ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი ალეხანდრო გონსალეს ინირიტუს ”Birdman" გახდა.
ქალის საუკეთესო როლისთვის ოსკარის ქანდაკება ჯულიანა მურმა მიიღო, ფილმისთვის "Still Alice", სადაც მან პროფესორი ქალის როლი შეასრულა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, ედი რედმეინი გახდა, ფილმისთვის "Theory of everything". რედმეინმა ცნობილი ასტრო-ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის როლი შეასრულა.რაც შეეხება წითელ ხალიჩას, როგორც ყოველთვის, მსახიობები ძალიან ეცადნენ, რომ დასამახსოვრებელი იმიჯი ჰქონოდათ. წითელი ხალიჩის სტუმრები შეგიძლიათ ჩვენს ფოტო გალერეაში იხილოთ.