პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან
"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია პრო­ექ­ტმა "ორი ვარ­სკვლა­ვი" გა­მო­ა­ცო­ცხლა, მძი­მე გან­წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. ჟორ­და­ნია ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე მას შემ­დეგ და­თან­ხმდა, რო­დე­საც ქმარ-შვი­ლის­გან, ზურა ხა­ჩი­ძი­სა და ნინი ქარ­სე­ლა­ძის­გან მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო.

"სარ­კე": ხა­თუ­ნა, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ნამ "ორი ვარ­სკვლა­ვი­დან" შე­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებ­დით?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: ბოლო პე­რი­ოდ­ში "წო­ლი­თი რე­ჟი­მი" მქონ­და. რო­დე­საც "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დავ­თან­ხმდი, სტი­მუ­ლი მო­მე­ცა. მგო­ნია, რომ ის ენერ­გია და­მიბ­რუნ­და, რო­მელ­საც დიდი ხანი ვერ ვგრძნობ­დი. ახლა ყვე­ლა­ფერს ხა­ლი­სით ვა­კე­თებ. რაც მთა­ვა­რია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი საქ­მე მაქვს და არ ვიღ­ლე­ბი. ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

"სარ­კე":ცუდ გან­წყო­ბა­ზე ხში­რად ხართ?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: ეჭვი მაქვს, რომ დეპ­რე­სი­ი­სად­მი ვარ მიდ­რე­კი­ლი. ად­რეც მქონ­და დეპ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ეს, ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, ერთ კვი­რას თუ გრძელ­დე­ბა. მერე შე­მო­ვუ­ძა­ხებ ჩემს თავს და ფეხ­ზე ვდგე­ბი. მგო­ნია, რომ ეს ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და, რო­გორც კი მო­ვინ­დო­მებთ, რომ დეპ­რე­სი­ი­დან გა­მო­ვი­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად ვშვე­ლით თავს.

"სარ­კე": რითი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თქვე­ნი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბა?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: სახ­ლში ვი­კე­ტე­ბი და სა­წო­ლი­დან სა­ერ­თოდ არ ვდგე­ბი.

"სარ­კე": ასე ცუ­დად რა მოქ­მე­დებს თქვენ­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სი­ამ­დე მი­გიყ­ვა­ნოთ?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: ბევ­რმა რა­მემ. პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც ჩემ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს და მა­ფო­რი­ა­ქებს. ხალ­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბაც მოქ­მე­დებს ჩემ­ზე. ოჯახ­ში თი­თო­ე­ულ წევრთან არის ხოლ­მე პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ლო­გი­ნად მაგ­დებს.

"სარ­კე": თქვე­ნი და ზურა ხა­ჩი­ძის ქორ­წი­ნე­ბა 10 წლის ხდე­ბა. გა­ი­ა­რეთ ეტა­პე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ მტკი­ცედ შე­კავ­შირ­დით თუ ჯერ ისევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ხართ?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: ჩვენს ცოლ­ქმრო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. იყო კრი­ზი­სი, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ­დით, რომ ჯობ­და, ერ­თმა­ნეთს დავ­შო­რე­ბო­დით. ბევ­რჯერ გვი­ჩხუ­ბია. რა თქმა უნდა, ბევ­რი კარ­გიც მახ­სოვს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისევ ერ­თად ვართ და ვთვლი, რომ ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი მაქვს.

"სარ­კე": ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ქალ­მა უფრო მეტი უნდა დათ­მოს თუ კაც­მა?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა, რომ მე უფრო ხში­რად ვთმობ. ბევ­რჯერ ზუ­რა­საც და­უთ­მია. ქმარს როცა ვე­ბუ­ტე­ბი, რო­გო­რი დამ­ნა­შა­ვეც უნდა ვიყო, მა­ინც ზურა დგამს პირ­ველ ნა­ბიჯს შე­რი­გე­ბის­კენ. ვთვლი, რომ ეს კაცს არ ამ­ცი­რებს. ეს არამ­ხო­ლოდ ზუ­რას­თან ხდე­ბა, ნი­ნის­გა­ნაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ, პირ­ვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ისი­ნი დგა­მენ შე­რი­გე­ბის ნა­ბიჯს, რაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

გუ­რუ­ლი ქალი ვარ, უცებ ვბრაზ­დე­ბი და მა­ლე­ვე გამ­დის წყე­ნა, ერთი თბი­ლი სი­ტყვა მინ­და და "დაბ­მუ­ლი" ვარ.

ჟურ­ნალ "სარ­კე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს არას­რუ­ლი ვერ­სია

"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან

"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან

ხათუნა ჟორდანია პროექტმა "ორი ვარსკვლავი" გამოაცოცხლა, მძიმე განწყობიდან გამოიყვანა. ჟორდანია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ შეთავაზებაზე მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც ქმარ-შვილისგან, ზურა ხაჩიძისა და ნინი ქარსელაძისგან მხარდაჭერა მიიღო.

"სარკე": ხათუნა, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში, სანამ "ორი ვარსკვლავიდან" შეთავაზებას მიიღებდით?

ხათუნა ჟორდანია: ბოლო პერიოდში "წოლითი რეჟიმი" მქონდა. როდესაც "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას დავთანხმდი, სტიმული მომეცა. მგონია, რომ ის ენერგია დამიბრუნდა, რომელსაც დიდი ხანი ვერ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. რაც მთავარია, დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს და არ ვიღლები. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

"სარკე":ცუდ განწყობაზე ხშირად ხართ?

ხათუნა ჟორდანია: ეჭვი მაქვს, რომ დეპრესიისადმი ვარ მიდრეკილი. ადრეც მქონდა დეპრესიის შემთხვევები, მაგრამ ეს, ყველაზე დიდხანს, ერთ კვირას თუ გრძელდება. მერე შემოვუძახებ ჩემს თავს და ფეხზე ვდგები. მგონია, რომ ეს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და, როგორც კი მოვინდომებთ, რომ დეპრესიიდან გამოვიდეთ, აუცილებლად ვშველით თავს.

"სარკე": რითი გამოიხატება თქვენი დეპრესიულობა?

ხათუნა ჟორდანია: სახლში ვიკეტები და საწოლიდან საერთოდ არ ვდგები.

"სარკე": ასე ცუდად რა მოქმედებს თქვენზე, რამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ?

ხათუნა ჟორდანია: ბევრმა რამემ. პირველ რიგში, ქართული ტელევიზია, რომელიც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს და მაფორიაქებს. ხალხის სოციალური მდგომარეობა და ამდენი გაჭირვებაც მოქმედებს ჩემზე. ოჯახში თითოეულ წევრთან არის ხოლმე პატარ-პატარა პრობლემები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ლოგინად მაგდებს.

"სარკე": თქვენი და ზურა ხაჩიძის ქორწინება 10 წლის ხდება. გაიარეთ ეტაპები და საბოლოოდ მტკიცედ შეკავშირდით თუ ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესში ხართ?

ხათუნა ჟორდანია: ჩვენს ცოლქმრობას ყველანაირი პერიოდი ჰქონდა. იყო კრიზისი, ზოგჯერ ვფიქრობდით, რომ ჯობდა, ერთმანეთს დავშორებოდით. ბევრჯერ გვიჩხუბია. რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც მახსოვს. საბოლოო ჯამში, ისევ ერთად ვართ და ვთვლი, რომ ნორმალური ოჯახი მაქვს.

"სარკე": ცოლქმრულ ურთიერთობაში ქალმა უფრო მეტი უნდა დათმოს თუ კაცმა?

ხათუნა ჟორდანია: რაღაცნაირად თავისთავად ხდება, რომ მე უფრო ხშირად ვთმობ. ბევრჯერ ზურასაც დაუთმია. ქმარს როცა ვებუტები, როგორი დამნაშავეც უნდა ვიყო, მაინც ზურა დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ. ვთვლი, რომ ეს კაცს არ ამცირებს. ეს არამხოლოდ ზურასთან ხდება, ნინისგანაც განებივრებული ვარ, პირველები ყოველთვის ისინი დგამენ შერიგების ნაბიჯს, რაც ძალიან მსიამოვნებს.

გურული ქალი ვარ, უცებ ვბრაზდები და მალევე გამდის წყენა, ერთი თბილი სიტყვა მინდა და "დაბმული" ვარ.

ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუს არასრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება