სკანდალი იმედზე: რატომ დატოვა მიშა მესხმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დემონსტრაციულად - "არ მინდა ეს "სიაფანდი" შედეგები"

სკანდალი იმედზე: რატომ დატოვა მიშა მესხმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დემონსტრაციულად - "არ მინდა ეს "სიაფანდი" შედეგები"

19 ივნისს "იმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური გაიმართა. პატარა ცვლილება იყო შოუში: ახალი წესების მიხედვით, დარჩენილმა ოთხმა წყვილმა ერთი ცეკვა ძველ პარტნიორთან შეასრულა, ხოლო მეორე - ახალ პარტნიორთან.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებად მარიამ კუბლაშვილი და მიშა მესხი დასახელდნენ. თუმცა, სანამ გამოცხადდებოდა, ვინ დატოვა პროექტი, მიშა მესხმა ხალხს მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას გულშემატკივრობისთვის და შემდეგ პროტესტის ნიშნად შოუ დატოვა.

"დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობდა, რა... იმიტომ, რომ ნამდვილად დავიღალე თან, თან რაღაცა... არ მინდა ამაზე ლაპარაკი... ამას დავუსვათ "ტოჩკა"... არ მინდა ეს "სიაფანდი" შედეგები", - განაცხადა მიშა მესხმა ყველასგან მოულოდნელად.

ჟიურის წევრი ინგა გრიგოლია შეეცადა გაეგო, თუ რას გულისხმობდა მიშა მესხი, როდესაც შოუს დემონსტრაციულად ტოვებდა. გრიგოლიას პასუხი არ მიუღია; მსახიობი მხოლოდ იმას იმეორებდა დაჟინებით, რომ "არ უნდა ყველაფერი ილაპარაკოს". ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მიშა მესხმა სატელევიზიო შოუ დატოვა, თუმცა ბუნდოვანია მოტივი, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება შედეგების გამოცხადებამდე მიიღო.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება