პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"
გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მე­გა­შო­უს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი ესე­მე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი­სა და ვიქ­ტორ ბურ­ჭუ­ლა­ძის წყვი­ლი და­სა­ხელ­და. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა პრი­ზად ბინა (სა­ბურ­თა­ლო­ზე) მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ფი­ნა­ლისტ წყვილს, კომ­პა­ნია "იბე­რია ჯგუ­ფის" მიერ გა­და­ცე­მუ­ლი პრი­ზი "ფოლკს­ვა­გენ ჯეტა" ТL-ს გა­და­ე­ცა. თა­ვად თი­ელ­მა კი მე­წყვი­ლეს, მზია ორ­ვე­ლაშ­ვილს თა­ვი­სი მხრივ, პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, "ნი­სა­ნის" პა­ტა­რა ხოჭო გა­დას­ცა.

"ამ­ბე­ბი.გე" სი­ურპრი­ზით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბულ თი­ე­ლის, იმა­ვე ლე­ვან ჩი­ჩუ­ას პარტნი­ორს, მზია ორ­ვე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი ჩემ­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ ვი­ტყვი, რომ წინა ორი სე­ზო­ნი ცუდი იყო, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იქაც იყო კარ­გი ეპი­ზო­დე­ბი, მაგ­რამ მა­შინ ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­ვაღ­წიე. ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა ყო­ფი­ლა. ვერც კი გად­მოვ­ცემ, იმ­დე­ნი ად­რე­ნა­ლი­ნი იყო გუ­შინ. ჯერ კი­დევ ნახ­ვერ­ფი­ნალ­ში რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ლე­ვა­ნი და მე გა­და­ვე­დით, მე უფრო გა­მოვ­ხა­ტე, ვიდ­რე ლე­ვან­მა. მოკ­ლედ, ვერც ავ­ხსნი ამ ყვე­ლა­ფერს, ისე­თი ემო­ცი­ე­ბი მაქვს... მე­ო­თხე სე­ზონ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა.

- მე­ო­თხე სე­ზო­ნი რომ და­ი­წყო, თუ იფიქ­რებ­დი, რომ ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბო­დი?

- 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ილ ვი­ყა­ვი-მეთ­ქი ამა­ში, რომ ვტქვა, - ასე არ ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე, ერთი დო­ნის მო­ნა­წი­ლე იყო, რომ­ლე­ბიც მე­გო­ნა, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ას გაგ­ვი­წევ­დნენ. მერე ხუ­თე­ულს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ვფიქ­რობ­დი, რომ ფი­ნა­ლის­ტო­ბის შან­სი გვქონ­და და აი, მოვ­ხვდით.

- თა­ვი­დან­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ლე­ვა­ნი პლას­ტი­კუ­რი ბი­ჭია, ცეკ­ვის ილე­თე­ბის ათ­ვი­სე­ბა არ უჭირ­და...

- პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მარ­თა­ლა ჩან­და, რომ კარ­გად ით­ვი­სებ­და ყვე­ლა­ფერს. მონ­დო­ბი­ლი იყო ჩემ­ზეც და ქო­რე­ოგ­რა­ფებ­ზეც. კმა­ყო­ფი­ლი ვარ ყო­ვე­ლი მისი რე­პე­ტი­ცი­ით. არ მახ­სოვს, უკ­მა­ყო­ფი­ლო წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი იქი­დან. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოძ­რა­ო­ბე­ბი უჭირ­და, მაგ­რამ რაც ლე­ვან­მა შეძ­ლო მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნურ "ფლა­მენ­კო­ში," მაგ ცეკ­ვას ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვერ ას­რუ­ლებს, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. არა­და, ნო­მერ­ში ბევ­რი ილე­თი თა­ვი­სი მო­გო­ნი­ლი იყო, ლა­მის ნა­ხე­ვა­რი ცეკ­ვაც...

- მზია, გუ­შინ, ბევ­რმა ისე გა­ი­გო, რომ მან სა­კუ­თა­რი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც რო­გორც მე­ო­რე ად­გილ­ზე გასუმა მი­ი­ღო, თითოს შენ გად­მოგ­ცა. არა­და, მან სრუ­ლი­ად სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩუ­ქა...

- თა­ვი­დან ყვე­ლას ასე გვე­გო­ნა, რად­გა­ნაც გა­სა­ღე­ბი რომ გა­დას­ცეს, მა­შინ­ვე თქვა, რომ მან­ქა­ნას მჩუქ­ნი­და... რე­ა­ლუ­რად რაც გა­ა­კე­თა, ასე­თი რამ არც ერთ სე­ზონ­ში არ მომ­ხდა­რა...

- ამ სი­ურპრი­ზის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დი?

- არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ასე ჩუ­მად რო­გორ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა­და, სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც მო­მი­ძღვნა, ისე ლა­მა­ზად იყო ბაფ­თე­ბით და ყვა­ვი­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი.

- რა მან­ქა­ნაა?

- "ნი­სა­ნის" პა­ტა­რა მო­დე­ლია, "ჟუკს" ჰგავს.

- ლე­ვანს აქვს ისე­თი ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მან­ქა­ნა გი­ყი­და?

- არა, უბ­რა­ლო ოჯა­ხის შვი­ლია. მოკ­ლედ, არც ვიცი და ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და. რომ ვუ­თხა­რი, - ლე­ვან, ეს დიდი სა­ჩუ­ქა­რია-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: შენ იმ­დე­ნი გა­მი­კე­თე, რომ მინ­დო­და, პა­ტი­ვი მე­ცაო. ახლა არც კი ვიცი, სა­მად­ლო­ბე­ლი რო­გორ გა­ვა­ვუ­ხა­დო.

- რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნი მარ­თლაც გა­ა­კე­თე მის­თვის, რომ მად­ლი­ე­რე­ბა ასე გა­მო­ხა­ტა.

- ვერ ვი­ტყვი, რომ გუ­გას და ოთარს ვერ გა­ვუ­გე, სა­მი­ვე მე­წყვი­ლეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ მე და ლე­ვანს პირ­ვე­ლი დღი­დან და-ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. თბი­ლი და კე­თი­ლია, მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი აქ ჯერ არ შემ­ხვედ­რია, მე­გობ­რუ­ლი, გამ­გე­ბი და მისი ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ვთქვი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ფი­ნა­ლამ­დე მი­ვიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. 

- ჰოდა, მი­იყ­ვა­ნე და მა­ნაც და­გი­ფა­სა... სა­შამ, შოუს ქო­რე­ოგ­რაფ­მა და შენ­მა მე­უღ­ლემ რა თქვა? ვფიქ­რობ, შრო­მისთვის ამ სა­ჩუქ­რით ორი­ვეს გა­და­გი­ხა­დათ მად­ლო­ბა.

- სა­მი­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი - დიმა, ალი­ო­ნა, საშა მარ­თლა სე­რი­ო­ზულ ენერ­გი­ას დე­ბენ კონ­კურ­სან­ტებ­ში...სა­მი­ვე გვეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ უმე­ტე­სად მა­ინც საშა. მე­უღ­ლეა და უნ­დო­და, კარ­გად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ არ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვექ­ცე­ო­და. უბ­რა­ლოდ, თუ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­მაგ­ვი­ან­დე­ბო­და, ის ამე­ცა­დი­ნებ­და... მაგ­რამ რად­გა­ნაც ქო­რე­ოგ­რა­ფის მე­უღ­ლე ვარ, ფი­ნალ­ში ამი­ტომ არ მოვ­ხვედ­რილ­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნად ხდე­ბა. საშა გა­მოშ­ტერ­და... მერე იმ­დენ­ჯერ ვუ­თხა­რით ლე­ვანს გუ­შინ მად­ლო­ბა, რომ ბო­ლოს გვი­თხრა, კარ­გით, ახ­ლაო (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"

გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"

ტელეკომპანია "იმედის" მეგაშოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა. რამდენიმეთვიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მაყურებელმა საკუთარი რჩეული ესემესების საშუალებით გამოავლინა. გამარჯვებულად მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილი დასახელდა. მარიამ კუბლაშვილმა პრიზად ბინა (საბურთალოზე) მიიღო. რაც შეეხება მეორე ფინალისტ წყვილს, კომპანია "იბერია ჯგუფის" მიერ გადაცემული პრიზი "ფოლკსვაგენ ჯეტა" ТL-ს გადაეცა. თავად თიელმა კი მეწყვილეს, მზია ორველაშვილს თავისი მხრივ, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, "ნისანის" პატარა ხოჭო გადასცა.

"ამბები.გე" სიურპრიზით სასიამოვნოდ გაოცებულ თიელის, იმავე ლევან ჩიჩუას პარტნიორს, მზია ორველაშვილს დაუკავშირდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. არ ვიტყვი, რომ წინა ორი სეზონი ცუდი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. იქაც იყო კარგი ეპიზოდები, მაგრამ მაშინ ფინალამდე ვერ მივაღწიე. ფინალში მოხვედრა სასწაული გრძნობა ყოფილა. ვერც კი გადმოვცემ, იმდენი ადრენალინი იყო გუშინ. ჯერ კიდევ ნახვერფინალში რომ გამოაცხადეს, რომ ლევანი და მე გადავედით, მე უფრო გამოვხატე, ვიდრე ლევანმა. მოკლედ, ვერც ავხსნი ამ ყველაფერს, ისეთი ემოციები მაქვს... მეოთხე სეზონმა ყველანაირად საოცარი წარმატება მომიტანა.

- მეოთხე სეზონი რომ დაიწყო, თუ იფიქრებდი, რომ ფინალში მოხვდებოდი?

- 100%-ით დარწმუნებუილ ვიყავი-მეთქი ამაში, რომ ვტქვა, - ასე არ ყოფილა, რადგანაც რამდენიმე, ერთი დონის მონაწილე იყო, რომლებიც მეგონა, რომ კონკურენციას გაგვიწევდნენ. მერე ხუთეულს რომ მივუახლოვდით, ვფიქრობდი, რომ ფინალისტობის შანსი გვქონდა და აი, მოვხვდით.

- თავიდანვე გამოიკვეთა, რომ ლევანი პლასტიკური ბიჭია, ცეკვის ილეთების ათვისება არ უჭირდა...

- პირველივე დღიდან მართალა ჩანდა, რომ კარგად ითვისებდა ყველაფერს. მონდობილი იყო ჩემზეც და ქორეოგრაფებზეც. კმაყოფილი ვარ ყოველი მისი რეპეტიციით. არ მახსოვს, უკმაყოფილო წამოვსულიყავი იქიდან. შეიძლება რაღაც მოძრაობები უჭირდა, მაგრამ რაც ლევანმა შეძლო მაგალითად, ესპანურ "ფლამენკოში," მაგ ცეკვას ბევრი პროფესიონალი ვერ ასრულებს, გაოცებული ვარ. არადა, ნომერში ბევრი ილეთი თავისი მოგონილი იყო, ლამის ნახევარი ცეკვაც...

- მზია, გუშინ, ბევრმა ისე გაიგო, რომ მან საკუთარი საჩუქარი, რომელიც როგორც მეორე ადგილზე გასუმა მიიღო, თითოს შენ გადმოგცა. არადა, მან სრულიად სხვა ავტომობილი გაჩუქა...

- თავიდან ყველას ასე გვეგონა, რადგანაც გასაღები რომ გადასცეს, მაშინვე თქვა, რომ მანქანას მჩუქნიდა... რეალურად რაც გააკეთა, ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა...

- ამ სიურპრიზის შესახებ არაფერი იცოდი?

- არაფერი ვიცოდი. ძალიან მაინტერესებს, ასე ჩუმად როგორ გააკეთა ეს ყველაფერი. არადა, საჩუქარი, რომელიც მომიძღვნა, ისე ლამაზად იყო ბაფთებით და ყვავილებით გაფორმებული, რომ გაოცებული ვუყურებდი.

- რა მანქანაა?

- "ნისანის" პატარა მოდელია, "ჟუკს" ჰგავს.

- ლევანს აქვს ისეთი ფინანსური საშუალება, რომ მანქანა გიყიდა?

- არა, უბრალო ოჯახის შვილია. მოკლედ, არც ვიცი და ვერ გავიგე, რა მოხდა. რომ ვუთხარი, - ლევან, ეს დიდი საჩუქარია-მეთქი, მიპასუხა: შენ იმდენი გამიკეთე, რომ მინდოდა, პატივი მეცაო. ახლა არც კი ვიცი, სამადლობელი როგორ გავავუხადო.

- როგორც ჩანს, იმდენი მართლაც გააკეთე მისთვის, რომ მადლიერება ასე გამოხატა.

- ვერ ვიტყვი, რომ გუგას და ოთარს ვერ გავუგე, სამივე მეწყვილესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მე და ლევანს პირველი დღიდან და-ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. თბილი და კეთილია, მისნაირი ადამიანი აქ ჯერ არ შემხვედრია, მეგობრული, გამგები და მისი ამ თვისებების გამო ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალამდე მივიყვანო-მეთქი. 

- ჰოდა, მიიყვანე და მანაც დაგიფასა... საშამ, შოუს ქორეოგრაფმა და შენმა მეუღლემ რა თქვა? ვფიქრობ, შრომისთვის ამ საჩუქრით ორივეს გადაგიხადათ მადლობა.

- სამივე ქორეოგრაფი - დიმა, ალიონა, საშა მართლა სერიოზულ ენერგიას დებენ კონკურსანტებში...სამივე გვეხმარებოდა, მაგრამ უმეტესად მაინც საშა. მეუღლეა და უნდოდა, კარგად გამოვსულიყავით, მაგრამ არ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გვექცეოდა. უბრალოდ, თუ რეპეტიციაზე დამაგვიანდებოდა, ის ამეცადინებდა... მაგრამ რადგანაც ქორეოგრაფის მეუღლე ვარ, ფინალში ამიტომ არ მოვხვედრილვართ. ყველაფერი ძალიან სამართლიანად ხდება. საშა გამოშტერდა... მერე იმდენჯერ ვუთხარით ლევანს გუშინ მადლობა, რომ ბოლოს გვითხრა, კარგით, ახლაო (სიცილით ამბობს)...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება