მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში
შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა haqqin.az თინა კან­დე­ლაკ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სხვა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხთან ერ­თად, კან­დე­ლა­კი პა­სუ­ხობს ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას მის შე­საძ­ლო მი­ნის­ტრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- თქვენ ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხართ. უამ­რა­ვი პუბ­ლი­კა­ცი­ის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს მთა­ვა­რი გმი­რი. რა არის დღეს თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რას უთ­მობთ ყვე­ლა­ზე მეტ დროს?

- ბევრ რა­მეს. მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად «Апостол Медиа»-ს თა­ნამ­ფლო­ბე­ლი ვარ. ეს პრო­დი­უ­სე­რუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა - PR და სა­ტე­ლე­ვი­ზიო წარ­მო­ე­ბა. ამ დრო­ის­თვის, ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ჩვენ ვა­კე­თებთ გა­და­ცე­მა "ინ­ფო­მა­ნი­ას", რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია СТС-ის პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­ექ­ტია. ვი­ღებთ ვირუ­სულ რგო­ლებს, ვა­ტა­რებთ ფე­დე­რა­ლურ PR-კამ­პა­ნი­ებს. ეს შრო­მა­ტე­ვა­დი, სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტია.

- მივ­ხვდი, თქვენ ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი მოგ­წონთ?

- კი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ძლი­ე­რი ქა­ლე­ბით, კლე­ო­პატ­რა­დან და­წყე­ბუ­ლი მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე თვი­თო­ნაც სა­კუ­თარ თავს ძლი­ერ ქა­ლად ვზრდი. ბევრ თა­ნა­მედ­რო­ვე ქალს არ გა­მოს­დის ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, ამ სი­ტყვის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით: გა­თხოვ­დე ერთხელ და იცხოვ­რო ქმარ­თან დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად, ჭირ­სა და ლხინ­ში. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი. მათ უნდა ის­წავ­ლონ, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან. ცხა­დია, ეს არ არის მარ­ტი­ვი.

- თქვენ თვი­თონ­ვე აღი­ა­რებთ, რომ საკ­მა­ოდ დიდ დროს უთ­მობთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს. სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი პო­ზი­ცია, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ...

- დღეს დე­და­მი­წა­ზე არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში შე­ეძ­ლოს იმის თქმა, რომ მისი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. სი­ტყვა ყვე­ლას მის­ცეს. ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, დავ­წე­რო იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც მე თვი­თონ, ან სხვა ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ. პრობ­ლე­მე­ბი, ტრა­გე­დი­ე­ბი, უბე­დუ­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - ბევ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. ამი­ტომ ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მოთ­ქვამს სა­კუ­თარ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ასე­ვე აქ არის შან­სი, გახ­დე ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ამის მი­საღ­წე­ვად შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა სა­ჭი­რო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე ძა­ლი­ან დიდ დროს ვხარ­ჯავ, ყო­ველ დღე ვათ­ვა­ლი­ე­რებ ბლო­გებს, ახალ ამ­ბებს. მჭირ­დე­ბა, რომ ყო­ველ­თვის ვიმ­ყო­ფე­ბო­დე მოვ­ლე­ნე­ბის საქ­მის კურ­სში, ამი­ტომ ახა­ლი ამ­ბე­ბით ყო­ველ წუთს, ყო­ველ წამს ვინ­ტე­რეს­დე­ბი. და ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ხუთი წლის წინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ვაქ­ტი­ურ­დი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უაზ­რო­ბაა. და რა ვი­თა­რე­ბაა დღეს? სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი დღეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

- ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩანს, რომ "ვორ­ქოჰო­ლი­კი" ხართ. რო­გორ ას­წრებთ ?

- კი. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­თვის ვიცი, რა უნდა გა­ვა­კე­თო და არას­დროს ვცდე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც უფრო ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ზოგ­ჯერ ვერ ვხვდე­ბო­დი, რა არის სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ახლა, რო­დე­საც ვიცი, ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვია.

- და მა­ინც, რა არის თქვენ­თვის ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- რა თქმა უნდა, ოჯა­ხი - ეს და­საყ­რდე­ნია. მე მყავს ოჯა­ხი, ბავ­შვე­ბი, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბა შე­მიძ­ლია. და ცოტა შემ­თხვე­ვა თუ ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ოჯა­ხის გა­რეთ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ვიდ­რე ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო.

- ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­აღ­წი­ეთ?

- კი, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შრო­მით, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ჩა­მო­ვე­დი, რა არის და­სა­მა­ლი, რომ ბევ­რი რამე მაკ­ლდა. ახლა კი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-ლედი ვარ. ყვე­ლა­ფერს ჩე­მით მი­ვაღ­წიე.

- ცოტა ხნის წინ, თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბას გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ძა­ლა­ში რჩე­ბა ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ხმე­ბი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ჩე­მი სო­მე­ხია, ხოლო მა­მა­ჩე­მი - ქარ­თვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სამ­შობ­ლოა და მე ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია. რა თქმა უნდა, თუკი ჩემს სამ­შობ­ლოს დავ­ჭირ­დე­ბი, მე მზად ვარ, მას ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია haqqin.az-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში

შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az თინა კანდელაკთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც სხვა ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად, კანდელაკი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებით.

- თქვენ ახალგაზრდა, ლამაზი, წარმატებული ქალი ხართ. უამრავი პუბლიკაციის და სატელევიზიო შოუს მთავარი გმირი. რა არის დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს?

- ბევრ რამეს. მაგალითად, ამჟამად «Апостол Медиа»-ს თანამფლობელი ვარ. ეს პროდიუსერული კომპანიაა, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება - PR და სატელევიზიო წარმოება. ამ დროისთვის, ჩემს კომპანიაში დაახლოებით, 100 ადამიანი მუშაობს. ჩვენ ვაკეთებთ გადაცემა ”ინფომანიას”, რომელიც ტელეკომპანია СТС-ის პირველი საინფორმაციო პროექტია. ვიღებთ ვირუსულ რგოლებს, ვატარებთ ფედერალურ PR-კამპანიებს. ეს შრომატევადი, საინტერესო და ძალიან ამბიციური ბიზნეს-პროექტია.

- მივხვდი, თქვენ ძლიერი ქალები მოგწონთ?

- კი, აღფრთოვანებული ვარ ძლიერი ქალებით, კლეოპატრადან დაწყებული მარგარეტ ტეტჩერით დამთავრებული. მე თვითონაც საკუთარ თავს ძლიერ ქალად ვზრდი. ბევრ თანამედროვე ქალს არ გამოსდის ბედნიერი ცხოვრება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით: გათხოვდე ერთხელ და იცხოვრო ქმართან დიდხანს და ბედნიერად, ჭირსა და ლხინში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები. მათ უნდა ისწავლონ, იყვნენ ბედნიერები იმ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებიან. ცხადია, ეს არ არის მარტივი.

- თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ საკმაოდ დიდ დროს უთმობთ სოციალურ ქსელებს. საინტერესოა თქვენი პოზიცია, ადამიანის ცხოვრებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ...

- დღეს დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტელეფონით ხელში შეეძლოს იმის თქმა, რომ მისი სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. სიტყვა ყველას მისცეს. ხოლო სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა, დავწერო იმ პრობლემებზე, რომელიც მე თვითონ, ან სხვა ადამიანებს აწუხებთ. პრობლემები, ტრაგედიები, უბედურებები ძალიან ბევრია ადამიანის ცხოვრებაში, რაც ყველაზე მთავარია - ბევრი უკმაყოფილებაა. ამიტომ ინტერნეტში ადამიანების დიდი რაოდენობა გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას. ასევე აქ არის შანსი, გახდე ძალიან გავლენიანი ადამიანი, მაგრამ ამის მისაღწევად შრომისმოყვარეობაა საჭირო. სოციალურ ქსელებზე ძალიან დიდ დროს ვხარჯავ, ყოველ დღე ვათვალიერებ ბლოგებს, ახალ ამბებს. მჭირდება, რომ ყოველთვის ვიმყოფებოდე მოვლენების საქმის კურსში, ამიტომ ახალი ამბებით ყოველ წუთს, ყოველ წამს ვინტერესდები. და ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა. მაგალითად, ხუთი წლის წინ, როდესაც ინტერნეტში გავაქტიურდი, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სოციალური ქსელები უაზრობაა. და რა ვითარებაა დღეს? სოციალური ქსელები დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ”ვორქოჰოლიკი” ხართ. როგორ ასწრებთ ?

- კი. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცი, რა უნდა გავაკეთო და არასდროს ვცდები ამასთან დაკავშირებით. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ზოგჯერ ვერ ვხვდებოდი, რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ახლა, როდესაც ვიცი, ცხოვრება და მუშაობა გაცილებით უფრო მარტივია.

- და მაინც, რა არის თქვენთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, ოჯახი - ეს დასაყრდენია. მე მყავს ოჯახი, ბავშვები, ყოველთვის არსებობს ადგილი, სადაც საღამოს გატარება შემიძლია. და ცოტა შემთხვევა თუ ყოფილა, როდესაც ოჯახის გარეთ გატარებული დრო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ოჯახის წევრებთან გატარებული დრო.

- ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეთ?

- კი, მხოლოდ საკუთარი შრომით, როდესაც მოსკოვში ჩამოვედი, რა არის დასამალი, რომ ბევრი რამე მაკლდა. ახლა კი საკმაოდ წარმატებული ბიზნეს-ლედი ვარ. ყველაფერს ჩემით მივაღწიე.

- ცოტა ხნის წინ, თქვენ საქართველოს განათლების მინისტრობას გიწინასწარმეტყველებდნენ. ძალაში რჩება ეს შემოთავაზება?

- ეს ყველაფერი მხოლოდ ხმები იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სომეხია, ხოლო მამაჩემი - ქართველი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ის ძალიან მიყვარს. ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. რა თქმა უნდა, თუკი ჩემს სამშობლოს დავჭირდები, მე მზად ვარ, მას ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

მომზადებულია haqqin.az-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება