მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს
სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს

სტი­ლის­ტმა მიშა გა­სი­ტაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" მთა­ვარ ფო­ტოდ ბაია და­ვი­თა­ი­ას და მისი ვა­ჟის, 11 წლის ლუ­კას სუ­რა­თი დადო. რა­ტომ და­ა­ყე­ნა გა­სი­ტაშ­ვილ­მა მთა­ვარ ფო­ტოდ ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას ყო­ფი­ლი ცო­ლის და შვი­ლის ფოტო, ამის შე­სა­ხებ მიშა "ამ­ბე­ბი.გე"-ს თა­ვად უამ­ბობს.

- მიშა, რა­ტომ და­დეთ პრო­ფი­ლის ფო­ტოდ ბაია და­ვი­თა­ი­ას და მისი ვა­ჟის სუ­რა­თი?

- მე და ბაია წლე­ბია ვმე­გობ­რობთ. ჩემ­თვის ბაია და ლუკა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ბა­ი­ას ვაჟი ლუკა უგუ­ლა­ვა 18 თე­ბერ­ვალს 11 წლის გახ­და. რად­გან ისი­ნი ამ­ჯე­რად ჩემ­გან შორს, ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ასე მი­ვუ­ლო­ცე ლუ­კას და­ბა­დე­ბის დღე. ლუკა ჩემს ხელ­შია გაზ­რდი­ლი, ბაია რომ ორ­სუ­ლად იყო, იქე­დან ვიცი ლუკა და ის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის.

- რო­დის გა­ი­ცა­ნით ბაია და­ვი­თა­ია?

- ეს იყო 2000 წელს, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ბაია ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო მოს­კო­ვი­დან. მოს­კო­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­ლონ­ში და­დი­ო­და, რო­გორც მას სჩ­ვე­ვია. როცა ჩემ­თან შე­მო­ვი­და, მი­თხრა ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა, სწრა­ფად დამმ­ვარ­ცხნე­თო. გრძე­ლი, ქერა თმა ჰქონ­და, როცა დავ­ვარ­ცხნე მი­თხრა შენ ძა­ლი­ან დიდი მო­მა­ვა­ლი გაქვს და და­მი­ჯე­რე კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­დე­ბიო. არ მა­ვი­წყდე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ისიც მო­რი­ე­ლია და მეც, ეტყო­ბა რა­ღაც იგ­რძნო და ასე და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვი­და, შემ­დეგ სახ­ლში დამ­პა­ტი­ჟა, შემ­დეგ გა­თხოვ­და თე­მურ უგუ­ლა­ვა­ზე, გაჩ­ნდა ლუკა და ამ­დე­ნი წე­ლია ვმე­გობ­რობთ.

- და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად და­დი­ხართ?

- რო­დე­საც ჩა­მო­დის ყველ­გან ერ­თად მივ­დი­ვართ. ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე, ყაზ­ბეგ­ში, დუ­ბა­ი­ში, პა­ტიზ­ში, კა­რი­ბის კუნ­ძუ­ლე­ბი. ყველ­გან მე­პა­ტი­ჟე­ბა. ლუ­კას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და კარ­გად ვერ­თო­ბით. ჩვენ ენერ­გე­ტი­კუ­ლა­დაც ვემ­თხვე­ვით ერ­თმა­ნეთს, ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის. ზუს­ტად არ მახ­სოვს სად ვი­ყა­ვით, წვი­მა­ში მოვ­ხვდით, ისე დავ­სველ­დით აზრი არ ჰქონ­და ტაქ­სით წას­ვლას და ფე­ხით მი­ვე­დი ბო­ლომ­დე. ბევ­რი კარ­გი ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია ბა­ი­ა­ზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გარ­თო­ბას ვე­რა­ვინ აუკ­რძა­ლავს" - მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია

სკან­და­ლუ­რი ქურ­დო­ბა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბი­ნა­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს

სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს

სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს

სტილისტმა მიშა გასიტაშვილმა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" მთავარ ფოტოდ ბაია დავითაიას და მისი ვაჟის, 11 წლის ლუკას სურათი დადო. რატომ დააყენა გასიტაშვილმა მთავარ ფოტოდ ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი ცოლის და შვილის ფოტო, ამის შესახებ მიშა "ამბები.გე"-ს თავად უამბობს.

- მიშა, რატომ დადეთ პროფილის ფოტოდ ბაია დავითაიას და მისი ვაჟის სურათი?

- მე და ბაია წლებია ვმეგობრობთ. ჩემთვის ბაია და ლუკა ძვირფასი ადამიანები არიან. ბაიას ვაჟი ლუკა უგულავა 18 თებერვალს 11 წლის გახდა. რადგან ისინი ამჯერად ჩემგან შორს, ამერიკაში იმყოფებიან ასე მივულოცე ლუკას დაბადების დღე. ლუკა ჩემს ხელშია გაზრდილი, ბაია რომ ორსულად იყო, იქედან ვიცი ლუკა და ის ძვირფასი ადამიანია ჩემთვის.

- როდის გაიცანით ბაია დავითაია?

- ეს იყო 2000 წელს, მარჯანიშვილზე ვმუშაობდი, ბაია ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან. მოსკოვის საუკეთესო სალონში დადიოდა, როგორც მას სჩვევია. როცა ჩემთან შემოვიდა, მითხრა ძალიან მეჩქარება, სწრაფად დამმვარცხნეთო. გრძელი, ქერა თმა ჰქონდა, როცა დავვარცხნე მითხრა შენ ძალიან დიდი მომავალი გაქვს და დამიჯერე კარგი პროფესიონალი გახდებიო. არ მავიწყდება ეს სიტყვები. ისიც მორიელია და მეც, ეტყობა რაღაც იგრძნო და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. რამდენჯერმე მოვიდა, შემდეგ სახლში დამპატიჟა, შემდეგ გათხოვდა თემურ უგულავაზე, გაჩნდა ლუკა და ამდენი წელია ვმეგობრობთ.

- დასასვენებლად ერთად დადიხართ?

- როდესაც ჩამოდის ყველგან ერთად მივდივართ. ჯაზ-ფესტივალზე, ყაზბეგში, დუბაიში, პატიზში, კარიბის კუნძულები. ყველგან მეპატიჟება. ლუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კარგად ვერთობით. ჩვენ ენერგეტიკულადაც ვემთხვევით ერთმანეთს, ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ზუსტად არ მახსოვს სად ვიყავით, წვიმაში მოვხვდით, ისე დავსველდით აზრი არ ჰქონდა ტაქსით წასვლას და ფეხით მივედი ბოლომდე. ბევრი კარგი ისტორიის გახსენება შემიძლია ბაიაზე.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "მიხეილ სააკაშვილს გართობას ვერავინ აუკრძალავს" - მანჰეტენზე გადაღებული ფოტოს რეალური ისტორია

სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება