დიდი სკანდალის შემდეგ ფარულავა სუართან ერთად კვლავ გამოჩნდა (+3 ფოტო)

დიდი სკანდალის შემდეგ ფარულავა სუართან ერთად კვლავ გამოჩნდა (+3 ფოტო)

გასულ დღეებში სოციალურ ქსელს ია ფარულავასა და მისი მუსიკოსი მეუღლის, ტარიელ სუარის ოჯახური თანაცხოვრების შესაძლო დასრულების ინფორმაციამ გადაუარა. ბევრი მკითხველი კომენტარების საშუალებით გულისტკივილსაც გამოთქვამდა მსახიობისა და გიტარისტის ხანმოკლე იდილიის გამო და წუხდნენ მათი ოჯახის დანგრევის შესახებ.

ოჯახის დანგრევის მიზეზად ია ფარულავასა და სტილისტ მიშა გასიტაშვილის სატელეფონო მიწერ-მოწერა სახელდებოდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფარულავა-სუარის ოჯახის დანგრევა სულაც არ ყოფილა მართალი და ეს შესაძლოა, უბრალოდ, პიარისთვის გამიზნული ხრიკი იყოს.

ია და ტარიელი ისევ ერთად არიან. Ambebi.ge-ს მკითხველმა წყვილი გუშინ კლუბ "სენატეში" კონკურს "მის ფოტოგენურობაზე" დააფიქსირა. ია და ტარიელი კლუბში არანაკლებ ეპატაჟურ მარიამ კუკუნაშვილთან ერთად მივიდნენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ია უცხოეთში იმყოფებოდა ინვიტროგანაყოფიერების საკითხის გასარკვევად. მარიამ კუკუნაშვილი კი სწორედ უცხოეთში ფლობს კლინიკას, რომელიც სუროგაციასა და ინვიტროგანაყოფიერებაზე მუშაობს.

როგორც კი ტელეკამერებმა ფარულავა-სუარის დაფიქსირება გადაწყვიტეს, წყვილმა კლუბი დატოვა ისე, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ. უნდოდა თუ არ უნდოდა, კლუბის დატოვება მარიამ კუკუნაშვილსაც მოუწია,  თუმცა ცნობილი სამეულის ამსახველი რამდენიმე ფოტოს გადაღება Ambebi.ge-ს მკითხველმა მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება