ამერიკაში ნახევარწლიანი ცხოვრების შემდეგ ქეთა თოფურია მეუღლესა და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. "ა-სტუდიოს" სოლისტი, რომელიც 2 თვის წინ პირველი შვილის დედა გახდა, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას აღარ აპირებს. როგორც 7days.ru-ს მომღერლის მეგობარმა განუცხადა, ქეთა უკვე სექტემბრიდან შეუდგება სტიდიურ მუშაობას და კონცერტებისთვის მზადებას. თუმცა ხანგრძლივ გასტროლებზე ამ ეტაპზე უარს იტყვის, ვინაიდან ახალშობილ ქალიშვილთან განშორება არ სურს. თოფურიას მეგობრის თქმით, მომღერალი შვილს სამსახურში თან ატარებს, ის ძიძის დაქირავებას არ აპირებს, რადგან სურს, შვილის აღზრდითა და საოჯახო საქმეებით დამოუკიდებლად დაკავდეს.
თოფურიას პატარა ოლივია 15 ივნისს შეეძინა. ბავშვს მოფერებით "ლივის" ეძახიან. თოფურიასთვის ოლივია პირველი, ლევ გეიხმანისთვის კი მეორე შვილია.
ქეთა და ლევი ამერიკაში ბავშვის დაბადებამდე რამდენი თვით ადრე ჩავიდნენ, რათა მნიშვნელოვანი მოვლენისთვის შესაფერისად მომზადებულიყვნენ. ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთოებისთვის წყვილმა მისი დაბადებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა.
თოფურიამ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში - Cedars Sinai იმშობიარა. აღნიშნულ კლინიკაში მოევლინა ქვეყნას მადონას, კეით ჰოლმსის, კრიტინა ორბაკაიტეს, ალსუსა და კრისტინა აგილერას შვილები. მომღერალი მეუღლესთან ერთად ბევერლი-ჰილზის ელიტურ რაიონში ცხოვრობდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ბიზნესმენი მეუღლეს გვერდიდან არ მოსცილებია. მან მოსკოვში ბიზნესი სანდო ადამიანებს ჩააბარა და თავად, ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად, შვებულება აიღო. "ორივეს დეკრეტული შვებულება გამოგვივიდა", - ხუმრობს ქეთა.
მომღერალმა ცნობილ ბიზნესმენზე 2013 წლის 7 სექტემბერს იქორწინა. მათ ქორწილს რუსული და ქართული შოუ-ბიზნესის არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა.