მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალბატონი, რომლის შემოწმების გარეშეც საქართველოს საზღვარს ვერ დატოვებ, ანუ ვინ არის სინამდვილეში ელისო ცნობილი სერიალიდან
ქალბატონი, რომლის შემოწმების გარეშეც საქართველოს საზღვარს ვერ დატოვებ, ანუ ვინ არის სინამდვილეში ელისო ცნობილი სერიალიდან

სე­რი­ალს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ამ სე­ზონ­ზე ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი და­ე­მა­ტა, რომ­ლებ­მაც პრო­ექტს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი შეს­ძი­ნეს. ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი - ელი­სო გახ­ლავთ, რომ­ლის როლ­საც მსა­ხი­ო­ბი გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი თა­მა­შობს... ეს გულ­წრფე­ლი და თა­ვი­სე­ბუ­რი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე შე­იყ­ვა­რა. ჩვენ კი ელი­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის ვი­ნა­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით.

გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

- ყვე­ლა ცნო­ბილ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში ეპი­ზო­დუ­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს ეს რო­ლიც. და­მი­რე­კა მსა­ხი­ობ­მა და კას­ტინ­გის რე­ჟი­სორ­მა, ეკა მჟავ­ნა­ძემ და მი­თხრა, - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ემა­ტე­ბა და ერთ-ერთი ელი­სო იქ­ნე­ბა, გა­სა­თხო­ვა­რი, თბი­ლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, მორ­წმუ­ნე და ცდი­ლობს, ეკ­ლე­სი­უ­რად იცხოვ­როს, შექ­მნას ოჯა­ხი, ჰყავ­დეს შვი­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ეს როლი შე­ნი­აო და კას­ტინგზე მის­ვლაც შე­მომ­თა­ვა­ზეს. კას­ტინ­გი რომ გა­ვი­ა­რე, მე­ო­რე დღეს­ვე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - გი­ლო­ცავთ, როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ­თო. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და, რად­გან ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თან, მივ­ხვდი, რომ არ იყო ეპი­ზო­დუ­რი როლი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნდა გა­მო­მევ­ლი­ნა. მითრხეს, - ხვალ დი­ლას გა­და­ღე­ბა გვაქ­ვსო. გა­მი­ხარ­და, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ძა­ლი­ან თბი­ლად დამ­ხვდა. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვმუ­შა­ობთ და ერ­თად მოვ­დი­ვართ. ეს კი ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტია. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელ­მაც და­დე­ბი­თად მი­ი­ღო, ამას ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან ვგრძნობ. სა­დაც მივ­დი­ვარ, მცნო­ბენ, ელი­სო­თი მომ­მარ­თა­ვენ. ის კი არა, ელი­სოს მე­ძა­ხის მთე­ლი არ­ე­რო­პორ­ტი, არა­და, იქ 100-ობით ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მეც ელი­სოს და­ძა­ხე­ბა­ზე უკვე ვტრი­ალ­დე­ბი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- აე­რო­პორ­ტი ახ­სე­ნეთ, ვიცი რომ იქ მუ­შა­ობთ. იქ­ნებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად უთხრათ მკი­თხველს, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ვმუ­შა­ობ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში. ვარ სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი მაქვს, სა­ოც­რად დატ­ვირ­თუ­ლი ვარ. მოკ­ლედ, ურ­თუ­ლე­სი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა - ყო­ველ მე­სა­მე დღეს, 24-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წევს იქ ყოფ­ნა.

- ასე რომ, თქვე­ნი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს ვე­რა­ვინ და­ტო­ვებს, ხომ?

- კი, ვერც ერთი მგზავ­რი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავს, ჩემს ხელ­ში რომ არ მოხ­ვდეს და ჩემი კონ­ტრო­ლი არ გა­ი­ა­როს, ვერ­სად წავა (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

ძა­ლი­ან ხში­რად მგზავ­რე­ბი იქ რომ მხე­და­ვენ, ვერ მა­კავ­ში­რე­ბენ ელი­სოს­თან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ვეც­ნო­ბი და ასე­თი ფრა­ზა აღ­მოხ­დე­ბათ ხოლ­მე: - ღმერ­თო, რა­ტომ გვეც­ნო­ბა ასე? მაგ­რამ ბევ­რი სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბა, - გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს ის არ არის... მათ ვე­რაფ­რით წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ მსა­ხი­ო­ბი - გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია და პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჩხრეკს მათ.

- ელი­სოს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, - მოგ­წონს ეს პერ­სო­ნა­ჟი?

- ეს არის პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის მსგავ­სი ირ­გვლივ ბევ­რია. ვგუ­ლის­ხმობ გა­უ­თხო­ვარ გო­გოს. რა თქმა უნდა, მტკივ­ნე­უ­ლია ბევ­რის­თვის იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ქალს უნდა შექ­მნას ოჯა­ხი და გახ­დეს დედა. ეს ასე­ვე ჩემი ოც­ნე­ბაც არის. ასე რომ, მე და ელი­სოს ბევ­რი სა­ერ­თო რამ გვაქვს. მთლად ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გვაქვს-მეთ­ქი, - ასეც არ არის, მაგ­რამ ბევ­რი. მი­ხა­რია, რომ მას­ში ზო­გი­ერ­თმა სა­კუ­თა­რი თავი და­ი­ნა­ხა.

- ისე წა­რი­მარ­თა ბოლო სე­რი­ე­ბი, რომ ამ პერ­სო­ნა­ჟის გარ­შე­მო ვითადება ამ­ბე­ბი: ელი­სო სიყ­ვა­რულ­ში გა­აწ­ბი­ლეს. თა­ნა­უგ­რძნობ?

- ძა­ლი­ან თა­ნა­ვუგ­რძნობ, რად­გან მეც ქალი ვარ და ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რას ნიშ­ნავს, როცა ასე გა­გაწ­ბი­ლე­ბენ. არა­და, რამ­ხე­ლა იმე­დი და სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ მისი სიყ­ვა­რუ­ლი ჰეფი ენ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც მოს­წონს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სულ სხვა ქალი უყ­ვარს და მას­ზე ოც­ნე­ბობს. ელი­სოს კი ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ აქ­ცევს. ხომ ვამ­ბობ, ალ­ბათ ბევრ ქალ­ბა­ტონს ასე­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ჰქო­ნია და მარ­თლაც მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტია.

- კი, რო­დე­საც სე­რია დას­რულ­და, "ფე­ის­ბუქ­ზე" გო­გო­ნე­ბი წერ­დნენ, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ალ­ბათ ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა ელი­სოო... მოკ­ლედ, ამ პერ­სო­ნა­ჟის ტკი­ვი­ლი ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა.

- მი­ხა­რია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გულ­გრი­ლი არ დარ­ჩა იმით, რომ ელი­სოს გული დას­წყვი­ტეს და ატ­კი­ნეს. შე­ე­ცო­დათ, რად­გან თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ნა­ხეს. ასე­თი ფაქ­ტე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ის მა­ყუ­რე­ბელ­მა მი­ი­ღო და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ...

ისიც მი­ხა­რია, რომ სე­რი­ალ­ში ეს ადა­მი­ა­ნი უფრო და უფრო დატ­ვირ­თეს და ქალ­ბა­ტონ­მა ქეთი დევ­და­რი­ან­მა მას თა­ვი­სი ის­ტო­რი­აც შე­უქ­მნა. ქე­თის მად­ლი­ე­რი ვარ.

- გვან­ცა, ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ თე­ატ­რი­დან წა­მოხ­ვე­დი...

- ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე უარი არ მით­ქვამს, მაგ­რამ 5 წლის წინ თე­ატ­რი­დან წა­მო­ვე­დი და სამ­სა­ხუ­რი აე­რო­პორ­ტში და­ვი­წყე, თუმ­ცა ვი­ყა­ვი - "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში", "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" რუს­თა­ველ­ზე და სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში...

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, - ბოლო დროს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და გი­ორ­გი ფა­რა­ჯა­ნო­ვის­გან (დიდი ფა­რა­ჯა­ნო­ვის დის­შვი­ლი). ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­დაც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი თა­მა­შობს, ერთ-ერთი როლი მეც ვი­თა­მა­შე. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თა­ვად გი­ორ­გი ფა­რა­ჯა­ნოვ­მა აიღო პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა და იმ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებ­თან, ვინც ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ზურა ყიფ­ში­ძე ას­რუ­ლებს...

ბო­ლოს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­დაც არ უნდა იყოს, მოს­წონს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქალბატონი, რომლის შემოწმების გარეშეც საქართველოს საზღვარს ვერ დატოვებ, ანუ ვინ არის სინამდვილეში ელისო ცნობილი სერიალიდან

ქალბატონი, რომლის შემოწმების გარეშეც საქართველოს საზღვარს ვერ დატოვებ, ანუ ვინ არის სინამდვილეში ელისო ცნობილი სერიალიდან

სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები" ამ სეზონზე ბევრი ახალი პერსონაჟი დაემატა, რომლებმაც პროექტს თავისებური ხიბლი შესძინეს. ერთ-ერთი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი - ელისო გახლავთ, რომლის როლსაც მსახიობი გვანცა გიორგობიანი თამაშობს... ეს გულწრფელი და თავისებური პერსონაჟი მაყურებელმა უკვე შეიყვარა. ჩვენ კი ელისოს როლის შემსრულებელი მსახიობის ვინაობით დავინტერესდით.

გვანცა გიორგობიანი:

- ყველა ცნობილ ქართულ სერიალში ეპიზოდური როლი მაქვს ნათამაშები. ამ შემთხვევაში შემომთავაზეს ეს როლიც. დამირეკა მსახიობმა და კასტინგის რეჟისორმა, ეკა მჟავნაძემ და მითხრა, - "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალი პერსონაჟები ემატება და ერთ-ერთი ელისო იქნება, გასათხოვარი, თბილისელი ქალბატონი, რომელიც არის განათლებული, დახვეწილი, პატიოსანი, მორწმუნე და ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს, შექმნას ოჯახი, ჰყავდეს შვილები. ვფიქრობ, ეს როლი შენიაო და კასტინგზე მისვლაც შემომთავაზეს. კასტინგი რომ გავიარე, მეორე დღესვე დამირეკეს და მითხრეს, - გილოცავთ, როლზე დამტკიცებული ხართო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. თან, მივხვდი, რომ არ იყო ეპიზოდური როლი და საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამომევლინა. მითრხეს, - ხვალ დილას გადაღება გვაქვსო. გამიხარდა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან თბილად დამხვდა. მათთან ურთიერთობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვმუშაობთ და ერთად მოვდივართ. ეს კი ყველაზე სასიხარულო მომენტია. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი პერსონაჟი მაყურებელმაც დადებითად მიიღო, ამას ხალხის რეაქციებიდან ვგრძნობ. სადაც მივდივარ, მცნობენ, ელისოთი მომმართავენ. ის კი არა, ელისოს მეძახის მთელი არეროპორტი, არადა, იქ 100-ობით ადამიანი მუშაობს. მეც ელისოს დაძახებაზე უკვე ვტრიალდები (სიცილით ამბობს).

- აეროპორტი ახსენეთ, ვიცი რომ იქ მუშაობთ. იქნებ უფრო კონკრეტულად უთხრათ მკითხველს, რას საქმიანობთ?

- ვმუშაობ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ვარ საავიაციო უშიშროების თანამშრომელი და ძალიან დაძაბული მუშაობის რეჟიმი მაქვს, საოცრად დატვირთული ვარ. მოკლედ, ურთულესი და საპასუხისმგებლო საქმეა - ყოველ მესამე დღეს, 24-საათის განმავლობაში მიწევს იქ ყოფნა.

- ასე რომ, თქვენი შემოწმების გარეშე, საქართველოს ვერავინ დატოვებს, ხომ?

- კი, ვერც ერთი მგზავრი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავს, ჩემს ხელში რომ არ მოხვდეს და ჩემი კონტროლი არ გაიაროს, ვერსად წავა (სიცილით ამბობს).

ძალიან ხშირად მგზავრები იქ რომ მხედავენ, ვერ მაკავშირებენ ელისოსთან, თუმცა ამბობენ, რომ ვეცნობი და ასეთი ფრაზა აღმოხდებათ ხოლმე: - ღმერთო, რატომ გვეცნობა ასე? მაგრამ ბევრი საკუთარ თავს ეუბნება, - გამორიცხულია, ეს ის არ არის... მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ მსახიობი - გვანცა გიორგობიანი, საავიაციო უშიშროების თანამშრომელია და პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ჩხრეკს მათ.

- ელისოს რომ დავუბრუნდეთ, - მოგწონს ეს პერსონაჟი?

- ეს არის პერსონაჟი, რომლის მსგავსი ირგვლივ ბევრია. ვგულისხმობ გაუთხოვარ გოგოს. რა თქმა უნდა, მტკივნეულია ბევრისთვის იმიტომ, რომ ყველა ქალს უნდა შექმნას ოჯახი და გახდეს დედა. ეს ასევე ჩემი ოცნებაც არის. ასე რომ, მე და ელისოს ბევრი საერთო რამ გვაქვს. მთლად ყველაფერი საერთო გვაქვს-მეთქი, - ასეც არ არის, მაგრამ ბევრი. მიხარია, რომ მასში ზოგიერთმა საკუთარი თავი დაინახა.

- ისე წარიმართა ბოლო სერიები, რომ ამ პერსონაჟის გარშემო ვითადება ამბები: ელისო სიყვარულში გააწბილეს. თანაუგრძნობ?

- ძალიან თანავუგრძნობ, რადგან მეც ქალი ვარ და ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა ასე გაგაწბილებენ. არადა, რამხელა იმედი და სურვილი ჰქონდა, რომ მისი სიყვარული ჰეფი ენდით დამთავრებულიყო. მაგრამ პერსონაჟს, რომელიც მოსწონს, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ქალი უყვარს და მასზე ოცნებობს. ელისოს კი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ხომ ვამბობ, ალბათ ბევრ ქალბატონს ასეთი იმედგაცრუება ჰქონია და მართლაც მტკივნეული მომენტია.

- კი, როდესაც სერია დასრულდა, "ფეისბუქზე" გოგონები წერდნენ, რომ ყოველი ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც ყოფილა ელისოო... მოკლედ, ამ პერსონაჟის ტკივილი ყველამ გულთან მიიტანა.

- მიხარია, რომ მაყურებელი გულგრილი არ დარჩა იმით, რომ ელისოს გული დასწყვიტეს და ატკინეს. შეეცოდათ, რადგან თვალცრემლიანი ნახეს. ასეთი ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ის მაყურებელმა მიიღო და გულშემატკივრობენ...

ისიც მიხარია, რომ სერიალში ეს ადამიანი უფრო და უფრო დატვირთეს და ქალბატონმა ქეთი დევდარიანმა მას თავისი ისტორიაც შეუქმნა. ქეთის მადლიერი ვარ.

- გვანცა, ვიცი, რომ რამდენიმე თეატრში მუშაობდით, მაგრამ თეატრიდან წამოხვედი...

- ჩემს პროფესიაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ 5 წლის წინ თეატრიდან წამოვედი და სამსახური აეროპორტში დავიწყე, თუმცა ვიყავი - "თავისუფალ თეატრში", "თეატრალურ სარდაფში" რუსთაველზე და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში...

როგორც მსახიობი, გაჩერებული არ ვყოფილვარ, - ბოლო დროს შემოთავაზება მქონდა გიორგი ფარაჯანოვისგან (დიდი ფარაჯანოვის დისშვილი). ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი გადაიღო, სადაც ბევრი ქართველი ვარსკვლავი თამაშობს, ერთ-ერთი როლი მეც ვითამაშე. ეს ნამუშევარი სხვადასხვა ფესტივალზე პრიზებით დაჯილდოვდა, წარმატებული აღმოჩნდა. თავად გიორგი ფარაჯანოვმა აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და იმ ქართველ ვარსკვლავებთან, ვინც ამ ფილმში მონაწილეობენ. ერთ-ერთ მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს...

ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს, რომელსაც ჩემი ნამუშევარი სადაც არ უნდა იყოს, მოსწონს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება