ინფორმაციას, რომლის თანახმად, მსახიობი გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გააგდეს, მისი ვაჟი, კოკო როინიშვილი ავრცელებს.
"მამაჩემი თეატრიდან გააგდეს! მალადეც (ყოჩაღ მიზანმიმართულად არ დავწერე, ქეთი სირკოევნამ კარგად რომ წაიკითხოს) თუმანიშვილის თეატრს!!!", - წერს კოკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, Ambebi.ge უკვე ცდილობს როგორც გია როინიშვილთან, ასევე თუმანიშვილის თეატრთან დაკავშირებას და განახლებულ ინფორმაციას მალე მოგაწვდით.