მომღერალ ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის შვილი დაბადებიდანვე პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა. ელენეს ფოტოებს ყოველთვის უამრავი მოწონება აქვს სოციალურ ქსელში და ყოველთვის მსჯელობენ იმაზე, ვის ჰგავს გოგონა.
თავად ელენე ჯერ ვერ ხვდება პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებს. მამასთან და დედასთან ყოველთვის კარგ დროს ატარებს.
ელენე წელიწადში რამდენჯერმე მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად თურქეთში ატარებს დროს.
„მამა და მასზე უზომოდ შეყვარებული გოგონა“, - წერს ირაკლის მამა თეიმურაზ კუტალაძე „ფეისბუქზე“ და ელენეს მამასთან ერთად ყოფნის ფოტოებს აქვეყნებს.
იხილეთ ფოტოგალერეა