პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"
თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ეპა­ტა­ჟუ­რი მუ­სი­კო­სი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეა. თე­ო­ნას რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და და პრო­ექ­ტის, "ორი ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის წევ­რი გახ­და.

- თე­ო­ნა, ვიცი რომ ეს სამი თვე ყო­ველ კვი­რას გი­წევ­და რუ­სეთ­ში წას­ვლა, "ორი ვარ­სკვლა­ვის­თვის" კი ისევ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­დი, რთუ­ლი იყო ამ გრა­ფიკ­ში ცხოვ­რე­ბა?

- ჩემ­თვის ისე­თი ორ­გა­ნუ­ლია ფრე­ნა, მე­გო­ნა ამ რიტმს გა­ვუძ­ლებ­დი, მაგ­რამ და­ვი­ღა­ლე, 3 დღე მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი, 4 დღე - თბი­ლის­ში. ბოლო ერთი თვე გა­უ­საძ­ლი­სი იყო, მოს­კოვ­ში მინ­დო­და, ბავ­შვებ­თან, სახ­ლში და სა­ერ­თოდ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა აღარ მინ­დო­და. თან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­გა­ტივ­თან შერ­კი­ნე­ბას ნერ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. ყვე­ლას ვუყ­ვარ­ვარ მოს­კოვ­ში. 21 წე­ლია არ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ ვი­ცო­დი, რა დამ­ხვდე­ბო­და. მზად ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ 99 კარ­გი იქ­ნე­ბო­და და 1 ცუდი, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. პირ­და­პი­რო­ბა თურ­მე დიდი დე­ფი­ცი­ტი ყო­ფი­ლა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­და­პი­რო­ბა, უზ­რდე­ლო­ბა­ში არ გა­და­დო­დეს, მაგ­რამ შენი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა უნდა შე­გეძ­ლოს. მე ჩემი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო ვი­ყა­ვი მოწ­ვე­უ­ლი პრო­ექ­ტში. არ შე­იძ­ლე­ბა აღ­მიქ­ვა მხო­ლოდ პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეპა­ტაჟს ეძებს. იმ­დე­ნი რამე გა­ვა­კე­თე, რო­გორც მუ­სი­კოს­მა და პი­როვ­ნე­ბამ, მე ეპა­ტა­ჟი არ მჭირ­დე­ბა. არ ვე­ძებ ეპა­ტაჟს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეს არ მო­ი­ტანს დი­ვი­დენ­დს. პი­ა­რი პი­ა­რის­თვის ჩემ­თვის უაზ­როა, თუ პი­არს ფული არ მო­აქვს, უინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის.

- შენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, მახ­სენ­დე­ბა ქარ­თლის დე­და­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა..

- ეგ ფრა­ზა კონ­ტექ­სტი­დან იყო ამოგ­ლე­ჯი­ლი რეკ­ლა­მის­თვის. გა­მაკ­ვირ­ვა ხალ­ხის რე­აქ­ცი­ამ, ვინც გა­და­ცე­მა არც ნახა და ამ ფრა­ზა­ზე გა­ხურ­და. მე ვთვლი, ამ ფრა­ზა­ში არ იყო ექ­სტრი­მი, ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის ეს ფრა­ზა. უკვე 25 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებ­მა იმარ­ჯვეს და კა­ცე­ბი წა­მო­კოტ­რი­ალ­დნენ ტახ­ტზე. მე ვხედვ რუ­სეთ­ში, გზა­ზე, რეს­ტორ­ნებ­ში და­საქ­მე­ბულ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ კა­ცებს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი კაცი არ მი­ნა­ხავს. ქარ­თველ კა­ცია ზარ­მა­ცია, ურ­ჩევ­ნია თვი­თონ წა­მო­კოტ­რი­ალ­დეს და ცოლი გა­უშ­ვას სა­მუ­შა­ოდ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მერე, რო­გო­რი სუს­ტიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­მა­კა­ცი, ოჯა­ხი მის­გან კულტს ქმნი­და და ყვე­ლას სჯე­რო­და, რომ ეს იყო ნა­ხევ­რად ღმერ­თი. კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცის მი­მართ. დედა, ბე­ბია და ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა ცოლს რჩე­ბა და სა­წყა­ლი ცოლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ამა­ზე "პა­ხა­ობს". მე არ ვთვლი, რომ ბიჭ­მა უნდა და­რე­ცხოს ჭურ­ჭე­ლი, ეს არ არის ლა­მა­ზი. მაგ­რამ რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი მოვ­დი­ვარ, არა­სო­დეს არ მხვდე­ბა ჭურ­ჭე­ლი გა­სა­რე­ცხი, ჩემი ქმა­რი ამას ისე გა­ა­კე­თებს, თხოვ­ნაც არ დას­ჭირ­დე­ბა. მეც და­ვა­ყე­ნებ ახალ ნა­თუ­რას, თუ ქმა­რი სახ­ლში არ არის.

- რითი სჯო­ბია რუსი კაცი ქარ­თველს?

- რუსი ქარ­თველ­ზე უკე­თე­სია ჩემ­თვის. როცა კარ­ტო­ფილს შე­უწ­ვავ, მად­ლო­ბას გე­უბ­ნე­ბა. ქარ­თველ მა­მა­კაცს, როცა მე­უღ­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მოჰ­ყავს 30 კაცი სახ­ლში, ამა­ზე მად­ლო­ბას არ გე­ტყვის, რად­გან ასე აკე­თებ­და მა­მაც, ბა­ბუ­აც. ეს არის ნორ­მა, ქალი დაღ­ლი­ლი უნდა იყოს. მა­მა­ჩე­მი მო­ვი­დო­და სახ­ლში მე­გობ­რე­ბით, არა­ვინ არ ეკი­თხე­ბო­და, დე­და­ჩემს ეს უნ­დო­და თუ არა და იშ­ლე­ბო­და დიდი სუფ­რა. შე­მო­ვი­დო­და ჩემს ოთახ­ში ღა­მის 4 სა­ათ­ზე, 7 წლის ბავ­შვს გა­მაღ­ვი­ძებ­და და მენ­დელ­სო­ნის დაკ­ვრას მთხოვ­და, მეც ზომ­ბი­ვით ვუკ­რავ­დი.

- მკაც­რი დედა ხარ?

- არ ვარ მკაც­რი. ახლა ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს, ორი თვით აქ დავ­რჩე­ბით. კარ­გი დედა ვარ, თუ ცუდი, მე ვერ ვი­ტყვი. ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თი არის შენი მა­გა­ლი­თი. როცა დედ-მამა ჰარ­მო­ნი­ა­ში არის, ბავ­შვიც არ არის ან­ტა­გო­ნის­ტი, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ცავთ ეთი­კის ნორ­მებს და ბავ­შვე­ბიც ამას ხე­და­ვენ. ჩემი შვი­ლე­ბი ყვე­ლა იმ ბავ­შვთან შე­და­რე­ბით, ვინც ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე შემ­ხვედ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასი თა­ვით ზე­ვით არი­ან, გა­ნათ­ლე­ბით, მე­ტყვე­ლე­ბით, ზრდი­ლო­ბით და ა.შ. მყავს მე­გო­ბა­რი თაკო ბა­სი­ლია, რო­მელ­საც 3 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად აღზდ­რი­ლი ბავ­შვი ჰყავს. არც ერთი ღამე არ მახ­სოვს წიგ­ნი გა­რე­შე და­ვი­ძი­ნოთ. ჩემი შვი­ლი ვინ­მეს რომ და­ე­ჯა­ხოს, მო­უბ­რუნ­დე­ბა და ბო­დიშს მო­უხ­დის. რეს­ტო­რან­ში ბავ­შვი და­მე­ტა­კა, გა­და­მი­ა­რა და მშო­ბელ­მა შე­ნიშ­ვნაც არ მის­ცა, ეს ბავ­შვი რომ გა­იზ­რდე­ბა მან­ქანთ გა­და­უვ­ლის მერე ვი­ღა­ცას.

- გა­სულ წლებ­ში არას­დროს ყო­ფილ­ხარ მოწ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სწო­რად მი­გაჩ­ნია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო, რომ არ გიწ­ვევ­დნენ?

- 70 % ვარ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ტის­ტი, რად­გან რუ­სეთ­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სეთს შო­რის და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ის 9 წელი აქ არა­ვის მო­ვუწ­ვე­ვი­ვარ, ერთხელ მქონ­და ასე­თი მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვუ­თხა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი იყო ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რის დიდი ნა­წი­ლი და კონ­ცერ­ტი არ შედ­გა. სა­ხელ­მწი­ფოს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა. მე იმ ქარ­თვე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვინც პრე­ზი­დენტს ას­წავ­ლი­ან პო­ლი­ტი­კო­სო­ბას, არ ვთვლი, ცხვი­რი უნდა ჩავ­ყო პო­ლი­ტი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვთვლი, ენა არ უნდა იჩაგ­რე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო, მი­მაჩ­ნია რომ ეს სწო­რი პო­ზი­ცია იყო. რუ­სუ­ლი პუ­ტი­ნის გარ­და ჩე­ხო­ვის, გო­გო­ლის, რახ­მა­ნი­ნო­ვის, სა­ხა­რო­ვის ენაა. რუ­სულ ენას პუ­ტი­ნის ენად არ აღ­ვიქ­ვამ. მე არას­დროს არ ჩა­ვიც­მევ რუ­სუ­ლი დე­სან­ტის ფორ­მას და არ ვიმ­ღე­რებ ყი­რიმ­ში. როცა აფხა­ზე­თი და ოსე­თი ჩვე­ნი აღარ არის. ეს არის პროს­ტი­ტუ­ცი­ის უმაღ­ლე­სი ფორ­მა.

- ასე­თი წარ­მო­გედ­გი­ნა გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, ვი­საც შე­მიძ­ლია გვერ­დით ვუდ­გა­ვარ. მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი რომ ვიყო, ყვე­ლას ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნებ­დი. გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კე­თილ­მო­სურ­ნე­ო­ბა არ და­უ­კარ­გავთ. დამ­შე­უ­ლია და არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ხალ­ხი, რომ ხე­და­ვენ ჩემ­ნა­ირ მო­კაშ­კა­შე ადა­მი­ანს, გიჟ­დე­ბი­ან. მეც მიკ­ვირს, ასე რომ ვკაშ­კა­შებ. მეც ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი, 17 წლის ბავ­შვს, რო­მე­ლიც სავ­სე ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, კე­თილ­მო­სურ­ნე­ო­ბა არ და­მი­კარ­გავს. თავ­ში აზ­რად არ მო­მი­ვა, იმ ეპი­ტე­ტე­ბით შე­ვამ­კო ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მე მამ­კო­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ეპი­თე­ტი მოგ­ხვდა გულ­ზე?

- ღორი და ძრო­ხა, ჩემი წო­ნის გამო მე­ძა­ხი­ან. ყო­ველ­თვის ვხვდე­ბი სად წერს კაცი და სად მა­მა­კა­ცი. გა­ნათ­ლე­ბა სა­ნამ არ მოვა ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ღუ­პუ­ლია ჩვე­ნი საქ­მე. რე­ლი­გი­ურ­მა ცნო­ბი­ე­რე­ბამ და­ი­პყრო ყვე­ლა­ფე­რი, ფსევ­დოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბიბ­ლია და სა­ხა­რე­ბა არ აქვს ხალ­ხს წა­კი­თხუ­ლი. ბუდა არ იცი­ან, ვინ არის და ჩხუ­ბო­ბენ, სა­პატ­რი­არ­ქოს წინ ბუდა ბარი რა­ტომ აა­შე­ნე­სო. ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ბუ­დას­თან კავ­ში­რი არ აქვს. უბ­რა­ლოდ კე­თილ­ხმო­ვა­ნია. ძი­რი­თა­დად კა­ცე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ აგ­რე­სი­ას ჩემს მი­მართ, ეს არის უსაქ­მუ­რო­ბის დას­ტუ­რი. მა­მა­კაცს რომ აქვს იმის დრო, პრა­იმ­ტა­ი­მის პე­რი­ოდ­ში ფე­ის­ბუქ­ზე იჯ­დეს და მე მლან­ძღოს, სა­ნამ არ დავბლო­კავ, უსაქ­მუ­რია. მე ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და იმის­თვის, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არის­ტოკ­რა­ტი, მაგ­რამ ეს დავ­კარ­გე, როცა ომში შე­ვე­დი. ამ გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას და უზ­რდე­ლო­ბას შე­ვე­წი­რე­ბი, ყვე­ლას ვუ­ჩივ­ლებ. ვინ­მე გი­ორ­გი გი­გა­უ­რი კი­დევ ერთხელ თუ და­წერს ჩემ­ზე ისეთ კო­მენ­ტა­რებს, რაც და­წე­რა, ცხოვ­რე­ბას არ და­ვი­შუ­რებ და ვუ­ჩივ­ლებ. ჩემ­ზე და­წე­რა, ვი­ეტ­ნა­მუ­რი ჯი­შის ეგ­ზო­ტი­კუ­რი მინი ღო­რის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა ვარ, თურ­მე. უზ­დე­ლი, უტი­ფა­რი და ტუ­ტუ­ცია. კარ­გი მე რა­ღა­ცას ვიწ­ვევ, გუ­რუ­ლი სის­ხლი მაქვს, მაგ­რამ ნინო ქა­თა­მა­ძე რო­გორ უნდა გა­ლან­ძღო? ქათ­მი­კას რომ ვინ­მე მი­ლან­ძღავს შე­მიძ­ლია ავ­ფატ­რო.

- 17 წლის ასაკ­ში რუ­სეთ­ში წას­ვლა კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად რთუ­ლი არ იყო?

- დედა მუ­სი­კის პე­და­გო­გი იყო, ბავ­შვო­ბა­ში მზი­ურ­ში ვმღე­რო­დი და დედა ამ­ბობ­და, ჩემი შვი­ლი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა სო­ლის­ტი, მაგ­რამ შე­უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა გუნდშიო. გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დის შემ­დეგ დი­ა­პა­ზონ­მა ამო­ხეთ­ქა. და­ვი­წყე სიმ­ღე­რა. დედა სულ ჩემს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს იცავ­და. მერე წა­ვე­დი ვილ­ნი­უს­ში ფეს­ტი­ვალ­ზე, მერე მი­მიწ­ვი­ეს სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზე, უპატ­რო­ნოდ მოვ­ხვდი მე­სა­მე ად­გილ­ზე. იქ შე­მომ­თა­ვა­ზეს, თე­ო­ნა, მოს­კოვ­ში წა­მო­დიო. აქ შიმ­ში­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო, არა­ვის მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის. წა­ვე­დი მოს­კოვ­ში, ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ა­ში, მე­ო­რე კურ­სზე მოვ­ხვდი, მე­სა­მე კურ­სი­დან ფული აღარ მქონ­და, ამი­ტომ აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე. ვმუ­შა­ობ­დი ყველ­გან, ძი­ძად, ბად­რიჯ­ნებს ვუ­ხუ­ფავ­დი ხალ­ხს ზამ­თრის­თვის და ა.შ. მერე გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძეს ვთხო­ვე, სწავ­ლის ფული გა­მო­მიგ­ზავ­ნე-თქო და ერთ წე­ლი­წად­ში და­ვამ­თავ­რე სწავ­ლა. თა­მუ­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია მედ­გა გვერ­დით, როცა ლარი არ მქო­ნა. 21 წლი­დან მოვ­ხვდი ლე­გენ­და­რულ პრო­ექ­ტში, პირ­ველ რუ­სულ მუ­ზიკლში "მეტ­რო", რო­მე­ლიც 3 წე­ლი­წად­ში და­ი­ხუ­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ყა­ვი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ შოუ-ბიზ­ნესს ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. მეტ­როს და­ხურ­ვის შემ­დეგ 8 თვი­ა­ნი დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა. ერთხე­ლაც დე­დამ მკი­თხა, შენი პრო­ფე­სია რა არი­სო, მომ­ღე­რა­ლი-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბაა, იქ იმ­ღე­რე, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში გა­დიო. გა­ვა­კე­თე ჯა­ზუ­რი კვარ­ტე­ტი და პა­ტა­რა თან­ხებ­ზე ვმღე­რო­დით რეს­ტორ­ნებ­ში და დღეს დღე­ო­ბით ვართ ის, რაც ვართ. ოლი­გარ­ქე­ბის საყ­ვა­რელ ჯგუფს გვე­ძა­ხი­ან რუ­სეთ­ში. სულ იმ "ლაქ­შე­რი" წრე­ებ­ში ვართ, სა­დაც ხალ­ხი ოც­ნე­ბობს მოხ­ვდეს.

- ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სი მოგ­წონს?

- არ­სე­ბობს და რამე ხდე­ბა კი­დეც ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში? ქარ­თულ პოპ მუ­სი­კა­ში დღეს არა­ფე­რი ხდე­ბა. ალ­ბათ, ორ­სუ­ლად არის, რა ეშ­ვე­ლე­ბა არ ვიცი. იმ ადა­მი­ნებ­მა, ვისი იმე­დიც მე მქონ­და, ვექ­ტო­რი შეც­ვა­ლეს. ყვე­ლას ჩაქ­ნე­უ­ლი აქვს ხელი, უპერ­სპექ­ტი­ვო ძილს მი­ეც­ნენ და მო­ა­წე­რეს ხელი იმა­ზე, რომ არა­ვის არ სჭირ­დე­ბი­ან. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხალ­ხი არ არის და­პუ­რე­ბუ­ლი, ბი­ლეთ­ში ათი ლა­რის გა­დახ­და უჭირს, ზე­თის ყიდ­ვა ურ­ჩევ­ნი­ათ. ხალ­ხი­საც მეს­მის. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს საქ­მე პოპ-მუ­სი­კა არ არის. ეს პრო­დუ­სე­რე­ბის და იმპრე­სა­რი­ო­ე­ბის საქ­მეა. ბიზ­ნეს­მე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბათ, უნდა იცოდ­ნენ, რაში იხ­დი­ან ფულს, რო­გორ ჩა­დე­ბენ ფულს იმა­ში, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბის იმე­დი არ აქვთ. მთა­ვა­რი შოუ-ბიზ­ნე­სი არის ტე­ლე­ვი­ზორ­ში პო­ლი­ტი­კა. ის ენერ­გია, რა ენერ­გი­აც შო­უ­ში იდე­ბა, ხალ­ხის მიერ პო­ლი­ტი­კა­ში სუბ­ლი­მირ­დე­ბა. ხალ­ხი პო­ლი­ტი­კით და სე­რი­ა­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "უპერ­სპექ­ტი­ვოდ სუ­ლე­ლი" ქა­ლე­ბი და "სექსში უვარ­გი­სი" კა­ცე­ბი - რო­გორ აფა­სებს თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ქარ­თვე­ლებს

თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

ჩვენი რესპოდენტი ეპატაჟური მუსიკოსი თეონა კონტრიძეა. თეონას რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს. საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ნოე სულაბერიძის მოწვევით ჩამოვიდა და პროექტის, "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა.

- თეონა, ვიცი რომ ეს სამი თვე ყოველ კვირას გიწევდა რუსეთში წასვლა, "ორი ვარსკვლავისთვის" კი ისევ თბილისში ბრუნდებოდი, რთული იყო ამ გრაფიკში ცხოვრება?

- ჩემთვის ისეთი ორგანულია ფრენა, მეგონა ამ რიტმს გავუძლებდი, მაგრამ დავიღალე, 3 დღე მოსკოვში ვიყავი, 4 დღე - თბილისში. ბოლო ერთი თვე გაუსაძლისი იყო, მოსკოვში მინდოდა, ბავშვებთან, სახლში და საერთოდ ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა. თან მოგეხსენებათ, საქართველოში ნეგატივთან შერკინებას ნერვები სჭირდება. ამისთვის მზად არ ვიყავი. ყველას ვუყვარვარ მოსკოვში. 21 წელია არ ვცხოვრობ საქართველოში და არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა. მზად ვიყავი იმისთვის, რომ 99 კარგი იქნებოდა და 1 ცუდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. პირდაპირობა თურმე დიდი დეფიციტი ყოფილა, აუცილებელია პირდაპირობა, უზრდელობაში არ გადადოდეს, მაგრამ შენი აზრის დაფიქსირება უნდა შეგეძლოს. მე ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვიყავი მოწვეული პროექტში. არ შეიძლება აღმიქვა მხოლოდ პიროვნება, რომელიც ეპატაჟს ეძებს. იმდენი რამე გავაკეთე, როგორც მუსიკოსმა და პიროვნებამ, მე ეპატაჟი არ მჭირდება. არ ვეძებ ეპატაჟს ქვეყანაში, სადაც ეს არ მოიტანს დივიდენდს. პიარი პიარისთვის ჩემთვის უაზროა, თუ პიარს ფული არ მოაქვს, უინტერესოა ჩემთვის.

- შენს მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, მახსენდება ქართლის დედაზე გაკეთებული შეფასება..

- ეგ ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი რეკლამისთვის. გამაკვირვა ხალხის რეაქციამ, ვინც გადაცემა არც ნახა და ამ ფრაზაზე გახურდა. მე ვთვლი, ამ ფრაზაში არ იყო ექსტრიმი, ჩემი მოგონილი არ არის ეს ფრაზა. უკვე 25 წელია საქართველოში ქალებმა იმარჯვეს და კაცები წამოკოტრიალდნენ ტახტზე. მე ვხედვ რუსეთში, გზაზე, რესტორნებში დასაქმებულ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ კაცებს, მაგრამ ქართველი კაცი არ მინახავს. ქართველ კაცია ზარმაცია, ურჩევნია თვითონ წამოკოტრიალდეს და ცოლი გაუშვას სამუშაოდ. საბჭოთა კავშირის მერე, როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ოჯახი მისგან კულტს ქმნიდა და ყველას სჯეროდა, რომ ეს იყო ნახევრად ღმერთი. კერპთაყვანისმცემლობაა საქართველოში კაცის მიმართ. დედა, ბებია და ეს მემკვიდრეობა ცოლს რჩება და საწყალი ცოლი ცხოვრების ბოლომდე ამაზე "პახაობს". მე არ ვთვლი, რომ ბიჭმა უნდა დარეცხოს ჭურჭელი, ეს არ არის ლამაზი. მაგრამ როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, არასოდეს არ მხვდება ჭურჭელი გასარეცხი, ჩემი ქმარი ამას ისე გააკეთებს, თხოვნაც არ დასჭირდება. მეც დავაყენებ ახალ ნათურას, თუ ქმარი სახლში არ არის.

- რითი სჯობია რუსი კაცი ქართველს?

- რუსი ქართველზე უკეთესია ჩემთვის. როცა კარტოფილს შეუწვავ, მადლობას გეუბნება. ქართველ მამაკაცს, როცა მეუღლის გაუფრთხილებლად მოჰყავს 30 კაცი სახლში, ამაზე მადლობას არ გეტყვის, რადგან ასე აკეთებდა მამაც, ბაბუაც. ეს არის ნორმა, ქალი დაღლილი უნდა იყოს. მამაჩემი მოვიდოდა სახლში მეგობრებით, არავინ არ ეკითხებოდა, დედაჩემს ეს უნდოდა თუ არა და იშლებოდა დიდი სუფრა. შემოვიდოდა ჩემს ოთახში ღამის 4 საათზე, 7 წლის ბავშვს გამაღვიძებდა და მენდელსონის დაკვრას მთხოვდა, მეც ზომბივით ვუკრავდი.

- მკაცრი დედა ხარ?

- არ ვარ მკაცრი. ახლა ბავშვები საქართველოში მყავს, ორი თვით აქ დავრჩებით. კარგი დედა ვარ, თუ ცუდი, მე ვერ ვიტყვი. ყველაზე კარგი მაგალითი არის შენი მაგალითი. როცა დედ-მამა ჰარმონიაში არის, ბავშვიც არ არის ანტაგონისტი, მე და ჩემი მეუღლე ვიცავთ ეთიკის ნორმებს და ბავშვებიც ამას ხედავენ. ჩემი შვილები ყველა იმ ბავშვთან შედარებით, ვინც ამ წლების მანძილზე შემხვედრია საქართველოში, ასი თავით ზევით არიან, განათლებით, მეტყველებით, ზრდილობით და ა.შ. მყავს მეგობარი თაკო ბასილია, რომელსაც 3 არაჩვეულებრივად აღზდრილი ბავშვი ჰყავს. არც ერთი ღამე არ მახსოვს წიგნი გარეშე დავიძინოთ. ჩემი შვილი ვინმეს რომ დაეჯახოს, მოუბრუნდება და ბოდიშს მოუხდის. რესტორანში ბავშვი დამეტაკა, გადამიარა და მშობელმა შენიშვნაც არ მისცა, ეს ბავშვი რომ გაიზრდება მანქანთ გადაუვლის მერე ვიღაცას.

- გასულ წლებში არასდროს ყოფილხარ მოწვეული საქართველოში, სწორად მიგაჩნია რუსეთში მოღვაწეობის გამო, რომ არ გიწვევდნენ?

- 70 % ვარ რუსულენოვანი არტისტი, რადგან რუსეთში ჩამოვყალიბდი. რადგან საქართველოს და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ის 9 წელი აქ არავის მოვუწვევივარ, ერთხელ მქონდა ასეთი მოწვევა, მაგრამ ვუთხარი ორგანიზატორებს, რომ რუსულენოვანი იყო ჩემი რეპერტუარის დიდი ნაწილი და კონცერტი არ შედგა. სახელმწიფოს აქვს განვითარების საკუთარი გეგმა. მე იმ ქართველებისგან განსხვავებით, ვინც პრეზიდენტს ასწავლიან პოლიტიკოსობას, არ ვთვლი, ცხვირი უნდა ჩავყო პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ენა არ უნდა იჩაგრებოდეს პოლიტიკური ვითარების გამო, მიმაჩნია რომ ეს სწორი პოზიცია იყო. რუსული პუტინის გარდა ჩეხოვის, გოგოლის, რახმანინოვის, სახაროვის ენაა. რუსულ ენას პუტინის ენად არ აღვიქვამ. მე არასდროს არ ჩავიცმევ რუსული დესანტის ფორმას და არ ვიმღერებ ყირიმში. როცა აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი აღარ არის. ეს არის პროსტიტუციის უმაღლესი ფორმა.

- ასეთი წარმოგედგინა გარემო საქართველოში?

- ჩემს გარშემო ბევრი გაჭირვებულია, ვისაც შემიძლია გვერდით ვუდგავარ. მულტიმილიონერი რომ ვიყო, ყველას ფეხზე დავაყენებდი. გაჭირვების მიუხედავად, კეთილმოსურნეობა არ დაუკარგავთ. დამშეულია და არარეალიზებულია ხალხი, რომ ხედავენ ჩემნაირ მოკაშკაშე ადამიანს, გიჟდებიან. მეც მიკვირს, ასე რომ ვკაშკაშებ. მეც ბევრი გაჭირვება მაქვს გავლილი, 17 წლის ბავშვს, რომელიც სავსე ოჯახში გაიზარდა, კეთილმოსურნეობა არ დამიკარგავს. თავში აზრად არ მომივა, იმ ეპიტეტებით შევამკო ადამიანი, როგორც მე მამკობენ.

- ყველაზე მეტად რომელი ეპითეტი მოგხვდა გულზე?

- ღორი და ძროხა, ჩემი წონის გამო მეძახიან. ყოველთვის ვხვდები სად წერს კაცი და სად მამაკაცი. განათლება სანამ არ მოვა ამ ქვეყანაში დაღუპულია ჩვენი საქმე. რელიგიურმა ცნობიერებამ დაიპყრო ყველაფერი, ფსევდოა ეს ყველაფერი, ბიბლია და სახარება არ აქვს ხალხს წაკითხული. ბუდა არ იციან, ვინ არის და ჩხუბობენ, საპატრიარქოს წინ ბუდა ბარი რატომ ააშენესო. ვერ ხვდებიან, რომ ბუდასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ კეთილხმოვანია. ძირითადად კაცები გამოხატავენ აგრესიას ჩემს მიმართ, ეს არის უსაქმურობის დასტური. მამაკაცს რომ აქვს იმის დრო, პრაიმტაიმის პერიოდში ფეისბუქზე იჯდეს და მე მლანძღოს, სანამ არ დავბლოკავ, უსაქმურია. მე ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი არისტოკრატი, მაგრამ ეს დავკარგე, როცა ომში შევედი. ამ გაუნათლებლობას და უზრდელობას შევეწირები, ყველას ვუჩივლებ. ვინმე გიორგი გიგაური კიდევ ერთხელ თუ დაწერს ჩემზე ისეთ კომენტარებს, რაც დაწერა, ცხოვრებას არ დავიშურებ და ვუჩივლებ. ჩემზე დაწერა, ვიეტნამური ჯიშის ეგზოტიკური მინი ღორის ნაირსახეობა ვარ, თურმე. უზდელი, უტიფარი და ტუტუცია. კარგი მე რაღაცას ვიწვევ, გურული სისხლი მაქვს, მაგრამ ნინო ქათამაძე როგორ უნდა გალანძღო? ქათმიკას რომ ვინმე მილანძღავს შემიძლია ავფატრო.

- 17 წლის ასაკში რუსეთში წასვლა კარიერის ასაწყობად რთული არ იყო?

- დედა მუსიკის პედაგოგი იყო, ბავშვობაში მზიურში ვმღეროდი და დედა ამბობდა, ჩემი შვილი არასოდეს იქნება სოლისტი, მაგრამ შეუცვლელი იქნება გუნდშიო. გარდატეხის პერიოდის შემდეგ დიაპაზონმა ამოხეთქა. დავიწყე სიმღერა. დედა სულ ჩემს ინდივიდუალიზმს იცავდა. მერე წავედი ვილნიუსში ფესტივალზე, მერე მიმიწვიეს სლავიანსკი ბაზარზე, უპატრონოდ მოვხვდი მესამე ადგილზე. იქ შემომთავაზეს, თეონა, მოსკოვში წამოდიო. აქ შიმშილი და სამოქალაქო ომი იყო, არავის მიუქცევია ყურადღება ჩემი წარმატებისთვის. წავედი მოსკოვში, ჩავაბარე აკადემიაში, მეორე კურსზე მოვხვდი, მესამე კურსიდან ფული აღარ მქონდა, ამიტომ აკადემიური ავიღე. ვმუშაობდი ყველგან, ძიძად, ბადრიჯნებს ვუხუფავდი ხალხს ზამთრისთვის და ა.შ. მერე გიორგი ქინქლაძეს ვთხოვე, სწავლის ფული გამომიგზავნე-თქო და ერთ წელიწადში დავამთავრე სწავლა. თამუნა ბაგრატიონი, მიშა ყაველაშვილი და ხათუნა ჟორდანია მედგა გვერდით, როცა ლარი არ მქონა. 21 წლიდან მოვხვდი ლეგენდარულ პროექტში, პირველ რუსულ მუზიკლში "მეტრო", რომელიც 3 წელიწადში დაიხურა. პარალელურად ვიყავი ვოკალის პედაგოგი, ფაქტობრივად, მთელ შოუ-ბიზნესს ვამეცადინებდი. მეტროს დახურვის შემდეგ 8 თვიანი დეპრესია დამემართა. ერთხელაც დედამ მკითხა, შენი პროფესია რა არისო, მომღერალი-მეთქი. მიპასუხა, სადაც საშუალებაა, იქ იმღერე, თუნდაც ქუჩაში გადიო. გავაკეთე ჯაზური კვარტეტი და პატარა თანხებზე ვმღეროდით რესტორნებში და დღეს დღეობით ვართ ის, რაც ვართ. ოლიგარქების საყვარელ ჯგუფს გვეძახიან რუსეთში. სულ იმ "ლაქშერი" წრეებში ვართ, სადაც ხალხი ოცნებობს მოხვდეს.

- ქართული შოუ-ბიზნესი მოგწონს?

- არსებობს და რამე ხდება კიდეც ქართულ შოუ-ბიზნესში? ქართულ პოპ მუსიკაში დღეს არაფერი ხდება. ალბათ, ორსულად არის, რა ეშველება არ ვიცი. იმ ადამინებმა, ვისი იმედიც მე მქონდა, ვექტორი შეცვალეს. ყველას ჩაქნეული აქვს ხელი, უპერსპექტივო ძილს მიეცნენ და მოაწერეს ხელი იმაზე, რომ არავის არ სჭირდებიან. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი არ არის დაპურებული, ბილეთში ათი ლარის გადახდა უჭირს, ზეთის ყიდვა ურჩევნიათ. ხალხისაც მესმის. კულტურის სამინისტროს საქმე პოპ-მუსიკა არ არის. ეს პროდუსერების და იმპრესარიოების საქმეა. ბიზნესმენებს რაც შეეხებათ, უნდა იცოდნენ, რაში იხდიან ფულს, როგორ ჩადებენ ფულს იმაში, საიდანაც ამოღების იმედი არ აქვთ. მთავარი შოუ-ბიზნესი არის ტელევიზორში პოლიტიკა. ის ენერგია, რა ენერგიაც შოუში იდება, ხალხის მიერ პოლიტიკაში სუბლიმირდება. ხალხი პოლიტიკით და სერიალებით არის დაკავებული.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

დაგაინტერესებთ: "უპერსპექტივოდ სულელი" ქალები და "სექსში უვარგისი" კაცები - როგორ აფასებს თეონა კონტრიძე ქართველებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება