ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან

ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან

ასტროლოგი არ ვარ და ნამდვილად არ შემიძლია ავხსნა იმ თავგადასავლების მიზეზი, რაც ქართველ მსახიობებს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად გადახდათ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დიდი გაუმართლებლობა იყო და თითოეულს მხოლოდ პრობლემები დაჰყვებოდა თან.

საიდან დავიწყო და რომელი ამბავი გავიხსენო, არ ვიცი. ყველაფრი ხომ საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მსახიობ მიშა მესხს ღონისძიების მსვლელობისას ჩაეძინა, რაც მთავარ სალაპრაკო თემად იქცა არა მარტო საქართველოში, ამ ფაქტს უცხოური ტელეარხებიც აქტიურად აშუქებენ. პრაქტიკულად სენსაციაა, - მსახიობს გრანდიოზულ ღონიძიებაზე ჩაეძინა.

თქვენ იცინეთ და შეიძლება, "გინესის" რეკორდსმენიც გახდეს. იმ დარბაზში ალბათ ერთადერთია, ვისაც მსგავსი რამ გადახდა. რეკორდი იქით იყოს და არ არის გამორიცხული, რაიმე როლიც შესთავაზონ, რადგან უკვე გაიცნეს...

საქართველოში მასზე რა არ თქვეს, როგორი ინტერპრეტაცია არ გაუკეთდა ამ ფაქტს, არადა, კაცმა რომ თქვას, ამდენი ტანჯვისა და სტრესის შემდეგ ერთი ჩასთვლიმა, რა... ეს სტუმარი მაინც იყო და საქართველოს პარლამენტში "მასპინძლებს", ანუ დეპუტატებს დარბაზში რომ სძინავთ ხოლმე? ან გუბაზ სანიკიძის ისტორიული ძილი რად ღირს?! მოკლედ, საკანონმდებლო ორგანოს კედლებში ვის არ სძინებია, რომ არაფერი ვთქვათ, ბატონი აქუბარდიას პირდაპირ ეთერში წამოწოლაზე...

მოკლედ, მიშა მესხის ჩაძინებაზე სხვადასხვაგვარი შეფასება მოვისმინე და წავიკითხე, მაგრამ გულიანად ერთზე გამეცინა, რომელსაც იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე წერდა: "2 ლეგენდარული ჩაძინება მახსოვს: ჩემი ჩაძინება კინო "რუსთაველში" "გლადიატორზე," დასაწყისიდან ტიტრებამდე და მეგობრის ჩაძინება სტადიონზე, საქართველო-რუსეთის რაგბიზე".

გვაჯობა".

ამის შემდეგ რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც მივმართე კითხვით - ოდესმე, სადმე მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე მისულს თუ ჩაგძინებიათ-მეთქი?

ნიკა ქავთარაძე:

- საერთოდ, როცა დაღლილი ვარ, ძალიან ადვილად მეძინება. ასე რომ, უამრავ ადგილას: კინოში, სუფრაზე, კლუბში, სალონში - ყველგან ჩამძინებია. თუმცა "ოსკარის" ცერემონიის წინ აუცილებლად გამოვიძინებდი...

კახი მამულაშვილი, მამულიჩა:

- ადრეულ წლებში, სანამ ლელას გავიცნობდი, ღამის პირველი საათი რომ დგებოდა, მაშინვე კისერი მწყდებოდა, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მეძინებოდა. ამიტომ, ყველა საქმეს მაგ დრომდე ვრჩებოდი. ერთხელ მაგარი სასაცილო ამბავი მოხდა, კლუბში "დინამიკთან" ჩამეძინა, ანუ რისი თქმა მინდა, ძილის დრო რომ მოდიოდა, ჩემზე არაფერი მოქმედებდა. ახლა ასეთი რამ არ ხდება, რადგან სხვა რეჟიმზე ვარ გადასული.

ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, ბორის ბერეზოვსკის დაბადების დღე იყო და მე და ლელა იქ მიგვიპატიჟეს, დონეცკიდან გავფრინდით. ძალიან ყინავდა. დაბადების დღეს ლონდონში "ჩერჩილის სასახლეში" აღნიშნავდა, სადაც ბადრი პატარკაციშვილმა მიგვიყვანა... რომ მივედით, რატომღაც ბუხართან მოვხვდი და იქვე ჩამეძინა, არადა, გაშლილ სუფრასთან ვისხედით. მერე ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და ყურში მითხრა, - ცუდად ხომ არ ხარ, რით დაგეხმაროო?.. გავახილე თვალი და ბერეზოვსკი დავინახე, გვერდით ბადრი ედგა და სიცილით კვდებოდა...

- ისე, რამ ჩაგაძინა?

- ძალიან გადაღლილი ვიყავი, წინა დღეს დონეცკში კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავით, მერე დაგვირეკეს და კიევში გავფრინდით, იქიდან ლონდონში და აეროპორტიდან მაშინვე სასტუმროში მივედით თუ არა, დაბადების დღეზე წავედით...

მოკლედ, ბადრის ლელა ედგა გვერდით და სურათებს მიღებდნენ... თვალი კი გავახილე, მაგრამ ძილი ისევ გავნაგრძე, - მაპატიეთ-მეთქი. ეს იყო 2006 წლის 23 იანვარი.

აი, ასეთი მაგარი კურიოზი შემემთხვა.

ნინა წკრიალაშვილი:

- თუ დამეძინა, ისე მაგრად მძინავს, რომ მაღვიძარაც ვერ მაღვიძებს. ამის გამო თვითმფრინავზე დამგვიანებია. თუ დილით ადრე სადმე ვარ წასასვლელი, ღამე იმის გამო უნდა გავათენო, რომ არ დამეძინოს.

- უძილობა გაწუხებს?

- ისეთი უძილობა მაქვს, დღე გამოშვებით ვიძინებ და მერე ვეღარ ვიღვიძებ...

პ.ს. ახლა ჩემიც უნდა ვთქვა, - მოგზაურობისას მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავიძინო და ასეთი პრაქტიკულად, არც ხდება ხოლმე, მაგრამ სამი ღამის უძილოს და სტრესგადატანილს, ერთხელ ჩემს კოლეგებთან ერთად, ავტობუსში მეც ჩამეძინა და ისე გავიარეთ მთელი იუდეის უდაბნო (ისრაელიდან ეგვიპტეში მიმავლებმა), არაფერი გამიგია და მახსოვს. ამაზეა სწორედ ის ანდაზა, - ერთი პირი ძილი წყალსაც კი მოუვაო...…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება