პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები
ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები

შეძ­ლე­ბუ­ლი, სიმ­პა­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა გო­გო­ნას ოც­ნე­ბაა და ამ მხრივ, არც ქარ­თვე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი. ზოგს უმარ­თლებს, ზოგს - არა. Ambebi.ge წარ­მო­გიდ­გენთ ერ­თგვარ სარ­ფი­ან ქორ­წი­ნე­ბებს, რო­მელ­მაც ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე, "მის სა­ქარ­თვე­ლო 2008"

"მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნად თხოვ­დე­ბი­ან. მაგ­რამ არა­ვის გა­უ­მარ­თლა ისე, რო­გორც ეს 2008 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. ის ცო­ლად გაჰ­ყვა ბიზ­ნეს­მენ კობა ნა­ყო­ფი­ას ვაჟს, ნიკა ნა­ყო­ფი­ას. ნი­კამ და ხა­თუ­ნამ გაც­ნო­ბი­დან 3 თვე­ში იქორ­წი­ნეს. "მის სა­ქარ­თვე­ლო" მი­იჩ­ნევს, რომ გა­თხო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იყო, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­და­უდ­გამს. კობა ნა­ყო­ფი­ამ ვაჟს გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სტამ­ბულ­ში, სას­ტუმ­რო "კემ­პინ­სკში" გა­და­უ­ხა­და. ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც კი გა­ემ­გზავ­რაო. ხა­თუ­ნას ქორ­წილ­ში D&G-ს მიერ შე­კე­რი­ლი კაბა ეცვა. წყვილ­მა ჯვა­რი სტამ­ბულ­ში მდე­ბა­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მა­მა­ომ ქარ­თულ ენა­ზე აღას­რუ­ლა, მგა­ლობ­ლებ­მა კი ბერ­ძნუ­ლად იგა­ლო­ბეს. წყვილს პა­ტა­რა ვაჟი ჰყავს და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვს.

თე­ო­ნა ჩარ­კვი­ა­ნი

სარ­ფი­ა­ნად გა­თხოვ­და "მის სა­ქარ­თვე­ლო 2007"-ის კონ­კურ­სან­ტი თე­ო­ნა ჩარ­კვი­ა­ნი. ის ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი კო­დუ­ას გაჰ­ყვა ცო­ლად, ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა­ნე­თი ია კიწ­მარ­შვილ­მა გა­აც­ნო. გი­ორ­გის თე­ო­ნა თა­ვი­დან­ვე მო­ე­წო­ნა და დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გუ­ლის მო­გე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. შემ­დეგ კი ქუ­თა­ის­ში ჩა­ვი­და თე­ო­ნას მშობ­ლებ­თან და ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ თე­ო­ნამ მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. თე­ო­ნას და გი­ორ­გის 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. რო­მელ­საც ბე­ბი­ის, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ შე­ურ­ჩი­ეს სა­ხე­ლი და ლუ­ლუს ეძა­ხი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც გავ­რცელ­და ხმე­ბი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რი აღ­მოჩ­ნდა.

ლიკა ევ­გე­ნი­ძე

დათო ევ­გე­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ევ­გე­ნი­ძე 2012 წელს თე­მურ ალა­სა­ნი­ას ვაჟ­ზე, ნიკა ალა­სა­ნი­ა­ზე გა­თხოვ­და. ნი­კამ ლი­კას კი­ევ­ში სთხო­ვა ცო­ლო­ბა, და­ქორ­წინ­დნენ და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც სან­დრა რუ­ლოვ­სიც იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად. ლიკა ევ­გე­ნი­ძის ქმა­რი, ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე წყვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, ლიკა რუს­თა­ვი 2-ზე "შუ­ა­დღის" წამ­ყვა­ნი იყო. მაგ­რამ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ნიუ-იორკში ცხოვ­რე­ბა აირ­ჩია და ახლა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ცხოვ­რო­ბენ.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე გა­თხოვ­და. ბაჩო ბიზ­ნეს­მე­ნია, გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვი­ლია. ლე­ლაც სა­სურ­ველ სა­პა­ტარ­ძლოდ ით­ვლე­ბო­და თბი­ლის­ში, მაგ­რამ მისი გუ­ლის მო­გე­ბას მა­მა­კა­ცე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ. ლე­ლამ და ბა­ჩომ ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს, ბაჩო დიდ­ხანს ცდი­ლობ­და მსა­ხი­ო­ბის გუ­ლის მო­გე­ბას, ბო­ლოს ეს შეძ­ლო კი­დეც და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ამ­ჟა­მად ბავ­შვს ელო­დე­ბა.

ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე

მსა­ხი­ო­ბი ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე 8 წლის წინ ჰო­ლო­ვუ­დი­დან წა­მო­ვი­და და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა. გუკა ვახ­ტანგ და მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ვა­ჟია. ნუ­ცას ამე­რი­კა­ში კარ­გი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კი­ნოს­ტუ­დი­ის გა­კე­თე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნებ ოს­კა­რო­სა­ნიც გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ არ ნა­ნობს. გუ­კას და ნუ­ცას 8 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნეს, გან­სა­კუთ­რე­ბით შარ­შან, როცა კერ­ვა­ლიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა და ოჯახს ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა მო­უხ­და, მაგ­რამ წყვი­ლი არ და­შო­რე­ბუ­ლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები

ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები

შეძლებული, სიმპატიური და წარმატებული მამაკაცის გვერდით ცხოვრება, ალბათ, ყველა გოგონას ოცნებაა და ამ მხრივ, არც ქართველი მანდილოსნები არიან გამონაკლისი. ზოგს უმართლებს, ზოგს - არა. Ambebi.ge წარმოგიდგენთ ერთგვარ სარფიან ქორწინებებს, რომელმაც ცნობილი ქალების სიყვარული და ფინანსური უზრუნველყოფა გააერთიანა.

ხათუნა სხირტლაძე, "მის საქართველო 2008"

"მის საქართველოს" ტიტულის მფლობელები ყველაზე სარფიანად თხოვდებიან. მაგრამ არავის გაუმართლა ისე, როგორც ეს 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულის, ხათუნა სხირტლაძის შემთხვევაში მოხდა. ის ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟს, ნიკა ნაყოფიას. ნიკამ და ხათუნამ გაცნობიდან 3 თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. წყვილს პატარა ვაჟი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.

თეონა ჩარკვიანი

სარფიანად გათხოვდა "მის საქართველო 2007"-ის კონკურსანტი თეონა ჩარკვიანი. ის ბიზნესმენ გიორგი კოდუას გაჰყვა ცოლად, ამბობენ, რომ ერთმანეთი ია კიწმარშვილმა გააცნო. გიორგის თეონა თავიდანვე მოეწონა და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მისი გულის მოგება მაინც მოახერხა. შემდეგ კი ქუთაისში ჩავიდა თეონას მშობლებთან და ქალიშვილის ხელი ოფიციალურად სთხოვა. გათხოვების შემდეგ თეონამ მოდელობას თავი დაანება, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. თეონას და გიორგის 4 წლის ქალიშვილი ჰყავს. რომელსაც ბებიის, ლაურა ღაჭავას საპატივცემულოდ შეურჩიეს სახელი და ლულუს ეძახიან. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მათი დაშორების შესახებაც გავრცელდა ხმები, თუმცა ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.

ლიკა ევგენიძე

დათო ევგენიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე 2012 წელს თემურ ალასანიას ვაჟზე, ნიკა ალასანიაზე გათხოვდა. ნიკამ ლიკას კიევში სთხოვა ცოლობა, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდნენ. გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს, სადაც სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა სტუმრად. ლიკა ევგენიძის ქმარი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილია. რამდენიმე წლის მანძილზე წყვილი თბილისში ცხოვრობდა, ლიკა რუსთავი 2-ზე "შუადღის" წამყვანი იყო. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წყვილმა ნიუ-იორკში ცხოვრება აირჩია და ახლა მანჰეტენზე ცხოვრობენ.

ლელა მებურიშვილი

ცნობილი მსახიობი ლელა მებურიშვილი, რამდენიმე თვის წინ ბაჩო საგანელიძეზე გათხოვდა. ბაჩო ბიზნესმენია, განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ძმისშვილია. ლელაც სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა თბილისში, მაგრამ მისი გულის მოგებას მამაკაცები ვერ ახერხებდნენ. ლელამ და ბაჩომ ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს, ბაჩო დიდხანს ცდილობდა მსახიობის გულის მოგებას, ბოლოს ეს შეძლო კიდეც და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს. ახალგაზრდა წყვილი ამჟამად ბავშვს ელოდება.

ნუცა კუხიანიძე

მსახიობი ნუცა კუხიანიძე 8 წლის წინ ჰოლოვუდიდან წამოვიდა და საკუთარი ცხოვრება გუკა რჩეულიშვილს დაუკავშირა. გუკა ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების ვაჟია. ნუცას ამერიკაში კარგი კარიერა ჰქონდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თბილისში დაბრუნება და გუკა რჩეულიშვილთან ერთად კინოსტუდიის გაკეთება ამჯობინა. არ გამორიცხავს, რომ ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში, იქნებ ოსკაროსანიც გამხდარიყო, მაგრამ გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ არ ნანობს. გუკას და ნუცას 8 წლის ქალიშვილი ჰყავთ. თანაცხოვრების მანძილზე არაერთი კრიზისული პერიოდი გადაიტანეს, განსაკუთრებით შარშან, როცა კერვალიშვილების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ოჯახს ქონების გაყიდვა მოუხდა, მაგრამ წყვილი არ დაშორებულა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება