პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ
გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

ინ­ტერ­ნეტ­ში პე­ტი­ცია ვრცელ­დე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით - მო­ეხ­სნას ერი­სი­ონს სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი და და­ფი­ნან­სე­ბა. პე­ტი­ცი­ით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა­ვენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ში­ნა­არ­სის პე­ტი­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, რაც ერი­სი­ო­ნის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­იტ­ზე, erisioni.ru-ზე კრემლში და­გეგ­მი­ლი მო­რი­გი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

Аmbebi.ge პე­ტი­ცი­ის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გვსურს, მო­ვუ­წო­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, მო­უხ­სნათ ან­სამ­ბლ ერი­სი­ონს სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი და შე­უ­წყვი­ტოთ და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. რად­გან ჩვენ­თვის, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ჩვე­ნი გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით შევ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბი ხმარ­დე­ბო­დეს ერი­სი­ო­ნის კრემლში გას­ტრო­ლებს.

უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დე ფაქ­ტო სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თებ­ზე წვდო­მი­სა და სას­მელ-სარ­წყა­ვი წყლის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას და სა­კუ­თა­რი სოფ­ლე­ბი­დან გან­დევ­ნას, ავ­ლებს მავ­თულხლარ­თებს და აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ას, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი ერი­სი­ო­ნი, პუ­ტინს და მის გა­რე­მოც­ვას არ­თობ­დეს კრემლში, და ამა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვიხ­დი­დეთ ფულს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან.

იმედს ვი­ტო­ვებთ, გა­ი­ზი­ა­რებთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და შე­მო­უ­ერ­თდე­ბით პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

ონ­ლა­ინ-პე­ტი­ცი­ა­ში ხელ­მომ­წერ­თა სია ამ ბმულ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა.

პე­ტი­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს და­უ­კავ­შირ­და.

იხი­ლეთ სტა­ტია: "ერი­სი­ონ­მა" უზარ­მა­ზა­რი ჯა­რი­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ კრემლში კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა: "სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება, სახელწოდებით - მოეხსნას ერისიონს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება. პეტიციით  მოქალაქეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ შინაარსის პეტიციის გავრცელება მოქალაქეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერისიონის რუსულენოვან საიტზე, erisioni.ru-ზე კრემლში დაგეგმილი მორიგი კონცერტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

Аmbebi.ge პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს და კულტურის სამინისტროს, მოუხსნათ ანსამბლ ერისიონს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შეუწყვიტოთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რადგან ჩვენთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ხმარდებოდეს ერისიონის კრემლში გასტროლებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას, ავლებს მავთულხლართებს და აგრძელებს საქართველოს ანექსიას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია ჩვენი ქვეყნის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი, პუტინს და მის გარემოცვას ართობდეს კრემლში, და ამაში საქართველოს მოქალაქეები ვიხდიდეთ ფულს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან.

იმედს ვიტოვებთ, გაიზიარებთ ჩვენს პოზიციას და შემოუერთდებით პეტიციას, რომელიც გაეგზავნება კულტურის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს", - ნათქვამია პეტიციაში.

ონლაინ-პეტიციაში ხელმომწერთა სია ამ ბმულზე ფიქსირდება.

პეტიციის გავრცელების შემდეგ Ambebi.ge ჯემალ ჭკუასელს დაუკავშირდა.

იხილეთ სტატია: "ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება