"ცეკვავენ ვასკვლავების" კიდევ ერთ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო მარიამ სანოგოს მეწყვილემ რეზიკო რობაქიძემ. რეზიკო ორი ტურის წინ ცეკვისას დაშავდა. გასულ კვირას პროექტის ერთ-ერთმა ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ შეცვალა. მაშინ გამოაცხადეს, რომ შემდეგ ტურში რეზიკო ცეკვას შეძლებდა, მაგრამ გუშინ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კვლავ საავადმყოფოში მოხვდა და ის ამჯერად მოცეკვავე ირაკლი საბაძემ ჩაანაცვლა. რეზიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- რეზიკო, როგორ გრძნობ თავს?
- შიდა ქალის წნევა მაქვს და წნევა დამივარდა. გადაცემის დაწყებამდე შიშის მომენტიც მქონდა და გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ცეკვებზე უარი მეთქვა. დღეს სხვა ექიმი ვნახე, რომელიც მპირდება, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ცეკვის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შევძლებ. არასწორი მკურნალობა ჩამიტარეს წინა სავადმყოფოში, უბრალოდ არ მინდა სახელის დასახელება და არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია ნერვული სისტემის დაზიანება და გარდა ამისა ცეკვისას თავის დარტყმამ მხედველობის და ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვია.