"ამით დამთავრდა ჩემი პირადი ცხოვრება, "ჭრილობა" ძალიან ახალია და ნამდვილად მტკივა" - ლალი მოროშკინა მეუღლეს დაშორდა

"ამით დამთავრდა ჩემი პირადი ცხოვრება, "ჭრილობა" ძალიან ახალია და ნამდვილად მტკივა" - ლალი მოროშკინა მეუღლეს დაშორდა

როგორც AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, ლალი მოროშკინა მეუღლეს, ირაკლი ჯაფარიძეს გაშორდა, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობდა. ეს მისი მესამე ქორწინება გახლდათ. 

ჩვენ დავუკავშირდით ლალი მოროშკინას, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

- მივიღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში - 20 ივლისიდან მე და ირაკლი ჯაფარიძე აღარ ვიმყოფებით ქორწინებაში. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ მაინცდამაინც არ მოხდეს ამ თემით აჟიტირება, რადგანაც "ჭრილობა" ძალიან ახალია და ნამდვილად მტკივა და სტკივა ჩვენ გარშემო ბევრ ახლობელს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ კარიერა და პირადი ცხოვრება როგორც ჩანს, ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ რომელი ავარჩიე, ეს ძნელი გასარკვევი არ არის, უკვე გასაგებია.

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნისა და იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ჩემი იმედი აქვს, რაღაც პასუხისმგებლობა მაქვს. მხოლოდ ოჯახური სიამტკბილობით ცხოვრება ალბათ დიდი ფუფუნებაა, რომელიც მე არ მაქვს. შესაბამისად, ის საზოგადოებრივი დატვირთვა, რომელიც ცხოვრებაში მერგო და ის საქმეები, რომელსაც ხელი მოვკიდე, დიდ ენერგიას მოითხოვს და ოჯახური ცხოვრებისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ეს გადაწყვეტილება მძიმედ მივიღე. მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა. ირაკლი ჯაფარიძეს ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ იმ გზაზე, რომელსაც უკვე ჩემ გარეშე გააგრძელებს. ზოგადად კი, მიმაჩნია, რომ ხელოვნურად გაწელილ ურთიერთობას, ან კონფლიქტების ჩანასახს, თავიდანვე ამ პოზიციის დაჭერა ჯობია. კიდევ ვიმეორებ, ოღონდ, არ მინდა, ამ თემამ აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ეს ერთი ოჯახის ტრაგედიაა.

- გასაგებია, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი ხარ და ბუნებრივია, შენი პირადი ცხოვრებით ამიტომ ინტერესდებიან, მით უფრო რომ უკვე მესამედ დაინგრა შენი ოჯახი...

- სამი ქორწინება მხოლოდ ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი არ არის. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უმართლებთ ან არა. მინდა, აბსოლუტურად დაბეჯიდებით ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ვერასდროს ვერაფერს გაიგებენ, რადგანაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რაც გამორიცხავს ზოგადად მამაკაცის ჩარევასა და ურთიერთობას ამ ცხოვრებაში. ამ ურთიერთობებისთვის აღარც სურვილი და აღარც ძალა მაქვს. ამით დამთავრდა ჩემი პირადი ცხოვრება.

სამაგიეროდ, დაიწყო ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცხოვრება. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ჩემს ორგანიზაციაში ერთიანდებიან და უკვე 5 ათასზე მეტი ქალია გაერთიანებული, ჩემს პირად ტრაგედიას არ უნდა გადავაყოლო ისინი და საქმე, რომელიც წარმატებით დავიწყე. ისე, ცოტა ქალს ვიცნობ, რომელსაც ერთნაირად წარმატებულად გამოსდის პირადი ცხოვრება და საქმე. მოკლედ, მეც მათ რიცხვში ვარ. სურვილი კი დიდი მქონდა, მქონოდა ოჯახი, ვეტრფი ზოგადად ოჯახის ფენომენს და ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორც ჩანს, ღმერთი ყველაფერს ერთად არ გაძლევს. მე იმას მივიღებ, რაც მისგან მოდის, მაგრამ ტყუილში არასდროს ვიცხოვრებ. მორალურად არ მაქვს უფლება, საზოგადოება მოვატყუო. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება...

ცოტა ხანი ჩემს დასთან, საფრანგეთში ვაპირებ წასვლას და იქიდან სულიერად გაძლიერებული დავბრუნდები, რადგანაც დღეს ეს ნამდვილად მჭირდება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება