პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები
რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები

ლელა წურ­წუ­მია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. ამ­ბო­ბენ, სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სიც აქ­ვსო, მაგ­რამ მის­მა მე­უღ­ლემ, პრო­დუ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა. Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ქო­ნე­ბას ფლობს ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი.

- რა არის თქვე­ნი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი?

- ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ შოუ-ბიზ­ნე­სია, სხვა შე­მო­სა­ვა­ლი და ბიზ­ნე­სი ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვაჩ­ნია. გვქონ­და გეგ­მე­ბი, მაგ­რამ ცალ­კე ბიზ­ნე­სის გა­კე­თე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, თუ შევ­ძლებთ ამას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ. სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს არ ჯო­ბია არა­ფე­რი. საკ­მა­ოდ არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გვაქვს, ეს მოწ­ვე­ვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ადრე ჭო­რა­ობ­დნენ, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში არ ვყო­ფილ­ვართ გა­ფორ­მე­ბუ­ლი და არას­დროს აგ­ვი­ღია ხელ­ფა­სი. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ყო­ველ­თვის აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­მო­სა­ვალ­ზე. მთავ­რო­ბის შეც­ვლით ჩვენ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხაა სა­ჭი­რო კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რომ მო­ვიწ­ვი­ოთ ლელა წურ­წუ­მია?

- ბევ­რი (იცი­ნის).

- და­ახ­ლო­ე­ბით 8 ათა­სი თუ 10 ათა­სი?

- ხან რო­გორ, ხან რო­გორ. ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

- ყვე­ლა ვარ­სკვლავს აქვს სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი და ჰო­ნო­რა­რის გარ­და, რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვს ლელა წურ­წუ­მი­ას?

- კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მოწ­ვე­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. უბ­რა­ლოდ, გა­ცი­ლე­ბით მეტი არის ანა­ზღა­უ­რე­ბა, თუ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან გვაქვს მოწ­ვე­ვა. ჰო­ნო­რარს ემა­ტე­ბა კარ­გი სას­ტუმ­რო და ბიზ­ნეს კლა­სის ბი­ლე­თე­ბი. როცა სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მიგ­ვი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჰო­ნო­რა­რი 3000-დან 5000 ლა­რამ­დე გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვი­რი­ცხავ­დნენ.

- 3000-დან 5000 ლა­რამ­დე რო­მელ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­და­გი­ხა­დეს?

- ეს იყო თბი­ლი­სო­ბის და სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა­ში მი­ვი­ღეთ ამ­დე­ნი ჰო­ნო­რა­რი.

- რამ­დე­ნი სახ­ლი გაქვთ?

- ორი ბინა გვაქვს, ერთი - 180 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და მე­ო­რე 80 კვად­რა­ტუ­ლი. ორი­ვე ვა­კე­ში მდე­ბა­რე­ობს. ასე­ვე გვაქვს 1000 კვ/მ მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში. გა­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბით.

- რა მან­ქა­ნა გყავთ?

- გვყავს 2009 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "პრა­დოს" ჯიპი. შავი ფე­რის.

- ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი ქვეყ­ნებ­ში გიწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე?

- ის­რა­ე­ი­ლი­დან და რუ­სე­თი­დან გვაქვს ხში­რად მოწ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ რუ­სე­თი 6 წე­ლია ვი­ზა­ზე უარს გვე­უბ­ნე­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი, არ ვიცი, იმე­დია მოგ­ვარ­დე­ბა ეს პრობ­ლე­მა. ადრე, როცა რუ­სეთ­თან მი­მოს­ვლის პრობ­ლე­მა არ იყო, პრაქ­ტი­კუ­ლად სულ თვითმფრი­ნავ­ში ვი­ყა­ვით. ახლა თვე­ში ერთი ან ორი მოწ­ვე­ვა გვაქვს.

- ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახი კა­ლა­ძის ბავ­შვის ნათ­ლო­ბა­ში ლე­ლამ იმ­ღე­რა, რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­დეს ჰო­ნო­რა­რი?

- კა­ხის ვიც­ნობთ, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ. ბავ­შვის ნათ­ლო­ბა­ში ჰო­ნო­რა­რის გა­რე­შე ვიმ­ღე­რეთ. თუ სწო­რად მახ­სოვს, 2011 წელი იყო და ჯერ კი­დევ არ იყო მა­შინ მი­ნის­ტრი.

- ეწე­ვით თუ არა ქველ­მოქ­მე­დე­ბას?

- ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა ჩვე­ნი ოჯა­ხი, მაგ­რამ ამას რეკ­ლა­მის გა­რე­შე ვა­კე­თებთ ყო­ველ­თვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები

რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები

ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია. ამბობენ, სიმღერის პარალელურად, საკუთარი ბიზნესიც აქვსო, მაგრამ მისმა მეუღლემ, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა ქონებას ფლობს ქართული ესტრადის ვარსკვლავი.

- რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

- ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ შოუ-ბიზნესია, სხვა შემოსავალი და ბიზნესი ნამდვილად არ გაგვაჩნია. გვქონდა გეგმები, მაგრამ ცალკე ბიზნესის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, თუ შევძლებთ ამას, აუცილებლად გაგაგებინებთ. სტაბილურ შემოსავალს არ ჯობია არაფერი. საკმაოდ არასტაბილური შემოსავალი გვაქვს, ეს მოწვევებზეა დამოკიდებული. როგორც ადრე ჭორაობდნენ, არცერთ სახელმწიფო სამსახურში არ ვყოფილვართ გაფორმებული და არასდროს აგვიღია ხელფასი. ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის აისახება ადამიანის შემოსავალზე. მთავრობის შეცვლით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა.

- დაახლოებით რა თანხაა საჭირო კორპორატიულ ღონისძიებაზე რომ მოვიწვიოთ ლელა წურწუმია?

- ბევრი (იცინის).

- დაახლოებით 8 ათასი თუ 10 ათასი?

- ხან როგორ, ხან როგორ. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

- ყველა ვარსკვლავს აქვს საკუთარი მოთხოვნები და ჰონორარის გარდა, რა მოთხოვნები აქვს ლელა წურწუმიას?

- კორპორატიული მოწვევების ინფორმაცია კონფიდენციალურია. უბრალოდ, გაცილებით მეტი არის ანაზღაურება, თუ საზღვარგარეთიდან გვაქვს მოწვევა. ჰონორარს ემატება კარგი სასტუმრო და ბიზნეს კლასის ბილეთები. როცა სახელმწიფო ღონისძიებებზე მიგვიღია მონაწილეობა, ჰონორარი 3000-დან 5000 ლარამდე განისაზღვრებოდა, რომელსაც ოფიციალურად გვირიცხავდნენ.

- 3000-დან 5000 ლარამდე რომელ სახელმწიფო კონცერტებზე გადაგიხადეს?

- ეს იყო თბილისობის და საახალწლო კონცერტები. რამდენიმე სიმღერაში მივიღეთ ამდენი ჰონორარი.

- რამდენი სახლი გაქვთ?

- ორი ბინა გვაქვს, ერთი - 180 კვადრატული მეტრია და მეორე 80 კვადრატული. ორივე ვაკეში მდებარეობს. ასევე გვაქვს 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი წყნეთში. გაჩერებული მშენებლობით.

- რა მანქანა გყავთ?

- გვყავს 2009 წელს გამოშვებული "პრადოს" ჯიპი. შავი ფერის.

- ძირითადად რომელი ქვეყნებში გიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე?

- ისრაეილიდან და რუსეთიდან გვაქვს ხშირად მოწვევები, მაგრამ რუსეთი 6 წელია ვიზაზე უარს გვეუბნება. რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი, იმედია მოგვარდება ეს პრობლემა. ადრე, როცა რუსეთთან მიმოსვლის პრობლემა არ იყო, პრაქტიკულად სულ თვითმფრინავში ვიყავით. ახლა თვეში ერთი ან ორი მოწვევა გვაქვს.

- ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ბავშვის ნათლობაში ლელამ იმღერა, რამდენი გადაუხადეს ჰონორარი?

- კახის ვიცნობთ, ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ბავშვის ნათლობაში ჰონორარის გარეშე ვიმღერეთ. თუ სწორად მახსოვს, 2011 წელი იყო და ჯერ კიდევ არ იყო მაშინ მინისტრი.

- ეწევით თუ არა ქველმოქმედებას?

- ქველმოქმედებას ეწევა ჩვენი ოჯახი, მაგრამ ამას რეკლამის გარეშე ვაკეთებთ ყოველთვის.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს