პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა ანთიმოზმა და თამუნა მუსერიძემ ნინა სუბლატის "დემონურ" ჩაცმულობაზე იკამათეს - "ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით"
მამა ანთიმოზმა და თამუნა მუსერიძემ ნინა სუბლატის "დემონურ" ჩაცმულობაზე  იკამათეს - "ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით"

ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ნინა სუბ­ლა­ტის გა­მოს­ვლა და მე-11 ად­გი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სეს მისი სა­მო­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა. მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბილ­მა არ­ქი­მან­დრიტ­მა ან­თი­მოზ­მა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ვინ ურ­ჩია ნინო სუბ­ლატს, რომ დე­მო­ნუ­რი შე­სა­მოს­ლით და დე­მო­ნუ­რი სა­ხით გა­მო­სუ­ლი­ყო? შე და­ლოც­ვი­ლო, ლა­მა­ზი გოგო ხარ, ლა­მა­ზი კაბა ჩა­გეც­ვა და გემ­ღე­რა ისე. ეტყო­ბა, უთხრეს ევ­რო­ვი­ზია დე­მო­ნურს აწ­ვე­ბა და ესე უფრო მოვ­ხიბ­ლავ­თო! ვაი ჩვენს პატ­რონს! დე­მო­ნი­ზა­ცი­ა­ში მა­ინც გა­ვას­წა­რით ევ­რო­პას".

ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლობ­დნენ "იმე­დის კვი­რა­შიც", სა­დაც ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სტუ­დი­ა­ში მამა ან­თი­მო­ზიც იყო მიწ­ვე­უ­ლი. მას სა­კუ­თარ სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი სთხო­ვეს, რა­ზეც მამა ან­თი­მოზ­მა კი­დევ ერთხელ უპა­სუ­ხა, რომ სუბ­ლა­ტის სა­მო­სი "დე­მო­ნურ ნიშ­ნებს" შე­ი­ცავ­და. მის მო­საზ­რე­ბას არ და­ე­თან­ხმა ტელე/რა­დიო წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე. მათ შო­რის მცი­რე კა­მა­თი გა­ი­მარ­თა:

მამა ან­თი­მო­ზი: ნი­ნოს სიმ­ღე­რას ვერ შე­ვა­ფა­სებ, აქ უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხალ­ხი ზის, ვინც შე­ა­ფა­სებს მის სიმ­ღე­რას. მე გა­მა­ო­ცა თვი­თონ დად­გმამ, მხატ­ვრულ­მა გა­ფორ­მე­ბამ, სიმ­ღე­რამ და ნი­ნოს ჩაც­მუ­ლო­ბამ. ეს იყო - დე­მო­ნო­ლო­გი­ა­ში ორ­მო­ცი სა­ხელ­მწი­ფო მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ორ­მო­ცი­ვეს გა­და­ვას­წა­რით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს, ევ­რო­პე­ლე­ბიც გა­ვა­ო­ცეთ ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მით, ზედ­მე­ტი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მით.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე: რაში გა­მო­ხა­ტე­ბა პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი, მა­მაო?

მამა ან­თი­მო­ზი: მე სუ­ლი­ე­რი კუ­თხით ვუ­ყუ­რებ და ეს ვი­ზუ­ა­ლი, ჩაც­მა, შავი ფორ­მა და ფრთი­ა­ნი შავი ან­გე­ლო­ზი, და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ჩვენ ვი­ცით, რომ თეთ­რი ან­გე­ლო­ზი და­ე­ცა მერე ფრთი­ან შავ ან­გე­ლო­ზად გა­და­იქ­ცა, დე­მო­ნად. დე­მო­ნო­ლო­გია მარ­ტო ჩაც­მუ­ლო­ბა­ში და ვი­ზუ­ალ­ში არ გა­მო­იხ­ტე­ბო­და. თვი­თონ მთე­ლი მხატ­ვრუ­ლი გა­ფორ­მე­ბა...

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე: მხატ­ვრუ­ლი გა­ფორ­მე­ბა დე­მო­ნუ­რია, ჩვენ ვართ ეშ­მა­კი­სე­უ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო წარ­სდგა ეშ­მა­კის ფორ­მით, რუ­სე­თი წარ­სდგა ან­გე­ლო­ზის ფომ­რით, ამი­ტომ გა­ვი­და რუ­სე­თი მე­ო­რე ად­გილ­ზე... სად, ვის უნა­ხავს ეშ­მა­კის ჩაც­მუ­ლო­ბა, მა­მაო? რა აც­ვია ეშ­მაკს, ვინ იცის?

მამა ან­თი­მო­ზი: რომ გა­დავ­ხე­დოთ მთელ გა­მოს­ვლას, დე­მო­ნო­ლო­გი­ი­დან 5-6 კა­ბა­ლის­ტურ ნი­შანს გა­ნა­ხებთ.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე: არამ­გო­ნია, კა­ბა­ლის­ტუ­რი ნიშ­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თქვენ თუ იცით ეს ნიშ­ნე­ბი, 90% არ იცის.

მამა ან­თი­მო­ზი: ეს არ ვიცი. დე­მო­ნო­ლო­გი­ით გა­ვა­ო­ცეთ ევ­რო­პა და მე ეს პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი მგო­ნია.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე: არ­ცერ­თი პოს­ტი არ ყო­ფი­ლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩვე­ნი ჩაც­მულ­ბა იყო დე­მო­ნუ­რი.

მამა ან­თი­მო­ზი: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი გა­მო­ვი­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ჩაც­მუ­ლი, ასე­ვე რუ­სიც და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ად­გი­ლე­ბი აი­ღეს. ძა­ლი­ან ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­დათ ეს დე­მო­ნო­ლო­გია.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: "დე­მო­ნის სა­ხით გა­მო­დის ღმრთსიმ­შობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი" - დე­კა­ნო­ზი ან­დრია კე­მუ­ლა­რია ნინა სუბ­ლატ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მამა ანთიმოზმა და თამუნა მუსერიძემ ნინა სუბლატის "დემონურ" ჩაცმულობაზე იკამათეს - "ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით"

მამა ანთიმოზმა და თამუნა მუსერიძემ ნინა სუბლატის "დემონურ" ჩაცმულობაზე  იკამათეს - "ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით"

ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნინა სუბლატის გამოსვლა და მე-11 ადგილი ქართული საზოგადოების საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. კრიტიკულად შეაფასეს მისი სამოსი სასულიერო პირებმა. მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

"ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო, ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა ჩაგეცვა და გემღერა ისე. ეტყობა, უთხრეს ევროვიზია დემონურს აწვება და ესე უფრო მოვხიბლავთო! ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას".

ამ საკითხზე მსჯელობდნენ "იმედის კვირაშიც", სადაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სტუდიაში მამა ანთიმოზიც იყო მიწვეული. მას საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს, რაზეც მამა ანთიმოზმა კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ სუბლატის სამოსი "დემონურ ნიშნებს" შეიცავდა. მის მოსაზრებას არ დაეთანხმა ტელე/რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე. მათ შორის მცირე კამათი გაიმართა:

მამა ანთიმოზი: ნინოს სიმღერას ვერ შევაფასებ, აქ უფრო კომპეტენტური ხალხი ზის, ვინც შეაფასებს მის სიმღერას. მე გამაოცა თვითონ დადგმამ, მხატვრულმა გაფორმებამ, სიმღერამ და ნინოს ჩაცმულობამ. ეს იყო - დემონოლოგიაში ორმოცი სახელმწიფო მონაწილეობდა და ორმოცივეს გადავასწარით ევროპის ქვეყნებს, ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით, ზედმეტი პროვინციალიზმით.

თამუნა მუსერიძე: რაში გამოხატება პროვინციალიზმი, მამაო?

მამა ანთიმოზი: მე სულიერი კუთხით ვუყურებ და ეს ვიზუალი, ჩაცმა, შავი ფორმა და ფრთიანი შავი ანგელოზი, დაცემული ანგელოზის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ვიცით, რომ თეთრი ანგელოზი დაეცა მერე ფრთიან შავ ანგელოზად გადაიქცა, დემონად. დემონოლოგია მარტო ჩაცმულობაში და ვიზუალში არ გამოიხტებოდა. თვითონ მთელი მხატვრული გაფორმება...

თამუნა მუსერიძე: მხატვრული გაფორმება დემონურია, ჩვენ ვართ ეშმაკისეულები, საქართველო წარსდგა ეშმაკის ფორმით, რუსეთი წარსდგა ანგელოზის ფომრით, ამიტომ გავიდა რუსეთი მეორე ადგილზე... სად, ვის უნახავს ეშმაკის ჩაცმულობა, მამაო? რა აცვია ეშმაკს, ვინ იცის?

მამა ანთიმოზი: რომ გადავხედოთ მთელ გამოსვლას, დემონოლოგიიდან 5-6 კაბალისტურ ნიშანს განახებთ.

თამუნა მუსერიძე: არამგონია, კაბალისტური ნიშნებით ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წარმომადგენლები. თქვენ თუ იცით ეს ნიშნები, 90% არ იცის.

მამა ანთიმოზი: ეს არ ვიცი. დემონოლოგიით გავაოცეთ ევროპა და მე ეს პროვინციალიზმი მგონია.

თამუნა მუსერიძე: არცერთი პოსტი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ჩაცმულბა იყო დემონური.

მამა ანთიმოზი: ჩვეულებრივი ბიჭი გამოვიდა, ჩვეულებრივ ჩაცმული, ასევე რუსიც და პირველი და მეორე ადგილები აიღეს. ძალიან ზედმეტი მოუვიდათ ეს დემონოლოგია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება