პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ჯაბუას ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''
მაია ჯაბუას  ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''

ლიზა ყე­ნია ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. მაია ჯა­ბუ­ას 16 წლის ქა­ლიშ­ვილს ჯერ ჩოგ­ბურ­თე­ლო­ბა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ ფეხ­ზე პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სპორ­ტის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩოგ­ბურთს არა­ფერ­ზე გაც­ვლი­და, მაგ­რამ ახლა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რომ მომ­ღე­რა­ლი გახ­დეს. ამ კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. უნდა, კლა­სი­კურ ვო­კალს გაჰ­ყვეს და უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ესტრა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც აქვს გეგ­მე­ბი.

ლიზა "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და საკ­მა­ოდ თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბით აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რა­საც შემ­დეგ გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, ლი­ზას მისი გა­რეგ­ნო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სწერს. ამას წი­ნათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის ერთ თვი­სე­ბას ეხე­ბო­და, და­ნარ­ჩენ­ზე თვი­თონ გი­ამ­ბობთ.

- ერთ-ერ­თმა ხმის ჩამ­წერ­მა სტუ­დი­ამ წა­მო­ი­წყო პრო­ექ­ტი, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მღე­რი­ან, ალ­ბო­მის ჩა­წე­რა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. და­მე­კონ­ტაქ­ტა თი­ე­ლი, ლე­ვან ჩი­ჩუა. მას კარ­გად არ ვიც­ნობ­დი. მი­ვე­დი კას­ტინგზე, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე და გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩემ­თვი­საც გა­მო­ეწვდი­ნათ დახ­მა­რე­ბის ხელი. ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ჩემს ალ­ბომ­ში ძი­რი­თა­დად თი­ე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი შევა. მი­წევს ქარ­თუ­ლი ტექ­სტით სიმ­ღე­რა ისეთ ჟან­რებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა არ ენ ბი, დაბ სთე­პი, თრე­ფი, რაც აქამ­დე მგო­ნი, არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია. ტექ­სტე­ბის და­წე­რას თა­ვად ვცდი­ლობ თი­ელ­თან ერ­თად. რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიხ­და ტექ­სტის გა­და­კე­თე­ბა, რად­გან სამ­ღერ­ლად ცოტა რთუ­ლი ენაა, მით უმე­ტეს, არა­ქარ­თუ­ლი ჟან­რის მე­ლო­დი­ა­ზე.

- რაზე უნდა იმ­ღე­როს დღეს თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში? რა არის შენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი?

- ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ, იქ­ნე­ბა შა­ვი­სა და თეთ­რის შე­სა­ხებ, ანუ სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბა­ზე. ჩემს ტექ­სტებ­ში არ იქ­ნე­ბა ტი­რი­ლი, გან­ცდე­ბი და გა­ტე­ხი­ლი გული. შე­საძ­ლოა, ერთი სიმ­ღე­რა იყოს სიყ­ვა­რულ­ზე, ისე, რო­გორც ჩემი ასა­კის ბავ­შვი შე­იგ­რძნობს ამას, მოკ­ლედ, ზო­მი­ე­რად (იღი­მის). ჯერ არ ვიცი, რო­დის იქ­ნე­ბა მზად ალ­ბო­მი, რად­გან თი­ე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. თუმ­ცა ისიც არ გვინ­და, რომ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გაგ­ვე­წე­ლოს.

- დედა რამ­დე­ნად ერე­ვა შენს ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- გამ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლას კი არა, ყო­ველ­თვის შავ მა­სა­ლას ვაჩ­ვე­ნებ. ზოგ­ჯერ მირ­ჩევს ხოლ­მე, ესა და ეს სი­ტყვა კარ­გად არ იმ­ღე­რე­ბა და შევ­ცვა­ლო­თო, სხვა რჩე­ვებ­საც მაძ­ლევს და ვით­ვა­ლის­წი­ნებ. რაც შე­ე­ხე­ბა ვო­კალს, არას­დროს ვუ­მე­ცა­დი­ნე­ბი­ვარ, მე­უბ­ნე­ბა, რომ მაქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხმა. არ ერი­დე­ბა იმის თქმას, რაც არ მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, შე­მის­წო­როს რა­ი­მე ბგე­რა, რო­მე­ლიც მე შე­საძ­ლოა, კარ­გად მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ცუ­დად ის­მი­ნე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ისიც რე­ა­ლის­ტია და მეც, არ მიყ­ვარს ილუ­ზი­ე­ბით ცხოვ­რე­ბა (იღი­მის). კრი­ტი­კას კარ­გად ვი­ღებ. სულ ვე­ლო­დე­ბი, რო­დის გა­მაკ­რი­ტი­კებს. ვე­ლო­დე­ბი მი­თხრას, რა არ მოს­წონს, რომ შევ­ცვა­ლო, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ჩე­მე­ბუ­რად...

- ახლა სკო­ლა­ში სწავ­ლობ. რა პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რობ?

- კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის გან­ხრით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბას ვფიქ­რობ. ბავ­შვო­ბი­დან მი­წევს კლა­სი­კის მოს­მე­ნა, ასეთ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა. ვერ ვი­ტყვი, რომ კლა­სი­კუ­რი გან­ხრით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ შვი­დი წელი ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი და ამან კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი შე­მიქ­მნა, რომ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა მსი­ა­მოვ­ნებ­დეს. დე­და­ჩემ­მა მთხო­ვა, რომ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მევ­ლო. ვერ ვი­ტან­დი და ძა­ლით დავ­ყავ­დი, ნო­ტე­ბი უნდა იცო­დეო. დღემ­დე ვერ ვე­კა­რე­ბი პი­ა­ნი­ნოს, სულ რომ ბე­თჰო­ვე­ნი ვიყო, მა­ინც ვერ მი­ვე­კა­რე­ბი. ვი­ღა­ცას სცე­ნის შიში აქვს, მე კი - ამ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრის. გა­მო­მად­გა იმ მხრივ, რომ ნო­ტე­ბი ვიცი. ახლა, როცა ვო­კალ­ში ვემ­ზა­დე­ბი და ნა­წარ­მო­ებს მაძ­ლე­ვენ სას­წავ­ლად, ნო­ტე­ბი­დან ვსწავ­ლობ. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, ვემ­ზა­დე­ბი ქალ­ბა­ტონ დოდო დი­ა­სა­მი­ძეს­თან, მა­ნამ­დე ერთი წელი გუ­ლი­კო კა­რი­ა­ულ­თან დავ­დი­ო­დი. გრა­ფი­კის გამო გა­და­ვი­ნაც­ვლე სხვა პე­და­გოგ­თან. ქალ­ბა­ტო­ნი დოდო მეხ­მა­რე­ბა იმა­შიც, რომ ესტრა­და­ზეც სწო­რად ვიმ­ღე­რო და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კლა­სი­კურ ვო­კალ­საც და­ვე­უფ­ლო. დე­დას ერთი თხოვ­ნა, პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა მეს­წავ­ლა, ვერ შე­ვუს­რუ­ლე, სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რეს - კლა­სი­კურ ვო­კალს გავ­ყო­ლო­დი, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუს­რუ­ლებ (იღი­მის).

- ესტრა­დის­თვის სხვა ვო­კა­ლია სა­ჭი­რო, კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა კი აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვის­კენ "გა­და­გ­ქა­ჩავს".

- ზო­გა­დად, ესტრა­დის­თვის მზა­დე­ბა ბავ­შვო­ბი­დან გი­წევს, კლა­სი­კა­ში მომ­ზა­დე­ბა კი შე­გიძ­ლია 19-20 წლი­და­ნაც და­ი­წყო. შე­გიძ­ლია, იქ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხმით მიხ­ვი­დე. მე, მა­გა­ლი­თად, გა­მო­დის, რომ ადრე მი­ვე­დი, 14 წლის ასაკ­ში. რა თქმა უნდა, იმ დატ­ვირ­თვით არ დავ­დი­ვარ, რომ პი­რის აპა­რა­ტი შე­მეც­ვა­ლოს, ასე რომ, ესტრა­და­ზე რომ ვერ ვიმ­ღე­რო, ჯერ ასე არ მოხ­დე­ბა.

- გა­სუ­ქე­ბის არ გე­ში­ნია? ამ პრო­ფე­სი­ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად სუქ­დე­ბი­ან.

- არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ზუს­ტად დე­და­ჩე­მის­ნა­ი­რი ყელი მაქვს, დე­დას არას­დროს კვერ­ცხი არ ჩა­უყ­ლა­პავს, მაგ­რამ ამას მის ხმა­ზე არ უმოქ­მე­დია.

ზო­გა­დად კი წო­ნის მო­მა­ტე­ბის ძა­ლი­ან მე­ში­ნია. ახ­ლაც ვიბ­რძო­ლე, რომ და­მეკ­ლო. სულ პა­ნი­კა­ში ვარ, რომ არ მო­ვი­მა­ტო. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ძნე­ლად ვი­მა­ტებ და ასე­ვე რთუ­ლად ვიკ­ლებ. უბ­რა­ლოდ, რაც ჩოგ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­მა­ტე, 60 კილო გახ­ლდით. ახლა დი­ე­ტის შე­დე­გად ხუთი კილო და­ვი­კე­ლი. კი­დევ მინ­და, და­ვიკ­ლო. არ მინ­და, 16 წლი­სა წო­ნა­ზე ვფიქ­რობ­დე. მირ­ჩევ­ნია, სხვა რა­მე­ებ­ზე ვი­ფიქ­რო.

- დე­და­საც ჰგავ­ხარ, მაგ­რამ ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა გაქვს.

- დე­და­საც ვგა­ვარ და მა­მა­საც. ბევ­რს უთ­ქვამს, ქარ­თველს არ ჰგავ­ხა­რო. რო­გორც ჩანს, ამ ნა­ზავ­მა არა­ქარ­თულ ტი­პა­ჟად შემ­ქმნა. ბოლო ხა­ნე­ბია, დე­და­ჩემს ისე და­ვემ­სგავ­სე, რომ ზოგ­ჯერ მე­ში­ნია ხოლ­მე, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი რომ ნა­ხოთ, ვერ გა­და­წყვეტთ, ვის უფრო ვგა­ვარ.

- პო­პუ­ლა­რო­ბას რო­გორ აღიქ­ვამ?

- ჩემ­გან ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, არა მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიყო, მაგ­რამ მეს­მის მათი, ვინც ამა­ზე ძა­ლი­ან არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთხელ თუ ჩა­გით­რია, შემ­დეგ ძნე­ლია ჩრდილ­ში ყოფ­ნა. ხომ არის ეტა­პი, როცა ჩა­ვარ­დნა გაქვს და არა­ვის აინ­ტე­რე­სებ. ეს იმ­დე­ნად გა­გი­ჟებს, როცა ჩათ­რე­უ­ლი ხარ, რომ შე­საძ­ლოა, ბევ­რი რამ გა­ა­კე­თო პო­პუ­ლა­რო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. თუმ­ცა მე ყვე­ლა­ფერს ვერ გა­ვა­კე­თებ. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ და იმის­თვის, რომ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციო, არა­ფერს არ ვა­კე­თებ. მაგ­რამ რაც უნდა გა­ვა­კე­თო, რა­ტომ­ღაც ჩემ­გან მა­ინც გა­მომ­წვე­ვად ჩანს. არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ასე (იღი­მის).

სხვა ოჯახ­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბა არ მომნდო­მე­ბო­და, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის გამო სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. მომ­ღერ­ლო­ბას სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დი, სულ ჩოგ­ბურ­თე­ლო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მუხ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო, აღარ მო­მე­ცა. დღეს რომ მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩოგ­ბურ­თე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. ამ სფე­რო­შიც საკ­მაო წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მაია ჯაბუას ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''

მაია ჯაბუას  ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''

ლიზა ყენია ცნობილი ოჯახის შვილია. მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილს ჯერ ჩოგბურთელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ფეხზე პრობლემები გაუჩნდა და იძულებული გახდა, სპორტისთვის თავი დაენებებინა. სხვა შემთხვევაში ჩოგბურთს არაფერზე გაცვლიდა, მაგრამ ახლა მოტივირებულია, რომ მომღერალი გახდეს. ამ კუთხით სერიოზული გეგმები აქვს და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება. უნდა, კლასიკურ ვოკალს გაჰყვეს და უკვე დაწყებული აქვს მეცადინეობა, თუმცა მანამდე ესტრადასთან დაკავშირებითაც აქვს გეგმები.

ლიზა ''ფეისბუქზე'' აქტიურობით გამოირჩევა და საკმაოდ თამამი ჩაცმულობით აქვეყნებს ფოტოებს, რასაც შემდეგ გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე, ლიზას მისი გარეგნობით მოხიბლული არაერთი ადამიანი სწერს. ამას წინათ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველების ერთ თვისებას ეხებოდა, დანარჩენზე თვითონ გიამბობთ.

- ერთ-ერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ წამოიწყო პროექტი, ადამიანებს, რომლებიც მღერიან, ალბომის ჩაწერაში ეხმარებიან. დამეკონტაქტა თიელი, ლევან ჩიჩუა. მას კარგად არ ვიცნობდი. მივედი კასტინგზე, გასაუბრებაზე, რომელიც წარმატებით გავიარე და გადაწყვიტეს, რომ ჩემთვისაც გამოეწვდინათ დახმარების ხელი. ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემს ალბომში ძირითადად თიელის ნამუშევრები შევა. მიწევს ქართული ტექსტით სიმღერა ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა არ ენ ბი, დაბ სთეპი, თრეფი, რაც აქამდე მგონი, არავის შეუსრულებია. ტექსტების დაწერას თავად ვცდილობ თიელთან ერთად. რამდენჯერმე მომიხდა ტექსტის გადაკეთება, რადგან სამღერლად ცოტა რთული ენაა, მით უმეტეს, არაქართული ჟანრის მელოდიაზე.

- რაზე უნდა იმღეროს დღეს თინეიჯერმა გოგონამ საქართველოში? რა არის შენთვის საინტერესო თემები?

- ჩემი პირველი სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ, იქნება შავისა და თეთრის შესახებ, ანუ სიკეთესა და ბოროტებაზე. ჩემს ტექსტებში არ იქნება ტირილი, განცდები და გატეხილი გული. შესაძლოა, ერთი სიმღერა იყოს სიყვარულზე, ისე, როგორც ჩემი ასაკის ბავშვი შეიგრძნობს ამას, მოკლედ, ზომიერად (იღიმის). ჯერ არ ვიცი, როდის იქნება მზად ალბომი, რადგან თიელი დაკავებულია ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და ძალიან ვგულშემატკივრობთ. თუმცა ისიც არ გვინდა, რომ პროცესი ძალიან გაგვეწელოს.

- დედა რამდენად ერევა შენს ამ საქმიანობაში?

- გამზადებულ მასალას კი არა, ყოველთვის შავ მასალას ვაჩვენებ. ზოგჯერ მირჩევს ხოლმე, ესა და ეს სიტყვა კარგად არ იმღერება და შევცვალოთო, სხვა რჩევებსაც მაძლევს და ვითვალისწინებ. რაც შეეხება ვოკალს, არასდროს ვუმეცადინებივარ, მეუბნება, რომ მაქვს ინდივიდუალური ხმა. არ ერიდება იმის თქმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, შემისწოროს რაიმე ბგერა, რომელიც მე შესაძლოა, კარგად მეჩვენებოდეს, მაგრამ რეალურად ცუდად ისმინება. რასაკვირველია, ეს ძალიან მეხმარება. ისიც რეალისტია და მეც, არ მიყვარს ილუზიებით ცხოვრება (იღიმის). კრიტიკას კარგად ვიღებ. სულ ველოდები, როდის გამაკრიტიკებს. ველოდები მითხრას, რა არ მოსწონს, რომ შევცვალო, მაგრამ აუცილებლად ჩემებურად...

- ახლა სკოლაში სწავლობ. რა პროფესიაზე ფიქრობ?

- კლასიკური ვოკალის განხრით კონსერვატორიაში ჩაბარებას ვფიქრობ. ბავშვობიდან მიწევს კლასიკის მოსმენა, ასეთ გარემოში ყოფნა. ვერ ვიტყვი, რომ კლასიკური განხრით განსაკუთრებული განათლება მაქვს, მაგრამ შვიდი წელი ბალეტზე დავდიოდი და ამან კარგი საფუძველი შემიქმნა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა მსიამოვნებდეს. დედაჩემმა მთხოვა, რომ ფორტეპიანოზე მევლო. ვერ ვიტანდი და ძალით დავყავდი, ნოტები უნდა იცოდეო. დღემდე ვერ ვეკარები პიანინოს, სულ რომ ბეთჰოვენი ვიყო, მაინც ვერ მივეკარები. ვიღაცას სცენის შიში აქვს, მე კი - ამ ინსტრუმენტზე დაკვრის. გამომადგა იმ მხრივ, რომ ნოტები ვიცი. ახლა, როცა ვოკალში ვემზადები და ნაწარმოებს მაძლევენ სასწავლად, ნოტებიდან ვსწავლობ. დაახლოებით ორი წელია, ვემზადები ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, მანამდე ერთი წელი გულიკო კარიაულთან დავდიოდი. გრაფიკის გამო გადავინაცვლე სხვა პედაგოგთან. ქალბატონი დოდო მეხმარება იმაშიც, რომ ესტრადაზეც სწორად ვიმღერო და, რასაკვირველია, კლასიკურ ვოკალსაც დავეუფლო. დედას ერთი თხოვნა, პიანინოზე დაკვრა მესწავლა, ვერ შევუსრულე, სამაგიეროდ, მეორეს - კლასიკურ ვოკალს გავყოლოდი, აუცილებლად შევუსრულებ (იღიმის).

- ესტრადისთვის სხვა ვოკალია საჭირო, კლასიკური განათლება კი აუცილებლად თავისკენ ''გადაგქაჩავს''.

- ზოგადად, ესტრადისთვის მზადება ბავშვობიდან გიწევს, კლასიკაში მომზადება კი შეგიძლია 19-20 წლიდანაც დაიწყო. შეგიძლია, იქ ჩამოყალიბებული ხმით მიხვიდე. მე, მაგალითად, გამოდის, რომ ადრე მივედი, 14 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, იმ დატვირთვით არ დავდივარ, რომ პირის აპარატი შემეცვალოს, ასე რომ, ესტრადაზე რომ ვერ ვიმღერო, ჯერ ასე არ მოხდება.

- გასუქების არ გეშინია? ამ პროფესიის ქალბატონები ხშირად სუქდებიან.

- არა, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ზუსტად დედაჩემისნაირი ყელი მაქვს, დედას არასდროს კვერცხი არ ჩაუყლაპავს, მაგრამ ამას მის ხმაზე არ უმოქმედია.

ზოგადად კი წონის მომატების ძალიან მეშინია. ახლაც ვიბრძოლე, რომ დამეკლო. სულ პანიკაში ვარ, რომ არ მოვიმატო. სხვათა შორის, ძალიან ძნელად ვიმატებ და ასევე რთულად ვიკლებ. უბრალოდ, რაც ჩოგბურთს თავი დავანებე, სამი წლის განმავლობაში მოვიმატე, 60 კილო გახლდით. ახლა დიეტის შედეგად ხუთი კილო დავიკელი. კიდევ მინდა, დავიკლო. არ მინდა, 16 წლისა წონაზე ვფიქრობდე. მირჩევნია, სხვა რამეებზე ვიფიქრო.

- დედასაც ჰგავხარ, მაგრამ ზოგადად, ძალიან განსხვავებული გარეგნობა გაქვს.

- დედასაც ვგავარ და მამასაც. ბევრს უთქვამს, ქართველს არ ჰგავხარო. როგორც ჩანს, ამ ნაზავმა არაქართულ ტიპაჟად შემქმნა. ბოლო ხანებია, დედაჩემს ისე დავემსგავსე, რომ ზოგჯერ მეშინია ხოლმე, მაგრამ მამაჩემი რომ ნახოთ, ვერ გადაწყვეტთ, ვის უფრო ვგავარ.

- პოპულარობას როგორ აღიქვამ?

- ჩემგან ხმამაღალი ნათქვამია, არა მგონია, რომ ძალიან პოპულარული ვიყო, მაგრამ მესმის მათი, ვინც ამაზე ძალიან არის დამოკიდებული. ერთხელ თუ ჩაგითრია, შემდეგ ძნელია ჩრდილში ყოფნა. ხომ არის ეტაპი, როცა ჩავარდნა გაქვს და არავის აინტერესებ. ეს იმდენად გაგიჟებს, როცა ჩათრეული ხარ, რომ შესაძლოა, ბევრი რამ გააკეთო პოპულარობის დასაბრუნებლად. თუმცა მე ყველაფერს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის, ყოველთვის ჩვეულებრივი ვარ და იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მივიქციო, არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო, რატომღაც ჩემგან მაინც გამომწვევად ჩანს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე (იღიმის).

სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, პოპულარობა არ მომნდომებოდა, მაგრამ დედაჩემის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. მომღერლობას საერთოდ არ ვაპირებდი, სულ ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა, მუხლის პრობლემების გამო, აღარ მომეცა. დღეს რომ მქონდეს საშუალება, ჩოგბურთელი ვიქნებოდი. ამ სფეროშიც საკმაო წარმატებები მქონდა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"