მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დაშორების შესახებ გავრცელებული ხმების შემდეგ სოციალურ ქსელში გიორგისა და ნინი ონიანის ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. ფოტოებების გავრცელების შემდეგ წყვილის რომანზე ალაპარაკდნენ. ჭორებზე მსახიობმა და მოდელმა ნინი ონიანმა კომენტარი "რეიტინგთან" ინტერვიუში გააკეთა:
"ჯერ ერთი, როცა გიორგი გავიცანი, ის და სალომე ჭაჭუა ერთად უკვე აღარ იყვნენ. გიორგის დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდი პირველად. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. დავმეგობრდით და ერთი-ორჯერ მეგობრებთან ერთად გასართობად წავედით, რასაც მოჰყვა ჭორები. მეგობრობის გარდა ჩვენ შორის არაფერი ხდება. რომც ხდებოდეს, ხმამაღლა მაინც არაფერს ვიტყვი. მერე ბევრი იჭრება პირად ცხოვრებაში და ურთიერთობებს აფუჭებენ. მე და გიორგი ახალი დამეგობრებულები ვართ და ჭორი, რომ ვინმეს შორის ჩავდექი, აბსურდულია. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. სხვისი კაცი და ქალი კი არა, ცხვირსახოცი არ მჭირდება.
თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი მეგობრები დასასვენებლად და გასართობად ერთად წავლენ, მე და გიორგიც წავალთ... გიორგის დავურეკე და ვუთხარი, რასაც ამბობდნენ და წერდნენ. მითხრა, ბოდიში და დაიკიდე, მეგობრები ვართ და რაც უნდათ, ის უთქვამთო", - აღნიშნა ნინი ონიანმა.
ნინი ონიანი სერიალ ''ქალთა სახეების'' მსახიობია. ნინი არ ერიდება თავისი ლამაზი სხეულის ეკრანზე გამოჩენას და თამამად შიშვლდება სერიალში. ყვითელი პრესა აქატიურად ადევნებს თვალს გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ცხოვრების ყველა წვრილმანს. ბევრს აინტერესებთ წყვილი შერიგდება თუ ორივე ახალ სიყვარულს იპოვის.