საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა
 ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია "ოს­კა­რის" გა­და­ცე­მის 86-ე ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თა. ცე­რე­მო­ნია ელენ დე­ჯე­ნე­რესს მიჰ­ყავ­და.

მთა­ვარ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი" ჯილ­დო სტივ მაკ­ქუ­ი­ნის სუ­რათ­მა "მო­ნო­ბის 12 წელი" მო­ი­პო­ვა.

თა­ე­ატრ Dolby-ის სცე­ნა­ზე გა­ვი­და ყვე­ლა, ვინც ამ ფილმზე მუ­შა­ობ­და - მათ შო­რის პრო­დუ­სე­რი ბრედ პიტი. "ამ ჯილ­დოს ვუ­ძღვნი ყვე­ლას, ვინც იცის, რას ნიშ­ნავს მო­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვის და­სას­რულს მაკ­ქუ­ინ­მა.

სუ­რა­თის სცე­ნა­რის­ტმა ჯონ რიდ­ლიმ "ოს­კა­რი" სა­უ­კე­თე­სო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სცე­ნა­რის­თვის მო­ი­პო­ვა.

"ოს­კა­რი" ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის კეიტ ბლან­შეტს ვუდი ალე­ნის ფილმ "ჟას­მინ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ერგო. მსა­ხი­ობ­მა ვუდი ალენს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მან "ამე­რი­კულ აფე­რა­ში" ემი ადამ­სის "გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი" თა­მა­ში აღ­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში "ოს­კა­რის" პრე­ტენ­დენ­ტი იყო.

"სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი" მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუბ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის გახ­და. ხოლო ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო, რო­მე­ლიც "ოს­კარ­ზე" მე­ო­თხედ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ჯილ­დოს გა­რე­შე დარ­ჩა.

სა­უ­კე­თე­სო რე­ჟის­ო­რად ალ­ფონ­სო კუ­ა­რო­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს, რო­მელ­მაც სუ­რა­თი "გრა­ვი­ტა­ცია" გა­და­ი­ღო. ამ ნი­მი­ნა­ცი­ა­ში ასე­ვე და­სა­ხე­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ დე­ვიდ ო.რა­სე­ლი ("ამე­რი­კუ­ლი აფე­რა"), სტივ მაკ­ქუ­ი­ნი ("მო­ნო­ბის 12 წელი"), ალექ­სან­დრ პე­ი­ნი ("ნებ­რას­კა") და მარ­ტინ სკორ­სე­ზე ("უოლ სტრი­ტის მგე­ლი").

"გრა­ვი­ტა­ცი­ამ" ასე­ვე ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი ჯილ­დო­ე­ბი მო­აგ­რო­ვა და ცე­რე­მო­ნი­ის ტრი­უმ­ფა­ტო­რი გახ­და.

ჯა­რედ ლე­ტოს "ოს­კა­რის" პირ­ვე­ლი ქან­და­კე­ბა გა­დას­ცეს- ფილმ "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუბ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის. მსა­ხი­ობს იგი ენ ჰე­თე­უ­ე­იმ გა­დას­ცა. "მად­ლო­ბა დედა, შენ მე ოც­ნე­ბა მას­წავ­ლე",- გა­ნა­ცხა­და სცე­ნი­დან მსა­ხი­ობ­მა. მან ასე­ვე უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა.

ლე­ტომ, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლი როკ-მუ­სი­კო­სი და ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ლი­დე­რია, "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუბ­ში" შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტრანსსექ­სუ­ა­ლის როლი შე­ას­რუ­ლა. ამ რო­ლის­თვის მსა­ხი­ობ­მა "ოქ­როს გლო­ბუ­სი" უკვე მო­ი­პო­ვა.

ლუ­პი­ტა ნი­ან­გო "მო­ნო­ბის 12 წელ­ში" ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს. მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს პირ­ვე­ლი კი­ნო­ჯილ­დოა.

ფილმ "დიდი გეტსბის" კოს­ტუ­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის­თვის კეტ­რინ მარ­ტი­ნი და­ა­ჯილ­დო­ვეს, რო­მე­ლიც სუ­რა­თის რე­ჟი­სო­რის, ბაზ ლურ­მა­ნის მე­უღ­ლეა.

"დიდ­მა გეტსბ­მა" მე­ო­რე ქან­და­კე­ბაც მი­ი­ღო - სა­უ­კე­თე­სო სამ­ხატ­ვრო-ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი დის­ნე­ის "გა­ყი­ნუ­ლი" გახ­და. მულ­ტფილმმა ქან­და­კე­ბა ასე­ვე მო­ი­პო­ვა სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რის­თვის - "Let it Go".

წლის უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში კი იტ­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის, პა­ო­ლო სო­რენ­ტი­ნის ფილმმა - "დი­დე­ბულ­მა სი­ლა­მა­ზემ" გა­ი­მარ­ჯვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Wrap-ის მი­ხედ­ვით.

ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

 ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

ლოს-ანჯელესში პრესტიჟული კინოპრემია "ოსკარის" გადაცემის 86-ე ცერემონია გამართა. ცერემონია ელენ დეჯენერესს მიჰყავდა.

მთავარ ნომინაციაში - "საუკეთესო ფილმი" ჯილდო სტივ მაკქუინის სურათმა "მონობის 12 წელი" მოიპოვა.

თაეატრ Dolby-ის სცენაზე გავიდა ყველა, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა - მათ შორის პროდუსერი ბრედ პიტი. "ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველას, ვინც იცის, რას ნიშნავს მონობა", - განაცხადა სამადლობელი სიტყვის დასასრულს მაკქუინმა.

სურათის სცენარისტმა ჯონ რიდლიმ "ოსკარი" საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მოიპოვა.

"ოსკარი" ქალის საუკეთესო როლისთვის კეიტ ბლანშეტს ვუდი ალენის ფილმ "ჟასმინში" შესრულებული როლისთვის ერგო. მსახიობმა ვუდი ალენს მადლობა გადაუხადა. მან "ამერიკულ აფერაში" ემი ადამსის "განსაცვიფრებელი" თამაში აღნიშნა, რომელიც ამ კატეგორიაში "ოსკარის" პრეტენდენტი იყო.

"საუკეთესო მამაკაცი მსახიობი" მეთიუ მაკკონაჰი "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული როლისთვის გახდა. ხოლო ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც "ოსკარზე" მეოთხედ იყო ნომინირებული, ჯილდოს გარეშე დარჩა.

საუკეთესო რეჟისორად ალფონსო კუარონი გამოაცხადეს, რომელმაც სურათი "გრავიტაცია" გადაიღო. ამ ნიმინაციაში ასევე დასახელებულნი იყვნენ დევიდ ო.რასელი ("ამერიკული აფერა"), სტივ მაკქუინი ("მონობის 12 წელი"), ალექსანდრ პეინი ("ნებრასკა") და მარტინ სკორსეზე ("უოლ სტრიტის მგელი").

"გრავიტაციამ" ასევე ყველა ტექნიკური ჯილდოები მოაგროვა და ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა.

ჯარედ ლეტოს "ოსკარის" პირველი ქანდაკება გადასცეს- ფილმ "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის. მსახიობს იგი ენ ჰეთეუეიმ გადასცა. "მადლობა დედა, შენ მე ოცნება მასწავლე",- განაცხადა სცენიდან მსახიობმა. მან ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ლეტომ, რომელიც ასევე ცნობილი როკ-მუსიკოსი და ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ლიდერია, "დალასის მყიდველთა კლუბში" შიდსით დაავადებული ტრანსსექსუალის როლი შეასრულა. ამ როლისთვის მსახიობმა "ოქროს გლობუსი" უკვე მოიპოვა.

ლუპიტა ნიანგო "მონობის 12 წელში" ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს. მსახიობისთვის ეს პირველი კინოჯილდოა.

ფილმ "დიდი გეტსბის" კოსტუმების საუკეთესო დიზაინისთვის კეტრინ მარტინი დააჯილდოვეს, რომელიც სურათის რეჟისორის, ბაზ ლურმანის მეუღლეა.

"დიდმა გეტსბმა" მეორე ქანდაკებაც მიიღო - საუკეთესო სამხატვრო-ხელმძღვანელისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი დისნეის "გაყინული" გახდა. მულტფილმმა ქანდაკება ასევე მოიპოვა საუკეთესო სიმღერისთვის - "Let it Go".

წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი იტლიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინის ფილმმა - "დიდებულმა სილამაზემ" გაიმარჯვა.

მომზადებულია The Wrap-ის მიხედვით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს