საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"
ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რის და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის რო­მან­ზე მთე­ლი თბი­ლი­სი ალა­პა­რაკ­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გახ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­სულ სე­ზონ­ზე გა­იც­ნო, სა­დაც გი­ორ­გი და ჯუ­ლი­ა­ნა მე­წყვი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ.

თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მათ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ჯუ­ლი­ა­ნა მა­შინ ამ­ბობ­და, რომ გი­ორ­გი მას არ ეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და, პი­რი­ქით, მსა­ხი­ობ­თან და მის მე­უღ­ლეს­თან, ანი ჩიკ­ვი­ლა­ძეს­თან კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის სა­წინ­და­რი გახ­და და თუ მო­ა­რულ ხმებს და­ვუ­ჯე­რებთ, ჯუ­ლი­ა­ნა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე შე­მოდ­გო­მა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რე­ბენ.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მსა­ხი­ობ­მა ჯუ­ლი­ა­ნას გამო ცოლი სახ­ლი­დან გა­აგ­დო. თუმ­ცა ჭო­რის გა­და­მოწ­მე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ვერ შევ­ძე­ლით. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ გი­ორ­გის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ერე­ვი­ან.

ანი ჩიკ­ვი­ლა­ძე გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის მე­ო­რე ცო­ლია, მა­ნამ­დე ის კრის­ტი ყიფ­ში­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­ტაშ­კა ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ობს ნა­ნატ­რი ვაჟი ჰყავს, პა­ტა­რა ალექ­სან­დრე რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ერთხელ უყ­ვარ­და, მა­შინ როცა 15 წლის იყო. მას შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არა­ვის­ზე ყო­ფი­ლა. გი­ორ­გი და ჯუ­ლი­ა­ნა უკვე აღარ ერი­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ერ­თად გა­მო­ჩე­ნას. ისი­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად ხში­რად და­დი­ან გა­სარ­თო­ბად. Ambebi.ge ჯუ­ლი­ა­ნას და­უ­კავ­შირ­და:

- ჯუ­ლი­ა­ნა, მარ­თლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ შენ და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე?

- არ ვა­პი­რებ ამ თე­მა­ზე არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას. ეს ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა და არ მინ­და ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი.

- ჭო­რია თუ მარ­თა­ლი, ეს მა­ინც გვი­თხა­რი?

- მგო­ნი უკვე გი­პა­სუ­ხეთ.

- მარ­თლა და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებთ შენ და გი­ორ­გი?

- აღარ გი­პა­სუ­ხებთ არც ერთ კი­თხვა­ზე, მე არ ვა­პი­რებ და­ქორ­წი­ნე­ბას და გი­ორ­გი არ ვიცი. მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვარ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"

ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"

ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონზე გაიცნო, სადაც გიორგი და ჯულიანა მეწყვილეები იყვნენ.

თითქმის მთელი საქართველო მათ გულშემატკივრობდა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს. ჯულიანა მაშინ ამბობდა, რომ გიორგი მას არ ეფლირტავებოდა, პირიქით, მსახიობთან და მის მეუღლესთან, ანი ჩიკვილაძესთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეგობრობა სიყვარულის საწინდარი გახდა და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ჯულიანა და გიორგი ყიფშიძე შემოდგომაზე დაქორწინებასაც აპირებენ.

იმასაც ამბობენ, რომ მსახიობმა ჯულიანას გამო ცოლი სახლიდან გააგდო. თუმცა ჭორის გადამოწმება გიორგი ყიფშიძესთან ვერ შევძელით. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ გიორგის პირად ცხოვრებაში არ ერევიან.

ანი ჩიკვილაძე გიორგი ყიფშიძის მეორე ცოლია, მანამდე ის კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ნატაშკა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან მსახიობს ნანატრი ვაჟი ჰყავს, პატარა ალექსანდრე რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩნდა.

ჯულიანა ბარ-გნარი ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით არასდროს გამოირჩეოდა, ერთხელ უყვარდა, მაშინ როცა 15 წლის იყო. მას შემდეგ სერიოზულად შეყვარებული არავისზე ყოფილა. გიორგი და ჯულიანა უკვე აღარ ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სხვა კონკურსანტებთან ერთად ხშირად დადიან გასართობად. Ambebi.ge ჯულიანას დაუკავშირდა:

- ჯულიანა, მართლა შეყვარებულები ხართ შენ და გიორგი ყიფშიძე?

- არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა ხმამაღლა საუბარი.

- ჭორია თუ მართალი, ეს მაინც გვითხარი?

- მგონი უკვე გიპასუხეთ.

- მართლა დაქორწინებას აპირებთ შენ და გიორგი?

- აღარ გიპასუხებთ არც ერთ კითხვაზე, მე არ ვაპირებ დაქორწინებას და გიორგი არ ვიცი. მთავარია, ბედნიერი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება