ქართველმა მოდელმა, 16 წლის თაკო ნაცვლიშვილმა, რომელიც Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია, ამჟამად "არმანის" ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოდის სახლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
გთავაზობთ თაკოს პოსტს:
"ენით აუღწერელი გრძნობა მაქვს, არ ვიცი რა ვთქვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. დღეს მე რაც განვიცადე, არ განმიცდია არასდროს, ამდენი ცნობილი ადამიანი მიყურებდა, ლეგენდები მსოფლიოს!!! თან არმანის ჩვენებაზე და თან 40 წლის იუბილეზე, ეს ნამდვილი საოცრებაა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, როდესაც გამოვედი გარეთ და ათასობით ხალხი დამხვდა, ყვიროდნენ და ტაშით გვაცილებდნენ. გვერდზე, რომ გავიხედე ლეონარდო იყო თავისი დაცვით და გავუცინე, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი!!!!!!!!!!!! დღევანდელი დღე დარჩება ისტორიას ჩემთვის. მადლობა ყველას ასეთი თბილი მესიჯებისთვის, მიყვარხაართ!!!" - წერს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თაკო ცნობილი მოდელისა და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია.
იხილეთ ვიდეო ჩვენებიდან
იხილეთ ასევე|თაკო ნაცვლიშვილი და "ბეიბი ბუმი" "დოლჩე & გაბანას" ჩვენებაზე