Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე
"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ქველ­მოქ­მე­დი, ბიზ­ნეს­მე­ნი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი, გუ­ლახ­დი­ლი და მზრუნ­ვე­ლი დედა - ასე­თია დღეს ერეკ­ლე კო­დუ­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ნინო ენუ­ქი­ძე. წარ­სულ­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს. თუმ­ცა, კარ­გად ახ­სენ­დე­ბა ერეკ­ლეს­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი. რო­გორც ის "კვი­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლე­ბი ჰყავს და თავს ერეკ­ლე კო­დუ­ას გა­რე­შეც კარ­გად გრძნობს. თა­ვად კო­დუ­ე­ბი ნინო ენუ­ქი­ძეს არაფ­რით ეხ­მა­რე­ბი­ან. ის სა­კუ­თარ საქ­მეს თა­ვა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლად უძღვე­ბა და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

ნინო ენუ­ქი­ძის ყო­ვე­ლი დილა 6 სა­ათ­ზე იწყე­ბა. პა­ტა­რა უკვე 10 წლის ჰყავს. შვი­ლებს სკო­ლა­ში აცი­ლებს, რის შემ­დე­გაც მისი დატ­ვირ­თუ­ლი დღე იწყე­ბა. ენუ­ქი­ძე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ "ბა­გა­ტე­ლის" და სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში "ყრუ­თა კავ­ში­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ნი­ნოს მამა 6 თვის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა და მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც აგ­რძე­ლებს.

მა­მას ვაფ­ლის მცი­რე სა­წარ­მო ჰქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ის 6 თვის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მე გან­ვაგ­რძე - სა­წარ­მო არ გა­ვა­ჩე­რე. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზის სა­ლონს, იქ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ და დი­რექ­ტო­რი მყავს. სა­ლო­ნი კარ­გად მუ­შა­ობს, ვცდი­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელს კარ­გად მო­ვემ­სა­ხუ­როთ და მათ მრა­ვალ­ფე­რო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებს ვთა­ვა­ზობთ", - აღ­ნიშ­ნა ნინო ენუ­ქი­ძემ "კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას.

ერეკ­ლე კო­დუ­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით სა­ჩხე­რი­დან არის, ამი­ტომ ექ­ვსი წლის წინ სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის "ყრუ­თა კავ­ში­რი" და­ა­ფუძნა. რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრთან მას მხო­ლოდ ქველ­მოქ­მე­დე­ბა აკავ­ში­რებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მა­შინ სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში ორი ოთა­ხი გა­მო­უყ­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, თუმ­ცა დღეს ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს იმა­ვე სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლებ­თან ერ­თად მარ­თა­ვენ. ამ ყვე­ლა­ფერს კი ნინო ენუ­ქი­ძე, სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით აკე­თებს.

"ამ­ჟა­მად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 50 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ირი­ცხე­ბა, თუმ­ცა დღის ცენ­ტრს უფრო მეტი აკი­თხავს. აქ მხო­ლოდ სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არ არი­ან. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შო­რის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბიც არი­ან. ამ ეტაპ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი გვაქვს. ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით შე­ნო­ბა გა­ვა­რე­მონ­ტეთ და გავ­ფარ­თოვ­დით. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით, სატ­რას­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რად­გან, ზამ­თარ­ში მშობ­ლებს სოფ­ლე­ბი­დან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა ძა­ლი­ან უჭირთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ქველმოქმედი, ბიზნესმენი, კომუნიკაბელური, ემოციური, გულახდილი და მზრუნველი დედა - ასეთია დღეს ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე ნინო ენუქიძე. წარსულზე ნაკლებად საუბრობს. თუმცა, კარგად ახსენდება ერეკლესთან გატარებული წლები. როგორც ის "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, შესანიშნავი შვილები ჰყავს და თავს ერეკლე კოდუას გარეშეც კარგად გრძნობს. თავად კოდუები ნინო ენუქიძეს არაფრით ეხმარებიან. ის საკუთარ საქმეს თავადაც წარმატებულად უძღვება და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ნინო ენუქიძის ყოველი დილა 6 საათზე იწყება. პატარა უკვე 10 წლის ჰყავს. შვილებს სკოლაში აცილებს, რის შემდეგაც მისი დატვირთული დღე იწყება. ენუქიძე სილამაზის სალონ "ბაგატელის" და საჩხერის რაიონში "ყრუთა კავშირის" დამფუძნებელია. ნინოს მამა 6 თვის წინ გარდაეცვალა და მამის საქმიანობასაც აგრძელებს.

მამას ვაფლის მცირე საწარმო ჰქონდა, სამწუხაროდ, ის 6 თვის წინ გარდაიცვალა და მისი საქმიანობა მე განვაგრძე - საწარმო არ გავაჩერე. რაც შეეხება სილამაზის სალონს, იქ დამფუძნებელი ვარ და დირექტორი მყავს. სალონი კარგად მუშაობს, ვცდილობთ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ და მათ მრავალფეროვან მომსახურების პირობებს ვთავაზობთ", - აღნიშნა ნინო ენუქიძემ "კვირასთან" საუბრისას.

ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე წარმოშობით საჩხერიდან არის, ამიტომ ექვსი წლის წინ საჩხერის რაიონში ბენეფიციარებისთვის "ყრუთა კავშირი" დააფუძნა. რაიონულ ცენტრთან მას მხოლოდ ქველმოქმედება აკავშირებს. როგორც თავად ამბობს, მაშინ საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის დახმარებით საბავშვო ბაღის შენობაში ორი ოთახი გამოუყვეს. თავდაპირველად ადგილობრივები ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა დღეს ბენეფიციართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების საზოგადოებაში ადაპტაციის მიზნით, საქველმოქმედო კონცერტებს იმავე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მართავენ. ამ ყველაფერს კი ნინო ენუქიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით აკეთებს.

"ამჟამად ორგანიზაციაში ოფიციალურად 50 ბენეფიციარი ირიცხება, თუმცა დღის ცენტრს უფრო მეტი აკითხავს. აქ მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვები არ არიან. ბენეფიციარებს შორის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე მოზარდებიც არიან. ამ ეტაპზე ცვლილებები გვაქვს. ამერიკის საელჩოს დახმარებით შენობა გავარემონტეთ და გავფართოვდით. მუნიციპალიტეტის დახმარებით, სატრასპორტო საშუალება შევიძინეთ, რადგან, ზამთარში მშობლებს სოფლებიდან სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადაადგილება ძალიან უჭირთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება