მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"X ფაქტორის" ფინალისტების პირველი ემოციები კონკურსის დასრულების შემდეგ
"X ფაქტორის" ფინალისტების პირველი ემოციები კონკურსის დასრულების შემდეგ

"X ფაქ­ტო­რის" გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი აჭა­რე­ლი ჯა­რის­კა­ცის, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. 80 681 ზა­რი­დან მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლი, ხმე­ბის 52 %-ით სწო­რედ გი­ორ­გი გახ­და. კონ­კურ­სანტს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტულ­თან ერ­თად, სა­ჩუქ­რად ბინა ბა­თუმ­ში, ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რე­ბი თურ­ქეთ­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში, აი­ფონ 6, სმარ­ტფო­ნი და 10 000 ლარი გა­და­ე­ცა.

აჭა­რე­ლი ჯა­რის­კა­ცი პრო­ექ­ტში მა­მის თხოვ­ნით მი­ვი­და და პრო­ექ­ტის მან­ძილ­ზე 7-ჯერ იყო ხალ­ხის რჩე­უ­ლი.

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე: "სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ ჩემს სი­ხა­რულს, ყვე­ლა ჯა­რის­კაცს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. კი­დევ არ მჯე­რა თუ გა­ვი­მარ­ჯვე. მო­ვი­გე ორი ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში და თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი ვის­თან ერ­თად წა­ვალ სა­მოგ­ზა­უ­როდ".

პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა "ბითლზის" სიმ­ღე­რამ.

კონ­კურ­სან­ტებ­მა გუ­შინ სცე­ნა­ზე სამი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს. ნინი ბრეგ­ვა­ძეს პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბის­გან სა­ჩუქ­რად შეხ­ვდა 30 000 ლა­რი­ა­ნი პრი­ზი, ერ­თწ­ლი­ა­ნი, ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია "რუს­თა­ვი 2"-სგან და ორი საგ­ზუ­რი სა­ზღვარ­გა­რეთ.

ნინი ბრეგ­ვა­ძე: "ჩემს თავ­ში უფრო მე­ტად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გავ­ხდი. მარ­თა­ლია ვერ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ პრი­ზე­ბით და­ხუნძლუ­ლი მივ­დი­ვარ სახ­ლში. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, რაში დავ­ხარ­ჯავ მო­გე­ბულ თან­ხას, ალ­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვალ სას­წავ­ლებ­ლად, კერ­ძოდ ამე­რი­კა­ში. მე მინ­და, რომ ვიყო მომ­ღე­რა­ლი და აქ თუ რამე ცვლი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, სხვა რა დამ­რჩე­ნია? წა­ვალ ამე­რი­კა­ში".

ორი ბი­ლე­თი მა­დო­ნას კონ­ცერ­ტზე და საგ­ზუ­რი თურ­ქეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად, გა­და­ე­ცე­მა მა­რი­ამ ჯან­ჯღა­ვას. ბავ­შვე­ბის კა­ტე­გო­რი­ის რჩე­უ­ლი პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გახ­და, მაგ­რამ თვლის, რომ ფი­ნალ­ში ყოფ­ნა უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა. მა­რი­ა­მი და­სას­ვე­ნებ­ლად ანრი ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად წას­ვლას აპი­რებს.

მა­რი­ამ ჯან­ჯღა­ვა: "ბარ­სე­ლო­ნა, ბერ­ლი­ნი, თურ­ქე­თი უნდა მო­ვი­ა­რო. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. გული არ დამ­წყდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რომ ვერ გავ­ხდი, ფი­ნალ­ში ყოფ­ნა უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა. სიმ­ღე­რას გა­ვაგ­რძე­ლებ მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ კონ­კურ­სებ­ზე აღარ გა­მო­ვალ, რად­გან ამა­ზე მა­გა­რი პრო­ექ­ტი არ მგო­ნია კი­დევ გა­კეთ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. თან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე".

AMBEBI.GE

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

X ფაქ­ტო­რი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ მო­ი­გო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"X ფაქტორის" ფინალისტების პირველი ემოციები კონკურსის დასრულების შემდეგ

"X ფაქტორის" ფინალისტების პირველი ემოციები კონკურსის დასრულების შემდეგ

"X ფაქტორის" გრანდიოზული პროექტი აჭარელი ჯარისკაცის, გიორგი ნაკაშიძის გამარჯვებით დასრულდა. 80 681 ზარიდან მაყურებლის რჩეული, ხმების 52 %-ით სწორედ გიორგი გახდა. კონკურსანტს გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, საჩუქრად  ბინა ბათუმში, ორკაციანი საგზურები თურქეთსა და ბარსელონაში, აიფონ 6, სმარტფონი და 10 000 ლარი გადაეცა.

აჭარელი ჯარისკაცი პროექტში მამის თხოვნით მივიდა და პროექტის მანძილზე 7-ჯერ იყო ხალხის რჩეული.

გიორგი ნაკაშიძე: "სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს სიხარულს, ყველა ჯარისკაცს, მეგობრებს, ნათესავებს, პროექტის შემქმნელებს დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ არ მჯერა თუ გავიმარჯვე. მოვიგე ორი ორკაციანი საგზური ბარსელონაში და თურქეთში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი ვისთან ერთად წავალ სამოგზაუროდ".

პროექტში ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მის მიერ შესრულებულმა "ბითლზის" სიმღერამ.

კონკურსანტებმა გუშინ სცენაზე სამი სიმღერა შეასრულეს. ნინი ბრეგვაძეს პროექტის პარტნიორებისგან საჩუქრად შეხვდა 30 000 ლარიანი პრიზი, ერთწლიანი, ყოველთვიური სტიპენდია "რუსთავი 2"-სგან და ორი საგზური საზღვარგარეთ.

ნინი ბრეგვაძე: "ჩემს თავში უფრო მეტად დარწმუნებული გავხდი. მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ პრიზებით დახუნძლული მივდივარ სახლში. ჯერჯერობით არ ვიცი, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას, ალბათ საზღვარგარეთ წავალ სასწავლებლად, კერძოდ ამერიკაში. მე მინდა, რომ ვიყო მომღერალი და აქ თუ რამე ცვლილებები არ იქნება, სხვა რა დამრჩენია? წავალ ამერიკაში".

ორი ბილეთი მადონას კონცერტზე და საგზური თურქეთში დასასვენებლად, გადაეცემა მარიამ ჯანჯღავას. ბავშვების კატეგორიის რჩეული პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ თვლის, რომ ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვებაა. მარიამი დასასვენებლად ანრი ჯოხაძესთან ერთად წასვლას აპირებს.

მარიამ ჯანჯღავა: "ბარსელონა, ბერლინი, თურქეთი უნდა მოვიარო. ძალიან გახარებული ვარ. გული არ დამწყდა გამარჯვებული რომ ვერ გავხდი, ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვებაა. სიმღერას გავაგრძელებ მომავალში, მაგრამ კონკურსებზე აღარ გამოვალ, რადგან ამაზე მაგარი პროექტი არ მგონია კიდევ გაკეთდეს საქართველოში. თან დიდი გამოცდილება მივიღე".

AMBEBI.GE

თამარ ბოჭორიშვილი

X ფაქტორი გიორგი ნაკაშიძემ მოიგო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება