მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"
"ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"

მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში პე­ტი­ცია გავ­რცელ­და, რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ონს" მო­ეხ­სნას სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი და და­ფი­ნან­სე­ბა, Ambebi.ge "ერი­სი­ო­ნის" ხელ­მძღვა­ნელს, ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პე­ტი­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, "ერი­სი­ონს" მო­ეხ­სნას სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი და და­ფი­ნან­სე­ბა. რას იტყვით?

- რას ვი­ზამთ, ყვე­ლას თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს, მაგ­რამ ვინც არ იცის, ვე­ტყვი, რომ გუ­შინ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ რუ­სეთ­ში და­გეგ­მი­ლი გას­ტრო­ლე­ბი მოვხსე­ნით, მაგ­რამ რად­გან ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ, ესე იგი, ეგ ხალ­ხი მი­ზეზს კი არ ეძებს, უბ­რა­ლოდ ასე უნ­დათ, რომ იყოს. ეს სირ­ცხვი­ლია და უხერ­ხუ­ლია. აბა, ასე პირ­და­პირ, უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ი­თხოვ­ნას, არ ვიცი, რა ჰქვია, მაგ­რამ ეს ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს. დამ­ნა­შა­ვე არ ვარ არა­ფერ­ში და რო­გორც იტყვი­ან, რო­მის პაპ­ზე დიდი კა­თო­ლი­კე არა­ვინ არი­სო, კარ­გი გა­მოთ­ქმაა.

- ე.ი. 16 აპ­რილს კრემლში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა?

- კრემლში კი არა, კონ­ცერ­ტე­ბი ყველ­გან იყო და­გეგ­მი­ლი და მთლი­ა­ნად მოვხსე­ნით... ხალ­ხი, ვინც პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს, პრო­ცე­დუ­რა არ იცის. დიდი ხა­ნია, მო­ვახ­სე­ნეთ რუ­სულ მხა­რეს, რომ ჩვე­ნი იქ ჩას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რია, გას­ტრო­ლის გა­უქ­მე­ბა მხო­ლოდ ფორ­სმა­ჟო­რულ შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ეს არ არის ფორ­სმა­ჟო­რიო, - გვი­თხრეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მოვხსე­ნით და არ მივ­დი­ვართ.

- ე.ი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­არ­ღვი­ეთ?

- დიახ, რა­საც უზარ­მა­ზა­რი ჯა­რი­მა მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ვი­თა­რი ჯა­რი­მა ვერ გა­და­წო­ნის ამ ყვე­ლა­ფერს... ჯა­რი­მას, ალ­ბათ, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს, რამ­დე­ნი და რო­გორ იქ­ნე­ბა.

ზო­გა­დად კი ვი­ტყვი, რომ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, ჯერ ორ­მოს სიღ­რმე არ ვი­ცით, ვხტე­ბით და მერე ვამ­ბობთ, რა­ტომ ჩავ­ვარ­დი ხრამ­შიო? სირ­ცხვი­ლია, "ერი­სი­ო­ნის" პატ­რი­ო­ტიზ­მში ვინ­მეს ეჭვი რომ შე­აქვს და პე­ტი­ცი­ებს ად­გენს. მა­ინ­ტე­რე­სებს, მათ რა გა­უ­კე­თე­ბი­ათ?

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "ერი­სი­ო­ნის­თვის" სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სის მოხ­სნას ითხო­ვენ

"ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"

"ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, ანსამბლ "ერისიონს" მოეხსნას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება, Ambebi.ge "ერისიონის" ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს დაუკავშირდა.

- ბატონო ჯემალ, საქართველოს მოქალაქეები პეტიციას ავრცელებენ, ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, "ერისიონს" მოეხსნას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება. რას იტყვით?

- რას ვიზამთ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ გუშინ განვაცხადეთ, რომ რუსეთში დაგეგმილი გასტროლები მოვხსენით, მაგრამ რადგან ხელმოწერებს აგროვებენ, ესე იგი, ეგ ხალხი მიზეზს კი არ ეძებს, უბრალოდ ასე უნდათ, რომ იყოს. ეს სირცხვილია და უხერხულია. აბა, ასე პირდაპირ, უპრეცედენტო მოითხოვნას, არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. დამნაშავე არ ვარ არაფერში და როგორც იტყვიან, რომის პაპზე დიდი კათოლიკე არავინ არისო, კარგი გამოთქმაა.

- ე.ი. 16 აპრილს კრემლში დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება?

- კრემლში კი არა, კონცერტები ყველგან იყო დაგეგმილი და მთლიანად მოვხსენით... ხალხი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, პროცედურა არ იცის. დიდი ხანია, მოვახსენეთ რუსულ მხარეს, რომ ჩვენი იქ ჩასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ხელშეკრულებაში წერია, გასტროლის გაუქმება მხოლოდ ფორსმაჟორულ შემთხვევაშია შესაძლებელი, ეს არ არის ფორსმაჟორიო, - გვითხრეს. მიუხედავად ამისა, მოვხსენით და არ მივდივართ.

- ე.ი. ხელშეკრულება დაარღვიეთ?

- დიახ, რასაც უზარმაზარი ჯარიმა მოჰყვება, მაგრამ ვერავითარი ჯარიმა ვერ გადაწონის ამ ყველაფერს... ჯარიმას, ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს, რამდენი და როგორ იქნება.

ზოგადად კი ვიტყვი, რომ საშინელ სიტუაციაში ვართ, საოცარი ამბები ხდება ჩვენ გარშემო, ჯერ ორმოს სიღრმე არ ვიცით, ვხტებით და მერე ვამბობთ, რატომ ჩავვარდი ხრამშიო? სირცხვილია, "ერისიონის" პატრიოტიზმში ვინმეს ეჭვი რომ შეაქვს და პეტიციებს ადგენს. მაინტერესებს, მათ რა გაუკეთებიათ?

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ:

გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება