პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და გიგი ერთ ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და სტიქაროსნები ვიყავით" - გიორგი გაბუნია რელიგიასა და სიყვარულზე
"მე და გიგი ერთ ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და სტიქაროსნები ვიყავით" - გიორგი გაბუნია რელიგიასა და სიყვარულზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ოდეს­ღაც გან­დე­გი­ლო­ბა­სა და გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სა­კუ­თარ თავ­ში იყო ჩა­კე­ტი­ლი, ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და და ხში­რად ეც­ვლე­ბო­და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი... იყო მშობ­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა, წაქ­ცე­ვა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რა და წა­მოდ­გო­მა ას­წავ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ ბედ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა. რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში, დღე­საც, 43 წლის ასაკ­ში, მარ­ტო­ო­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, სა­კუ­თარ თავ­თან და ფიქ­რებ­თან დარ­ჩე­ნა უყ­ვარს. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ბუ­ნი­ამ გიგი უგუ­ლა­ვას­თან სტი­ქა­როს­ნო­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსლებ­ში გავ­რცელ­და. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გი­ორ­გი, თქვე­ნი ბავ­შვო­ბა რითი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ჩემს თავ­თან მარ­ტო ყოფ­ნა. წიგ­ნებ­ში თავ­ჩარ­გუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მიყ­ვარ­და ხატ­ვა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, წყალ­ში ხახვს ჩა­ვაგ­დებ­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ შე­იც­ვლე­ბო­და, რო­გორ გა­იზ­რდე­ბო­და და ა. შ. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი.

ბავ­შვო­ბა­ში ეკ­ლე­სი­უ­რი ვი­ყა­ვი, რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი. ვამ­ბობ­დი, სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ, კლდე­ში გან­დე­გი­ლად უნდა ვი­ცხოვ­რო-მეთ­ქი. მშობ­ლე­ბის­თვის ეს მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო.

- მერე კი გან­დე­გი­ლო­ბა გა­და­ი­ფიქ­რეთ.

- რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ინ­ტენ­სი­უ­რად ვეც­ნო­ბო­დი და რე­ლი­გი­ებ­ზე, მათ შო­რის - მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზეც, წარ­მოდ­გე­ნა შე­მეც­ვა­ლა. ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მო­ძღვარ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია.

ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ეკ­ლე­სი­ა­ზე ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე ეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, მე კი რე­ლი­გი­ა­ზე შე­მეც­ვა­ლა აზრი. არა­და თა­ვის დრო­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზეც იმი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე, რომ ეკ­ლე­სი­ე­ბი მე­შე­ნე­ბი­ნა.

- ეკ­ლე­სი­ის წი­ა­ღი­დან მო­წყვე­ტა დიდ სუ­ლი­ერ ტრავ­მებს იწ­ვევს. თქვენ­ში რა მოხ­და მა­შინ?

- ეკ­ლე­სი­ა­ში რო­დე­საც დავ­დი­ო­დი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მარ­ტო არა­სო­დეს ვი­ყა­ვი, ღმერ­თი ჩემ­თან იყო და მი­ფა­რავ­და. მახ­სოვს ის დღე, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ იმის გა­რე­შე დავ­რჩი, რაც მქონ­და. სრუ­ლი სი­მარ­ტო­ვე ვიგ­რძე­ნი. აღარ მყავ­და ვი­ღაც, ვის­თვი­საც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო მი­მარ­თვა და ვინც და­მი­ფა­რავ­და, ეს კი მძი­მე მო­მენ­ტი იყო. ვფიქ­რობ­დი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

მა­ნამ­დე რე­ლი­გია თა­ვად მაძ­ლევ­და მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რო­გო­რი წე­სე­ბით მე­ცხოვ­რა. რო­დე­საც ჩემი თავი ამ ყვე­ლაფ­რის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე, მივ­ხვდი, რომ თა­ვად უნდა და­მედ­გი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი და ვე­რა­ვის­თან გა­და­ვა­მოწ­მებ­დი, ნამ­დვი­ლად სწო­რი იყო ჩემ მიერ აღე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა თუ არა.

- მაგ­რამ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წე­სე­ბი...

- არა­სო­დეს მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან თავს მოხ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი, მხო­ლოდ იმის კე­თე­ბა მიყ­ვარ­და, რა­საც მე ვთვლი­დი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. შარ­ვა­ლი უკუღ­მა მეც­ვა, სა­ყუ­რე­ე­ბი მე­კე­თა, თმა სხვა­დას­ხვაფ­რად შე­ვი­ღე­ბე, ისე მქონ­და აჭ­რილ-დაჭ­რი­ლი, ზოგს ქე­ცი­ა­ნი ვე­გო­ნე.

- მიკ­ვირს, სახ­ლი­დან რომ არ გა­მო­გაგ­დეს.

- გა­მოგ­დე­ბის ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შვი­ლის სიყ­ვა­რულ­მა და იმედ­მა, რომ ოდეს­მე გა­მოვსწორ­დე­ბო­დი, გა­და­მარ­ჩი­ნა. რო­დე­საც "კუ­რი­ერ­ში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მა­შინ ჩათ­ვა­ლეს, რომ ნამ­დვი­ლად გა­მოვსწორ­დი.

...

- გო­გო­ნებ­თან თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, გა­ტა­ცე­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი რა დო­ზით იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყო­ველ­თვის სა­ზი­ზღა­რი ვი­ყა­ვი. სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. ვინც კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლას დავ­ცი­ნო­დი. დიდი მო­წო­ნე­ბა სიყ­ვა­რულ­ში არა­სო­დეს გა­დამ­ზრდია. ვი­ღა­ცა­ზე გა­დამ­კვდა­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და დღემ­დე ასეა. სა­ში­ნელ დღე­ში ვაგ­დებ­დი იმ გო­გო­ნებს, ვი­საც მე ვუყ­ვარ­დი. ყო­ველ­თვის ისე გა­მო­დის, რომ ცალ­მხრი­ვად არი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩემ­ზე. ეს ხა­სი­ა­თი ვერ შე­ვიც­ვა­ლე და არც მიც­დია.

- 20-30 წლის შემ­დეგ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ასე მარ­ტო უნდა იყოთ?

- არ ვიცი. ადრე იმა­საც ვამ­ბობ­დი, სულ რომ უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩე, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მას და პო­ლი­ტი­კას არ გა­ვე­კა­რე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ აგერ, სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოც მიმ­ყავს და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მაც. შე­იძ­ლე­ბა უცებ შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მნა­ხოთ და ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­თხრათ, რო­გო­რი თავ­და­კარ­გუ­ლი ვარ. თუ შე­მიყ­ვარ­დე­ბა, მარ­თლა თავ­და­კარ­გუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რად­გან სიყ­ვა­რულ­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს.

- და­ბო­ლოს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ფოტო გავ­რცელ­და, სა­დაც ორი­ვე­ნი სტი­ქა­რით ხართ შე­მო­სი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობთ მას­თან?

- მე და გიგი უგუ­ლა­ვა კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 6 წლის ასა­კი­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. ახლო მე­გობ­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ, თუმ­ცა სულ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. სხვა­თა შო­რის, გი­გიც აგ­რო­ვებ­და მარ­კებს და ფი­ლა­ტე­ლის­ტე­ბის კლუბ­შიც ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რი­ვართ ერ­თმა­ნეთს. შემ­დეგ ერ­თსა და იმა­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ო­დით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და და ორი­ვე­ნი სტი­ქა­როს­ნე­ბი ვი­ყა­ვით.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­კარ­გეთ ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ შემ­დეგ, რო­დე­საც ის თბი­ლი­სის მერი გახ­და, ხოლო მე - "კუ­რი­ე­რის" და "არ­ჩე­ვა­ნის" წამ­ყვა­ნი, უკვე რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს და რეს­პონ­დენტს გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გიგი ერთი დღით გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან და სა­პა­ტიმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ბოლო ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მას­თან მე ჩავ­წე­რე, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სა­ა­თი იყო. ეს იყო ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ოდეს­მე ჩა­მი­წე­რია.

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მე და გიგი ერთ ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და სტიქაროსნები ვიყავით" - გიორგი გაბუნია რელიგიასა და სიყვარულზე

"მე და გიგი ერთ ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და სტიქაროსნები ვიყავით" - გიორგი გაბუნია რელიგიასა და სიყვარულზე

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ოდესღაც განდეგილობასა და გამოქვაბულში ცხოვრებაზე ოცნებობდა. საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, ბევრს კითხულობდა და ხშირად ეცვლებოდა შეხედულებები, სურვილები... იყო მშობლებთან დაპირისპირება, საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, წაქცევა, იმედგაცრუება, მაგრამ ყველა წარუმატებლობამ გაკვეთილი ჩაუტარა და წამოდგომა ასწავლა. საბოლოოდ ბედმა ტელევიზიაში მიიყვანა. როგორც ბავშვობაში, დღესაც, 43 წლის ასაკში, მარტოობისკენ მიისწრაფვის, საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენა უყვარს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გაბუნიამ გიგი უგულავასთან სტიქაროსნობის დროს გადაღებული ფოტოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამ დღეებში სოციალურ ქსლებში გავრცელდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული?

- ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად, წყალში ხახვს ჩავაგდებდი და ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვლებოდა, როგორ გაიზრდებოდა და ა. შ. ასევე ძალიან მიყვარდა კონსტრუქტორები.

ბავშვობაში ეკლესიური ვიყავი, რადიკალური განცხადებებით გამოვდიოდი. ვამბობდი, სკოლას რომ დავამთავრებ, კლდეში განდეგილად უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო.

- მერე კი განდეგილობა გადაიფიქრეთ.

- რელიგიურ ლიტერატურას ინტენსიურად ვეცნობოდი და რელიგიებზე, მათ შორის - მართლმადიდებლობაზეც, წარმოდგენა შემეცვალა. ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ მოძღვართან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია.

ხშირად ადამიანებს ეკლესიაზე ან სასულიერო პირებზე ეცვლებათ წარმოდგენა, მე კი რელიგიაზე შემეცვალა აზრი. არადა თავის დროზე არქიტექტურულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ეკლესიები მეშენებინა.

- ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტა დიდ სულიერ ტრავმებს იწვევს. თქვენში რა მოხდა მაშინ?

- ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.

მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა.

- მაგრამ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი წესები...

- არასოდეს მაკმაყოფილებდა საზოგადოებისგან თავს მოხვეული წესები, მხოლოდ იმის კეთება მიყვარდა, რასაც მე ვთვლიდი მნიშვნელოვნად. შარვალი უკუღმა მეცვა, საყურეები მეკეთა, თმა სხვადასხვაფრად შევიღებე, ისე მქონდა აჭრილ-დაჭრილი, ზოგს ქეციანი ვეგონე.

- მიკვირს, სახლიდან რომ არ გამოგაგდეს.

- გამოგდების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის სიყვარულმა და იმედმა, რომ ოდესმე გამოვსწორდებოდი, გადამარჩინა. როდესაც "კურიერში" დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩათვალეს, რომ ნამდვილად გამოვსწორდი.

...

- გოგონებთან თავგადასავლები, გატაცებები, სიყვარული - ეს ყველაფერი რა დოზით იყო თქვენს ცხოვრებაში?

- ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის საზიზღარი ვიყავი. სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ვინც კი შეყვარებული იყო, ყველას დავცინოდი. დიდი მოწონება სიყვარულში არასოდეს გადამზრდია. ვიღაცაზე გადამკვდარი არასოდეს ვყოფილვარ და დღემდე ასეა. საშინელ დღეში ვაგდებდი იმ გოგონებს, ვისაც მე ვუყვარდი. ყოველთვის ისე გამოდის, რომ ცალმხრივად არიან შეყვარებული ჩემზე. ეს ხასიათი ვერ შევიცვალე და არც მიცდია.

- 20-30 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ასე მარტო უნდა იყოთ?

- არ ვიცი. ადრე იმასაც ვამბობდი, სულ რომ უმუშევარი დავრჩე, საინფორმაციო გადაცემას და პოლიტიკას არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ აგერ, საინფორმაციოც მიმყავს და პოლიტიკური გადაცემაც. შეიძლება უცებ შეყვარებულიც მნახოთ და ინტერვიუში გითხრათ, როგორი თავდაკარგული ვარ. თუ შემიყვარდება, მართლა თავდაკარგული ვიქნები, რადგან სიყვარულში გამოცდილება არ მაქვს.

- დაბოლოს, სოციალურ ქსელში თქვენ და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ფოტო გავრცელდა, სადაც ორივენი სტიქარით ხართ შემოსილი. ბავშვობიდან მეგობრობთ მასთან?

- მე და გიგი უგულავა კლასელები ვიყავით, 6 წლის ასაკიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა სულ გვქონდა ურთიერთობა. სხვათა შორის, გიგიც აგროვებდა მარკებს და ფილატელისტების კლუბშიც ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. შემდეგ ერთსა და იმავე ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და ორივენი სტიქაროსნები ვიყავით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ის თბილისის მერი გახდა, ხოლო მე - "კურიერის" და "არჩევანის" წამყვანი, უკვე როგორც ჟურნალისტს და რესპონდენტს გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა.

როდესაც რამდენიმე დღის წინ გიგი ერთი დღით გამოუშვეს ციხიდან და საპატიმროში დაბრუნებამდე ბოლო ვრცელი ინტერვიუ მასთან მე ჩავწერე, ეს ძალიან მტკივნეული საათი იყო. ეს იყო ყველაზე ემოციური ინტერვიუ, რომელიც ოდესმე ჩამიწერია.

ჟურნალი "სარკე"

"აღარანაირი მაიკლი“: ვენტვორთ მილერმა "გაქცევა“ დატოვა, რადგანაც ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება აღარ სურს - რას წერენ სერიალიდან მისი პარტნიორები

სოფო ნიჟარაძე და ნინო მაჩაიძე ჯო ბაიდენთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებენ ქართველი ვარსკვლავები და როგორ ულოცავენ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო