"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია, ბოლო დროს აღარც თამამი ფოტოებით აკვირვებს საზოგადოებას და არც სცენაზე გამოჩენილა. თუმცა მის მიმართ ინტერესი მაინც არ წყდება.

- ამჟამად დროს სწავლას ვუთმობ. მინდა საქართველოს გავცდე და ამერიკაში ვისწავლო. ვემზადები რეპეტიტორებთან, მუსიკალური თვალსაზრისით ვერაფერს ვაკეთებ საქართველოში, რადან არაფერი ხდება. გამეხარდება თუ ამერიკაში მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. მე რომელ უნივერსიტეტებშიც მინდა სწავლა, მაღალი დონის და ძვირადღირებული უნივერსიტეტებია, ვნახოთ რა იქნება. როცა დედას ვუთხარი ჩემი ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, თავიდან არ აღიქვა სერიოზულად, მეუბნებოდა წადიო, მაგრამ ახლა უკვე მითხრა, ერთადერთი გოგო მყავხარ და ამერიკაში როგორ გაგიშვაო, მაგრამ აქვს ჩემი იმედი.

- რატომ გადაწყვიტე ამერიკაში სწავლა?

- მუსიკალური თეატრის ფაკულტეტი საქართველოში არ არის. შინაგანად მსახიობი უფრო ვარ, ვიდრე მომღერალი, მუსიკალურ თეატრის ფაკულტეტზე თუ ჩავაბარებ, ორივე სფეროში გახსნილი მექნება გზა და შესაბამისი განათლება.

- არ გეშინია ამერიკაში მარტო ცხოვრების?

- არ მეშინია, უბრალოდ აქ არასდროს შეგხვდება ის სირთულეები, რაც იქ. თუნდაც პატარა მარტო რომ მიდიხარ, უცხო ენაზე გიწევს სწავლა და ა.შ. მე დამოუკიდებლად გამზარდა დედამ და მიყვარს გამოწვევები. ორი ძმა მყავს და ორივე დედაჩემზე არის დღემდე მიწებებული, მე კი ცალკე ვარ.

- როცა სოციალურ ქსელში თამამი ფოტოები გამოაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამას?

- არ ვიცოდი ასეთი ამბავი თუ მოყვებოდა. ამას ყველა ჩემი თანატოლი აკეთებდა, მაგრამ ჩემი გამოარჩიეს და გახდა სკანდალური. ეს მოხდა შემთხვევით, რაშიც ჟურნალისტებს მიუძღვით დიდი წვლილი. ისეთი ხალხი მლანძღავდა, მათი შვილებიც ანალოგიურ ფოტოებს დებდნენ სოციალურ ქსელში. ჩემთვის სასაცილო იყო ეს ყველაფერი, რადგან სერიოზულად არ გადამიღია ის ფოტოები. ოჯახის წევრებიც ჩემს აზრზზე იყვნენ, უბრალოდ დედამ მითხრა, შენ ყურადღების ცენტრში ხარ და ნაკლებად იაქტიურეო. ჩემი ძმები არ ჩანან, მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ზუსტად ისე იგებენ ჩემს ყველა ნაბიჯს, როგორც არის.

- სიმღერის გარდა რითი ხარ გატაცებული?

- მინდა ვიცოდე რამდენიმე ენა, ვხატავ, ვაკეთებ ჩანაწერებს. ძალიან ცუდ ხასიათზე როცა ვარ, მაშინ ან ვწერ, ან ვხატავ. ბავშვობაში უფრო ხშირად ვხატავდი. დედაჩემის მეუღლე ვახო მიბიძგებდა ხატვისკენ, რადგან ძალიან მოსწონდა, სამ ნახატს რომ დავხატავდი, ერთ-ერთს აარჩევდა და ფულს მაძლევდა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისი გაზრდილი ვარ.

- როგორ გადალახა თქვენმა ოჯახმა ის პერიოდი, როცა დედა დაბლოკილი იყო, როგორც მომღერალი?

- ჩემი ოჯახის წევრები საკუთარ პრობლემებს ბავშვებს არ გვაგებინებენ. როცა ხედავ, რომ დედა, რომელმაც მისი ცხოვრების 90% შესწირა სიმღერას და აღარ მღერის, საწყენია. რთულად გადასატანი იყო, დედას რომ აღარ ვხედავდი სცენაზე.

- სულ ცოტა ხნის წინ, ქალაქში გაჩნდა ჭორები თითქოს ერეკლე კოდუას უმცროსი ვაჟის, ნოდარიკოს შეყვარებული ხარ, ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც გიდევს, რა ხდება თქვენს შორის?

- მე და ნოდომ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო, თანატოლები ვართ, ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ბევრი მეგობარი მყავს და ერთ-ერთი არის ნოდარიკო. ახლა ორივეს ისეთი ასაკი გვაქვს, სწავლა-განათლებაზე ზრუნვა გვიწევს, თან ნოდოც დაკავებულია, ის ავტომრბოლელია და მეც ჩემს კარიერას უნდა მივხედო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება