პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებთანაც სოსო ჯაჭვლიანს 10 მანეთის გარეშეც უმუშავია
ქალები, რომლებთანაც სოსო ჯაჭვლიანს 10 მანეთის გარეშეც უმუშავია

"მე იბი­არ­დზე ვე­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე ვარ", - დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ამ გან­ცხა­დე­ბამ არამ­ხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში მსხდო­მი კო­ლე­გე­ბი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ მწა­რედ გა­ა­ცი­ნა. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ დე­პუ­ტატს კი­თხვე­ბი მე­დი­ას­თან გა­უჩ­ნდა "ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს კი­თხეთ, ეკამ იცის რა იგუ­ლის­ხმა EBRD-ში და მას რა ფან­ტა­ზი­აც აქვს, მეც ის ვი­გუ­ლის­ხმე. რუ­სუ­ლი იცით? ხომ კარ­გად იცით?" გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არსში ჩა­საღ­რმ­ნა­ვებ­ლად, "კვი­რის პა­ლიტ­რა" დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

- ცოტა ხნის წინ, კაკო ბო­ბო­ხი­ძის ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ ჩვენ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თურ­მე მოს­კოვ­ში 37-მა­ნე­თი­ან ბი­ლე­თებ­სა და 10-მა­ნე­თი­ან ბო­ზებს მივ­ტი­რით. სწო­რედ ამა­ზე ვუ­პა­სუ­ხე, რომ მე­ძა­ვებ­ში ათი მა­ნე­თი არა­სო­დეს გა­და­მიხ­დია, 37 მა­ნე­თად მოს­კოვ­ში გაფ­რე­ნა ჩემ­თვის ისე­თი­ვე ძვი­რი იყო, რო­გორც ახ­ლაა 500-ევ­რო­ი­ა­ნი ბი­ლე­თის ყიდ­ვა. ისე, მა­ინ­ტე­რე­სებს, ბოზი ცუდი სი­ტყვაა?

- თქვენ მტკი­ცედ გჯე­რათ, რომ დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ამ სი­ტყვე­ბით უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს?

- არა, ბოზი "ლა­მაზ­მანს" ნიშ­ნავს... მაგ­რამ არც 10 მა­ნე­თად დავ­დი­ო­დი მათ­თან. ვთქვი კი­დეც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლა­მაზ­მა­ნებ­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ათი მა­ნე­თი არ გა­და­მიხ­დია.

- რო­გორც ვხვდე­ბი, არც ახლა გრძნობთ უხერ­ხუ­ლო­ბას თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბის გამო, რო­მელ­მაც წი­ნა­მორ­ბე­დი "ნუ ბლა­ტა­ობ, შე ჩმო­რო" გა­და­ფა­რა. კი­დევ ვე­ლო­დოთ თქვენ­გან მსგავს გან­ცხა­დე­ბებს?

- კი, მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, იცო­დეთ, რო­გორც წესი, არა­ფე­რი წა­მომ­ცდე­ბა ხოლ­მე, ყვე­ლა­ფერს და­ფიქ­რე­ბით ვამ­ბობ და ბო­ლომ­დე "ვაწ­ვე­ბი".

- ასეთ გან­ცხა­დე­ბებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი წუთი ფიქ­რობთ ხოლ­მე?

- არა... ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­ცხა­დე­ბა მცო­ცავ ანექ­სი­ა­ზე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნი სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა.

- "იბი­არ­დი" თუ იცით რას ნიშ­ნავს და რა­ტომ გგო­ნი­ათ ის ცუდი სი­ტყვა?

- ეს ხერ­ხე­უ­ლი­ძეს ვკი­თხოთ... ისე უფრო სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე რა­ტომ არ მე­სა­უბ­რე­ბით?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ვი­დეო: "კა­ზა­ნო­ვა" ჯაჭვლი­ა­ნი და ქა­ლე­ბი, ვის­თა­ნაც დე­პუ­ტა­ტი "10 მა­ნე­თის გა­რე­შე მუ­შა­ობ­და"

ქალები, რომლებთანაც სოსო ჯაჭვლიანს 10 მანეთის გარეშეც უმუშავია

ქალები, რომლებთანაც სოსო ჯაჭვლიანს 10 მანეთის გარეშეც უმუშავია

"მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ", - დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ამ განცხადებამ არამხოლოდ პარლამენტის დარბაზში მსხდომი კოლეგები, სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მწარედ გააცინა. პარადოქსია, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ დეპუტატს კითხვები მედიასთან გაუჩნდა "ეკა ხერხეულიძეს კითხეთ, ეკამ იცის რა იგულისხმა EBRD-ში და მას რა ფანტაზიაც აქვს, მეც ის ვიგულისხმე. რუსული იცით? ხომ კარგად იცით?" განცხადების შინაარსში ჩასაღრმნავებლად, "კვირის პალიტრა" დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა:

- ცოტა ხნის წინ, კაკო ბობოხიძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები თურმე მოსკოვში 37-მანეთიან ბილეთებსა და 10-მანეთიან ბოზებს მივტირით. სწორედ ამაზე ვუპასუხე, რომ მეძავებში ათი მანეთი არასოდეს გადამიხდია, 37 მანეთად მოსკოვში გაფრენა ჩემთვის ისეთივე ძვირი იყო, როგორც ახლაა 500-ევროიანი ბილეთის ყიდვა. ისე, მაინტერესებს, ბოზი ცუდი სიტყვაა?

- თქვენ მტკიცედ გჯერათ, რომ დეპუტატი პარლამენტის ტრიბუნიდან ამ სიტყვებით უნდა ლაპარაკობდეს?

- არა, ბოზი "ლამაზმანს" ნიშნავს... მაგრამ არც 10 მანეთად დავდიოდი მათთან. ვთქვი კიდეც, საბჭოთა კავშირის ლამაზმანებთანაც მიმუშავია, მაგრამ ათი მანეთი არ გადამიხდია.

- როგორც ვხვდები, არც ახლა გრძნობთ უხერხულობას თქვენი განცხადების გამო, რომელმაც წინამორბედი "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გადაფარა. კიდევ ველოდოთ თქვენგან მსგავს განცხადებებს?

- კი, მომავალშიც არაერთი განცხადება გაკეთდება. საერთოდ, იცოდეთ, როგორც წესი, არაფერი წამომცდება ხოლმე, ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები".

- ასეთ განცხადებებზე დაახლოებით რამდენი წუთი ფიქრობთ ხოლმე?

- არა... ამ შემთხვევაში განცხადება მცოცავ ანექსიაზე უნდა გამეკეთებინა, დანარჩენი სიტუაციამ მოიტანა.

- "იბიარდი" თუ იცით რას ნიშნავს და რატომ გგონიათ ის ცუდი სიტყვა?

- ეს ხერხეულიძეს ვკითხოთ... ისე უფრო სერიოზულ თემებზე რატომ არ მესაუბრებით?

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ვიდეო: "კაზანოვა" ჯაჭვლიანი და ქალები, ვისთანაც დეპუტატი "10 მანეთის გარეშე მუშაობდა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება