სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)
"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ანრი ჯო­ხა­ძემ მუ­შა­ო­ბა ახალ კლიპ­ზე და­ას­რუ­ლა. მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ თავ­ში რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცი­ას რომ ითავ­სებს (სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, კლი­პის იდე­ის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი, მე­მონ­ტა­ჟე), ეს არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია და ახ­ლაც ამის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მი­სია... კლიპ­ში ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ათა­მა­შა. თუ რა და რო­გორ მოხ­და, ამა­ზე Ambebi.ge-ს პი­რა­დად ესა­უბ­რა.

- ეს ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი ხალ­ხის გა­სა­გი­ჟებ­ლად არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი სიმ­ღე­რაა და ზო­გა­დად სო­ცი­ა­ლურ თე­მას, პრობ­ლე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა. ამ ნა­მუ­შე­ვარს ჰქვია - "განა ყვე­ლა ქალი ქა­ლია?"

- მერე ამ ფრა­ზის გამო ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ გა­გი­ნა­წყენ­დე­ბი­ან?

- პი­რი­ქით, ამ სიმ­ღე­რით ქა­ლე­ბის მხა­რეს ვდგა­ვარ... ზო­გა­დად, მამ­კა­ცის ბრა­ლია, თუ ღირ­სე­ულ ქალს ვერ ამ­ჩნევს... სიმ­ღე­რის ტე­ტქსტს როცა მო­ის­მენთ, მიხ­ვდე­ბით, რომ აქ სკან­და­ლუ­რი და გა­სა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არა­ფე­რია. ასე რომ, არც ეს ფრა­ზა და არც თვი­თონ ვი­დეო არა­ვის და­აკ­ნი­ნებს. აქ სა­კი­თხი ასე დგას: "განა ყვე­ლა ქალი ქა­ლია?/ და თუ ვერ არ­ჩევ, ეს შენი ბრა­ლია".

- მოკ­ლედ, ეს შენი პი­რა­დი კლი­პია (სიმ­ღე­რის ტექ­სტი, მუ­სი­კა, შეს­რუ­ლე­ბა, რე­ჟი­სუ­რა, მონ­ტა­ჟი ყვე­ლა­ფე­რი შე­ნია)... სად გა­და­ი­ღე?

- გა­და­ღე­ბა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა დათო დო­ი­აშ­ვილ­სა და ჩემს მე­გო­ბარს, თიკა შე­რა­ზა­დიშ­ვილს. მათ გა­და­ღე­ბის­თვის თე­ატ­რის შე­ნო­ბა და­მით­მეს. დათო დო­ი­აშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. ცოტა კი მო­ვუ­ში­ნა­ურ­დი, ხან­და­ხან მრცხვე­ნია კი­დეც, რომ ასე ვა­წუ­ხებ... ეს ვი­დეო ერთ ღა­მე­ში გა­და­ვი­ღეთ.მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი, ნი­ჭი­ე­რი და ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- ყო­ველ­თვს სა­გან­გე­ბოდ არ­ჩევ კლი­პის­თვის მსა­ხი­ო­ბებს. ამ­ჯე­რად ია ნი­ნი­ძე მო­იწ­ვიე, მას მო­ნაზვნის როლი ათა­მა­შე. ად­ვი­ლად დაგ­თან­ხმდა?

- რო­დე­საც გა­და­ვი­ღე კლი­პი სიმ­ღე­რა­ზე - "რაც ამ ქვეყ­ნად სიყ­ვა­რუ­ლი მე­ფობს", ცნო­ბი­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ვიწ­ვიე. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­მი­ფა­სა, მსა­ხი­ო­ბი ია ნი­ნი­ძე გახ­ლდათ. მან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა წე­რი­ლი მომ­წე­რა. სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბით შე­მა­ქო. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ავი­წუ­რე. ახლა კი მო­მე­ცა შან­სი (მისი აქ ყოფ­ნით ვი­სარ­გებ­ლე), გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მო­მეწ­ვია. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა. არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნი­ნოს როლ­საც: შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თულ აუ­დი­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად მე წარ­ვუდ­გენ, ის ჩემი აღ­მო­ჩე­ნაა. მას რო­გორც დე­და­მისს "ვგი­კი" აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბია და არის ულა­მა­ზე­სი. მოკ­ლედ, ნი­ნოც გა­და­ვი­ღე.

- ია ნი­ნი­ძის გარ­და კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი: შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, კრის­ტი და მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი... რას გვე­ტყვი მათ­ზე?

- მინ­დო­და, კი­დევ უფრო ფარ­თო სპექტრი მო­მეც­ვა. ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი უნდა გა­და­მე­ღო (ჩვენ ვმე­გობ­რობთ), მაგ­რამ ქო­ბუ­ლეთ­შია და ამ პრო­ცეს­ში ვერ ჩა­ერ­თო (სხვა დრო­საც გვი­თა­ნამ­შრომ­ლია). ასე­ვე ერთი-ორ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონს უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ შედ­გა. იმე­დი მაქვს, ამას მო­მალ­ში მო­ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ ეს 5 ქალ­ბა­ტო­ნი ამ ვი­დე­ორ­გოლს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხინლს შეს­ძენს. მა­გა­ლი­თად, მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი ისეთ პა­ტი­მარ ქალს თა­მა­შობს, რომ ე.წ. "პერ­და­ჩის" მი­ტა­ნა მო­მინ­და (სი­ცი­ლით ამ­ბობს). შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი კი უბ­რა­ლოდ უნდა და­ა­ყე­ნო და გა­და­უ­ღო... ის კლიპ­ში თა­ვის თავს თა­მა­შობს: ცნო­ბი­ლი ლა­მა­ზი ქა­ლია, თით­ქმის ყვე­ლა მამ­კა­ცის­თვის სა­სურ­ვე­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ველ რიგ­ში, ისი­ნი ას­ხა­მენ ტა­ლახს...

- კრის­ტის რა როლი აქვს?

- შო­რე­ნას­თან მეტი დრო მქონ­და, ამეხ­სნა, მის­გან რა მინ­დო­და, რა უნდა ჩა­ეც­ვა, რა სტილ­ში უნდა მო­სუ­ლი­ყო. ბო­ლოს, რომ ვუ­თხა­რი, თით­ქმის შენი თავი უნდა ით­მა­შო-მეთ­ქი, იმის მერე ზედ­მე­ტი ახ­სნა აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია. კრის­ტიმ კი ნამ­დვი­ლად გა­მა­გი­ჟა: თა­ვი­სით ისეთ სა­ო­ცარ ფორ­მა­ში მო­ვი­და, რომ... არა­და, ზე­და­პი­რუ­ლად მქონ­და ნათ­ქვა­მი, 30-იანი წლე­ბის რეტ­რო ქალი უნდა იყო-მეთ­ქი. არ მე­გო­ნა, თუ ასე თა­მამდ ჩაც­მუ­ლი გა­მო­მე­ცხა­დე­ბო­და (სექ­სუ­ა­ლურ ფორ­მა­ში) და აღვფრ­თო­ვან­დი. ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. პირ­და­პირ მიხ­ვდა და გა­ი­გო, რა ში­ნა­არ­სის იყო ვი­დე­ორ­გო­ლი. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­მა იქ ისე­თე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რომ მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ასე­თი თა­ნად­გო­მი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის. აქ ია ნი­ნი­ძეს არ ვგუ­ლის­ხმობ. ეს ის პერ­სო­ნაა, რო­მე­ლის მი­მარ­თაც დიდი მო­წი­წე­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. დიდი არ­ტის­ტია...

- ამ ნა­მუ­შე­ვარს რო­დის ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბა მალე დას­რულ­დე­ბა. პრე­მი­ე­რა "პრო­ფილ­ში" იქ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მი­ვალთ...

- და ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა თვი­თონ არ ითა­მა­შე ქა­ლის რო­ლე­ბი, რად­გა­ნაც ვი­ცით, რომ ეს კარ­გად გა­მოგ­დის...

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სა­ცი­ლო ვიქ­ნე­ბო­დი, ქალი რომ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა... აქამ­დე რაც ვი­თა­მა­შე, ის გრო­ტეს­კი იყო... ამ­ჯე­რად სულ სხვა ნა­მუ­შე­ვა­რია. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს და ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვა... რო­დე­საც ია ნი­ნი­ძემ პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც ყვე­ლამ ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა. ჩემ­თვის ეს გა­მარ­ჯვე­ბის და წარ­მა­ტე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო. ადა­მინ­მა პირ­ვე­ლად მო­უს­მი­ნა სიმ­ღე­რას და ასე გა­ნი­ცა­და. ვი­მე­ო­რებ, ეს არ არის შარ­ჟი და ხუმ­რო­ბა. საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი ვი­დეო გა­მო­ვა, ოღონთ, ცოტა მსუ­ბუ­ქად გად­მოვ­ცემ...

- ისე, ია ნინ­ძე მო­ნაზვნის როლ­ზე რა­ტომ და­ა­კა­ვე?

- ზო­გა­დად ჩა­ნა­ფიქ­რი მქონ­და, რომ ვი­დე­ო­ში მო­ნა­ზო­ნი მყო­ლო­და, ვერ­სი­ე­ბიც მქონ­და, ვის შე­იძ­ლე­ბო­და, ის როლი ეთა­მა­შა. ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ ის პერ­სო­ნა­ჟი ნი­ნი­ძეს შეხ­ვდა. ეს "ჭად­რა­კის და­ფა­ზე" სა­უ­კე­თე­სო გა­თა­მა­შე­ბაა. მან აბ­სო­ლუ­ტუ­რი "სი­გი­ჟე" გვაჩ­ვე­ნა, ანუ ის იყო მე­თე­ლი კინო... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყუ­რე­ბო­დი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)

"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)

რამდენიმე დღეა, რაც ანრი ჯოხაძემ მუშაობა ახალ კლიპზე დაასრულა. მომღერალი საკუთარ თავში რამდენიმე ფუნქციას რომ ითავსებს (სიმღერის ავტორი, შემსრულებელი, კლიპის იდეის ავტორი, რეჟისორი, მემონტაჟე), ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და ახლაც ამის მცდელობა ჰქონდა. მოკლედ, ყველაფერი მისია... კლიპში ცნობილი ქალბატონები ათამაშა. თუ რა და როგორ მოხდა, ამაზე Ambebi.ge-ს პირადად ესაუბრა.

- ეს ახალი ვიდეორგოლი ხალხის გასაგიჟებლად არ გაკეთებულა. ძალიან რომანტიკული სიმღერაა და ზოგადად სოციალურ თემას, პრობლემას ეხმაურება. ამ ნამუშევარს ჰქვია - "განა ყველა ქალი ქალია?"

- მერე ამ ფრაზის გამო ქალბატონები არ გაგინაწყენდებიან?

- პირიქით, ამ სიმღერით ქალების მხარეს ვდგავარ... ზოგადად, მამკაცის ბრალია, თუ ღირსეულ ქალს ვერ ამჩნევს... სიმღერის ტეტქსტს როცა მოისმენთ, მიხვდებით, რომ აქ სკანდალური და გასაღიზიანებელი არაფერია. ასე რომ, არც ეს ფრაზა და არც თვითონ ვიდეო არავის დააკნინებს. აქ საკითხი ასე დგას: "განა ყველა ქალი ქალია?/ და თუ ვერ არჩევ, ეს შენი ბრალია".

- მოკლედ, ეს შენი პირადი კლიპია (სიმღერის ტექსტი, მუსიკა, შესრულება, რეჟისურა, მონტაჟი ყველაფერი შენია)... სად გადაიღე?

- გადაღება მუსიკისა და დრამის თეატრში მიმდინარეობდა. ამისთვის დიდი მადლობა დათო დოიაშვილსა და ჩემს მეგობარს, თიკა შერაზადიშვილს. მათ გადაღებისთვის თეატრის შენობა დამითმეს. დათო დოიაშვილის მხარდაჭერით აღფრთოვანებული ვარ. ცოტა კი მოვუშინაურდი, ხანდახან მრცხვენია კიდეც, რომ ასე ვაწუხებ... ეს ვიდეო ერთ ღამეში გადავიღეთ.მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის საყვარელი, ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონები მონაწილეობენ.

- ყოველთვს საგანგებოდ არჩევ კლიპისთვის მსახიობებს. ამჯერად ია ნინიძე მოიწვიე, მას მონაზვნის როლი ათამაშე. ადვილად დაგთანხმდა?

- როდესაც გადავიღე კლიპი სიმღერაზე - "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", ცნობილი და ლეგენდარული მსახიობები მოვიწვიე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ის ნამუშევარი შემიფასა, მსახიობი ია ნინიძე გახლდათ. მან ინტერნეტის საშუალებით აღფრთოვანებულმა წერილი მომწერა. საოცარი სიტყვებით შემაქო. პატარა ბავშვივით ავიწურე. ახლა კი მომეცა შანსი (მისი აქ ყოფნით ვისარგებლე), გადასაღებ მოედანზე მომეწვია. დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. არ შემიძლია არ შევეხო მისი ქალიშვილის, ნინოს როლსაც: შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ აუდიტორიას პირველად მე წარვუდგენ, ის ჩემი აღმოჩენაა. მას როგორც დედამისს "ვგიკი" აქვს დამთავრებული. მსახიობია და არის ულამაზესი. მოკლედ, ნინოც გადავიღე.

- ია ნინიძის გარდა კლიპში მონაწილეობენ ცნობილი ქალები: შორენა ბეგაშვილი, კრისტი და მაკა შალიკაშვილი... რას გვეტყვი მათზე?

- მინდოდა, კიდევ უფრო ფართო სპექტრი მომეცვა. ია სუხიტაშვილი უნდა გადამეღო (ჩვენ ვმეგობრობთ), მაგრამ ქობულეთშია და ამ პროცესში ვერ ჩაერთო (სხვა დროსაც გვითანამშრომლია). ასევე ერთი-ორ ცნობილ ქალბატონს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ შედგა. იმედი მაქვს, ამას მომალში მოვახერხებთ, მაგრამ ეს 5 ქალბატონი ამ ვიდეორგოლს აბსოლუტურად განუმეორებელ ხინლს შესძენს. მაგალითად, მაკა შალიკაშვილი ისეთ პატიმარ ქალს თამაშობს, რომ ე.წ. "პერდაჩის" მიტანა მომინდა (სიცილით ამბობს). შორენა ბეგაშვილი კი უბრალოდ უნდა დააყენო და გადაუღო... ის კლიპში თავის თავს თამაშობს: ცნობილი ლამაზი ქალია, თითქმის ყველა მამკაცისთვის სასურველი, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ რიგში, ისინი ასხამენ ტალახს...

- კრისტის რა როლი აქვს?

- შორენასთან მეტი დრო მქონდა, ამეხსნა, მისგან რა მინდოდა, რა უნდა ჩაეცვა, რა სტილში უნდა მოსულიყო. ბოლოს, რომ ვუთხარი, თითქმის შენი თავი უნდა ითმაშო-მეთქი, იმის მერე ზედმეტი ახსნა აღარ დამჭირვებია. კრისტიმ კი ნამდვილად გამაგიჟა: თავისით ისეთ საოცარ ფორმაში მოვიდა, რომ... არადა, ზედაპირულად მქონდა ნათქვამი, 30-იანი წლების რეტრო ქალი უნდა იყო-მეთქი. არ მეგონა, თუ ასე თამამდ ჩაცმული გამომეცხადებოდა (სექსუალურ ფორმაში) და აღვფრთოვანდი. ნამდვილი პროფესიონალია. პირდაპირ მიხვდა და გაიგო, რა შინაარსის იყო ვიდეორგოლი. ამ ქალბატონებმა იქ ისეთები ჩაატარეს, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისა და პროფესიონალიზმისთვის. აქ ია ნინიძეს არ ვგულისხმობ. ეს ის პერსონაა, რომელის მიმართაც დიდი მოწიწება უნდა გამოვიჩინოთ. დიდი არტისტია...

- ამ ნამუშევარს როდის ნახავს მაყურებელი?

- კლიპზე მუშაობა მალე დასრულდება. პრემიერა "პროფილში" იქნება. მონაწილეები  სრული შემადგენლობით მივალთ...

- და ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ არ ითამაშე ქალის როლები, რადგანაც ვიცით, რომ ეს კარგად გამოგდის...

- ამ სიტუაციაში სასაცილო ვიქნებოდი, ქალი რომ შემესრულებინა... აქამდე რაც ვითამაშე, ის გროტესკი იყო... ამჯერად სულ სხვა ნამუშევარია. ბევრი საინტერესო ადამიანი მონაწილეობს და ემოციური გამოვა... როდესაც ია ნინიძემ პირველად მოისმინა სიმღერა, რომელზეც ყველამ ერთად ვიმუშავეთ, ცრემლები ვერ შეიკავა. ჩემთვის ეს გამარჯვების და წარმატების მანიშნებელი იყო. ადამინმა პირველად მოუსმინა სიმღერას და ასე განიცადა. ვიმეორებ, ეს არ არის შარჟი და ხუმრობა. საკმაოდ დრამატული ვიდეო გამოვა, ოღონთ, ცოტა მსუბუქად გადმოვცემ...

- ისე, ია ნინძე მონაზვნის როლზე რატომ დააკავე?

- ზოგადად ჩანაფიქრი მქონდა, რომ ვიდეოში მონაზონი მყოლოდა, ვერსიებიც მქონდა, ვის შეიძლებოდა, ის როლი ეთამაშა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ის პერსონაჟი ნინიძეს შეხვდა. ეს "ჭადრაკის დაფაზე" საუკეთესო გათამაშებაა. მან აბსოლუტური "სიგიჟე" გვაჩვენა, ანუ ის იყო მეთელი კინო... გაოგნებული ვიყურებოდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება