საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა
"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა

გუ­შინ დი­ლით მას არა­ვინ იც­ნობ­და, სა­ღა­მოს "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით კი სრუ­ლი­ად სამ­ყა­რომ გა­იც­ნო. გაც­ნო­ბაც არის და გაც­ნო­ბაც, სა­კუ­თა­რი ნი­ჭით შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ამა­ლია ჯიბ­ლა­ძემ გა­ბე­და და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა გუ­შინ აიხ­დი­ნა, თუმ­ცა სას­წა­უ­ლე­ბის მა­ინც არ სჯე­რა.

რო­გორც შო­უ­დან შე­ვი­ტყვეთ, ის ამ­ჟა­მად რუს­თავ­ში ცხოვ­რობს და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით შო­უ­ლობს ლუკ­მა­პურს.

Ambebi.ge-მ ამ ქალ­ბა­ტო­ნის უფრო ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­და­წყვი­ტა.

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი გლ­დან­ში გა­ვა­ტა­რე, 69-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- სკო­ლის გარ­და, რა­ი­მე გა­ნათ­ლე­ბა თუ გაქვთ?

- რუ­სეთ­ში კულ­ტუ­რის კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვცხოვ­რობ­დი, რად­გა­ნაც იქ გავ­თხოვ­დი. მყავს უფ­რო­სი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ჩემ­სა­ვით იჩ­ქა­რა, ადრე გა­თხოვ­და და ახლა ისიც რუ­სეთ­შია. მე­ო­რე ქმრის­გან მყავს მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა. ქმა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. ასე რომ, უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ქვრი­ვი ვარ. მო­სავ­ლე­ლად, ასე­ვე 91 წლის სკლე­რო­ზი­ა­ნი დე­დამ­თი­ლი დამ­რჩა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან რო­დის ჩა­მოხ­ვე­დით?

- რუ­სეთ­ში 17 წლი­სა წა­ვე­დი, რად­გა­ნაც ხომ გი­თხა­რით, იქ გავ­თხოვ­დი, აქ კი მე­ო­თხე წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი.

- გა­მო­დის, რომ მარ­ტო­ხე­ლა დედა ხართ.

- ასეა. კი­დევ კარ­გი, რომ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ხან­და­ხან შე­მო­ი­ჭყი­ტა­ვენ ხოლ­მე.

- რო­დის და­ი­წყეთ სიმ­ღე­რა?

- ჩემი პაპა - ნი­კო­ლოზ ჯიბ­ლა­ძე მუნ­ჯი კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი იყო. კარ­გი წი­ნაპ­რე­ბი მყავ­და, სულ სა­ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი... ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კუ­რად ნიჭი მათ­გან გად­მო­მე­ცა... ბავ­შვო­ბი­დან სულ ვმღე­რო­დი. მუ­სი­კა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ სახ­ლში არა­ნა­ი­რი ინ­სტრუ­მენ­ტი არ მქონ­და და მე­ზობ­ლებ­ში დავ­დი­ო­დი, რომ პი­ა­ნი­ნო­ზე და­მეკ­რა. ჩემს მშობ­ლებს ყვე­ლა­ნი ურ­ჩევ­დნენ, რომ ცო­დოა ეს გოგო, სად­მე მი­იყ­ვა­ნე­თო.

- რა­ტომ არ მი­გიყ­ვა­ნეს?

- სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ... ისე, რუ­სეთ­ში ეკ­ლე­სი­ის გუნდშიც ვმღე­რო­დი, ქუ­ჩა­ში გი­ტა­რი­თაც მიმ­ღე­რია.

- "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დონე აჩ­ვე­ნეთ... დრო გაქვთ, რომ ასე ხა­რის­ხი­ა­ნად და­ა­მუ­შა­ვოთ ესა თუ ის კომ­პო­ზი­ცია, ანუ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­მა ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- სა­ერ­თოდ, დიდი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ და ყვე­ლაფ­რის­გან და ყვე­ლას­გან რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ. ისე, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი ამი­ღია მას­წავ­ლე­ბელ­თან, სუნ­თქვის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამი­ტომ...

კულ­ტუ­რის სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, იქ ფა­კულ­ტა­ტი­ვი იყო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სა­ა­თე­ბი, მაგ­რამ პე­და­გო­გე­ბი არას­დროს მაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, იქ მემ­ღე­რა და მევ­ლო. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხმას გა­ი­ფუ­ჭებ, შენ ხომ ღვთის­გან ასე­თი ნიჭი გაქვს მო­მად­ლე­ბუ­ლიო.

- კულ­ტუ­რის სას­წავ­ლე­ბელ­ში რას გას­წავ­ლიდ­ნენ?

- ძი­რი­თა­დად გა­ნათ­ლე­ბას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ღებ­დით, თუ რო­გორ მოგ­ვე­წყო ბავ­შვე­ბის­თვის ესა თუ ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, დღე­სას­წა­უ­ლი. ეკ­ლე­სი­ა­ში რომ დავ­დი­ო­დი, იქ ახალ­გაზ­რდა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა მოძ­რა­ო­ბა არ­სე­ბობ­და, რომ­ლის წევ­რიც ვი­ყა­ვი. ვეხ­მა­რე­ბო­დით უპო­ვარ ადა­მი­ა­ნებს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პა­ტა­რებს. ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვუ­ტა­რებ­დით...

- ყვე­ლა ჟან­რის სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებთ?

- ვცდი­ლობ. ამას­თან, ინ­ტერ­ნეტ­ში არის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი და ბევ­რი რამ იქი­დან მაქვს აღე­ბუ­ლი და ნას­წავ­ლი. უამ­რა­ვი ფილ­მი მი­ნა­ხავს, დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი დიდ მუ­სი­კო­სებ­ზე, ანუ რა გზა გა­ი­ა­რეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ მა­ინ­ტერ­სებ­და.

- მე­გა­შოუ "ნი­ჭი­ერ­ში" რომ მოხ­ვე­დით, ამის­კენ ვინ გი­ბიძ­გა?

- რუ­სე­თი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მინ­დო­და, გა­მე­გო, რას უს­მენ­დნენ აქ, რა მოს­წონ­დათ. ერთი გა­და­ცე­მაც ვნა­ხე, სა­დაც ამ­ბობ­დნენ, რომ გვინ­და ჯაზი, ეს მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა დაგ­ვიბ­რუნ­დე­სო. ამი­ტომ, ავ­დე­ქი და ავი­ღე ჯა­ზუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ქარ­თუ­ლიც ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და და ვმღე­რო­დი. ბო­ლოს კი მე­ზობ­ლებ­მა მი­ბიძ­გეს და მირ­ჩი­ეს, რად­გა­ნაც სახ­ლი­დან ჩემი სიმ­ღე­რის ხმა ხში­რად გა­უ­გი­ათ.

- ამ პრო­ექ­ტის­გან რას ელო­დე­ბით?

- არ ვიცი, არ და­ვე­ძებ ვარ­სკვლა­ვებს ცაზე. სა­ერ­თოდ არ მჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის.

- კი, მაგ­რამ თქვე­ნი ერთი ნამ­ღე­რით სას­წა­უ­ლი უკვე მოხ­და. სცე­ნა­ზე ახ­ვე­დით და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, თქვე­ნი ნი­ჭით სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცეთ.

- დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას მოს­მე­ნის­თვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა. ასე უცებ, ერთ დღეს გა­იღ­ვი­ძო და ვარ­სკვლა­ვი გახ­დე, არ შე­იძ­ლე­ბა.

- ხო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ გუ­შინ ამ დროს არა­ვინ გიც­ნობ­დათ, დღეს კი ყვე­ლა თქვენ­ზე ლა­პა­რა­კობს.

- კი, მაგ­რამ შემ­დგო­მი ეი­ფო­რი­ის მე­ში­ნია, ამა­ზე ფიქ­რი რომ და­ვი­წყო, მი­ჭირს…

სხვა­თა შო­რის, ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და ასე­თი დიდი სურ­ვი­ლი: ცხოვ­რე­ბა­ში დამ­ლა­გე­ბე­ლიც რომ ვიყო, სცე­ნა­ზე ერთხელ მა­ინც დავ­დგე­ბი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჩემი წი­ნათ­გრძნო­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თგუ­ლე­ბა მქონ­და.

- მი­თხა­რით, რომ ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი­აო. მღე­რის?

- კი, კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ ჯერ ვერ­სად დამ­ყავს.

- რო­გორ ცხოვ­რობთ? ალ­ბათ გი­ჭირთ, ხომ?

- ახლა ვის არ უჭირს, მაგ­რამ არას­დროს ვწუ­წუ­ნებ... დღეს ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, ადა­მი­ა­ნებს მა­შინ სჭირ­დე­ბი, როცა გაქვს, როცა არ გაქვს, არა­ვის აინ­ტე­რე­სებს შენი მდგო­მა­რე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რო­გორ აფა­სებს ნი­ჭი­ერ ამა­ლია ჯიბ­ლა­ძეს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა

"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა

გუშინ დილით მას არავინ იცნობდა, საღამოს "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით კი სრულიად სამყარომ გაიცნო. გაცნობაც არის და გაცნობაც, საკუთარი ნიჭით შოკში ჩააგდო საზოგადოება.

ამალია ჯიბლაძემ გაბედა და ბავშვობის ოცნება გუშინ აიხდინა, თუმცა სასწაულების მაინც არ სჯერა.

როგორც შოუდან შევიტყვეთ, ის ამჟამად რუსთავში ცხოვრობს და ხელნაკეთი ნივთებით შოულობს ლუკმაპურს.

Ambebi.ge-მ ამ ქალბატონის უფრო ახლოს გაცნობა გადაწყვიტა.

- დავიბადე თბილისში, ბავშვობის პერიოდი გლდანში გავატარე, 69-ე სკოლაში ვსწავლობდი.

- სკოლის გარდა, რაიმე განათლება თუ გაქვთ?

- რუსეთში კულტურის კოლეჯი დავამთავრე, წლების განმავლობაში იქ ვცხოვრობდი, რადგანაც იქ გავთხოვდი. მყავს უფროსი გოგონა, რომელმაც ჩემსავით იჩქარა, ადრე გათხოვდა და ახლა ისიც რუსეთშია. მეორე ქმრისგან მყავს მცირეწლოვანი გოგონა. ქმარი გარდამეცვალა. ასე რომ, უკვე წელიწად-ნახევარია ქვრივი ვარ. მოსავლელად, ასევე 91 წლის სკლეროზიანი დედამთილი დამრჩა...

- საქართველოში რუსეთიდან როდის ჩამოხვედით?

- რუსეთში 17 წლისა წავედი, რადგანაც ხომ გითხარით, იქ გავთხოვდი, აქ კი მეოთხე წელია, რაც ჩამოვედი.

- გამოდის, რომ მარტოხელა დედა ხართ.

- ასეა. კიდევ კარგი, რომ არსებობენ ისეთი მეზობლები, რომლებიც ჩემთან ხანდახან შემოიჭყიტავენ ხოლმე.

- როდის დაიწყეთ სიმღერა?

- ჩემი პაპა - ნიკოლოზ ჯიბლაძე მუნჯი კინოს მსახიობი იყო. კარგი წინაპრები მყავდა, სულ სახელოვანი ხალხი... ალბათ, გენეტიკურად ნიჭი მათგან გადმომეცა... ბავშვობიდან სულ ვმღეროდი. მუსიკა მიყვარდა, მაგრამ სახლში არანაირი ინსტრუმენტი არ მქონდა და მეზობლებში დავდიოდი, რომ პიანინოზე დამეკრა. ჩემს მშობლებს ყველანი ურჩევდნენ, რომ ცოდოა ეს გოგო, სადმე მიიყვანეთო.

- რატომ არ მიგიყვანეს?

- საშუალება არ ჰქონდათ... ისე, რუსეთში ეკლესიის გუნდშიც ვმღეროდი, ქუჩაში გიტარითაც მიმღერია.

- "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეთ... დრო გაქვთ, რომ ასე ხარისხიანად დაამუშავოთ ესა თუ ის კომპოზიცია, ანუ თქვენი პრობლემების მქონე ადამიანმა ეს როგორ მოახერხეთ?

- საერთოდ, დიდი ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ყველაფრისგან და ყველასგან რაღაცას ვსწავლობ. ისე, რამდენიმე გაკვეთილი ამიღია მასწავლებელთან, სუნთქვის პრობლემა მქონდა და ამიტომ...

კულტურის სასწავლებელში რომ ვსწავლობდი, იქ ფაკულტატივი იყო ხალხური სიმღერის საათები, მაგრამ პედაგოგები არასდროს მაძლევდნენ უფლებას, იქ მემღერა და მევლო. მეუბნებოდნენ, ხმას გაიფუჭებ, შენ ხომ ღვთისგან ასეთი ნიჭი გაქვს მომადლებულიო.

- კულტურის სასწავლებელში რას გასწავლიდნენ?

- ძირითადად განათლებას იმ მიმართულებით ვიღებდით, თუ როგორ მოგვეწყო ბავშვებისთვის ესა თუ ის ღონისძიება, დღესასწაული. ეკლესიაში რომ დავდიოდი, იქ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა მოძრაობა არსებობდა, რომლის წევრიც ვიყავი. ვეხმარებოდით უპოვარ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს. ღონისძიებებს ვუტარებდით...

- ყველა ჟანრის სიმღერას ასრულებთ?

- ვცდილობ. ამასთან, ინტერნეტში არის გაკვეთილები, მასტერკლასები და ბევრი რამ იქიდან მაქვს აღებული და ნასწავლი. უამრავი ფილმი მინახავს, დოკუმენტური მასალები დიდ მუსიკოსებზე, ანუ რა გზა გაიარეს. ეს ყველაფერი სულ მაინტერსებდა.

- მეგაშოუ "ნიჭიერში" რომ მოხვედით, ამისკენ ვინ გიბიძგა?

- რუსეთიდან რომ ჩამოვედი, მინდოდა, გამეგო, რას უსმენდნენ აქ, რა მოსწონდათ. ერთი გადაცემაც ვნახე, სადაც ამბობდნენ, რომ გვინდა ჯაზი, ეს მუსიკალური მიმდინარეობა დაგვიბრუნდესო. ამიტომ, ავდექი და ავიღე ჯაზური კომპოზიციები, მაგრამ ქართულიც ყოველთვის მიყვარდა და ვმღეროდი. ბოლოს კი მეზობლებმა მიბიძგეს და მირჩიეს, რადგანაც სახლიდან ჩემი სიმღერის ხმა ხშირად გაუგიათ.

- ამ პროექტისგან რას ელოდებით?

- არ ვიცი, არ დავეძებ ვარსკვლავებს ცაზე. საერთოდ არ მჯერა სასწაულების.

- კი, მაგრამ თქვენი ერთი ნამღერით სასწაული უკვე მოხდა. სცენაზე ახვედით და რამდენიმე წუთში, თქვენი ნიჭით საზოგადოება გააოცეთ.

- დიდი მადლობა ყველას მოსმენისთვის, მაგრამ ყველაფერს დამსახურება უნდა. ასე უცებ, ერთ დღეს გაიღვიძო და ვარსკვლავი გახდე, არ შეიძლება.

- ხო, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ ამ დროს არავინ გიცნობდათ, დღეს კი ყველა თქვენზე ლაპარაკობს.

- კი, მაგრამ შემდგომი ეიფორიის მეშინია, ამაზე ფიქრი რომ დავიწყო, მიჭირს…

სხვათა შორის, ბავშვობაში მქონდა ასეთი დიდი სურვილი: ცხოვრებაში დამლაგებელიც რომ ვიყო, სცენაზე ერთხელ მაინც დავდგები-მეთქი. მოკლედ, ჩემი წინათგრძნობის დიდი სიყვარული და ერთგულება მქონდა.

- მითხარით, რომ ჩემი პატარა გოგონა ძალიან ნიჭიერიაო. მღერის?

- კი, კარგად მღერის, მაგრამ ჯერ ვერსად დამყავს.

- როგორ ცხოვრობთ? ალბათ გიჭირთ, ხომ?

- ახლა ვის არ უჭირს, მაგრამ არასდროს ვწუწუნებ... დღეს ისეთი ცხოვრებაა, ადამიანებს მაშინ სჭირდები, როცა გაქვს, როცა არ გაქვს, არავის აინტერესებს შენი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ასეა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ აფასებს ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ეკა კვალიაშვილი

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება