის სცა­ლია, რად­გან სო­ფელ­ში ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია: კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ჩხუ­ბობს, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა. ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ლე­ი­ლა ბე­როშ­ვი­ლია.

კა­ხე­ლე­ბის ენაკ­ვი­მა­ტო­ბა ყვე­ლას მო­ეხ­სე­ნე­ბა და ეს ფილ­მიც ვერ გა­ექ­ცა ამას, რი­თაც ხალ­ხის სა­ჯა­რო სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ახლა კი ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს ფილ­მი­დან უყ­ვართ: "ქეთო წმინ­და კე­რაი გა­უ­მარ­ჯოი", "რა შა­უბ­რა­ლე­ბელ იყავ, ბიჭო", "აქ ვერ დაგ­ნებ­დე­ბი, ხირ­ხალ", "ცე­ცხლი ჭამა თქენ­მა პირ­მა", "კაცი ნა­წუწნ კან­ფეტს და­ამ­სგავ­სე", "უხე­ში, უზ­რდე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი", "რო­მელ უჭი­რავ ტრუ­პ­კაი? მა­ი­ხე­დე აქე­თა, 3-20-ია?" "რო­გორც ჩემი შვი­ლი იტან­ჯე­ბა, მეც ისე უნდა და­ვი­ტან­ჯო... გა­მიშ­ვი­ით!" "ტაში პა­რი­იი"...

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა

გა­და­ღე­ბუ­ლია 1968 წელს, რე­ჟი­სო­რი - ელ­დერ შენ­გე­ლა­ია. სცე­ნა­რი რე­ვაზ გაბ­რი­ა­ძეს ეკუთ­ვნის.

მო­ქან­და­კე აგუ­ლი ერის­თა­ვი მას­წავ­ლებ­ლის ნა­ჩუ­ქა­რი მარ­მა­რი­ლოს ქვის­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნუ­მენ­ტის შექ­მნა­ზე ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ აგუ­ლი მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბულ­თა ბი­უს­ტე­ბის ავ­ტო­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რად­გან დიდი ოჯა­ხის პატ­რო­ნია, რო­მე­ლიც უნდა არ­ჩი­ნოს. ფილ­მის ფი­ნალ­ში სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რით აღი­ა­რებს, რომ ნიჭი ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ გაფ­ლან­გა, სა­ოც­ნე­ბო მარ­მა­რი­ლოს ქვა კი მო­წა­ფეს გა­და­უ­ლო­ცა... ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი რეზო გაბ­რი­ა­ძეა და ცხა­დია, მისი ჩვე­უ­ლი იუ­მო­რი აქაც თავს იჩენს: "მა­გის­თა­ნა წყნა­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, თე­რა­პევ­ტი, ოჯა­ხიშ­ვი­ლი ჩვენს ქა­ლაქ­ში დი­მიტ­რია გე­ლო­ვა­ნი", "ცხვი­რი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს", "5 კილო, შავი-შავი", "მე და მამა ვმუ­შა­ობთ", "გვე­ლი გა­მიზ­რდია უბე­ში, გვე­ლი", "ვა­ლო­დია ვარ ჯინჭრა­ძე, არ გახ­სოვს? მარ­ცხნივ ვი­ჯე­ქი რა­დი­ა­ტორ­თან", ბა­ტო­ნი ბონა: "მე რომ მოვ­კვდე­ბი, ჩემი შვი­ლე­ბი შიბ­ლე­ტებს გამ­ხდი­ან, გა­ყი­დი­ან და ვოლ­გას იყი­დი­ან", პი­პი­ნია ერის­თა­ვი: "და და­ა­აა... ვოლ­გა, ვოლ­გა, მატ რად­ნა­ია"...

იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი

რე­ჟი­სორ ნანა მჭედ­ლი­ძის კო­მე­დი­უ­რი ფილ­მი 1979 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სცე­ნა­რიც მას­ვე ეკუთ­ვნის და მთა­ვარ როლ­შიც თა­ვად არის. ფილ­მი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის იმე­რუ­ლი სოფ­ლის ყო­ფას ასა­ხავს. ნო­ვე­ლე­ბი­სა და მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­საც მთა­ვა­რი გმი­რი აერ­თი­ა­ნებს. მან შრო­მა­ში გან­ვლო წუ­თი­სო­ფე­ლი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და­ზარ­და, მშობ­ლი­უ­რი კერა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა...

იმე­რუ­ლი კვი­მა­ტი ფრა­ზე­ბი ფილ­მი­დან: "დე­პე­შა, რავა მო­მი­ტა­ნეს?", "მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ადგა", "ჩემი კან­ტო­რის ხალ­ხი მო­დის და კაი რამე დო­უ­კა­რით", "80 კა­პი­კი და კიდო მა­ნა­ა­ა­ა­თი. დიდუ, რამ­დე­ნია?!", "- აბა, ბავ­შვე­ბო, რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს მა­მალს? - ჩინ­ჩლავს! - გა­ეთ­რიე გა­რეთ!" "უჯი­კე, ბიჭო, შენ მა­გას! - ვაი, შენს პატ­რონს, შენ თვი­თონ სა­ჯი­კე­ბე­ლი ხარ", "ბე­ბია, ბე­ბია, ოლია მა­თხო­ვა­რი მე­ვი­დაა", "მა­ტა­რე­ბე­ლი კარ­გად რომ გა­ჩერ­დე­ბა, მერე ჩა­მო­დი"...

რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ

1965 წელს ავ­ქსენ­ტი ცა­გა­რე­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლია, სცე­ნა­რი ნო­დარ წუ­ლე­ის­კირ­სა და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ეკუთ­ვნის. ხე­ლო­სან ბიჭს, გო­გი­ას ბა­ზარ­ში სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა. გუ­ლის ნა­დებს გა­უმ­ხელს და და­ნიშ­ნავს. სო­ფელ­ში მაყ­რი­ო­ნით ჩა­სულ გო­გი­ას ტა­სია აღარ დახ­ვდე­ბა, თა­ვა­დის ქა­ლის ბრძა­ნე­ბით, გოგო ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რედ ბა­ტო­ნის სახ­ლში წა­უყ­ვა­ნი­ათ. ხან­ში­სე­სულ, უქ­ნა­რა ბა­ტონს ტა­სია მო­ე­წო­ნე­ბა და მის ცო­ლად შერ­თვას გა­და­წყვეტს, მაგ­რამ გო­გი­ას მე­გობ­რე­ბი ბა­ტონს პა­ტარ­ძალს წა­არ­თმე­ვენ და წყვი­ლი ჯვარს და­ი­წერს.

ფრა­ზე­ბი ფილ­მი­დან: "წა­გიყ­ვან გოგო, ბან­ძა­ში", "გადი, რა, ძაღ­ლი ვარ?" "და­ან­გრიო, რა, შენი აშე­ნე­ბუ­ლია?", "მე ვიცი, რა­სა­ცა ვთქომ", "და­უ­კა­რი იმის დედა ვა­ტი­რე, უპა­ტარ­ძლო ქორ­წი­ლია", "ექიმ­ბა­ში? არა უს­ტა­ბა­ში", "ოჩენ სპა­სი­ბა", "ყავა გნე­ბავთ"? ჩვენ მხო­ლოდ მა­ხოხს გე­ახ­ლე­ბით", "ჰოვ დილა, ჰოვ დილა ჩვენ­თან სტუმ­რა­დაა უს­ტა­ბა­ში" "და­სის ვას, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ას", "ეს რუ­ბენ­სის ცო­ლია, ჩვე­ნი რუ­ბე­ნას ცოლი, ვარ­თუ­შა? ვა­ი­მე, ვა­ი­მე, მე ის პა­ტი­ო­სა­ნი ქალი მე­გო­ნა, ხე­დავ, სად ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლა", "ვაა, გო­გი­ას რაღა, ვი­რის თავ ფეხი?" "ყა­რა­ჩო­ღე­ლი გი­ჟუა გა­გი­გო­ნია? ხომ არ გიდ­ნა, ბი­ჭი­ან-ბა­ტო­ნი­ა­ნად ან­დერ­ძი აგი­გო?" "ბო­რია საბ­ლუ, თავი მოჩ­რა", "მაშ შენ კაცი ხარ, ახ ტი გა­ლანსკი პე­რუხ", "ჰოო, გე­კუთ­ვნის, გე­კუთ­ვნის, მაგ­რამ არ გე­კუთ­ვნის", "მე­ლა­ნო, ისევ ეწე­ვი პა­პი­რო­საა?"

მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი

1972 წელს გა­და­ი­ღეს, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ხო­ტი­ვა­რია. ინ­კა­სა­ტორ იპო­ლი­ტეს ქა­ლიშ­ვი­ლი სტუ­დენტ და­თოს შე­უყ­ვარ­დე­ბა. იპო­ლი­ტეს ყველ­გან თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ელან­დე­ბა. ერთი გა­უ­გებ­რო­ბის გამო ყვე­ლა ყა­ჩა­ღი ჰგო­ნია. დათო და ეკა ოჯა­ხის და­უ­კი­თხა­ვად და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. და­თოს სი­ძედ ხილ­ვა იპო­ლი­ტეს წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვანს, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

ფრა­ზე­ბი "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი­დან": "ტყვი­ას ტყვი­ა­ში აჯენს", "გულ­და­თუთ­ქუ­ლი მამა იპო­ლი­ტე", "ნე­ბით მიყ­ვე­ბი, შვი­ლო? კი, მამა, ვა­ი­მე, რა დროს მო­ვეს­წარ", "აკო­ცა, აკო­ცა, აკო­ცა? - კი­ნა­ღამ აკო­ცა", "პა­ტივ­ცე­მუ­ლო და­ვით, მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ თქვე­ნი მომ­კა­ლით"... "სად დავ­დო? და­მა­დე­ვი თავ­ზე", "მე თქვენ გამ­ღე­რებთ ნო­ტებ­ზე, თუ ვარ იპო­ლი­ტე"...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

თამაზი
0

და "უდიპლომო სასიძო"? თქვე გოუცრელი ჭადით გაზრდილებო, რაფერ დამძიმებულა ვარდენას ქალიშვილი, ლა თოფია, ლა თოფია, რად უნდათ ღორებს კისელი, ახლა იწყება ჩემი ფსიქიქტრიული პრაქტიკა და ა.შ.

"ჭრიჭინაშიც" ბლომადაა ფრთიანი ფრაზები, უბრალოდ ჩამოთვლა მეზარება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ

ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ

ქართულ კინოარსენალში ბევრი კარგი ფილმია, რომელებსაც მაყურებელი ვერ ივიწყებს და ხშირად ისეც ხდება, რომ ფილმიდან მთავარ ფრაზებს ყოველდღიურ მეტყველებაშიც იყენებს. განსაკუთრებით უყვართ კომედიური ჟანრის ფილმები, სადაც სხარტ და ენეკვიმატ გამოთქმებში კარგად ჩანს ქართული ხასიათი.

მოკლედ, კარგი ფილმი ბევრია და მათი შერჩევაც ცოტა გაჭირდა, თუმცა რამდენიმე მაინც გამოვარჩიე.

ფეოლა

"დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას", "გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი" - ეს ის ცნობილი ფრაზებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს, უფრო სწორად, გაუმეორებია მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმიდან "ფეოლა", რომლის დამდგმელი რეჟისორი ბაადურ წულაძეა, სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე. მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებს. გადაღებულია 1970 წელს.

სახლმმართველობის თანამშრომელს უბნის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდის შექმნას ავალებენ. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება. ცდილობს, გუნდი პირველივე შეჯიბრებაზე დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გაათავისუფლონ, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ. ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას ფეოლას დაარქმევენ, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გუნდს საფრანგეთში აგზავნიან.

ბონდოს ფრაზები მაყურებელს კარგად ახსოვს და მათი წარმოთქმისას ბევრსაც იცინის. როლს, რა თქმა უნდა, გენიალური მსახიობი იპოლიტე ხვიჩია შესანიშნავად ასრულებს.

ქვევრი

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი - ირაკლი კვირიკაძეა, სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე, მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.

მთავარ გმირ კახელ გოგიას, ვაი-ვაგლახით მოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს, დასახმარებლად სოფლის ხელოსანი აბესალომი მოჰყვას. ოსტატი ქვევრს კი გაამთელებს, მაგრამ თავად შიგ ჩარჩება. რას არ აკეთებენ მის იქიდან გამოსაყვანად, მილიციის განყოფილებიდანაც მოჰყავთ ხალხი, მაგრამ ბოლოს ქვევრი მაინც გასატეხი ხდება. ფილმის ფრაზები კი დღეს ჩვეულებრივ მეტყველებაში ისეა დამკვიდრებული, თითქოს ანდაზები: "როგორ ტყვილა გაჭმევ პურსა", "როგორ მოხვდი მანდა, - უპასუხე უფროსსა. ბავშვობიდან აქა ვზივარ", "ეს ხო წრეა, - ლაუაზიეს კანონია", "ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არ ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ"...

შერეკილები

ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმია, გადაღებულია 1973 წელს. რეჟისორი - ელდარ შენგელაია. ფილმი სავსეა იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა ასევე მალე აიტაცა. ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.

მამის გარდაცვლების შემდეგ ერთაოზ ბრეგვაძე ბედის საძებნელად ქალაქში ჩადის, სადაც მშვენიერ მარგალიტას გაიცნობს, რომელიც სანამ მისი ქმარი სამსახურშია, თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის მოცილებაში დაეხმარება, თუმცა ციხის უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. იქ საფრენი აპარატის შექმნის იდეით შეპყრობილი ქრისტეფორე დახვდება. "შერეკილებად" შერაცხული ერთაოზი და ქრისტეფორე გაქცევას მოახერხებენ. ცათამფრენს ააგებენ და ყველას გასაკვირად ცაში აფრინდებიან.

"აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო?", "შე გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი", "გევიდა გაღმა. სად გაღმა? მარილზე. რა მარილზე? მოკვდა, მოკვდა", "არა, ის შავი კაცი ვინღა იყო?"

ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი

"ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" - ქართული მხატვრული ფილმი (რეჟისორი ელდარ შენგელაია) კინოეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს, მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, მოთხრობას არა თუ ვინმე კითხულობს, მისი ყველა ეგზემპლარი უკვალოდ ქრება. იმ დაწესებულებაში ყველა თავის საქმით არის გართული, - დირექტორი გადარბენაზეა - თათბირიდან ბანკეტზე, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერვას, ზოგი საუზმეს ამზადებს, ვიღაც შვებულებაშია თუ მივლინებაში, ლიტმუშაკები ჭადრაკს თამაშობენ, ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერს კითხულობს, მღებავია, რომელსაც ხელიდან აცლიან ხელნაწერის ფურცლებს... "რად უნდა ეს ორი სათაური", "გავდივარ და უწყისები გზაში დამაწიეთ", "ყუფარაძემ დარეკა", "გაიტანეთ ეს სურათი, გა-ი-ტა-ნეთ", "ბოდიში, ეს ბზარი იყო?" "არაფრის არ მეშინია, არაფრის, მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე", "დეფიციტში გარღვევა გვაქვს", "დაანებე ჩემს ცოლს თავი", "სიგარეტი არ გაქვენ?", "ა, კიდო შემაქნა", "გივი ჩვენ ვართ გივი", "შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ" და ა.შ.

"მიმინო"

ის 1977 წელს გია დანელიას "მოსფილმში" გადაღებული მხატვრული ფილმია. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი არიან. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო. მას დღემდე მაღალი რეიტინგი აქვს ინტერნეტის კინობაზარზე.

ვალიკო ("მიმინო") მიზანდარი ვერტმფრენის პილოტია. მუშაობს ქართულ ავიახაზებზე. ერთხელაც გადაწყვეტს, დიდ ავიაციაში გადავიდეს. ამ მიზნით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სასტუმროს ნომერში, რუბენ ხაჩიკიანს (სომხეთიდან) ხვდება. ორივე ერთად არაერთ გაუგებარ სიტუაციაში ხვდება. რუბიკა ვალიკოს ციხეში ჩასმისგან იხსნის... ვალიკო საბოლოოდ მაინც მოხვდება დიდ ავიაციაში, თუმცა ვალიკოს ნოსტალგია სამშობლოში დააბრუნებს. ამ ფილმიდანაც მაყურებელს ბევრი სხარტი ფრაზა ახსოვს:

"ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ", "სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი", "ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?", "ბალიკ ჯან, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ნო ტოლკო ტი ნე ობეჟაიშსა", "ვოტ მუსორნი იაშეკ, ა ტამ ჟენშინა კურილა"...

"სიყვარული ყველას უნდა"

რეჟისორ გიორგი შენგელაიას მუსიკალური კომედია 1980 წელს არის გადაღებული. სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა სამუშაოდ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩადის. ის მძღოლს, ბურნუთას შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა. ფილმის სცენარის ავტორი ლეილა ბეროშვილია.

კახელების ენაკვიმატობა ყველას მოეხსენება და ეს ფილმიც ვერ გაექცა ამას, რითაც ხალხის საჯარო სიყვარული დაიმსახურა. ახლა კი ფრაზები, რომლებიც ადამიანებს ფილმიდან უყვართ: "ქეთო წმინდა კერაი გაუმარჯოი", "რა შაუბრალებელ იყავ, ბიჭო", "აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ", "ცეცხლი ჭამა თქენმა პირმა", "კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსე", "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", "რომელ უჭირავ ტრუპკაი? მაიხედე აქეთა, 3-20-ია?" "როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯო... გამიშვიით!" "ტაში პარიიი"...

არაჩვეულებრივი გამოფენა

გადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი - ელდერ შენგელაია. სცენარი რევაზ გაბრიაძეს ეკუთვნის.

მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ აგული მხოლოდ მიცვალებულთა ბიუსტების ავტორად ჩამოყალიბდა, რადგან დიდი ოჯახის პატრონია, რომელიც უნდა არჩინოს. ფილმის ფინალში სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა, საოცნებო მარმარილოს ქვა კი მოწაფეს გადაულოცა... ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა და ცხადია, მისი ჩვეული იუმორი აქაც თავს იჩენს: "მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი", "ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს", "5 კილო, შავი-შავი", "მე და მამა ვმუშაობთ", "გველი გამიზრდია უბეში, გველი", "ვალოდია ვარ ჯინჭრაძე, არ გახსოვს? მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან", ბატონი ბონა: ,,მე რომ მოვკვდები, ჩემი შვილები შიბლეტებს გამხდიან, გაყიდიან და ვოლგას იყიდიან", პიპინია ერისთავი: ,,და დაააა... ვოლგა, ვოლგა, მატ რადნაია"...

იმერული ესკიზები

რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედიური ფილმი 1979 წელს არის გადაღებული. სცენარიც მასვე ეკუთვნის და მთავარ როლშიც თავად არის. ფილმი მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომი პერიოდის იმერული სოფლის ყოფას ასახავს. ნოველებისა და მინიატურებისგან შედგება, რომელსაც მთავარი გმირი აერთიანებს. მან შრომაში განვლო წუთისოფელი, შვილები და შვილიშვილები დაზარდა, მშობლიური კერა შეინარჩუნა...

იმერული კვიმატი ფრაზები ფილმიდან: "დეპეშა, რავა მომიტანეს?", "მიცვალებული ადგა", "ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კაი რამე დოუკარით", "80 კაპიკი და კიდო მანაააათი. დიდუ, რამდენია?!", "- აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? - ჩინჩლავს! - გაეთრიე გარეთ!" "უჯიკე, ბიჭო, შენ მაგას! - ვაი, შენს პატრონს, შენ თვითონ საჯიკებელი ხარ", "ბებია, ბებია, ოლია მათხოვარი მევიდაა", "მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩამოდი"...

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

1965 წელს ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელია, სცენარი ნოდარ წულეისკირსა და მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის. ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზარში სოფლიდან ჩამოსული გოგონა შეუყვარდება. გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს. სოფელში მაყრიონით ჩასულ გოგიას ტასია აღარ დახვდება, თავადის ქალის ბრძანებით, გოგო შინამოსამსახურედ ბატონის სახლში წაუყვანიათ. ხანშისესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს, მაგრამ გოგიას მეგობრები ბატონს პატარძალს წაართმევენ და წყვილი ჯვარს დაიწერს.

ფრაზები ფილმიდან: "წაგიყვან გოგო, ბანძაში", "გადი, რა, ძაღლი ვარ?" "დაანგრიო, რა, შენი აშენებულია?", "მე ვიცი, რასაცა ვთქომ", "დაუკარი იმის დედა ვატირე, უპატარძლო ქორწილია", "ექიმბაში? არა უსტაბაში", "ოჩენ სპასიბა", "ყავა გნებავთ"? ჩვენ მხოლოდ მახოხს გეახლებით", "ჰოვ დილა, ჰოვ დილა ჩვენთან სტუმრადაა უსტაბაში" "დასის ვას, მე შენ გასწავლი ჭკუას", "ეს რუბენსის ცოლია, ჩვენი რუბენას ცოლი, ვართუშა? ვაიმე, ვაიმე, მე ის პატიოსანი ქალი მეგონა, ხედავ, სად ჩამოკიდებულა", "ვაა, გოგიას რაღა, ვირის თავ ფეხი?" "ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია? ხომ არ გიდნა, ბიჭიან-ბატონიანად ანდერძი აგიგო?" "ბორია საბლუ, თავი მოჩრა", "მაშ შენ კაცი ხარ, ახ ტი გალანსკი პერუხ", "ჰოო, გეკუთვნის, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის", "მელანო, ისევ ეწევი პაპიროსაა?"

მხიარული რომანი

1972 წელს გადაიღეს, რეჟისორი ლევან ხოტივარია. ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი სტუდენტ დათოს შეუყვარდება. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება. ერთი გაუგებრობის გამო ყველა ყაჩაღი ჰგონია. დათო და ეკა ოჯახის დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მერე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.

ფრაზები "მხიარული რომანიდან": "ტყვიას ტყვიაში აჯენს", "გულდათუთქული მამა იპოლიტე", "ნებით მიყვები, შვილო? კი, მამა, ვაიმე, რა დროს მოვესწარ", "აკოცა, აკოცა, აკოცა? - კინაღამ აკოცა", "პატივცემულო დავით, მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით"... "სად დავდო? დამადევი თავზე", "მე თქვენ გამღერებთ ნოტებზე, თუ ვარ იპოლიტე"...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE