მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია
"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია

მო­დე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სუ­რი "ბო­მონ­დის" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლია. ზურა ამ­ჟა­მად ბა­ქოს "ინ­ტე­რის" ფეხ­ბურ­თე­ლია, სა­ლო­მე კი ქარ­თულ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს. წყვი­ლი სამ შვილს ზრდის. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სა­ლო­მეს ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­დან, ასე­ვე მო­დე­ლი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტო­გა­ლე­რე­ას.

"დღეს კა­რი­ე­რი­სა და ოჯა­ხის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია - თით­ქმის ყვე­ლა ქალი მუ­შა­ობს. ეს ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც კარ­გია. ვხე­დავ, რომ ისი­ნი ჩე­მით ამა­ყო­ბენ; უხა­რი­ათ, როცა ქუ­ჩა­ში უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მცნო­ბენ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა შვი­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მის მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი საქ­მე ჰქონ­დეთ და ამ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მარ­თა­ლია, დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შვი­ლებს ჩემი ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლი­ათ. დამ­ხმა­რე ქა­ლიც მყავს, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რად მი­მაჩ­ნია. გარ­და ამი­სა, დედა და ზუ­რას მშობ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან.

როცა გა­და­ღე­ბა ან საქ­მე­ე­ბი არ მაქვს, შინ ვარ და ვა­კე­თებ იმ ყვე­ლა­ფერს, რაც ცო­ლი­სა და დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის. ტა­სუ­ნა ინ­გლი­სურ სკო­ლა­ში და­დის და მე ვა­მე­ცა­დი­ნებ; და­თუ­ნას მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მეც ვეხ­მა­რე­ბი. კი­თხვა ძა­ლი­ან უყ­ვარს, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ბავ­შვია. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცოტა აქვს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, გა­სარ­თო­ბად სად­მე წა­ვიყ­ვა­ნო, მისი მე­გობ­რე­ბი მო­ვიწ­ვიო სტუმ­რად და ა.შ. ტასო ცეკ­ვა­ზეც და­დის.

17 წლის ვი­ყა­ვი როცა დედა გავ­ხდი და მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად ვერ აღ­ვიქ­ვი, თუ რა იყო დე­დო­ბა. მაგ­რამ როცა უკვე შვი­ლი გყავს, რო­მე­ლიც შენი ნა­წი­ლია, ნელ-ნელა ხვდე­ბი, რომ შენი ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა, სა­კუ­თარ თავს აღარ ეკუთ­ვნი. მა­გა­ლი­თად, ადრე შე­მეძ­ლო მან­ქა­ნით ძა­ლი­ან სწრა­ფად მევ­ლო, ახლა კი სა­კუ­თარ თავს ვუფრ­თხილ­დე­ბი - მე ხომ შვი­ლებ­სა და ზუ­რას ვჭირ­დე­ბი... აი, როცა ტა­სუ­ნა მო­ევ­ლი­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას, უკვე გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რა იყო დე­დო­ბა; ნი­ტას გა­ჩე­ნი­სას კი შეგ­რძნე­ბე­ბი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მქონ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი დედა ვი­ყა­ვი...

ზურა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, რა­ი­მე­თი მა­სი­ა­მოვ­ნოს. მის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თვის ვგრძნობ. ამას იმი­ტომ არ აკე­თებს, რომ ჩემი ქმა­რია და ვალ­დე­ბუ­ლია, ასე მო­იქ­ცეს; უბ­რა­ლოდ, მას ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. მის მი­მართ მეც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვარ. რო­დე­საც ერ­თად ვართ, ხში­რად რო­მან­ტი­კულ ვახ­შამს ვი­წყობთ. სი­მარ­თლე გი­თხრა, სი­შო­რე რა­ღაც მო­საზ­რე­ბით კარ­გი­ცაა - ერ­თმა­ნე­თი გა­მუდ­მე­ბით გვე­ნატ­რე­ბა. ამას კი მერ­წმუ­ნეთ, და­დე­ბი­თი მხა­რეც აქვს".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია

"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია

მოდელი სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი თბილისური "ბომონდის" ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. ზურა ამჟამად ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელია, სალომე კი ქართულ სამოდელო სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. წყვილი სამ შვილს ზრდის. გთავაზობთ ამონარიდს სალომეს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, ასევე მოდელისა და ფეხბურთელის ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოგალერეას.

"დღეს კარიერისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება ჩვეულებრივი მომენტია - თითქმის ყველა ქალი მუშაობს. ეს ჩემი შვილებისთვისაც კარგია. ვხედავ, რომ ისინი ჩემით ამაყობენ; უხარიათ, როცა ქუჩაში უცხო ადამიანები მცნობენ. ვფიქრობ, ყველა შვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მშობლებს საკუთარი საქმე ჰქონდეთ და ამ საქმეში წარმატებულები იყვნენ. მართალია, დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვილებს ჩემი ყურადღება არ აკლიათ. დამხმარე ქალიც მყავს, რომელიც ოჯახის წევრად მიმაჩნია. გარდა ამისა, დედა და ზურას მშობლებიც მეხმარებიან.

როცა გადაღება ან საქმეები არ მაქვს, შინ ვარ და ვაკეთებ იმ ყველაფერს, რაც ცოლისა და დედის მოვალეობაში შედის. ტასუნა ინგლისურ სკოლაში დადის და მე ვამეცადინებ; დათუნას მასწავლებელი ჰყავს, მაგრამ ზოგჯერ მეც ვეხმარები. კითხვა ძალიან უყვარს, ინტერესიანი ბავშვია. თავისუფალი დრო ცოტა აქვს, მაგრამ ვცდილობ, გასართობად სადმე წავიყვანო, მისი მეგობრები მოვიწვიო სტუმრად და ა.შ. ტასო ცეკვაზეც დადის.

17 წლის ვიყავი როცა დედა გავხდი და მაინცდამაინც კარგად ვერ აღვიქვი, თუ რა იყო დედობა. მაგრამ როცა უკვე შვილი გყავს, რომელიც შენი ნაწილია, ნელ-ნელა ხვდები, რომ შენი ცხოვრება იცვლება, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. მაგალითად, ადრე შემეძლო მანქანით ძალიან სწრაფად მევლო, ახლა კი საკუთარ თავს ვუფრთხილდები - მე ხომ შვილებსა და ზურას ვჭირდები... აი, როცა ტასუნა მოევლინა ქვეყნიერებას, უკვე გააზრებული მქონდა, რა იყო დედობა; ნიტას გაჩენისას კი შეგრძნებები კიდევ უფრო გამძაფრებული მქონდა და გაგიჟებული დედა ვიყავი...

ზურა ყოველთვის ცდილობს, რაიმეთი მასიამოვნოს. მის სითბოსა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ჩემი ქმარია და ვალდებულია, ასე მოიქცეს; უბრალოდ, მას ეს ყველაფერი თავადაც სიამოვნებას ანიჭებს. მის მიმართ მეც ყურადღებიანი ვარ. როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ. სიმართლე გითხრა, სიშორე რაღაც მოსაზრებით კარგიცაა - ერთმანეთი გამუდმებით გვენატრება. ამას კი მერწმუნეთ, დადებითი მხარეც აქვს".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი