სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები
როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

"ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ეკ­რა­ნი­ზა­ცია და სცე­ნა­ზე დად­გმა ჯერ ვერც ერ­თმა ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ად­ვი­ლია...

ამ საქ­მეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე შე­ე­ჭი­და და შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაც დი­დად აენ­თო. ამ პრო­ექ­ტის­თვის სწო­რედ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა. Ambebi.geნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძეს გა­ე­სა­უბ­რა.

- ჩემ­თვის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ღი­რე­ბუ­ლი ქმნი­ლე­ბაა და შოთა რუს­თვე­ლის ეს სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი კი­ნო­შიც უნდა იქ­ნას გა­და­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე სცე­ნა­ზე დად­გმუ­ლი და თუნ­დაც ანი­მა­ცი­ურ ჟანრ­ში გად­წყვე­ტი­ლიც. რათა ეს შე­დევ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა და ახლა გვაქვს ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბა, რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი ჩვე­ნი ხედ­ვით გა­და­ვი­ღოთ. ეს იქ­ნე­ბა ფილ­მი-მი­უ­ზიკ­ლი, რო­მე­ლიც ამას­თან, ქარ­თულ ცეკ­ვას, რო­გორც უნი­კა­ლურ, კულ­ტუ­რულ განძსა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ფი­ზი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბას წარ­მო­ა­ჩენს. აი, ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა, ასე­ვე საბ­რძო­ლო სცე­ნე­ბი პრო­ექ­ტში მაგ­რად ჩაჯ­დე­ბა, რი­თაც თა­ნამ­დე­რო­ვე­ო­ბი­დან წარ­სულ­ში გა­დას­ვლის მო­მენ­ტე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ზავ­დე­ბა.

- გარ­და იმი­სა, რომ არის მი­უ­ზიკ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად, რა ჟან­რის ელე­მენ­ტე­ბის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი პრო­ექ­ტი?

- ფან­ტას­ტი­კა, ის­ტო­რუ­ლი ჟან­რი და მი­უ­ზიკ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბით. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ჟან­რე­ბის კრე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კი­ნო­ში და მომ­გე­ბი­ა­ნიც...

- მარ­თლა მა­გა­რი მიქ­სი გა­მო­ვა.

- "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნიც" ხომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­ზა­ვია? უბ­რა­ლოდ მი­უ­ზიკ­ლის ჟან­რი და­ვა­მა­ტეთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა კი­ნო­ში იშ­ვი­ა­თად ყო­ფი­ლა წრა­მოდ­გე­ნი­ლი, მით უფრო საბ­რძო­ლო, რაც ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გად შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამას­თან, ეს იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი საბ­რძო­ლო ცეკ­ვე­ბი, რი­თაც გვინ­და, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნა.

ერთ თვე­ში ვი­დე­ოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ას კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ველ­ში" გავ­მარ­თავთ, სა­დაც მო­ვიწ­ვევთ ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და მოხ­დე­ბა პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა, ანუ რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ...

- რო­გორ? პრო­ექტს არ ქნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა?

- არა, ეს იქ­ნე­ბა ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, სა­დაც იმ საბ­რძო­ლო ნომ­რებ­საც ჩავ­სვამთ, რა­საც ახლა ვი­ღებთ და რო­მელ­საც მო­მა­ვალ ფილმშიც შე­ვი­ტანთ. ვი­დე­ოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ა­ში ვაჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ ვმუ­შა­ობ­დით, რო­გო­რი იყო პრო­ცე­სი, რა გვილ­ხინ­და, რა გვი­ჭირ­და და რო­გორ ვქმნი­დით.

- და ამით იმის ქმა გინ­დათ, რომ ეს პრო­ექ­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს? მო­ი­თხოვს, მას­შტა­ბე­ბი­სა და თან­ხე­ბის გაზ­რდას?

- სა­ერ­თოდ, დიდი პრო­ექ­ტე­ბის წარ­დგე­ნა ასე ხდე­ბა. ასე­ვე გა­ეგ­ზავ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერ­სა და კლიპ­მე­ი­კერს.

- მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რო­გორც ჩანს, ფილმში სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შო­ბენ...

- კი, სულ 12 მო­ცეკ­ვა­ვეა, - საბ­რძო­ლო ილე­თებს ას­რულ­ბენ. უბ­რა­ლოდ, ერთი ქას­თინ­გი გვქონ­და - ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე. ავარ­ჩი­ეთ ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, ახლა უკვე მსა­ხი­ო­ბი ანი ცეკ­ვა­ვა.

მოკ­ლედ, ჩემი აზ­რით, კარ­გი პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც მე­გობ­რებ­მა - თემო ცი­ხი­სელ­მა და კახა ბუ­ა­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზეს. ისი­ნი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და იდეა სწო­რედ მათ­გან წა­მო­ვი­და.

"ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­და­ღე­ბა ერთი ათ წე­ლი­წად­ში მინ­დო­და, როცა სა­ხე­ლიც მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მათი იდეა მო­მე­წო­ნა და ამ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა და­ვი­წყეთ. ისი­ნი დღეს პრო­ექ­ტის არტდი­რექ­ტო­რე­ბი არი­ან, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წილს დგა­მენ. პრო­ექტს "და­კარ­გუ­ლი ლე­გენ­დე­ბის" სე­რი­ით წარ­მო­ვად­გენთ, - ეს ჩვე­ნი ახა­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი და სიძ­ვე­ლე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

- მთავ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თუნ­დაც ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი რა ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ეთ? შო­თას ხომ პო­ე­მის გმი­რე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბად ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი...

- ჩვე­ნე­ბიც ლა­მა­ზე­ბი არი­ან... მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით იმ ვი­დე­ო­თი, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენთ, იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს უკვე შემ­დგა­რი პრო­ექ­ტი. მერე უკვე მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე პრო­ექ­ტში რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან და ფილ­მი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, აქ კი ტექ­სტე­ბი არ გვაქვს, რად­გა­ნაც მი­უ­ზიკ­ლია და ცეკ­ვა­სა და კონ­კრე­ტუ­ლად, საბ­რძო­ლო სცე­ნებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- სად იღებთ?

- ერთი ეტა­პი პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლის დარ­ბაზ­ში გა­და­ვი­ღეთ, ერ­თიც "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" პა­ვი­ლი­ონ­ში. გუ­შინ კი "ქო­რ­ოღ­ლის ცი­ხე­ზე" ავე­დით, რო­მელ­საც ქა­ჯე­თის ცი­ხედ ვი­ყე­ნებთ. მას ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტით რა­ღა­ცებს და­ვა­მა­ტებთ, რი­თაც მას­შტა­ბუ­რი ციხე გა­მო­ვა. რო­დე­საც მას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს, რთუ­ლად თუ და­ი­ჯე­რებს, რომ ეს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა.

- ტა­რი­ე­ლის როლი ვის ერგო?

- ლაშა კო­ბა­ხი­ძეს, "ერი­სი­ო­ნის" მო­ცეკ­ვა­ვეა. ძა­ლი­ან მაგ­რად ას­რუ­ლებს საბ­რძო­ლო სცე­ნებს და რო­გორც გი­თხა­რით, ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი გვყავს.

- 12 მო­ცეკ­ვა­ვე ყვე­ლა "ერი­სი­ო­ნი­დან" არის?

- არა, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის მე­გობ­რუ­ლი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ან­სამ­ბლი­დან არი­ან. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვუდ­გა­ვართ გვერ­დით.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რა თან­ხე­ბი ჯდე­ბა, ანუ ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნია პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯეი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თოდ დიდი თან­ხე­ბი ჯდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ვი­დე­ოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ა­ში გვექ­ნე­ბა იმა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი და ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­გო­რი წვა­ლე­ბით, რთულ ვი­თა­რებ­ში ვი­ღებ­დით და რო­გორ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს და არა­ვის სჯე­რა ამ ყვე­ლაფ­რის. ეს არის ჩვენ დიდი სა­წუ­ხა­რი. არა­და, ხელ­შე­წყო­ბა რომ გვქონ­დეს, ეს პრო­ექ­ტი მთლი­ა­ნად ამ ინ­დუსტრი­ას სრუ­ლი­ად სხვა სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვან­და და მსოფ­ლი­ოს ბა­ზარს და­ი­პყრობ­და, რად­გა­ნაც მას­ში სრუ­ლი­ად უცხო ვი­ზუ­ა­ლი, ჯერ არ­ნა­ხულ ფილ­მს გა­ა­კე­თებ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი გა­და­ღე­ბე­ბი­დან

იხი­ლეთ ვი­დეო | "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია და ქარ­თველ მე­ო­მარ­თა შთამ­ბეჭ­და­ვი ცეკ­ვის სცე­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია და სცენაზე დადგმა ჯერ ვერც ერთმა ქართველმა რეჟისორმა ვერ შეძლო, რადგანაც ეს ყველაფერი არც ისე ადვილია...

ამ საქმეს თანამედროვე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შეეჭიდა და შემოქმედებითადაც დიდად აენთო. ამ პროექტისთვის სწორედ ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კადრების გადაღება. Ambebi.ge ნიკოლოზ ხომასურიძეს გაესაუბრა.

- ჩემთვის "ვეფხისტყაოსანი" ღირებული ქმნილებაა და შოთა რუსთველის ეს საოცარი ნამუშევარი კინოშიც უნდა იქნას გადაღებული, ასევე სცენაზე დადგმული და თუნდაც ანიმაციურ ჟანრში გადწყვეტილიც. რათა ეს შედევრი, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ გაკეთებულა და ახლა გვაქვს ერთგვარი მცდელობა, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ხედვით გადავიღოთ. ეს იქნება ფილმი-მიუზიკლი, რომელიც ამასთან, ქართულ ცეკვას, როგორც უნიკალურ, კულტურულ განძსა და ინტელექტუალურ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოაჩენს. აი, ამ ყველაფრის ერთობლიობა, ასევე საბრძოლო სცენები პროექტში მაგრად ჩაჯდება, რითაც თანამდეროვეობიდან წარსულში გადასვლის მომენტები ყველანაირად შეზავდება.

- გარდა იმისა, რომ არის მიუზიკლი, კონკრეტულად, რა ჟანრის ელემენტებისგან იქნება შემდგარი პროექტი?

- ფანტასტიკა, ისტორული ჟანრი და მიუზიკლი სასიყვარულო ამბით. მოკლედ, ყველაზე მაგარი ჟანრების კრებული იქნება კინოში და მომგებიანიც...

- მართლა მაგარი მიქსი გამოვა.

- "ვეფხისტყაოსანიც" ხომ ამ ყველაფრის ნაზავია? უბრალოდ მიუზიკლის ჟანრი დავამატეთ, რომელიც ძალიან პოპულარულია. ქართული ცეკვა კინოში იშვიათად ყოფილა წრამოდგენილი, მით უფრო საბრძოლო, რაც ამ ყველაფერს კარგად შეესაბამება. ამასთან, ეს იქნება ნამდვილი საბრძოლო ცეკვები, რითაც გვინდა, "ვეფხისტყაოსნის" ბატალური სცენების წარმოდგენა.

ერთ თვეში ვიდეოპრეზენტაციას კინოთეატრ "რუსთაველში" გავმართავთ, სადაც მოვიწვევთ ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ადამიანებს და მოხდება პროექტის წარდგენა, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ...

- როგორ? პროექტს არ ქნება დასრულებული ფორმა?

- არა, ეს იქნება ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც იმ საბრძოლო ნომრებსაც ჩავსვამთ, რასაც ახლა ვიღებთ და რომელსაც მომავალ ფილმშიც შევიტანთ. ვიდეოპრეზენტაციაში ვაჩვენებთ, თუ როგორ ვმუშაობდით, როგორი იყო პროცესი, რა გვილხინდა, რა გვიჭირდა და როგორ ვქმნიდით.

- და ამით იმის ქმა გინდათ, რომ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს? მოითხოვს, მასშტაბებისა და თანხების გაზრდას?

- საერთოდ, დიდი პროექტების წარდგენა ასე ხდება. ასევე გაეგზავნება რამდენიმე ცნობილ პროდიუსერსა და კლიპმეიკერს.

- მოცეკვავეები როგორც ჩანს, ფილმში სერიოზულ როლს თამაშობენ...

- კი, სულ 12 მოცეკვავეა, - საბრძოლო ილეთებს ასრულბენ. უბრალოდ, ერთი ქასთინგი გვქონდა - ნესტან-დარეჯანის როლის შემსრულებელზე. ავარჩიეთ ყოფილი მოცეკვავე, ახლა უკვე მსახიობი ანი ცეკვავა.

მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი პროდუქტი იქნება, რომელზე მუშაობაც მეგობრებმა - თემო ციხისელმა და კახა ბუაძემ შემომთავაზეს. ისინი  მოცეკვავეები არიან და იდეა სწორედ მათგან წამოვიდა.

"ვეფხისტყაოსნის" გადაღება ერთი ათ წელიწადში მინდოდა, როცა სახელიც მექნებოდა, მაგრამ მათი იდეა მომეწონა და ამ ახალი მიმართულების განხორცილება დავიწყეთ. ისინი დღეს პროექტის არტდირექტორები არიან, ქორეოგრაფიულ ნაწილს დგამენ. პროექტს "დაკარგული ლეგენდების" სერიით წარმოვადგენთ, - ეს ჩვენი ახალი კომპანიაა, რომელიც ისტორიული და სიძველეების მიმართულებით მუშაობს.

- მთავრი პერსონაჟები, თუნდაც ნესტან-დარეჯანი რა ნიშნით შეარჩიეთ? შოთას ხომ პოემის გმირები ძალიან ლამაზებად ჰყავს წარმოდგენილი...

- ჩვენებიც ლამაზები არიან... მოკლედ, ჯერჯერობით იმ ვიდეოთი, რომელსაც წარმოვადგენთ, იქნება გადმოცემული, როგორი შეიძლება იყოს უკვე შემდგარი პროექტი. მერე უკვე მომდევნო ეტაპზე პროექტში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსახიობებიც ჩაერთვებიან და ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, აქ კი ტექსტები არ გვაქვს, რადგანაც მიუზიკლია და ცეკვასა და კონკრეტულად, საბრძოლო სცენებზეა ორიენტირებული.

- სად იღებთ?

- ერთი ეტაპი პროფკავშირების სასახლის დარბაზში გადავიღეთ, ერთიც "ქართული ფილმის" პავილიონში. გუშინ კი "ქოროღლის ციხეზე" ავედით, რომელსაც ქაჯეთის ციხედ ვიყენებთ. მას ვიზუალური ეფექტით რაღაცებს დავამატებთ, რითაც მასშტაბური ციხე გამოვა. როდესაც მას მაყურებელი ნახავს, რთულად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქართული პროდუქციაა.

- ტარიელის როლი ვის ერგო?

- ლაშა კობახიძეს, "ერისიონის" მოცეკვავეა. ძალიან მაგრად ასრულებს საბრძოლო სცენებს და როგორც გითხარით, ნესტან-დარეჯანი გვყავს.

- 12 მოცეკვავე ყველა "ერისიონიდან" არის?

- არა, მოცეკვავეების მეგობრული ჯგუფი შეიქმნა. ისინი სხვადასხვა ანსამბლიდან არიან. ყველანი ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით.

- ეს ყველაფერი რა თანხები ჯდება, ანუ ამ ეტაპზე რამდენია პროექტის ბიუჯეი?

- ეს ყველაფერი საერთოდ დიდი თანხები ჯდება ხოლმე, მაგრამ ვიდეოპრეზენტაციაში გვექნება იმაზე ყურადღება გამახვილებული და ნაჩვენები, როგორი წვალებით, რთულ ვითარებში ვიღებდით და  როგორ არავის აინტერესებს და არავის სჯერა ამ ყველაფრის. ეს არის ჩვენ დიდი საწუხარი. არადა, ხელშეწყობა რომ გვქონდეს, ეს პროექტი მთლიანად ამ ინდუსტრიას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანდა და მსოფლიოს ბაზარს დაიპყრობდა, რადგანაც მასში სრულიად უცხო ვიზუალი, ჯერ არნახულ ფილმს გააკეთებდა. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტორეპორტაჟი გადაღებებიდან

იხილეთ ვიდეო | "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაცია და ქართველ მეომართა შთამბეჭდავი ცეკვის სცენა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება