პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ მილიონს ფლობს ია ფარულავა და რა ქონება დარჩა მსახიობს წარუმატებელი ქორწინებებიდან
რამდენ მილიონს ფლობს ია ფარულავა და რა ქონება დარჩა მსახიობს წარუმატებელი ქორწინებებიდან

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ე­ბის სე­რი­ას, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და მდი­დარ ქარ­თვე­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვაა. რა ქო­ნე­ბას ფლობს და აქვს თუ არა ბიზ­ნე­სი, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რა არის თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- არა­ერ­თხელ ით­ქვა, თით­ქოს რა­ღაც ბიზ­ნეს­წი­ლებს ვფლობ, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ვარ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია. ერ­თმა ადა­მი­ან­მა ისიც კი მკი­თხა, Ambebi.ge ხომ შე­ნი­აო, რა­ზეც გა­მე­ცი­ნა. ახლა არ ვმუ­შა­ობ, ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტრაქ­ტე­ბია, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-თან მაქვს. თუ და­ი­წყო სექ­ტემ­ბრი­დან, ისევ ვიქ­ნე­ბი "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რი, წი­ნას­წარ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "რუს­თა­ვი 2"-დან და "იმე­დი­და­ნაც" კვი­რა­ში ერთხელ წა­მეყ­ვა­ნა გა­და­ცე­მა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უარი ვთქვი. არ შე­მიძ­ლია ასე მუ­შა­ო­ბა. მირ­ჩევ­ნია პრო­ექ­ტე­ბი, ჩემს ქმარ­საც აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და რა­ტომ უნდა ვიწ­ვა­ლო? რომ მი­ჭირ­დეს, დავ­თან­ხმდე­ბო­დი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა "დღის შოუს" წაყ­ვა­ნას დავ­თან­ხმდი, მჭირ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი და ამი­ტომ მი­ვი­ღე ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

- რამ­დენ ნუ­ლი­ა­ნია თქვე­ნი ხელ­ფა­სი?

- რა თქმა უნდა, სამ ნუ­ლი­ა­ნი.

- რა სა­ხის უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობთ?

- 3 სა­კუ­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მაქვს. ეს არის, ბან­კის მიერ მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი აბა­ნო­თუ­ბან­ში. რამ­დენ­ჯერ­მე შე­მომ­თა­ვა­ზეს მი­ლი­ო­ნი ამ სახ­ლში, მაგ­რამ ამ ფა­სად იმ სახ­ლის გა­ყიდ­ვა და­მე­ნა­ნა. ასე­ვე მაქვს პა­ტა­რა ბინა ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 85 ათას დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 250 000 დო­ლარს შე­ად­გენს. რას ვა­ქი­რა­ვებ და რა შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს, არ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი. ტა­რი­ელ­საც აქვს სამი ბინა და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. არ მი­ჭირს, მაგ­რამ იმ­დე­ნიც არ მაქვს, პა­რიზ­ში და მი­ლან­ში ვი­შო­პინ­გო და თავ­ზე და­ვიმ­ხო ყვე­ლა­ფე­რი.

- თქვე­ნი ქმრის ჰო­ნო­რა­რი რამ­დე­ნია?

- რამ­დე­ნი­მე ათას­ზეა სა­უ­ბა­რი. ტა­რი­ე­ლი ახ­ლაც გერ­მა­ნი­ა­შია მიწ­ვე­უ­ლი, კონ­ცერ­ტე­ბი აქვს. სამ თვე­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად ეპა­ტი­ჟე­ბი­ან კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ბოლო დროს დიდი პა­უ­ზა გა­მო­უ­ვი­და, რად­გან გია ყან­ჩე­ლის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ მი­ლი­ო­ნე­რი ვარ.

- რა მან­ქა­ნა გყავთ?

- არ მკი­თხოთ, აზ­რზე არ ვარ რა მან­ქა­ნა მყავს. "მერ­სე­დე­სის" მარ­კის რა­ღაც კარ­გი მო­დე­ლია. 2007 წლის მო­დე­ლია და ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით 22 000 დო­ლა­რად გავ­ყი­დი.

- ბან­კის ვალი თუ გაქვთ?

- არ მაქვს. 4 წლის წინ მქონ­და მან­ქა­ნის გამო კრე­დი­ტი აღე­ბუ­ლი. წე­სით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი კი უნდა მქონ­დეს. ჩემი მე­გო­ბა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­რის­კე, რის­კის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვაო, მაგ­რამ ვერ ვრის­კავ. შე­მიძ­ლია თუნ­დაც სას­ტუმ­როს გა­კე­თე­ბა აბა­ნო­თუ­ბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში, მაგ­რამ ვერ გავ­რის­კე. კი ვტო­ვებ გა­ბე­დუ­ლი და უში­შა­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, მაგ­რამ ბიზ­ნე­სი არ მეს­მის. ვცა­დე კრე­მე­ბის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მომ­ქონ­და, მაგ­რამ ისიც არ გა­მო­მი­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სხვას ვა­ჩუ­ქე. ავი­ღოთ თუნ­დაც ჩემი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან გა­პი­ა­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა იყი­დის, მხო­ლოდ ფე­ის­ბუქ­ზე 47 ათა­სი ფანი მყავს და ნა­ხე­ვარ­მა მა­ინც რომ შე­ი­ძი­ნოს, დიდი თან­ხა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვერ ვყი­დი, რად­გან ყვე­ლა სა­ჩუქ­რად და­ვა­რი­გე. მოკ­ლედ დე­ბი­ლი ვარ რა.

- წარ­ბე­ბის ფორ­მე­ბის ბიზ­ნე­სიც ამის გამო არ გა­მო­გი­ვი­დათ?

- ის ბიზ­ნე­სი არ იყო მო­გე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი. უფრო გარ­თო­ბა იყო. როცა ბიზ­ნეს­ლე­დი ხარ, უმო­წყა­ლო უნდა იყო, მე კი უა­რის თქმა არა­ფერ­ზე შე­მიძ­ლია, კე­თი­ლი ვარ და ასე ბიზ­ნე­სის აწყო­ბა არ გა­მო­ვა.

- ყო­ფი­ლი ქმრე­ბის­გან რა ქო­ნე­ბა დაგ­რჩათ?

- ყო­ფილ­მა ქმრებ­მა ნერ­ვე­ბის და­გლეჯ­ვის მეტი არა­ფე­რი და­მი­ტო­ვეს, იქეთ გამ­წე­წეს.

- ქველ­მოქ­მე­დი ხართ?

- არ მიყ­ვარს, როცა ქველ­მოქ­მე­დე­ბის აფი­ში­რე­ბას ახ­დე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. რაც შე­მიძ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კე­თებ. თუ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბა, მას­შიც აქ­ტი­უ­რად ვერ­თვე­ბი, სხვის გამო ყველ­გან შე­მიძ­ლია დავრე­კო, რა­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის გამო არ გა­ვა­კე­თებ. მგო­ნი ამით გა­მორ­ჩე­უ­ლი არ ვარ, უმე­ტე­სო­ბა ასე­თია.

რამდენ მილიონს ფლობს ია ფარულავა და რა ქონება დარჩა მსახიობს წარუმატებელი ქორწინებებიდან

რამდენ მილიონს ფლობს ია ფარულავა და რა ქონება დარჩა მსახიობს წარუმატებელი ქორწინებებიდან

Ambebi.ge გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელშიც ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ქართველებზე გიამბობთ. ამჯერად ჩვენი რესპოდენტი ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაა. რა ქონებას ფლობს და აქვს თუ არა ბიზნესი, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

- არაერთხელ ითქვა, თითქოს რაღაც ბიზნესწილებს ვფლობ, რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ერთმა ადამიანმა ისიც კი მკითხა, Ambebi.ge ხომ შენიაო, რაზეც გამეცინა. ახლა არ ვმუშაობ, ჩემი შემოსავლის წყარო სატელევიზიო კონტრაქტებია, რომელიც "რუსთავი 2"-თან მაქვს. თუ დაიწყო სექტემბრიდან, ისევ ვიქნები "ნიჭიერის" ჟიურის წევრი, წინასწარ დეტალებზე საუბარი არ მინდა.

მქონდა შემოთავაზება "რუსთავი 2"-დან და "იმედიდანაც" კვირაში ერთხელ წამეყვანა გადაცემა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვი. არ შემიძლია ასე მუშაობა. მირჩევნია პროექტები, ჩემს ქმარსაც აქვს შემოსავალი და რატომ უნდა ვიწვალო? რომ მიჭირდეს, დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას. რამდენიმე წლის წინ, როცა "დღის შოუს" წაყვანას დავთანხმდი, მჭირდებოდა სამსახური და ამიტომ მივიღე ის შემოთავაზება.

- რამდენ ნულიანია თქვენი ხელფასი?

- რა თქმა უნდა, სამ ნულიანი.

- რა სახის უძრავ ქონებას ფლობთ?

- 3 საკუთარი უძრავი ქონება მაქვს. ეს არის, ბანკის მიერ მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აბანოთუბანში. რამდენჯერმე შემომთავაზეს მილიონი ამ სახლში, მაგრამ ამ ფასად იმ სახლის გაყიდვა დამენანა. ასევე მაქვს პატარა ბინა ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც 85 ათას დოლარად არის შეფასებული და ორსართულიანი სახლი ნუცუბიძეზე, რომლის ღირებულებაც 250 000 დოლარს შეადგენს. რას ვაქირავებ და რა შემოსავალი მაქვს, არ დავკონკრეტდები. ტარიელსაც აქვს სამი ბინა და საკუთარი შემოსავალი. არ მიჭირს, მაგრამ იმდენიც არ მაქვს, პარიზში და მილანში ვიშოპინგო და თავზე დავიმხო ყველაფერი.

- თქვენი ქმრის ჰონორარი რამდენია?

- რამდენიმე ათასზეა საუბარი. ტარიელი ახლაც გერმანიაშია მიწვეული, კონცერტები აქვს. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად ეპატიჟებიან კონცერტების ჩასატარებლად. ბოლო დროს დიდი პაუზა გამოუვიდა, რადგან გია ყანჩელის პროექტზე მუშაობდა. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ მილიონერი ვარ.

- რა მანქანა გყავთ?

- არ მკითხოთ, აზრზე არ ვარ რა მანქანა მყავს. "მერსედესის" მარკის რაღაც კარგი მოდელია. 2007 წლის მოდელია და ახლანდელი მდგომარეობით 22 000 დოლარად გავყიდი.

- ბანკის ვალი თუ გაქვთ?

- არ მაქვს. 4 წლის წინ მქონდა მანქანის გამო კრედიტი აღებული. წესით საკუთარი ბიზნესი კი უნდა მქონდეს. ჩემი მეგობარი ბიზნესმენი ქალბატონები მეუბნებიან, გარისკე, რისკის გარეშე არაფერი გამოვაო, მაგრამ ვერ ვრისკავ. შემიძლია თუნდაც სასტუმროს გაკეთება აბანოთუბანში მდებარე სახლში, მაგრამ ვერ გავრისკე. კი ვტოვებ გაბედული და უშიშარი ქალის შთაბეჭდილებას, მაგრამ ბიზნესი არ მესმის. ვცადე კრემების ბიზნესი, რომელიც საზღვარგარეთიდან შემომქონდა, მაგრამ ისიც არ გამომივიდა. აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი სხვას ვაჩუქე. ავიღოთ თუნდაც ჩემი წიგნი, რომელიც ახლა ძალიან გაპიარებულია, ყველა იყიდის, მხოლოდ ფეისბუქზე 47 ათასი ფანი მყავს და ნახევარმა მაინც რომ შეიძინოს, დიდი თანხა იქნება, მაგრამ ვერ ვყიდი, რადგან ყველა საჩუქრად დავარიგე. მოკლედ დებილი ვარ რა.

- წარბების ფორმების ბიზნესიც ამის გამო არ გამოგივიდათ?

- ის ბიზნესი არ იყო მოგებაზე გათვლილი. უფრო გართობა იყო. როცა ბიზნესლედი ხარ, უმოწყალო უნდა იყო, მე კი უარის თქმა არაფერზე შემიძლია, კეთილი ვარ და ასე ბიზნესის აწყობა არ გამოვა.

- ყოფილი ქმრებისგან რა ქონება დაგრჩათ?

- ყოფილმა ქმრებმა ნერვების დაგლეჯვის მეტი არაფერი დამიტოვეს, იქეთ გამწეწეს.

- ქველმოქმედი ხართ?

- არ მიყვარს, როცა ქველმოქმედების აფიშირებას ახდენენ ადამიანები. რაც შემიძლია მაქსიმალურად ვაკეთებ. თუ საქველმოქმედო კონცერტი ტარდება, მასშიც აქტიურად ვერთვები, სხვის გამო ყველგან შემიძლია დავრეკო, რასაც საკუთარი თავის გამო არ გავაკეთებ. მგონი ამით გამორჩეული არ ვარ, უმეტესობა ასეთია.

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა