"ჯეოსტარის" გამარჯვებულმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ ცოლი მოიყვანა, მისი რჩეულს თათა ჰქვია და განათლება ამერკაში აქვს მიღებული. თათა და ოთო რამდენიმე თვის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები. წყვილმა ქორწილი გუშინ ბეთანიაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა ქორწილში ცნობილი სახეებც იმყოფებოდნენ, რომლებმაც წყვილს სიმღერები შეუსრულეს თავიანთი რეპერტუარიდან. სიმღერას ვერც ოთო გადაურჩა. Ambebi.ge შეეცადა ოთო ნემსაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა. ოთო ნემსაძის ქორწილის დეტალების შესახებ ნათია დუმბაძე გვესაუბრება.
- ოთო ნემსაძე ჩემი საუკეთესო მეგობარია, ბევრ ბიჭთან არ ვმეგობრობ, ოთო გამორჩეულია. ქორწილი ბეთანიაში ღია ცის ქვეშ გადაიხადეს. თავი ზღაპარში მეგონა, ასეთ განსხვავებულ ქორწილში არასდროს ვყოფილვარ, მრგვალი მაგიდები იყო ღია ხის ქვეშ გაშლილი, მთაში ვიყავით ფაქტიურად. იმღერეს, აჩვენეს თათას და ოთოს შესახებ გადაღებული ფილმი. ისე მომეწონა იქ ყოფნა, პირველად დავრჩი ქორწილში ღამის 2 საათამდე.
- ვინ არის მისი რჩეული?
- თათა ჰქვია, გვარი და პროფესია არ ვიცი. ძალიან კარგი გოგოა. ჩემთან ერთად ქორწილში იყო სალომე ბაკურაძე, მებო ნუცუბიძე, ჯოჯო აბშილავა და თიკა მახალდიანი. წყნარი მუსიკით იყო გაფორმებული ქორწილი, ჩვენც შევასრულეთ სიმღერები და კარგად გავერთეთ.
იხილეთ წყვილის საქორწილო ცეკვა
თამარ ბოჭორშვილი