ლევან ჯავახიშვილის რიგით მეორე ქორწინებამ ხმაურით ჩაიარა. ტელეწამყვანის სიხარული ქართული ტელესივრცისა და შოუბიზნესის ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა. საზეიმოდ გამოწყობილი სტუმრები სიამოვნებით პოზირებდნენ როგორც ფოტოგრაფებთან, აგრეთვე საკუთარ მობილურ ტელეფონებთან, შედეგად "სელფების" მთელი სერია მივიღეთ (იხილეთ გალერეა).
ქორწილს, რომელიც ჯავახიშვილმა თბილისში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში გადაიხადა, პროფესიონალური ტელე-კამერებით იღებდნენ, მათ შორის ე.წ. "კრანით". სტუმართა შორის კი სატელევიზიო შოუს, "ორი ვარსკვლავის" თითქმის ყველა მონაწილე და ტელე-იმედის თითქმის ყველა ცნობილი სახე იყო. აღსანიშნავია, რომ სტუმართა შორის კონკურენტი ტელევიზიის სახეებსაც იხილავდით "რუსთავი 2"-დან.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის ტელეწამყვანის მეორე ცოლი